ნახტომი


- - - - -

სალარო აპარატები საჭიროა თუ არა?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 4

#1 Nika Malazonia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 60 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 March, 2009 - 16:30

ყური მოვკარი, რომ ის მეწარმეები, რომლებით თავიანთ საქმიანობას აწარმოებენ 20 კვადრატულ მეტრზე ნაკლებ ფართში (აქვთ მაგალითად საცხობი, მაღაზია და სხვ) მათ არ ჭირდებათ სალარო აპარატი. არ ვიცი რამდენად მართალია. ხომ არ გაქვთ ამაზე ინფორმაცია? თუ არ სჭირდება მაშინ როგორ იბეგრება?
The Proud Participant of Business Conference

#2 George Xatiashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 137 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 March, 2009 - 16:33

მე რამდენადაც ვიცი ეს შეღავათი ეხებათ მხოლოდ ბაზრობებზე არსებულ სავაჭრო ფართებს

#3 Nika Malazonia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 60 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 March, 2009 - 16:36

იხილე გამოხმაურებაGeorge Xatiashvili, Mar 18/09, 16:33 -ში, განაცხადა:

მე რამდენადაც ვიცი ეს შეღავათი ეხებათ მხოლოდ ბაზრობებზე არსებულ სავაჭრო ფართებს


ხო ბაზრობებზე აღარ უდგათ მართალია, მაგრამ ნეტა კანონში როგორ წერია ეგ რო მარტო მაგათ ეხებათ? იქნებ სხვებსაც ეხებათ?
The Proud Participant of Business Conference

#4 Ruslan Kikacheishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 March, 2009 - 18:10

ეს შეღავათი ეხება მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის გარკვეულ კატეგორიებს... :D მოკლედ საკასო სალარო აპარატების სავალდებულო გამოყენებისგან თავისუფლდებიან ის მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ” ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში;
ამ კატეგორიაში ხვდებიან მხოლოდ ის მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ 168-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (მაგ: ხალიჩების წარმოება, თავსაბურავების წარმოება, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, თმის დაბანა, კრეჭა, შესწორება და ა.შ.) ამავე მუხლით განსაზღვრულ ფართში. მაგ. ავტომობილის ტენიკური მომსახურების და რემონტის განმახორციელებელი ხელოსანს (ძრავის შემკეთებელი, მეთუნუქე, მღებავი, ელექტრიკოსი, ე.წ. “კარბურატორის” შემკეთებელი და ა.შ.) მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს კანონი საკონტროლო-სალარო აპარატის დადგმის და მისი გამოყენების ვალდებულებისაგან, თუ ის ამ საქმიანობას ახორციელებს უშუალოდ თვითონ (დამხმარეების გარეშე) და ამ საქმიანობისათვის გამოყენებული ფართი არ აღემატება 40მ2-ს. დალაქისათვის (ე.წ. “პარიკმახერი”) ასეთი ფართი არ უნდა აღემატებოდეს 20მ2-ს. ::-h:) კიდევ არსებობს რამოდენიმე კატეგორია რომელიც განთავისუფლებულია საკასო სალარო აპარატების სავალდებულო გამოყენებისგან.... ახლა კი რაც შეეხება საგადასადო კოდექსის 168 მუხლის "ლ" ქვეპუნქტს :) მანდ ჩამოთვლილია სამეწარმეო საქმიანობის ის კატეგორიები, რომლების განთავისუფლებულია გადასახადის გადახდისაგან :)

#5 Nika Malazonia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 60 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 March, 2009 - 10:31

რუსლან დიდი მადლობა ინფოსთვის :)
The Proud Participant of Business Conference



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share