ნახტომი


* * * * * 1 ხმა

რას ელოდებით 9 აპრილისგან?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 376

#361 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 April, 2009 - 09:02

კარგით რა ხალხო მიშას დაცვა იქნება?! რაც არ უნდა სისულელე თქვას რომელიმე ოპოზიციის ლიდერმა.....
რაც მიშას სისულელეები ულაპარაკია და უკეთებია, ვინ მოთვლის....
სისულელე სისულელედ იყოს და რაც მაგას დანაშაული აქვს ჩადენილი?!...

#362 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 April, 2009 - 19:39

ზვიად აქ მიშას ფანები არ პოსტავენ... მართალი ხარ... ბევრი რამ უთქვამს და გაუკეთებია ისეთი რისთვისაც მისი განსჯა შეიძლება... მაგრამ მაგაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს... ერთმა უფროსმა მეგობარმა მითხრა რომ ადამიანები კი არ უნდა შეაფასო არამედ მიმდინარე მოვლენები, ფაქტები... და ალბათ ეს უფრო სწორი იქნება...

აი ამ ფაქტზე მაინტერესებს კონფერენციელების აზრი...
საზოგადოება `ერთად` ძალადობას ემიჯნება და ოპოზიციის აქციაზე გასული რიგითი მოქალაქეების დასაცავად ათკაციანი მობილური ჯგუფებით ქალაქში მონიტორინგს - პატრულირებას იწყებს. გადაწყვეტილება ახალი გაერთიანების წევრებმა დღეს მუსკომედიის თეატრში გამართულ შეკრებაზე მიიღეს. პატრულირებას ქალაქში ჯგუფებად დაყოფილი ახალი საზოგადოების წევრები 24-საათიანი რეჟიმით გეგმავენ.
ეს ინფორმაცია რუსთავი 2ის საიტზე ვნახე... რადგანაც შორს ვარ და არ ვიცი რა ხდება მანდ სინამდვილეში თქვენი აზრი მაინტერესებს.. ამართლებთ ოპოზიციის ამ საქციელს? და წარმოადგენს თუ არა ესეც მთელი ოპოზიციის სურვილს თუ აქაც ვერ თანხმდებიან როგორ მოიქცნენ?

#363 Kakha Imerlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 326 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 April, 2009 - 12:53

მარაზმია ეს ყველაფერი უკვე.

გაიწიე ეხლა მე უნდა ვჭამო ქვია ამას მეტი არაფერი.
Account Manager
Corporate Sales Department
UGT

#364 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 21 April, 2009 - 10:48

იხილე გამოხმაურებაGocha Ghadua, Apr 16/09, 16:03 -ში, განაცხადა:

სალომე, პატივესცემის ქონა-არქონა ვინმეს მიმართ სრულიად პირადულია და მისი გამოვლენა თავისუფლად შეიძლება საარჩევნო ყუთთან როცა დადგები. ისე, სასურვალია დაწერო რა დაინახე 9 აპრილს, რამაც შენი ანტიპათია გამოიწვია, ეს უკვე საინტერესოა და შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი, შეიძლება სხვასაც დაეხმაროს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში.

AKO - შენ სალომესგან განსხვავებით მოსაზრებები გაქვს და მინდა კომენტარები გავაკეთო.

1. ძალიან კატეგორიულად მეჩვენება იმის თქმა, რომ ბრბო გვყავს და არა საზოგადოება. მაგრამ, დავუშვათ ასეა. როგორ უნდა გადაიქცეს ბრბო საზოგადოებად? ალბათ ბადრი ვადაჭკორია თუ თავის ჯადოსნურ ნაჭერს გადააფერებს და შეულოცავს ეს არ მოხდება. თუ გაქვს საკუთარი მოსაზრება, როგორ უნდა წარიმართოს ეგ პროცესი იქნებ შემოგვთავაზო. თუ არა, ერთი კითხვა მაქვს, იქნებ ეს 9 აპრილები და 23 ნოემბრები ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია ბრბოს საზოგადოებამდე მისასვლელად?

2. მონობას შეჩვეულ ქვეყანაში (ერში) საქართველო იგულისხმე? ვერ დაგეთანხმები. ისტორია სხვას ამბობს. ის ვინც მონობას ეჩვევა, ქრება. საბედნიეროდ ჯერ არ გავმქრალვართ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არსდროს ვეგუებოდით და ვეჩვეოდით მონობას. ეს ყოველთვის გვაწუხებდა და ყველა მონობიდან გავთავისუფლდით. ესეც ისტორიული ფაქტია.

3. საინტერესოა რას ეფუძნება შენი დასკვნა, რომ არავინ არ არის დღეს მზად დემოკრატიულ ქვეყანაში საცხოვრებლად. როდესმე ვცხოვრობდით ასეთ ქვეყანაში და ვერ გავამართლეთ იმედები? თუ სხვა არგუმენტებმა გაგაკეთებინა ასეთი დასკვნა?


აუცილებლად აგიხსნი მაგ ყველაფერს :biggrin: ბრო გვყავს და საზოგადოება არა ეს იმიტომ, რომ რეალურად მთელი ერი ვიღაცის მხსნელის მოლოდინშია ანუ თვითონ კი არ ფიქრობს ადამიანი იმაზე, რომ თავად შეცვალოს ცხოვრება, საკუთაღ თავს კი არ აბრალებს წარმუატებლობას არამედ სხვას, ზოგისთვის წარმატებული ცხოვრება იზომება, იმით რომ მას სამსახური აქვს და არ შია მსგავსი აზროვნებას მივყავართ ცხოველის დონეზე, მიუღებლად მიმაჩნია ბევრის შეხედულება თითქოს და საქართველოს ისტორია იწყება 2003 წლიდან, ანუ "მიშა თU წავა ვინ მოვა" რაც შეეხება 9 აპრილებს და 23 ნოემრებს კი ეს საჭიროა ერის განვითარებისთვის , მაგრამ იგივე 23 ში ვინც იდგა და მისაღებად მიაჩნდა ქუჩის აქციები დღეს რომ გმობს ესაა ცუდი, ანუ მათი ლოგიკა ასეთია თU ის აპროტესტებს შეიძლება თუ სხვა არ შეიძლება, ქვეყანაში მსგავსი აზროვნება როა ანუ მხოლოდ საკუთარი, რომ მიაჩნია სწორედ , რომელ დემოკრატიაზეა საუბარი? განსხავევბული აზრის მქონე ადამიანი რეალურად მტრად მოსისხლე მტრად აღიქმება იწვევს ადამიანთა შორის დაპირისპირებას ..

2) მონობას შეჩვეული ქვეყანაში საქართველო ვიგულისხმე და ამას ჩემ გარდა ბევრი მეცნიერი ფაქტებით ადასტურებს, ის ვინც მონობას ეჩვევა ის არ ქრება ქართველმა ერმა საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავა თვითგადარჩენის უნარი, თავისი თავი დაამსგავსა სცენაზე მდგომ მსახიობს, რომელიც მუდამ თამაშობს და როლშია, ალბათ მოგისმენია ასეთი ახსენები "იცი რა ამერიკაშიც ასეა" ანუ ლოგიკა: თU ამერიკაშI ასეა ასე უნდა იყოს ჩვენთან, ზოგადად სტუმართმოყვარეობაც იქიდან გამომდინარე გვაქვს, რომ სხხვისი მონა იყო ჩვენი ქვეყანა.. რაც შეეხება იმას , რომ ამბობ მონობიდან გავნთავისუფლდითო , ვერ დაგეთანხმები მონობიდან განთავისუფლება ნიშნავს დამოუკიდებლად ყოფნის სურვილს, ჩვენ კი რეალურად პატრონს ვიცვლით და არა არსებობის ტიპს, ანუ არ გვინდა რუსეთI გვინდა ამერიკა, ეს უარესი მონობაა მე თU მკითხავ, ესაა მონის ფსიქოლოგია თავისუფლება კი არ უნდა ერს არამედ უკეთესი პატრონი გვინდა (იგულისხმება მასა) . მე მიმაჩნია რომ არც ერთ ერზე არც მეტნი ვართ და არც ნაკლები, არ მომწონს, როცა გვასწავლიან, რომ თითქოს ქართველებზე ვაჟკაცები, თავდადებულები არავინ იყვნენ შორს ,რომ არ წავიდეთ
ქართველი არ იყო ილიას, რომ ესროლა? ქართველი არ იყო სულხან საბა წვერებით რომ ათრია? ქართველი არ იყო რუსთაველი რომ გააქცია და ისრაელში გარდაიცვალა? ქართველები არ იყვნენ ციხეს მუდამ შიგნიდან, რომ ტეხავდნენ? დღეს დღეობითაც ქართველებს მტერი რათ უნდა ისე ვჭამთ ერთმანეთს და რაც ერთმანეთისთვის მიგვიყენებია არც ერთ მტერს ამდენი ზიანი არ მოუტანია საქართველოსთვის. თU უფრო დეტალებში გაინტერესებს, რატოა ჩვენი ქვეყანა მონური ფსიქოლოგიის მატარებელი აკაკი ბაქრაძის "სულის ზრდა" წაიკითხე უფრო მეცნიერულად და დეტალურადაა ახსნილი, დიდი წიგნია და აქ მთლიანად მას მე ვერ დავწერ თუმცა იმის გარანტიას, რომ უფრო რეალურად შეხედავ ქვეყანას და საქართველოს გაძლევ..

3) დემოკრატიული ქვეყანა იმას ეფუძნება, რომ დემოკრატია ბევრს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა და ამის ხარჯზე სხვისი შეზღუდვა მიაჩნია, მარაზმია, როცა ვიღაცის პროტესტს თუნდაც იქ 10 ათასი ადამიანი იდგეს ვიღაც მათხოვრების აქციას უწოდებს, ქართველი ადამიანის მენტალობა უნდა შეიცვალოს, ეს ძალიან რთული პროცესია, ფაქტიურად დემოკრატიის ქვეყანაშI განვითარება მოითხოვს კულტურასთან დაპირისპირებას (რაც გეცოდინება, რომ ყოველAთვის წარუმატებელია) .
ისე კი დემოკრატია ბერძნებს 6 საუკუნეში ქონდათ, და რომ არ გაამართლა.. :)

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#365 Elene Jiqidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 36 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 April, 2009 - 12:14

ციტატა

საზოგადოება `ერთად` ძალადობას ემიჯნება და ოპოზიციის აქციაზე გასული რიგითი მოქალაქეების დასაცავად ათკაციანი მობილური ჯგუფებით ქალაქში მონიტორინგს - პატრულირებას იწყებს. გადაწყვეტილება ახალი გაერთიანების წევრებმა დღეს მუსკომედიის თეატრში გამართულ შეკრებაზე მიიღეს. პატრულირებას ქალაქში ჯგუფებად დაყოფილი ახალი საზოგადოების წევრები 24-საათიანი რეჟიმით გეგმავენ.


რატომღაც ეს ყველაფერი "მხედრიონის" ასოციაციას იწვევს :biggrin: პრინციპში რაც იციან იმას იმეორებენ ...

#366 Salome Lokhishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 April, 2009 - 17:21

რატომღაც გამოვიდა ისე თითქოს მე იმ ხალხის საწინააღმდეგო მაქვს რამე.არა ესე არ არის.კარგი ცხოვრება იქ არავის მიიყვანს და ეს ყველამ ვიცით თუნდაც მატერიალური მხარდაჭერა ჰქონდეთ იმ "ლიდერებისგან" მაინც მესმის ხალხის და მეცოდებიან კიდეც თუ მანდ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად უფრო დგანან.აი დედას გეფიცებით ნახევარმა იქ არც იცი მგონი რატომ დგას.არ დავასახელებ სახელს და გვარს და ერთს რომ ვკითხე რა გინდა იქ მეთქი და ბანკში ვალები მაქვს და ახალი მტავრობა რომ მოვა გამოქვითავენო.აი წარმოიდგინეთ რა პატრიოტიზმზეა საუბარი.რა თქმა უნდა ყველას არ ვგულიხსმობ.სულაც არ ვარ არც პოზიციისკენ და არც ოპოზიციისკენ მაგრამ თუ ვამბობ რომ ქვეყნისთვის კარგი მინდა ნაკლებად დავუჭერ მხარს ნარკომანებს და გაუნათლებლებს.იმიტომ რომ ერთის გადაგდებით მეორეს ასჯერ უარესს მივადგებით
ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........

#367 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 24 April, 2009 - 18:14

სალომე, როცა მიშა შევარდნაძეს აგდებდა, იქ შეკრებილი ხალხიდან რამდენმა იცოდა რეალურად რა ხდებოდა? დარწმუნებული ხარ, რომ თუნდაც 10%-ს მოაგროვებ?
The Proud Participant of Business Conference

#368 Salome Lokhishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 April, 2009 - 18:32

კი რატი,რატომღაც დარწმუნებული ვარ.ისე მაშინდელ განწყობას და ეხლანდელს მართლა არ შევადარებდი.მაშინ უფრო იყო ხალხი ერთად ვიდრე დღესაა....დღევანდელ ოპოზიციას ბევრად ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს ვიდრე ვარდების რევოლუციას ჰყავდა.მეც კი..სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ და ყოველ დღე დავდიოდით იმ იმედით რომ რაღაც შეიცვლებოდა და მოვახერხეთ კიდეც.თუმცა საბოლოოდ ყველა მივხვდით რომ ყველაფერი ემოციებზე გათვილი სპექტაკლია.და ეხლაც ზუსტად იგივე იქნება თუ უარესი არა
ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........

#369 Davit Ebanoidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 56 გამოხმაურება
1

დაწერილია 25 April, 2009 - 01:43

ეჰ... არც ერთი უქნია ღმერთს...
Best Regards,

Davit Ebanoidze
Sales Manager at PromoPlus
Tel: (+995 32) 18 28 89
Cell:(+995 95) 57 40 17

#370 Nona Salaghaia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 88 გამოხმაურება
1

დაწერილია 25 April, 2009 - 16:51

oposicia im xerxit ibrzvis, ra xerxis gamoz is xelisuflebas akritikebs. isini ver moaxerxeben sazogadoebis didi nacilis nebis carmodgenas da verc verafer sketes mogvitanen. tragedia ki is aris, rom kvekanashi martlaz saszrapod unda sheizvalos situazia, shven ki arz ert mxares ar gvkavs shesaperisi politikosebisa da patriotebis jgupi, visaz kveknistvis siketis motana sheuzlia

#371 Miranda Agapishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 April, 2009 - 02:26

აქ პოზიცია ოპოზოციის დაპირისპირება აღარ არის რუსეთისა და ამერიკის ინტერესები უკვენათლად გამოიკვეთა და ამას მაისის თვეში დაგეგმილი ნატოს წრთვნებიც ადასტურებს. რატომღაც მგონია რომ რუსეთი თავისი ოკუპაციის გეგმის უახლოეს მომავალში განხორციელებას აპირებდა და ამიტომ დაინიშნა ეს წრთვნები ამ პერიოდში. ასეთ პირობებში ნაკლებად უნდა ველოდოთ რუსეთის გააქტიურებას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ახალგაზრდა "მშვიდობისმყოფელი" პუტინიკების მიტინგის მსვლელობისას შესაძლო პროვოკატორი მედიატორების გეგმა ჩაიშალა და კიდევ ერთი შანსი თავისი ხალხის დაცვისა რუსეთმა დაკარგა.
ამ ოპოზიციაზე არ ვიცი რაღა ვიფიქრო, ასე მგონია ვერაფერს მიაღწევენ ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ვალდებულებების შესრულების გარდა, მიტინგის დროს ქართველი ხალხის სიბრძნე კარგად გამოჩნდა. ახლა ხელისიფლებამ ერთი პატარა შეცდომაც, რომ დაუშვას გადადგომა მოუწევს და ეს ასეც იქნება.
9 აპრილის მიტინგმა მთავრობი შეცვლა ვერ განაპირობა. არამგონია ხალხისთვი ავტორიტეტული პიროვნებები ქმნიდნენ დღეს ოპოზიციურ სპექტრს.
ვფიქრობ, რომ დღეს ის მომენტია, როდესაც საზოგადოება უნდა დაფიქრდეს და კარგად გაანალიზოს ყველა მოვლენის მიზეზ-შედეგობრიობა. აჩვენოს ნამდვილი სახელმწიფოს განვთერებული საზოგადოების სახე, რათა ამჯამინდელი ხელისუფლება ან მომავალი მთავრობა მიხვდეს იმას, რომ ყოველი მათმიერ გადადგმული ნაბიჯი ხალხის სასიკეთოთ გადადგმული ნაბიჯი იქნება და შეცდომების განმეორების უფლება და დასაკარგი დრო აღარ აქვთ.

#372 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 07 May, 2009 - 18:29

გუშინდელი ფაქტი აშკარად ცდება "პოლიციის მიერ თავდაცვის" ღონისძიებების ერთობლიობას ...

გასაგებია, რომ ხალხი აშკარად გადაირია ...
გასაგებია, რომ პოლიციის სამმართველოზე შეტევა [და სხვა სიტყვას აქ ვერ გამოიყენებ] დანაშაულია ...
გასაგებია, რომ პოლიციის მიზანი თავდაცვა იყო იმ მომენტში ...

მაგრამ,
რეზინის და პლასტიკის ტყვიებით აშკარად თავში დამიზნებები [2 ადამიანს თვალი დაუკარგავს როგორც ამბობენ] ... ისეცე როგორც წყლიანი ცელოფნების სროლა ... ისევე როგორც კისტის თოფის სროლა ... და ა.შ.

ესენი ნამდვლად სხვა მიზანს ემსახურება ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#373 George Xatiashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 137 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 May, 2009 - 18:40

მაინც რა სხვა მიზანს გულისხმობთ ტარიელ პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების სროლაში?

#374 Salome Lokhishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 May, 2009 - 17:02

მართლა ძალიან დამაბნია არსებულმა პოლიტიკურმა სიტაუციამ.ძალიან სუსტია პოზიცია თავდაცვისთვის,თუმცა ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტია.იმასაც კი ვერ ახერხებს რომ სწორი პოლიტიკა ირჩიოს.ოპოზიციას არ ვუჭერ მხარს ერთი და მარტივი მიზეზის გამო! არცერთ მათ ლიდერს პატივს არ ვცემ ეგ ერთი.მერე მეორე ნამდვილად არ მინდა ქვეყანას ქუჩური ლექსიკონის მქონე პირები მართავდნენ.მაგრამ მეორეა რომ შესაცველილი ბევრია,თუმცა ყველაფერს მოდით და მიშასაც ნუ დავაბრალებთ რა! უარეს დღეში ვიყავით შევარდნაძის დროს და იმაზე უარესსში ვიქნებით თუ ეს ოპოზიცია მოვა.აი რა უნდა თქვა როცა ადამიანს პოლიტიკური სიტუაციის შეფასებაც არ შეუძლია.აი ეხლა ამ ვიდეოს უყურეთ და მერე ვილაპარაკოთ ოპოზიციის სიძლიერეზე და მათი ლიდერის ინტელექტის კოეფიციენტზე. http://www.myvideo.ge/?video_id=459049
ადამიანი რაღაცნაირი სათამაშოა ღმერთის ხელში...........

#375 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 08 May, 2009 - 21:51

ციტატა

მაინც რა სხვა მიზანს გულისხმობთ ტარიელ პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების სროლაში?

კარგს არაფერს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#376 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 21 May, 2009 - 14:50

პოლიტიკაში წინასწარ ცნობით არის რომ ირაკლი ალასანია მოვა სათავეში და ყველაფერი კარგად დამთავრდება

#377 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 21 May, 2009 - 19:40

ვისთვის კარგად?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share