ნახტომი





* * * * * 1 ხმა

რას ელოდებით 9 აპრილისგან?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 376

#21 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 March, 2009 - 14:46

ოთო შენი პირადი აზრი მაინტერესებს ვინ წარმოგიდგენია ხელისუფლებაში მიშას შემდეგ? აშკარაა რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ბინძურ თამაშს თამაშობენ. ჩემი აზრით კიტოვანი ხელისუფლების კოზირი იყო ოპოზიციის წინააღმდეგ.
როდემდე ვიმიტინგოთ და ვიცხოვროთ "ახალი ცოცხი კარგად გვის" პრინციპით? Mოვიყვანოთ ახალი მთავრობები და სიტყვას რო გადაუხვევენ რევოლუცია მოვუწყოთ. :biggrin:


Aმით არ ვამბობ რომ პროტესტი არ უნდა გამოვთქვათ

#22 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 23 March, 2009 - 15:50

წარმოიდგინე რომ მიშა მოიშორე და სხვა ვიღას მოვიდა ხელისუფლებაში ... რა შედეგი იქნება საქართველოში და თუ არის გარანტია რომ 21 საუკუნეში აღარ გამეორდება არეულობა და კიდევ ახალი მთავრობის მოსვლაზე ფიქრი? მე უმუშევარი ვარ და არავის იმედზე არ ვარ არსერთ ოპოზიციონერთან და პოზიციონერთან . ყველაფერი ისევ და ისევ ძველი პოლიტიკოცები არიან . კაცი ვერ ვნახე განათლებული ან არის და ხვდება რომ აზრი არ ააქვს ოპოზიციაში მხარი დაუჭიროს . ვინც ახალი მოვიდა ყველა სამსახურებ კარგავენ აი ეს მძულს.
დღეს ბევრი უმუშევარია მე კი იმედი მქონდა რომ ყველას დაასაქმებდა და მე ჩემი ტურისტულ ბიზნეს მივყები დამოუკიდებლადო მაგრამ ამაოდ.
გზაზე მათხოვრები მომრავლდნენ .... არ მაქვს ფული რომ მივცე
ყველა ეძებ კარგ სამსახურს და არ კადრულობ უბრალო მუშად იმუშაოს აგერ მუშასაც კი გაუჭირდა .
ბინები ააშენეთ მაგრამ მყიდველი არავინ არის მხოლოდ მდიდრებ შეუძლიათ ყიდვა
სააკაშვილი ტურისტული ბიზნესზე ალაპარაკდა რადგან სხვა გამოსავალი აქ საქართველოში არ იყო.
მაღაზიებში ხალხს ბევრი რამ უნდა რომ იყიდოს მაგრამ საკმაო თანხა არ გააჩნია
გლეხი მიწას ამუშავებ და ამინდებისგან ნადგურდება ყველაფერი
საქართველო გამთლიანობაზე ყველა ფიქრობ მაგრამ ლაპარაკით არაფერი გამოუვიდათ.
შევარდნაძის დროს ხალხი ფულს ნაგლად შოულობდა მაგრამ ეგეთ ღვთის წინასე დიდი ცოდვა მივიღეთ ყველამ.
ყველაზე მეტად საქართველო არის ღვთის წინასე დანაშაული რომ საქართველომ ღვთის მშობლის წილხვედრად აღიარა და ამ საქართველოში კი უდიდეს ცოდვაში მიგვიყვანა ყველანი... რადგან დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ახალგაზრდა გოგონები გააშიშვლა სადაც 16 წლამდე აკრძალულ სამსახურებშია.
ესეც ჩვენი 21 საუკუნე.
გამსახურდიამ დამოუკიდობლობა აღიარა რუსეთმა ოსები და ქართველები გადაამტერეს.( ბებია მყავდა დიგორელი ოსი როგორია ნათეცავთან მტრობა? )
შევარდნაძემ ოსებთან შეურიგდა ისევ რუსებმა აფხაზებზე იზრუნა ქართველების წინააღმდეგ
ეს ორი პატარა მიწა რუსები აკონტროლებენ
შემდეგ სააკაშვილი მოვიდა აგერ რუსებმა ორივე უფრო მიითვისა ესეც შენი რუსები
შემდეგი ვინ იქნება რომ კიდევ რუსები გაახარო????
ამას ქვია საქართველო? რამდენიც მეგრელი იყო გონიერი პოლიტიკოსი ყველა მოკლულია .
მადლობა თქვის რომ მეგრელები არ გვღალატობენ როგორც აფხაზებმა და ოსეთმა გვიღალატა რუსებით სასარგებლოდ.

#23 Oto Shamugia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 84 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 March, 2009 - 16:44

იხილე გამოხმაურებაSophiko Balanchivadze, Mar 23/09, 14:46 -ში, განაცხადა:

ოთო შენი პირადი აზრი მაინტერესებს ვინ წარმოგიდგენია ხელისუფლებაში მიშას შემდეგ? აშკარაა რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ბინძურ თამაშს თამაშობენ. ჩემი აზრით კიტოვანი ხელისუფლების კოზირი იყო ოპოზიციის წინააღმდეგ.
როდემდე ვიმიტინგოთ და ვიცხოვროთ "ახალი ცოცხი კარგად გვის" პრინციპით? Mოვიყვანოთ ახალი მთავრობები და სიტყვას რო გადაუხვევენ რევოლუცია მოვუწყოთ. :biggrin:


Aმით არ ვამბობ რომ პროტესტი არ უნდა გამოვთქვათ


პირადად მე წარმომიდგენია ხელისუფლებაში ნებისმიერი, ვინც მოსპობს ერთკაციანი მმართველობის ტრადიციას საქართველოში და საპარლამენტო რესპუბლიკას ჩამოაყალიბებს.

თქვენ იკითხავთ, რა გარანტია გაქვს რომ ამ ახალს მიშასავით სკამით ტკბობა არ მოუნდებაო... მე კი გიპასუხებთ - ამიტომ უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც ვენდობით... ჩემთვის ასეთი ორი კანდიდატი არსებობს, თუმცაღა ერთ-ერთზე ვორჭოფობ, რადგან საპრეზიდენტოს ემხრობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული მამულიშვილია და ქვეყანას არ გაწირავს. საუბარი მაქვს ალასანიაზე.

მეორე კანდიდატი - ლევანი გაჩეჩილაძე - პრეზიდენტად რთული წარმოსადგენია, რადგან საამისო ბაზა არ აქვს. პირდაპირ გეტყვით და არ მინდა გრეჩიხა იყოს ჩემი ქვეყნის სახე საერთაშორისო დონეზე, მაგრამ თუ ეს დროებითი იქნება და სახელმწიფო წყობას ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ შეცვლის, მზად ვარ ეს სირცხვილი ავიტანო... უარესი დაცინვა და სირცხვილი ავიტანეთ ამ ბოლო პერიოდში!!!


მართალია, სულ რევოლუციებით არ უნდა ხდებოდეს ხელისუფლების შეცვლა. მაგრამ თუ კაცი თავისით წასვლას არ კადრულობს და ვერ ძღება, რა ვქნათ? გავაგრძელოთ მათი გამოკვება და მათი ცრუ-ღაღადის მოსმენა? არ კმარა, რაც "გვაყლაპეს"?


Ivane Sujashvili
გარანტიები ნამდვილად არ არსებობს, რომ ისევ ისეთივე გაუმაძღარი არ მოვა სათავეში. ამიტომაც მეტი დაფიქრება გვმართებს და საკითხში მეტი ჩახედვა, რომ შეცდომა აღარ დავუშვათ. ამიტომ მე ყოველდღე ვკითხულობ ყველა სახის პრესას, დამოუკიდებელსაც და დამოკიდებულსაც. ვუსმენ თითქმის ყველა საინფორმაციო გადაცემას, გარდა მზისა. გამომაქვს დასკვნები და ვისახავ მიზნებს. მე და ჩვენ ჩვენს მიერ დასახული მიზნები უნდა გვამოძრავებდეს და არა სხვისი დადგენილი. ოპოზიცია ჩვენი აზრის ანარეკლი უნდა იყოს და არა პირიქით. ამას მიხვდა როგორც ოპოზიცია, ისე პოზიცია. ამ და სხვა მიზეზთა გამო 7 ნოემბერი, ისევე როგორც 89 წლის 9 აპრილი, აღარ განმეორდება!

...
აქვე გავაჟღერებ, რომ ჩემი #1 მიზანი, სურვილი და ოცნებაა საქართველო სიყვარულის და გაგების ქვეყნად იქცეს, სადაც ერთმანეთს გზას დავუთმობთ (დედას კი არ გავინებთ), სადაც ძლიერი სუსტს დაიცავს (კი არ გაიგდებს), სადაც პრეზიდენტი იქნება თუ თანამდებობის პირი რესტორანში შევა და ერის სადღეგრძელოს დალევს (გზების გადაკეტვის, ქალაქის პარალიზების და 200 კაციანი ამალის გარეშე). ამისთვის ვაქტიურობ მხოლოდ.

9 აპრილს ქუჩაში გასულებს ჩეკებს არ დაურიგებენ. მორალური და ემოციური ტკივილი გაიყვანს მათ მხოლოდ... და რომ გაიძახიან, საშიშროებაა დარბევის და სისხლისღვრისო, გასვლის სურვილი მიორმაგდება!

#24 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 23 March, 2009 - 17:44

ალასანია შეიძლება კაცი გამოდგეს ვიდრე ლევან გაჩეჩილაძე .... ლევანისგან ბევრი რამ არ მომეწონა რომ ვუსმენდი ეს დაუფიქრებელი პიროვნებაა და აგრესიულია... პოლიტიკაში არ ივარგებ ... ალასანიაზე არ მაქვს ინფორმაცია რა გეგმები აქვს და არც ვიცი რას ამზადებ...
თუ ვინმე იტყვის გადადექით არ დავუჭერ მხარს თუ ვინმე იტყვის სხვა სამსახურზე გადადი ეს კი კარგია რადგან კაცს არ უკარგავ სამსახურს არამედ ზრუნავ მის ოჯახზე... ეს არის ქართული სული... სააკაშვილმა ბევრი მოხსნა სამსახურიდან ესეც არ მომწონს ხომ უნდა ეფიქრა რომ მას ცოლ-შვილზე? რა ისინი არ არიან საქართველოს შვილები?
ეხლა 9 აპრილზე ნამდვილად ვერ დავუჭერს მხარს ვერვინ ვნახე ნორმალური პოლიტიკოსი და ლიდერი... ნორმალური კაცი რომ გამოსულიყო და მომესმინა კარგი აზრები ...არა ისე რომ მე ამას ვუზავო და ამას გადავუხდიო ... ასეთები ბევრია პოზიციაში... და სააკაშვილის გადადგომაზე არ ვარ თანახმა... ჯერ კაცი გამომინახე გონიერი და მერე მეც გამოვალ 9 აპრილზე...

#25 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 March, 2009 - 21:09

ციტატა

პირადად მე წარმომიდგენია ხელისუფლებაში ნებისმიერი, ვინც მოსპობს ერთკაციანი მმართველობის ტრადიციას საქართველოში და საპარლამენტო რესპუბლიკას ჩამოაყალიბებს.

კარგი იქნებოდა, მაგრამ გაჩეჩილაძეს როგორ წარმოიდგენ ნეტა მაგ პოსტზე? ასეთი ნდობა რით მოიპოვა? განა სააკაშვილიც ხმის ჩახლეჩვამდე საქართველოს სიყვარულს რო აფრქვევდა იმისგან დიდად განსხვავდება?
ალასანიაზე ვერაფერს ვიტყვი, განათლებული და ჩამოყალიბებული ადამიანი ჩანს. სააკაშვილის იმპულსურობამ და დაუფიქრებლობამ რა შედეგიც გამოიღო ყველა ხედავს, მაგრამ რატო გგონიათ გრეჩიხა მასზე უკეთესი? კბილებზე ენის დაჭერა მაინცდამაინც არც მაგას ხერხება და მოდით საქართველოს სიყვარულს ნუ დავაბრალებთ ამას. მეც მიყვარს საქართველო მაგრამ არ ვდგავარ პარლამენტის წინ და ათას სისულელეს არ ვიძახი და უცენზურო სიტყვებს მით'უმეტეს... პრინციპში საქართველოში ცენზურა მარტო ტელევიზიებს და თავისუფალ აზრს ეხება თორე ჩვენს პოლიტიკოსებს რაც ენაზე მოადგებათ უნდა წამოროშონ და უბედურება ისაა რომ თავისი "ენამახვილობა" მოწონთ კიდეც. პირველი მათგანი ჩვენი "მამა-მარჩენალია", და არც შალიკო და გრეჩიხა აკლებენ...
რისთვის გინდათ რევოლუცია? რომ ერთი მიშა წავიდეს და მეორე მოვიდეს ახალი დაპირებებით? ისედაც იმის პირას ვართ რომ სახელმწიფოდ აღარ გვცნმოს საზოგადოებამ, და გრეჩიხა რო გახდეს საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო მასშსტაბით, მაშინ ხო საერთოდ ჩაიქნევენ ჩვენზე ხელს...
ნინო ბურჯანაძე არ ვიცი რას საქმიანობს და საერთოდ რა მიზნები აქვს, მაგრამ ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი მაინცაა, და მანერები მაინც უვარგა..

9 აპრილი უბრალოდ ანარქიის საწინდარი იქნება საქართველოში. თუ მიშა წავა ეს დამშეული ოპოზიცია სკამის გამო დახოცავს ერთმანეთს და ისევ ჩვენ დავიჩაგრებით. ანარქიას, ისევ სააკაშძვილის ატანა მირჩევნია უკეთესი ლიდერის გამოჩენამდე.

#26 Giorgi Tsabauri

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 39 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 March, 2009 - 21:21

იხილე გამოხმაურებაSophiko Balanchivadze, Mar 23/09, 21:09 -ში, განაცხადა:

კარგი იქნებოდა, მაგრამ გაჩეჩილაძეს როგორ წარმოიდგენ ნეტა მაგ პოსტზე? ასეთი ნდობა რით მოიპოვა? განა სააკაშვილიც ხმის ჩახლეჩვამდე საქართველოს სიყვარულს რო აფრქვევდა იმისგან დიდად განსხვავდება?
ალასანიაზე ვერაფერს ვიტყვი, განათლებული და ჩამოყალიბებული ადამიანი ჩანს. სააკაშვილის იმპულსურობამ და დაუფიქრებლობამ რა შედეგიც გამოიღო ყველა ხედავს, მაგრამ რატო გგონიათ გრეჩიხა მასზე უკეთესი? კბილებზე ენის დაჭერა მაინცდამაინც არც მაგას ხერხება და მოდით საქართველოს სიყვარულს ნუ დავაბრალებთ ამას. მეც მიყვარს საქართველო მაგრამ არ ვდგავარ პარლამენტის წინ და ათას სისულელეს არ ვიძახი და უცენზურო სიტყვებს მით'უმეტეს... პრინციპში საქართველოში ცენზურა მარტო ტელევიზიებს და თავისუფალ აზრს ეხება თორე ჩვენს პოლიტიკოსებს რაც ენაზე მოადგებათ უნდა წამოროშონ და უბედურება ისაა რომ თავისი "ენამახვილობა" მოწონთ კიდეც. პირველი მათგანი ჩვენი "მამა-მარჩენალია", და არც შალიკო და გრეჩიხა აკლებენ...
რისთვის გინდათ რევოლუცია? რომ ერთი მიშა წავიდეს და მეორე მოვიდეს ახალი დაპირებებით? ისედაც იმის პირას ვართ რომ სახელმწიფოდ აღარ გვცნმოს საზოგადოებამ, და გრეჩიხა რო გახდეს საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო მასშსტაბით, მაშინ ხო საერთოდ ჩაიქნევენ ჩვენზე ხელს...
ნინო ბურჯანაძე არ ვიცი რას საქმიანობს და საერთოდ რა მიზნები აქვს, მაგრამ ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი მაინცაა, და მანერები მაინც უვარგა..

9 აპრილი უბრალოდ ანარქიის საწინდარი იქნება საქართველოში. თუ მიშა წავა ეს დამშეული ოპოზიცია სკამის გამო დახოცავს ერთმანეთს და ისევ ჩვენ დავიჩაგრებით. ანარქიას, ისევ სააკაშძვილის ატანა მირჩევნია უკეთესი ლიდერის გამოჩენამდე.


ყველა პოსტში გრეჩიხებს რო ლანძღავ ვალი აქვთ შენი? :biggrin:

#27 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 March, 2009 - 03:00

ყველაზე მეტად მეეჭვება შეიძლება რუსებით მიერ ოპოზიციაში შეპარული ტერორისტებიც აღმოჩნდენ და გადავაბრალოს სააკაშვილს ან რომელიმე ოპოზიციონერებ . ღმერთ ვთხოვ რომ რაღას არ მოხდეთ ცუდი
ეს ფარულ ტერაქტებ რუსეთი ამზადებ ...თუ გახვალ 9 აპრილზე ძალიან გთხოვ ღმერთ ევედრე და სანთელი დაანთე რომ კარგად დამთავრდეს ყველაფერი...

#28 Oto Shamugia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 84 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 11:49

ჯერ ერთი, ამ გრეჩიხასი თქვენ მარტო გინება გაიგეთ და რასაც ლაპარაკობს ზოგადად და რა ხედვებიც აქვს, არ იცით და არც გაინტერესებთ. არ გამოვრიცხავ, რომ ვცდები, ამიტომ ვამბობ, რომ მეტი დაფიქრებაა საჭირო. ალასანიას მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, როგორც ლიდერი და პრეზიდენტი, გამოდგება.

მაგრამ ვიმეორებ, ისევ და ისევ, თქვენი პრობლემაა "მიშა თუ არა, აბა ვინ"... ეს არის მცდარი, ხალხო, რა დაგემართათ. ამ კაცზე უარესი ვერ მოვა ვერავინ, აღარაფერი დაგვრჩა გასაყიდი და დასაკარგი, ნუთუ ვერ ხედავთ მაგას? რომ ვწერ რაღაცას, კარგად წაიკითხეთ, განსაკუთრებით ეხება სოფიკოს! ვთქვი, რომ არ არის საამაყო წარმოსაჩენი გრეჩიხა მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ლიდერად, მაგრამ ამ კაცს ქვეყნის სახელმწიფო წყობის შეცვლა სურს, რომ აღარასოდეს იყოს მთელი ძალაუფლება ერთი კაცის ხელში კონსოლიდირებული. ის, რომ ეს კაცი ამას მიაღწევს, დარწმუნებული ვარ, რადგან ვუსმენ და ვხედავ რაც სურს და როგორც სურს, თქვენგან განსხვავებით, რომლებიც მონეტის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავთ.

მოდით, რახან ბიზნეს კონფერენციაა, ბიზნესის ენაზეც დავილაპარაკოთ. ახლა ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ქვეყნად მივიჩნევით, მაგი ფაქტია. ეს ფაქტი არ შეიცვლება, სანამ არსებობს პროტესტის გრძნობა, რეპუტაცია-შერყეული ქვეყნის ლიდერი, კერძო ბიზნესში ინტერვენციის შემთხვევები სახელმწიფოს მხრიდან, სოციალურად დაუცველი ფენის PR-ისთვის გამოყენების მცდელობა და ა.შ.

ინვესტიციების შემოდინება ნულამდეა დასული და ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ან იტყუება, ან მიშისტია, ან კიდე "აზრზე არაა"... შედით საერთაშორისო მედია საიტებზე, თუნდაც BBC-ზე. Business Week ან The Economist ნახეთ, არქივიდან ამოიღეთ წინა და წინის-წინა თვეების ანალიზები. Reuters-ი ნახეთ ბოლო-ბოლო. საქართველო, როგორც ახლაა, ამაზე ქვემოთ ვერ წავა საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. მდგომარეობა შეიცვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება კარდინალური ცვლილებები ქვეყნის შიდა პოლიტიკაში! ეს ჩემი სიტყვები არაა!!!

საერთოდ, ძალიან გთხოვთ, ჯერ უცხოურ მედიას გაეცანით და მერე ილაპარაკეთ. მიშას მოთმენას თუ აპირებთ, ე.ი. თავს კარგად გრძნობთ და არაფერი გაწუხებთ და სხვას ამ წყობის გამო რა უჭირს არ გაინტერესებთ. მე სამსახურიც მაქვს, ცოლ-შვილიც მყავს, ავტომობილიც და ა.შ., არაფერი მატერიალური თუ არამატერიალური პრობლემა არ მაწუხებს, მაგრამ ვხედავ სხვა როგორ იტანჯება და ამიტომ მინდა გვერდში დავუდგე 9 აპრილს.
საკუთარი .... თუ თბილად გვაქვს, სხვა ფეხზე დავიკიდოთ? არ ვცემ პატივს ასეთ ხალხს!

თქვენთან საუბარსაც არ აქვს აზრი, იმდენად მყარად დგახართ. ხოდა ტკბილად მიუჯექით ტელევიზორებს პოპკორნით ხელში 9 აპრილს და შორიდან უყურეთ როგორ წყდება ქვეყნის ბედი. მერე თქვენი შვილები და შვილიშვილები რომ გკითხავენ, სად იყავი ამ დღესო, მოტყუება მოგიწევთ. ვწუხვარ...
მე ერთხელ უკვე ვინანე 7 ნოემბერს გარეთ რომ არ ვიყავი და ამ შეცდომას აღარ გავიმეორებ!

წარმატებები ყველას! :)

რედაქტორი Oto Shamugia, 24 March, 2009 - 11:51.


#29 Beso Svanidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 11:59

მიშა წავა აუცილებლად, ოგონდ 2013 წელს.
მოვა არჩევნები და ვისაც გვინდა იმას ავირჩევთ, რა დროს აჯანყება და რევოლუციებია სად ვცხოვრობთ ხალხო.
P.S.
ბუშს ბოლო წლებში საერთოდ აღარ ჰქონდა რეიტინგი (მიშაზე ბევრად დაბალი) მაგრამ კი არ აუჯანყდენ და კიარ გადმოაგდეს (ვერც გადმოაგდებდნენ) დაელოდნენ არჩევნებს და ცივილიზებულად მოიქცნენ.

#30 Zaza Koiava

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 12:03

და რა არის ჩვენი საქმე ტარიელ? მოგესალმებით მეგობრებო... მეც დაძაბული ველოდები 9 აპრილს... განა იმიტომ რომ აქციაა, არა, მე არ ვიცი რა მოხდება მომავალში, შეიძლება მიშა წავიდეს კიდეც, მაგრამ მე არ ვიცი არც ერთი პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გეგმა, პროგრამა, პლათფორმა და იცით რატომ? მათ ეს არ გააჩნიათ. ისევ ნეგატივზე აგორებული ტალღა, ისევ ვინმეს ლანძღვით (მაპატიეთ ასეთი სიტყვისთვის) მოპოვებული რეიტინგი, და რომ პატიოსანი კაცია თურმე... არა მეგობრებო არა, პოლიტიკური კომპეტენტურობა სულ სხვა რამეა, პატოისნება კარგია, მაგრამ არასაკმარისი. არაპროფესიონალი პატრიოტი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე პროფესიონალი არაპატრიოტი. თუმცა პროფესიონალიზმს ვერავის ვატყობ. სამიწუხაროა რომ არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის გვიწევს ამჯერადაც...
მე ეროვნული ფორუმი მომწონს, მაგრამ მათი კომპეტენციისა რა მოგახსენოთ.
რა ვიცი რა ვიცი :)

#31 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 24 March, 2009 - 12:16

ციტატა

და რა არის ჩვენი საქმე ტარიელ?

რასაც ვემსახურებით ამჟამად :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#32 Mzia Tskhadadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 12:21

საოცარი ხალხი ვართ ქართველები, სულ "კეთილ მეფეზე" ვფიქრობთ, იქნებ დრო მოვიდა და არ ვიფიქროთ განყენებულად ცალკე" ალასანია თუ გაჩეჩილაძე...?" იქნებ დავფიქრდეთ რას წარმოვადგენთ თითოეული ჩვენგანი? დავიწყოთ საკუთარი თავით, 9 აპილს მივალთ თუ არ მივალთ მიტინგზე ეს თვითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია,ნუ განვსჯით ერთმანეთს,ჩვენ ხომ"ერთი გორისა" ვართ. მთავარია ერთმანეთი გვიყვარდეს,(თუმცა ეჭვი მეპარება და ამიტომაც მეშინია 9 აპრილის)

#33 Lasha Omanadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 212 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 12:40

ამ მთავორბის (შევიგინე)....
იმ მთავრობის (შევიგინე)...
მომავალი მთავრობის (შევიგინე)...
მთავრობით კმაყოფილი ხალხი არ არსებობს, საქართველოში განსაკუთრებით. ესენი რო მოვიდნენ ბიზნესი დამენგრა და ყოფა მეტირა.... ეხლა ძლივს ავაწყვე რაღაც-რაღაცეები და კიდე რო შეიცვალოს ვიცი კიდევ მე გავიტისკები. რამდენია ჩემნაირი არ ვიცი, მაგრამ თუ ვიღაცას გონია, რომ უსაქმური მერე დასაქმდება და გადამდიდრდება, როცა ესენი წავლენ და ისინი მოვლენ, მეტი არაა ჩემი მტერი.
ვისაც შნო აქვს ყველგან ივარგებს. ფაქტია, რომ ამათ კადრი ყავთ "იტირებ", მაგრამ მაგასაც აქვს თავისი პლიუსი. დებილ კადრს იოლად "შეუსრულებ". გამოცდილებაზე დაყრდნობით ვსაუბრობ ამას. თუმცა ზოგჯერ აუტანელია, როცა სამინისტროში სერიოზულ პოსტზე, სერიოზული იდიოტი გხვდება, მაგრამ რას იზამ, მაგითაც უნდა ისარგებლო ჭკვიანმა კაცმა.
რაც შეეხება მიტინგს: მეცოდება ქართველი ერი, რადგან თითო-ოროლა მსხვილი მოთამაშის ინტრიგებში ეხვევა და ჯერ 2003-ში იყროყინეს, ეხლა 2009-ში იყროყინებენ. პრეზინდენტიც "მეცოდება" სახლობანას რო თამაშობს ტელევიზორში. ერთი სიტყვით მაგარ შარში ვართ!
ისე ფართო სპექტრში სურათი ასეთია: ან ამერიკა დაგვაჯდება ან რუსეთი, უბრალოდ ხალხმა უნდა აირჩიოს ვისი ჯდომა ურჩევნია (მარა ხალსხს ვინ კითხავს).
ისე ხალხისთვის რუსეთი უფრო იყო მისაღები, ფულს მაინც შოულობდა იქეთ.
ასეთია სურათი გემრიელებო.
ასთე, რომ ნუ ავეტორღიალებით სხვის აბდა-უბდას და ყველამ თავის "ბილიკს" მიხედოს!

#34 Kakha Imerlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 326 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 12:42

ძალიან არ მომწონს ეს სიტუაცია. დიდი გაურკვევლობაა. სხვადასხვა სიტუაციებთან დაკავშირებით თითქმის ყოველთვის მაქვს რაიმე პროგნოზები, მაგრამ ახლა ისეთი მოვლენები ხდება რომ უკვე ვეღარ გამირკვევია რა იქნება. ერთს კი ვხედავ რომ ქართველების მორიგი სირცხვილი მზადდება. არც ერთ ძალას არ აქვს გააზრებული 9 აპრილის მერე რას შვრება. კაი დავუშვათ და რომელიმე მოვიდა ხელისუფლებაში რას გააკეთებენ? მე რასაც ვხედავ არც ერთს არ აქვს გაწერილი და სწორად ჩამოყალიბებული გეგმა (შესაძლოა ალიანსი იყოს მცირედი გამონაკლისი). ანუ ისევ ახლიდან დაიწყება ის (ან უარესი) რაც დაიწყო 2003 წელს და ვიყოთ ასე.
ახლანდელი ხელისუფლება კარგია ის თუ ცუდი უნდა წავიდეს მხოლოდ არჩევნების გზით.
Account Manager
Corporate Sales Department
UGT

#35 Khatuna Tsikhelashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 14 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 12:50

მოგესალბებით ყველას!
საინტერესო და მეტად მტკივნეული თითეული ქართველისთვის თემაა წამოჭრილი.
ყველანი ვფიქრობთ რა იქნება ხვალ, 9 აპრილს.
მე მგონი , რომ არაფერი იქნება.

ერი გამოიფიტა და ჯანსაღი აზრი არ სუფევს საზოგადოებაში, ამიტომ დარჩება ის რაც გვაქვს დღეს.
ეს არის ჩემი აზრი ამიტომ რადიკალურ ცვლილებებს არ ველი.
The Proud Participant of Business Conference

#36 George Kemoklidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 13:26

ჩემი აზრით, ჯობდა აქამდე არ მიგვეყვენა საქმე. ვგულისხმობ, რუსეთთან გართულებულ ურთიერთობას, მხოლოდ არა ახლა, ეს ახლა არ დაწყებულა, ჩემი აზრით ეს გამსახურდიას დროს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ეხლა ვფიქრობ მოთმინება გვმართებს, რაც არ უნდა საზიზღარი იყოს სააკაშვილი, მაინც არ შეიძლება მისი ეხლა გადაყენება. კონსტიტუციურ ვადამდე უნდა მოვითმინოთ და მერე სხვა ავირჩიოთ. მანამდე კიდე შეიძლება ვაიძულოთ დემოკრადიული რეფორმების გადარება. ამაზე აუცილებლად წამოვა, მაგრა შეშინებულია. გადაყენებას არ ვემხრობი, ამან სიტუაცია უმართავი შეიძლება გახადოს.

და საერთოდ, როგორც თუთაშხია ამბობდა ”ერთი ძალადობის მეორეთი შეცვლას რა აზრი აქვს, ამას შეჩვეული მაინც ვართ”. დამერწმუნეთ ესენი უარესს იზამენ...

#37 Miranda Khupenia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 15:04

ვფიქრობ, ვითარება საქართველოში უკიდურესად დაძაბულია, ხალხიც დაიღალა ამდენი მიტინგომაანითა და პიკეტირებით. ხელისფულების თავაშვებულობის ატანაც მეტი რომ არ შეიძლება ფაქტია. 9 აპრილის საქმეში ამჯერად რუსეთი რომ ფიგურირებდეს არამგონია, პირიქით სააკაშვილთან ერთად ყრის ჭორებს ომის შესაძლო წამოწყებაზე, რათა ხალხის ყურადღება უფრო მნიშვნელოვან რამეზე გადაიტანონ. რაც, შეეხება ოპოზიციას, დიდად აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ მგომარეობა სახელმწიფოში აშკარად შესაცვლელია, პრეზიდენტი უკვე ვერს სარგებლობს ევროპასა თუ ამერიკაში პოპულარობით, ნდობით და საერთოდ არ ტოვებს პსიქკურად გაწონასწორებული ადამიანის შტაბეჭდილებას. თუმცა არა მგონია მიშა ნებით გადადგეს, უფრო გაიპარება ვიდრე გადადგება და შეელევა სკამს.

#38 Salome Gelashvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 51 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 15:19

პირადად ჩემთვის დღევანდელი ხელისუფლება სავსებით მიუღებელია, თუმცა არა მგონია, რომ 9 აპრილმა რამე შეიცვალოს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მე არსებულ პოლიტიკოსებს შორის არ მეგულება ალტერნატივა ამ ხელისუფლებისა და მეორე ის, რომ ხალხში არ არის გამჯდარი ის აზრი, რომ პრეზიდენტი გვემსახურება ჩვენ და ჩვენს ქვეყანას, რომ ხალხია მთავარი ძალა, რომელმაც უნდა აკონტროლოს ხელისუფლება. როგორი კეთილსინდისიერიც არ უნდა იყოს ადამიანი (პრეზიდენტი) მაინც რთულია თქვა უარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, ეს ადამიანის ფსიქოლოგიაა ჩემი აზრით. ამიტომ საჭიროა კონტროლი, ხელისუფლება უნდა გრძნობდეს, რომ არ შეუძლია ლამაზი სიტყვებით ხალხის მოტყუება, რომ ვერ ატარებს ხალხს თავის ჭკუაზე. წავა მიშა და მოვა სხვა, ისეთი ვინც უფრო ლამაზად ილაპარაკებს და უფრო მეტ ემოციას აღძრავს ხალხში. აი სანამ ჩვენ ასე ვირჩევთ პრეზიდენტს და რეალურად არ ვინტრესდებით იმით თუ რას აკეთებს მერე ის, სულ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ჯერ ჩვენი საზოგადოების და მხოლოდ შემდეგ ჩვენი მთავრობის ბრალია.
The Proud Participant of Business Conference

#39 Lela Putkaradze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 189 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 17:05

აბა გამოქვეყნებულ ვიდეო მასალაზე რას იტყვით? საინტერესოა, ჩემზე ძაან იმოქმედა...
რა ცოდვაა ქართველი ერი, პრეზიდენტობისთვის და ადგილებისთვის "გასროლებიც" არ ენანებათ, ეს არის ჩვენი ისტორია...

ვინც ამ მეამბოხეებს შეუერთდება, ქართველი ერის მტერია! ვისთვის და რისთვის? იმისთვის რომ ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე ანდა კიდევ სხვა გახდეს პრეზიდენტი და თავისი ჯიბე გაივსოს?! კონკრეტული გეგმა არავის არ აქვს რადგან მათ მხოლოდ ამბიციები გააჩნიათ და მიღწევა სურთ "დაჩანაგებული" ერის მეშვეუბოთ.. (ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრია) და რაც შეეხება ბურჯანაძეს, აქამდე რა გააკეთა რომ ამის მერე უნდა ზედმეტის გაკეთება??? როგორ მაინტერესებს რომ იცოდეთ :(
UniBuilding Strategic Team

Don't tell people how to do things, tell them what to do and let them surprise you with their results.
George S. Patton

#40 Zaza Koiava

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 17:10

ნუ ეხლა ლელა მართალი ხარ, ეგ აშკარად სუბექტური აზრია, თუ ესე ვიტყვით მიშაც მეამბოხე იყო თავის დროზე. იმაში კი გეტანხმები, რომ უმრავლესობა ოპოზიციური პარტიებისას არ აქვთ სამოქმედო გეგმა და პლატფორმა, პროგრამა... მაგრამ მე მაგ ვიდეოსი არ მჯერა. ისტორია კი გაცილებით დიდი და სახელოვანი გვაქვს ვიდრე პრეზიდენტობისთვის ბრძოლაა



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share