ნახტომი


* * * * * 1 ხმა

რას ელოდებით 9 აპრილისგან?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 376

#1 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 07:13

9 აპრილის გაგონება ჩემში ცუდ ასოციაციას იწვევს და ახლა ძალიან დაძაბული ვარ მის მოლოდინში. ინტერესი მკლავს ნეტა რამე თუ შეიცვლება?! შეძლებენ კიდევ ერთი რევოლუციის მოხდენას? Aრის კი საჭირო ამ ეტაპზე ასეთი რადიკალურობა? Kონფერენციელების აზრი მაინტერესებს: როგორია თქვენი პროგნოზი და საერთოდ რა აზრის ხართ იმაზე რომ ოპოზიციამ მაინცდამაინც ეს ტრაგიკული თარიღი შეარჩია მიშას გადასაყენებლად. როგორ ფიქრობთ ისარგებლებს რუსეთი ამ ქაოსით თუ იქნებ თავად რუსეთის ხელი ურევია ქაოსის შექმნაში?

#2 Nino Narimanidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 45 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 10:59

ნუთუ შეიცვლება რამე??? შიშით მეფიქრება ამ დღეზე და ძალიან დიდი კითხვის ნიშნით !!! გადადგება მიშა ??? თუ გადადგა, ვინმე პერსპექტიული ჩანს ასპარეზზე ? ჩვენი საშველი ის არის რომ ერთად დავდგეთ ! გავერთიანდეთ ! ერთად ვიბრძოლოთ სქართელოს მომავლისთვის და არა ვიღაც ერთი ეგოისტი პიროვნებისთვის,რომელსაც პრეზიდენტობა სწყურია ...

პირადად მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი...

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 20 March, 2009 - 11:14

რათაც ნამეტანი პასიმისტურად დაიწყო ეს თემა ...
9 აპრილი წარმატებული დღე იქნება ...

ოპოზიცია თავისას იტყვის და მიაწვება. მიშაც გადადგება და ადგილს დაუთმობს ... ვანოც გაათავისუფლებს პოსტს ... ხელისუფლება და მინისტრთა კაბიეტი გადადგება ...
მოვა ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა და ჩვენც ავშენდებით

არ გვეტკინოს მანამდე არაფერი ...

საქმეს მიხედეთ მეგობრებო... საქმეს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Giorgi Tsabauri

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 39 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 12:46

არა რათ გვინდა 9 აპრილი და "რადიკალიზმი", ვაცადოთ მიხოს 2013 წლამდე, ჯერ კიდევ დასარიგებელი აქვს ტერიტორიები, ბოლოს თბილისს დაარქმევს "საქართველოს რესპუბლიკას" და წავა აბა რას იზავს?

#5 Ruslan Kikacheishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 13:07

რას ველოდები 9 აპრილისგან ? ჰმ... კიდევ ერთ სამარცხვინო "ერთმანეთის ჭამას"... და ოპოზიციის ლიდერებისგან ყრუ ყრუ სოფლებში ნასწავლი ბოხუც მოხუც ბებოებისგან ნასწავლი წყევლების დემონსტრირებას... მეტის თავი მაინც არ აქვთ... ყველას მოსდის შეცდომები... ხელისუფლებასაც და ყოველივე ჩვენთაგანსაც... დიახ, უნდა არსებობდეს და არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიგანიშნებენ ამ შეცდომაზე და შენთან ერთად იფიქრებენ ამ შეცდომის გამოსწორებაზე... მივესალმები ჯანსაღ და "კონსტრუქციულ" ოპოზიციას (თუმცა ხელისუფლებაც უნდა იყოს კონსტრუქციული) :) , და არა იმ "მარაზმს", რაც ჩვენ დღეს გვაქვს...
რევოლუცია არა ისა რა... "კმარა" რევოლუციები... დღეს საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება არ არის 2003 წლის საქართველო და შევარდნაძის "გამომპალი" ხელისუფლება... ასე რომ ახალი რევოლუციები დაივიწყეთ მეგობრებო... ჩვენ არ ვართ მადაგასკარი...
რატომ ეს თარიღი ? :D დრამატიზირება უყვართ ყველაფრის...
საჭიროა თუ არა ასეთი რადიკალიზმი ? - არა... სისულელეა... თან ეს დაუსაბუთებელი რადიკალიზმია... იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლიათ... არ გამოყვება სხვანაირად მაგათ ხალხი...
ურევია ამაში რუსეთის ხელი თუ არა? - ჰმ... და როდესმე რამეში რუსეთის ხელი არ ერია თუ?...
გადადგება თუ არა მიშა ? - :D არა...
და დამნაშავის ძებნის სანაცვლოდ, მოვიშველიებ ტარიელის სიტყვებს - "საქმეს მივხედოთ მეგობრებო, საქმეს..."
ჩვენ ჩვენი საკეთებილი ვაკეთოდ და ქვეყანაც წინ წავა... :D
P.S. ნუ მე ასე მგონია :D

#6 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 14:18

ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი... 9 აპრილისგან დავით აღმაშენებლის დაბრუნებას თუ ელის ის სამიტინგოდ შემართული ხალხი ძალიან ცდება. ღატო გონიათ რომ კიდევ ერთი რევოლუციური გზით მოსული ხელისუფლება სააკაშვილისას აჯობებს?! იმედი მაქვს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება

#7 Nino Narimanidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 45 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 14:46

ჩვენ კი მივხედავთ ჩვენს საქმეს,მაგრამ მართლა ბევრს ვფიქრობ იმაზე,თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ხალხის და ქვეყნის სასიკეთოდ...თუნდაც 9 აპრილს...
ფიქრი ფიქრად რჩება სამწუხაროდ ... :)

#8 Miranda Agapishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 15:01

ოჰ ღმერტო, ღმერთო სულ ძილი ძილი როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება."
თუ საზოგადოებრივი შეგნებაც არ შეიცვალა ალბათ ასევე არაფერი გვეშველება,ვიდრე ერთხელ და სამუდამოდ არ დავიწყებთ ქვეყნის სასიკეთოთ ფიქრს და არ მოვიშლით არაფრისმაქნის თვითკმაყოფილების განცდას.

#9 Tamaz Duduchava

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 16 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 17:25

სოფოს სალამი,ძალიან საჭირბოროტო საკითხი წამოგიჭრია.
მე ვფიქრობ რომ 7ნოემბრის შემდეგ ხალხში მაინც შიში ბუდობს, რაც ყველაზე მეტად არ მსიამოვნებს.
ხალხს პროტესტის გამოთქმის არ უნდა შეეშინდეს, თუკი ეს პროტესტი უკეთესობისკენ შეცვლის დღევანდელობას.
ვფიქრობ ქართველში პირველობის მანია აჭარბებს ყველაფერს,ამის დემონსტრირებაა 9აპრილი.
იმედს ვიტოვებ რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისევ არ დაეჯახება ქართველი ქართველს.

#10 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 17:49

მე ეს აქციაც სკამებისთვის მორიგ ბრძოლად მიმაჩნია. Mართალია ყველა პრეზიდენტი ვერ გახდება მაგრამ რამდენი ტბილი სკამი გათავისუფლდება მიშას წასვლით? ასე სამ წელიწადში კიდე ვიღაცას რაღაც არ მოეწონება და კიდე წავა მიტინგობა. შამწუხარო ისაა რომ ხალხს ყველა მხსნელი გონია და ხან ერთის წისქვილზე ასხამენ წყალს და ხან მეორის. რას გვიმზადებენ ახლა?- ტიტების რევოლუციას? მე პირადად არც იმას გამოვრიცხავ რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი მილიარდელის დიიიიიდი ხელიც ერიოს 9 აპრილის სპექტაკლში. დააჭმევიმებს ამათ ერთმანეთს და მერე მოგვევლინება გადამრჩენად. ყველას თავისი აზრი აქვს; მე ჩემი დავაფიქსირე!

#11 Koka Verulashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 43 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 18:58

კარგს არაფერს ველოდებიი

საქმეს მიხედეთ საქმეს მართლაც!

არ ვერევი პოლიტიკაში, სტაბილურობის მომხრე ვარ გინდა მიშა იყოს გინდა ნათელაშვილი!!! თუ უმტკივნეულოდ შეიცვლება ყველაფერი ხო კარგი, მაგრამ რავიცი რავიციიი........
With best regards
-----------------------------
Koka Verulashvili
Marketing Manager
Delta Holding
3, 1st lane Kostava Str. Apt: 25
0179, Tbilisi .GE
www.delta.ge
kv @ delta.ge
+995 [99] 733473
+995 [32] 509575
+995 [32] 343468 (220)

#12 Besik Kvatchantiradze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 267 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 21:08

ცოტა მეშინია :)
რომ მოხდეს "რაიმე" მერე რა გვეშველება არ ვიცი :D
ეს აკლია ქართველ ერს სრული "ბედნიერებისთვის" :)
Valuator of Real Estate

#13 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 20 March, 2009 - 21:26

ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ ხელისუფლებამ დათმოს თუ დემონსტრანტები ძალით "შევარდნას" გადაწყვეტენ. არ დათმობის მინიშნებები უკვე ცნობილი გახდა საზოგადოებისათვის. მაგალითად გივი თარგამაძის განცხადება, რომ 7 ნოემბრის შეცდომები აღარ განმეორდება და ასეთი მასშტაბური არ იქნება ხელისუფლების "პასუხი", და რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა უნდა გაიაზროს თავისი წილი პასუხისმგებლობა მოწოდებებზე.

რამოდენიმე დღის წინ 4 პარტია გაერთიანდა, რომელიც არ არის ასეთი რადიკალური მოწოდებების მომხრე და განაცხადა, რომ "ერთი დათქმიდან მეორე დათქმამდე" საზოგადოებას "არ აცხოვრებს"...

ჩემი აზრით ოპოზიცია მართლაც კარგად უნდა დაფიქრდეს საკუთარ ნაბიჯებზე, ყველა შემთხვევაში დემონსტრაციები კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და საზოგადოებას ილუზიები არ უნდა ქონდეს. ოპოზიციამ თავი უნდა შეიკავოს რადიკალურ მოწოდებებზე, მოთხოვნები უნდა იყოს რეალური და კანონიერი... (მაგალითად რა აზრი ქონდა მას წინათ 10 დღიანი ულტიმატუმის წაყენებას რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით - არავითარი)

#14 Kakha Imerlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 326 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2009 - 23:27

ჩემი აზრით ეს იქნება კიდევ ერთი დიდი სირცხვილი და შეცდომა.

ნამდვილად არ ვარ ამ ხელისუფლების მეხოტბე, მაგრამ ფაქტი ერთია რომ რევოლუციური გზით მთავრობის შეცვლა ახალ მიშას თუ მიშებს შექმნის.
ესეც რომ არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანია როგორმე დაფიქსირდეს ფაქტი ხელისუფლების არაძალადობრივი და დემოკრატიული გზით, ანუ არჩევნების მეშვეობით შეცვლისა.
Account Manager
Corporate Sales Department
UGT

#15 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 March, 2009 - 00:49

ლევანს და კახას მეც ვეთანხმები, ისეთი რამ არ უნდა მოითხოვონ რასაც ვერ მიიღებენ. რა თქმა უნდა მიშას ვერც ათი დღე და ვერც ასი პოსტს ვერ დაათმობინებს.სწორი სტრატეგიებიც არ აქვთ.ერთ პარტიაში ისეთი პოლიტიკოსები იყრიან თავს რომლებიც სხვა პარტიების ლიდერებად გვევლინებოდნენ და პირველივე მცირე უთანხმოება საკმარისი გახდება რომ კიდევ მრავალი ოპოზიციური პარტია აღმოცენდეს. მერე ისევ გაერთიანდებიან ვიღაცის გადასაყენებლლად და ისევ დაიშლებიან. თუ ახლო წარსულს გადავავლებთ თვალს ბევრ პრეცენდენტს ვნახავთ.

ხალხმა კიდევ ვერ შეამჩნია ალბათ რომ რევოლუცია არ არის დემოკრატიის საწინდარი ყოველთვის. რა არის საჭირო რევოლუციის მოსახდენად?ამბიცია; ძალიან ბევრი ადამიანი ვინც უკმაყოფილოა არსებული ხელისუფლების; დაპირდე ის რაც დღეს არა აქვთ და გქოდეს ხალხის "დაბოლების" ნიჭი. რეალურად რისი გამკეთებელი ხარ არავინ კითხულობს რადგან ხალხი მოწადინებულია ვინმეს დაუჯეროს და მიყვეს. იქნებ ის ახალი ვინმე უფრო დიდი უფსკრულისკენ მიგაქანებდეს?!

#16 Miranda Agapishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 March, 2009 - 02:25

სოფიკო ვიზიარებ შენს აზრს. ეს ე.წ. ოპოზიცია ძალიან არ განსხვავდება ახლანდელი ხელისუფლებისგან, ხალხს კი რატომღაც სჯერა მისი.

ერთი რამ მაინტერესებს ხალხმა მიტინგებზე თუ იცის ერთად დგომა რატომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ არიან ასეთი ერთსულოვნები და მიზანდასახულები რაიმეს შესაცვლელად...

სამწუხაროდ სულ სხვისი დახმარების იმედი აქვს ჩვენს ხელისუფლებას თვითონ კი პრობლემების მოგვარების თავი არ აქვს. ყოველთვის ვიღაცის დახმარების იმდად ყოფნამ ჩააგდო ეს ქვეყანა ამ დღეში.
ჩვენ თუ არ გავაკეთეთ ჩვენი გასაკეთებელი საქმე ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა და არც მათი მოყვანილი მთავრობა...

იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება ღვთისწყალობით...
გაურკვევლ მდგომარეობაში ვარ... :)

#17 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 March, 2009 - 05:29

თქვენი აზრით უნდა ველოდოთ თუ არა მიტინგის დარბევას ხელისუფლების მხრიდან ან დარბევის ინსცენირებას ოპოზიციის მხრიდან რათა ხალხს დაანახონ მთავრობის "ნამდვილი" სახე?

#18 Gocha Ghadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 112 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 March, 2009 - 13:23

9 აპრილს ველოდები ხალხის არჩევანს. არც ხელისუფლების ქცევა, არც ოპოზიციის აქტიურობა, არც რაიმე კონკრეტული შედეგი (გადადგომა, არჩევნების დანიშვნა, დარბევა და სხვა) ისეთი მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის, როგორც იმ ადამიანთა არჩევანი, ვინც აქტიურობს სამსახურში, ოჯახში, სამეგობროში, ინტერნეტსივრცეში, მსჯელობს, ამტკიცებს, ნერვიულობს, მაგრამ არჩევანს ვერ აკეთებს. ამ მეტნაკლებად აქტიურ და მოაზროვნე, ინფორმირებულ და დამოუკიდებელ ადამიანთა არჩევანი გადაწყვეტს ჩვენს მომავალს და არა პოზიცია-ოპოზიციის ჭიდილი, 7 ნოემბერი თუ 9 აპრილი. არჩევანი შინაარსით მარტივია, მაგრამ შესასრულებლად რთული. კერძოდ; ქვეყნის პრობლემებს და მომავალს ზერელედ შევხედოთ თუ სერიოზულად მოვეკიდოთ; გავერკვეთ რა როლი გვაკისრია თითოეულს და ვნახოთ როგორ ვასრულებთ თუ ხელისუფლება - ოპოზიციის როლზე ვისაუბროთ მარტო და იმათ ვაბრალოთ ყველაფერი (მითუმეტეს რომ მასალას არ გვაკლებენ საამისოდ); ანუ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა თუ ისევ იოლი გზა განვაგრძოთ- ჩვენ გვღუპავს ცუდი ხელისუფლება და ცუდი ოპოზიცია, თორემ საზოგადოება კარგი ვართ. ბოდიშით, ცოტა გამიგრძელდა და ტონიც ზედმეტად სერიოზული გამომივიდა. აი, ამ არჩევანს ველოდები 9 აპრილს. თუ გავაკეთეთ შეიცვლება ბევრი რამ, თუ არა მხოლოდ სახელი და გვარები შეიცვლება მედია სივრცეში, პრობლემები კი დარჩება.

#19 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 22 March, 2009 - 16:52

მე წინააღმდეგი ვარ 9 აპრილზე გასვლაზე არ ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილს . ვერ ხვდებით ხალხო რუსებ გაახარებ სააკაშვილის გადადგომაზე. ჩვენ დროში ოპოზიციის პარტიები ისევ დაბალ დონეზე აზროვნება გააჩნიათ. ვერ ვნახე ნორმალუი ადამიანი ოპოზიციაში და ვერც პოზიციაში მაგრამ დღესდღეობით რას გვაქვს ის უნდა მოვიხმარო.
ამიტომ 2013 წლამდე უნდა მოვითბინოთ.
მე რომ ვიყო პრეზიდენტი ასეთ კანონ დავაწესებდი. ხალხს მოთხოვნა უნდა დავაკმაყოფილო: პრეზიდენტმა კი არ უნდა დანიშნოთ ვინმე თანამდებობით პირი არამედ ხალხმა უნდა დანიშნოთ. აი გამოჩნდება ვინ უნდა მოიხსნათ თანამდებობიდან და ვინ არა. მერე აღარავინ იფიქრებ რბილ სკამზე . ვერც პრეზიდენტი იქნება ბატონ პატრონი.
თავად ხალხში უნდა მოიძიოთ განათლებული კაცი რომ საქართველოსთვის კარგი სახელი დაუტოვოთ.
ჩვენი მტერი მუდამ ჩვენზე იფიქრებდა . ძლიერი სახელმწიფოს დანგრევა თუ გინდა შიდა პოლიტიკოცები აამხედრებინე და ყველაფერი დაინგრევაო...

#20 Oto Shamugia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 84 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 March, 2009 - 13:14

ზოგიერთის ყველაზე დიდი პრობლემა იცით რა არის? ის რომ გაიძახიან "მიშა თუ არა, აბა ვინო"-ს. ეტყობა ცოტა ინფორმირებულობა აკლიათ, რადგან საკითხი დგას ერთკაციანი მმართველობის მოშლაზე. არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტი რომ ხდება ადამიანი, მისი საკუთრება ჰგონია მთელი ქვეყანა. დავიჯერო ეს ქართველი კაცის ბუნებაა? ისტორიულად ასე არ იყო და როგორ გადავჯიშდით ასე?..

ხელისუფლების პროპაგანდაა ის, რომ ვითომ რუსეთს აწყობს მიშას წასვლა და ა.შ. რუსეთი #1 მომხრეა სააკაშვილის, ამაზე მეტყველებს ყველა დამოუკიდებელი ექსპერტის ანალიზი. ექსპერტობაც არაა საჭირო ამის დასანახად. ამ PR-ს ვერ გვაჭმევს მთავრობა საზოგადოების მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულ ნაწილს. ერთადერთი ბერკეტი რაც მათ დარჩათ, ეს არის. ნუთუ თქვენ კიტოვანის გამოჩენა ასპარეზზე ისე დაინახეთ, როგორც "სიმართლის ტელევიზიამ" - რუსთავი2-მა? მაშინ მომიტევეთ, დაბრმავებულხართ... არ დაფიქრებულხართ როგორ გამოქექეს რუსეთში გახიზნული კიტოვანი? თქვენი აზრით მისი სახელი და გვარი ცნობარშია? ეს ყველაფერი არის პროპაგანდა - Propaganda is the dissemination of information aimed at influencing the opinions or behaviors of large numbers of people. As opposed to impartially providing information, propaganda in its most basic sense presents information in order to influence its audience. Propaganda often presents facts selectively (thus lying by omission) to encourage a particular synthesis, or gives loaded messages in order to produce an emotional rather than rational response to the information presented. The desired result is a change of the attitude toward the subject in the target audience to further a political agenda.
2013 წლამდე გავძლოთ და ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ? როცა ქვეყანა თავზე გვენგრევა, სამშობლოს მოყვარულმა ადამიანმა, როგორ უნდა აკეთოს საქმე რუტინულად, თითქოს გარშემო არც-არაფერი ხდება. სრული მარაზმია!

9 აპრილს მე იმედის თვალით ვუყურებ. სრულიად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ერი არ დამარცხდება. აქ ითქვა ის სამწუხარო ფაქტი, რომ ერთად დგომა მხოლოდ მიტინგებზე ვიცით, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ერთმანეთს ვუღრენთ. მაგრამ იქნებ ასეთმა მოვლენებმა დაგვანახონ ერთმანეთის და ერთობის საჭიროება...

მე გავალ 9 აპრილს გარეთ. პირველად ცხოვრებაში მივიღებ მიტინგში მონაწილეობას. არ მაინტერესებს ოპოზიციიდან ვინ მივა მიკროფონთან და ვინ რის ძახილს გვაიძულებს. ჩემი სურვილია გამოვთქვა პროტესტი იმ შეცდომების მიმართ, რომლის გამოსწორების შანსებიც პრაქტიკულად დაკარგულია. ხელისუფლება, რომელსაც დიპლომატიის საწყისებიც არ ესმის, დესტრუქციულია და ამის გამო რამდენიმე ათწლეულით უკან გადაგვისროლა, მიუღებელია ჩემთვის. არ მინდა ხელისუფალი, რომელიც არ ზრუნავს ქვეყანაზე და მხოლოდ წარმატებული ბიზნესის წილების მიტაცებაზე ფიქრობს.

მე ფრაზა "მიშა თუ არა, აბა ვინ" პრიმიტივიზმად მიმაჩნია. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ფეხებზე გვკიდია და მთავარია ვინ გვმართავს. 2009 წლის 9 აპრილი 89 წლის 9 აპრილის სრული საწინააღმდეგო იქნება. ეს დღე ქართველი ერის შეგნების და პროტესტის მშვიდობიანი გამოვლინების დღედ მოინათლება. შეცდომებს, ახლა უკვე ჩვენ, საზოგადოება, აღარ დავუშვებთ!

მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ ყველას. მეტ დამოუკიდებელ მედიასთან გქონდეთ შეხება. ჩემი აზრით ეს იმდენად მტკივნეული თემაა, რომ თუ ადამიანი ინფორმირებული არაა და უსაფუძვლო, ცარიელ სუბიექტურ აზრებს აფრქვევს, ეს საერ(თ)ო საქმეს ირიბად მაინც ვნებს.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share