ნახტომი





* * * * * 1 ხმა

რას ელოდებით 9 აპრილისგან?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 376

#41 Besik Kvatchantiradze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 267 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 17:13

ციტატა

კონკრეტული გეგმა არავის არ აქვს რადგან მათ მხოლოდ ამბიციები გააჩნიათ

რომც ჰქონდეთ, ეს გეგმა წვდება მხოლოდ 1 წელს, შემდეგ კი უკვე იწყება ფიქრი საკუთარ მომავალზე :)
ასე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მეტი ვერ დავინახე მე საქართველოს ყოფილი და ამჟამინელი ხელისუფლებისაგან და რა გარანტიაა რომ იგივე არ მოხდება მომავალშიც :(
Valuator of Real Estate

#42 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 18:13

ლავროვმა მშვენივრად გაახმოვანა რას აპირებენ ეგენი 9 აპრილს...
იმედია ჩვენი ნამდვილი ოპოზიცია და მთავრობაც შეძლებენ ერთობლივად აგვაშორონ საფთხე..
ნამდვილი ოპოზიცაში ვგუისხმობ აგრეთვე არასაპარლამენტო ნაწილსაც..

#43 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2009 - 18:44

სანამ მეძინა აქ რა ამბები დატრიალებულა... რაო ლავროვმა? Aრ მისმენია. ისე არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ აწყენდა მეტი დაფიქრება. ამათმა სიმბოლიზმმა ხო შეიწირა ჩემი ნერვები. ჯერ გიორგობა აქციეს რევოლუციის დღედ, ახლა ტრაგიზმით სავსე 9 აპრილის კიდევ უფრო დამძიმება უნდათ. შამწუხაროა მაგრამ მტავრობაც და ოპოზიციაც აფრენს. Iსე მეც ვხედავ ოპოზიციაში 1-2 პერსპექტიულ ადამიანს, მაგრამ ამ 9 აპრილით ყველანაირ პერსპექტივას იკლავენ. Dაანებონ თავი მიტინგობიას და საქმე აკეთონ. მაგრამ აქამდე არაფერი უკეთებიათ ცუნდრუკის და ორატორობის გარდა და აწი რას იზამენ. ეს 9 აპრილიც რომ ერთი დიდი სპექტაკლია ფაქტია. რატო არიან ასე ძაან დავდაჯერებულები? იმედი აქვთ რომმიშას გულს აუჩუყებენ? გულის აჩუყების არა მაგრამ აშკარად რაღაცის იმედი აქვთ. გაითვალისწინონ რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება ყოველთვის და არ დაავუწყდეთ რომ ქართულ ენაში არსებობს სიტყვა იმედგაცრუება რაც სამწუხაროდ ძალიან ნაცნობია ქართველი ხალხისთვის და ისე ნუ იზამს ოპოზიცია რომ კიდევ ერთხელ გაუცრუვდეს ხალხს იმედი მათი მთავრობაში მოსვლით ან ვერ-მოსვლით.

#44 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 March, 2009 - 21:13

მე მაინც არ დავუჭერ მხარს დღევანდელ 9 აპრილს და ოპოზიციონერებ სამწუხაროდ ღმერთის წინასე ცოდვაში ვართ ყველანი ვერ გვისწავლია ცხოვრება და რატომღას მგონია 21 საუკუნე უკვე სატანის მოსვლაა მე ვერ ვიქნები მისი ლიდერის მონა და მსახური თუ მასეა მეც მინდა ლიდერობა და ხალხსაც უნდა ლიდერობა... ვერ ვხედავ განათლებულ ადამიანს ოპოზიციის მხრივ ვერც პოზიციიდანაც
მიშა და მიშას მტრები ყოველთვის იქნება
კანონ თავად ოპოზიციას არღვევ რატომ არ შეუძლია მოითბინონ 2013 წლამდე?
ომი არ არის დამთავრებული რა თქმა უნდა ვეთანხმები ....
ვიდეო მასალებზე რომ ვნახე ტელევიზორში დავეჭვდი ნუთუ ბურჯანაძის პარტიაში შეიპარნენ და თავს მის მომხრეებად აჩაღებდნენ და ისე უნდოდათ მოეხდინა არეულობა?
რაღას გაუგებრობა ხდება ყველა ოპოზიციის პარტიებში ალბათ ყავს შინაური მტერი რუსეთის მიერ მომზადებული გეგმები თუ კი სააკაშვილმა თავის პარტიიდან მოიშორა ბანდიტები რატომ ოპოზიციის მხრიდან არ ხდება კონტროლი?
ნამდვილად დავიბენი მასეთ რამეებ თუ გეგმავდნენ ჩვენი ქართველები არ მოველოდი...

#45 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 25 March, 2009 - 00:19

რატომღაც შარშან ნოემბრისთვის გახდა აქტუალური რუსეთის აგენტობა, წელსაც საეჭვოდ დაემთხვა. რატომ ვეძებთ მუდამ რუსეთისკნე პრობლემებს? მართლა გვგონია, რომ სააკაშვილმა ბანდიტები მოიშორა? ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც კარგად მახსოვს ბევრი ისეთი დანაშაული, რომელიჩ თვით ნაციონალებმაც ვერ დაფარეს. თუ ოპოზიცია და სატანა ერთმანეთთანაა ასოცირებული (!) მაშინ მიშა ყოფილა ვინც ყოფილა. არ მინდა მკრეხელობაში ჩამომართვათ და ამიტომაც ვერ დავარქვი მას "ნამდვილი" სახელი.

პირადად მე კიდევ ერთი რევოლუციის თუ გადატრიალების მომხრე ნამდვილად არ ვარ (არც წინებზე ვყოფილვარ ისე), მაგრამ ამ ხალხის ბოგინი უნდა დამთავრდეს. ალბად საუკეთესო გადაწყვეტილება პარლამენტის მანამდე დაშლა იქნებოდა. ეს გარანტირებულად მისცემდა მიშას საშუალებას 2013 წლამდე პრეზიდენტი იყოს (ცხადია ამაზე ოპოზიცია სიხარულით დათანხმდება).
The Proud Participant of Business Conference

#46 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 25 March, 2009 - 00:33

ყველაზე ძნელია სოლომონ ბრძენისმაგვარი ადამიანის მოძებნა საქართველოში . სამწუხაროდ ქართველები გადაემტერება და გაძლიერდება უთანხმოება ძმა დას ვერ იცნობ და და ძმას ეს მტრობა გარდაუვალია ... საქართველო და ქართველები ...
რუსებ გაახარებ სხვა რა უნდა იყოს 9 აპრილი

#47 Lela Putkaradze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 189 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 00:50

იხილე გამოხმაურებაZaza Koiava, Mar 24/09, 17:10 -ში, განაცხადა:

ნუ ეხლა ლელა მართალი ხარ, ეგ აშკარად სუბექტური აზრია, თუ ესე ვიტყვით მიშაც მეამბოხე იყო თავის დროზე. იმაში კი გეტანხმები, რომ უმრავლესობა ოპოზიციური პარტიებისას არ აქვთ სამოქმედო გეგმა და პლატფორმა, პროგრამა... მაგრამ მე მაგ ვიდეოსი არ მჯერა. ისტორია კი გაცილებით დიდი და სახელოვანი გვაქვს ვიდრე პრეზიდენტობისთვის ბრძოლაა



მოდით ასე მივუდგეთ ჩვენს ისტორიას: გადავხედოთ რას ვაკეთებდით კარგს და რა "გვეშლებოდა". და მერე აგმოვაჩენთ რომ "შიდა აჯანყებებით" სავსეა ჩვენი ისტორია და "მოღალატეებით" შემოიფარგლება "თითქმის ყველა" ჩვენი დამარცხების მიზეზი. მოდით რაც კარგი გვიკეთებია, იმის კეთება გავაგრძელოთ და რაც ცუდი გვიკეთებია, ის გამოვასწოროთ.. ალბათ მერე გვეშველება :)

მე პირადად არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს რომ პარტიის ლიდერი არ იყოს საქმის კურსში მისი პარტიის წევრი რას აკეთებს, თუმცა თუ ეს მართალია, მაშინ მიუთითებს "ღარიბ კოორდინაციას და ერთიანი მიზნის არ არსებობას" პარტიაში. წარმოიდგინეთ ეს პარტია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ის როგორ შეძლებს 4 მილიონი ადამიანის გაერთიანებას და მართვას ;)

მე ერთი მაღელვებს:

მტერი ჩასაფრებულია... შიდა არეულობა ახლა მიუღებელია და შეიძლება, დამღუპველიც აღმოჩნდეს...
UniBuilding Strategic Team

Don't tell people how to do things, tell them what to do and let them surprise you with their results.
George S. Patton

#48 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 00:53

აი პატრიოტული სულისკვეთება ;) გეთანხმები ლელა

#49 Ruslan Kikacheishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 02:51

კიდევ ერთხელ ოპოზიციის"გაძუყვნას"... მაპატიეთ ეს გამოთქმა... ვეცდები ვიყო ობიექტური., მაგრამ მგონი სუბიექტივიზმს ვერ გავექცევი... უცოდველია ეს მთავრობა ? - არა ! უსამართლოდ იქცევა ეს ხელისუფლება ? - დიახ, ზოგჯერ უსამართლოა, და ნამდვილად უნამუსო უნდა იყოს ადამიანი ეს რომ უარყოს!!! უშვებს ეს მთავრობა შეცდომებს ? - დიახ, უშვებს...
და შეგვიძლია ვთქვათ რომ არ მოგვწონს ეს ხელისუფლება ახლა და რა ვქნათ არა, უნდა წავიდეს და მორჩა ხო ? და აი ახლა კი სტოოოოოპ :) ესენი თუ წავლენ ვინ უნდა მოვიდეს? რომელიმე დღევანდელი ოპოზიციური მოძრაობა არა ? ჰმ.... საინტერესოა... თავის მოტყუებაც რომ მოვინდომო, მაინც ვერ მოვიტყუებ რომ ესენი უკეთესნი იქნებიან... უბრალოდ ვერ დავიჯერებ... მათგან ნგრევის მოწოდებების გარდა და ახალი რეპრესიების დაწყების მუქარების გარდა არაფერი არ მესმის.... ჰმ... რა უნდა დაანგრიონ ? აუშენებიათ რამე ? ან სად უნდათ რომ ასკუპდნენ ? მე არ მჯერა იმათი ვინც 2003 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობაში შევარდნაძეს ტაშს უკრავდა... არ მჯერა და მომკალით...
მეხსიერებასთან როგორ ვართ მეგობრებო ? გვახსოვს საქართველო 2003 წლამდე? მგონი ყველას ახსოვს... ყოველ შემთხვევაში მე მშვენივრად მახსოვს... და არასდროს არ დამავიწყდება თუ როგორ ჩაგვიმწარა, მოგვპარა მეც და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ჩემი თაობის ადამიანებს ბავშვობა შევარდნაძის ძირგამომპალი ხელისუფლება... შეიძლება, თქვენ თბილისში ნაკლებად გიგრძვნიათ ეგ, მაგრამ მე არ დამავიჭყდენა ჩაბნელებული კვირეები... შუქი კვირაში 1 საათით და ისიც ღამის 2 საათიდან ღამის 3 საათამდე... არ დამავიწყდება ჩემი გაყინული შუშებჩალეწილი კლასი... არ დამავიწყდება ჩემი უმუშევარი მშობლები და მათი თვალები როდესაც ვამბობდით მე და ჩემი და "დედი გვშია"... არ დამავიწყდება იმ "ბალანდის" გემო, რომლის ჭამა გვიწევდა, იმიტომ რომ უკეთესი საჭმლის მოსამზადებლად ფული არ გვქონდათ... არ დამავიწყდება ბებიაჩემის 14 ლარიანი პენსია და ისიც 8 თვის განმავლობაში გაყინული... არ დამავიყდება ის კრიმინალი რომელიც იყო ირგვლივ...
დრეს კი 2009 წლის 25 მარტია.... რეალობასთან როგორ ვართ? კარგად აღვიქვამთ?... მაშინ შედარებასაც შეძლებთ... სად ვიყავით და სად ვართ... პროვინციელი შარვალგახეული ბიჭი დღეს ბიზნესის მართვის მაგისტრია.... უმუშევარ მშობლებს დღეს თავისი ბიზნესი აქვთ... იმ "შარვალგახეულ" პროვინციელ ბიჭს არ უწევს იმ "ბალანდის" ჭამა... იმ მოხუც ბებიას 14 სანაცვლოდ 85 ლარიანი პენსია აქვს.... კვირაში შუქის 1 საათის სანაცვლოდ, დღეში 24საათი თუ არა 23 საათი და 55 წუთი მაინც არის... მეგობრებო ქვეყანა წინ მიდის... და მეც მასთან ერთად უფრო წინ წასვლასაც ვაპირებ... სრულყოპილად თუ არა, შეძლებისდაგვარად მაინც იქმნება ქვეყანაში იმის პირობები რომ "არაზარმაცმა" ადამიანმა წინ წავიდეს.... და აბა ვინმემ სცადოს სიტუაციის არევე... აბა ვინმე სცადოს იმ "ჭაობის" დაბრუნება... ამის უფლებას არავის არ მივცემ... არ ესმით სიტყვის - "გავძუყნი"... სუბიექტურია, ინსტინკტურია, ეგოისტურია.... მაგრამ... მირჩევნია მე "გავძუყნო", ვიდრე მე ვიყო "გაძუყნული"... და ბოლოს... ამის "დედაც ვატირე'... ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველანი ერთად წინ უნდა მივდიოდეთ, და არა 2 წინ და 10 უკან, "მძღნერში" ექიჩავებოდეს... თუ ზედმეტი მომივიდა მაპატიეთ... სხვანაირად არ შემეძლო... ;)

#50 Archil Chkheidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 03:02

ძირითადად გეთანხმები მაგრამ შედარება ცოტა უხეშია ;)
დღევანდელი რეალობა გუშინ არ აშენებულა, გარკვეული სადღეისო ნაბიჯები შევარდნაძის დროს იდგმებოდა.
ცუდი ის გვჭირს რო გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთ თუ ვართ ვკმაყოფილდებით ამით და მეტს არ ვთხოვთ ხელისუფლებას :)

#51 Lela Putkaradze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 189 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 03:31

რუსლან მინდა გითხრა ძალიან კარგად გამოგივიდა შენი მცდელობა...

-არ არსებობს ადამიანი კიარა ხელისუფლება შეცდომა რომ არ დაუშვას, ეს ყველასთვის ცნობილია..
-სახელმწიფო ერთი ადამიანი არ არის , და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს და ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის შენებაში და არა ელოდოს ხელისუფლება რამდენს მიუტანს ოჯახში.
-მე არ ვამართლებ დღევანდელ ხელისუფლებას, ვაღიარებ მათ უმოქმედობას ბევრ საკითხში მაგრამ მე პირადად მჯერა რომ ასე უცებ ქვეყნის გაბრწყინება შეუძლებელია, ხოლო რაც გაკეთდა აქამდე იმას ნათელი თვალებით უნდა შევხედოთ, დავაფასოთ რაც კარგი გაკეთდა და აღმასვლაში ჩვენც შევიტანოთ ჩვენი წვლილი

არჩილ სავალდებულო არაა ხელისუფლებას აჯანყებებით და დემონსტრაციებით მოვთხოვოთ საქმის კეთება...




რაც შეეხება შესაძლებლობებს, მე ვხედავ და კიდევაც ვიყენებ ამჟამად :67.gif
UniBuilding Strategic Team

Don't tell people how to do things, tell them what to do and let them surprise you with their results.
George S. Patton

#52 Sophiko Balanchivadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 572 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 04:16

ეეეჰ რუსლან მტკივნეულ თემას შეეხე... მეც მახსოვს უშუქობა და სკოლაში შეშა რო მიგვქონდა თითო ტომარა და დირექტორი ჩვენი ფონდის ფულით შუბებს რო ყიდულობდა და როიალიანი კაბინეტი რო ქონდა... ისიც მახსოვს 35 თეთრიანი შავი პურით და გალინა ბლანკას ჯადოსნური "სუპით" რომ მისადილია... ისიც მახსოვს დედაჩემს 33ლარი რომ ქონდა ხელფასი.. ისიც არ დაგავიწყდეთ ჩაწყობის გარეშე სტუდენტობა თითქმის რო არავის ღირსებია... ისიც მახსოვს ხანდახან ლამპისთვის ნავთსაც რომ ვერ შოულობდა ხალხი... ეეჰ ბებიაჩემის პენსიას ნუღა გამახსენებ..."ცხონებული" ნანული შევარდნაძეც ხო უნამუსოდ ორატორობდა თუ რეოგორ უნდა იმყოფინოს კარგმა დიასახლისმა ეგ პენსია მთელი თვე (ეს გადმოცემით ვიცი)და ეგ ყველაფერი შევარდნაძის დროს იყო... კიდე ბევრის გახსენება შემიძლია მაგრამ ნერვები უფრო მეშლება... ახლა ამ პოსტით მომაკერებს ვინმე მიშას ადვოკატობას.. არადა ცვლილება სახეზეა... არც ახლა გვილხინს, და იმაზე მეტ სისაძაგლესაც აკეთებს ჩვენი მთავრობა ვიდრე გვსმენია, მაგრამ თუ მიშა არა მაშ ვინ??? ეს კითხვა ოთოს "საყვარელი" კითხვაა და ვიცი გამოეხმაურება :) (იმედია არ გწყინს ოთო)
ამ კონფერენციაზე ვინც ამ ტემაში პოსტავს, უმრავლესობა სტაბილურობას უჭერს მხარს და 9 აპრილს დაგეგმილი აჯანყების თუ რევოლუციის, (თუ რაც გინდათ ის დაარქვით) წინააღმდეგია... ეს ოპოზიცია გადაგვარჩენს გლანდების გადმოყრამდე და ძარღვების დაბერვამდე თავში ჩაჭედილ ფრაზებს რომ იძახის? თან ვინ გეგულებათ ისეთი ვინც ან მიშას არ ედგა ყურმოჭრილ მონად და ან ედუარდს (არ თქვათ ახლა შალვაო, ეგ საერთოდ ნორმალური თუა არ ვიცი)... ვერ გაძღა მაგათი მუცელი და არ მობეზრდათ ეს მიტინგობია და კმარას ძახილი, მართლაც რომ კმარა...

დიიიიიიიიდი სიამოვნებით ავაშენებდი უზარმაზარ ციხეს და ჩვენი ოპოზიციან-ხელისუფლებიანად უმრავლესობას, ანუ ვინც დესტაბილიზაციას იწვევს ქვეყანაში ჩავყრიდი იქ... ისეთ მეტალო-პლასმასის კარფანჯარას დავაყენებდი, ხმას რომ არ ატარებდეს, და იყიყინონ და ხოცონ იქ ერთმანეთი და დაგვანებონ ჩვენ თავი...

და მაინც ამას 2013 წლის მერე გავაკეთებდი მაინც, არჩევნების შემდეგ, რათა ყველა ცრუ პოზიციაც და ოპოზიაც, ყველა ცრუ პატრიოტიც ერთად ამომელპო იმ ციხეში...

ეს ხალხი რარა ჯანდაბამ დააბრმავცა... აუცილებელი გონიათ ვიღაც დაუნს ეთაყვანონ (გინდ მიშა ერქვას და გინდ თამაზი)... მიტინგზე ერტად ვართ და მაგრები ვართო,

აუჰ, რა ტყულა ვიშლი ახლა ნერვეეებს... ტარიელის არ იყოს ჯობია საქმეს მივხედო



#53 Oto Shamugia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 84 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 10:10

9 აპრილს ყველაფერი გამოჩნდება...

#54 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 25 March, 2009 - 12:09

ოთო, მე თქვენთან კამათს აღარ ვაპირებდი და პირობას გაძლევთ თავს შევიკავებ თქვენი პასუხისგანაც, მაგრამ საკუთარ თავსა და კმარელ თეა თუთბერიძეს შორის უდიდეს კავშირს ვერ ხედავთ? ისიც ზუსტად ასეთი რუპორი იყო ნაციონალების და ისიც ზუსტად ყველას "თავისი" ადგილის მიჩენით ემუქრებოდა ყველას. სხვაობა? მხოლოდ სახელები და დასახელებები?
The Proud Participant of Business Conference

#55 Lela Putkaradze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 189 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 12:45

ოთო, შენი წინა პოსტები წავიკითხე,

"ყოველშემთხვევისთვის სურვილი აქვს საქართველოს გაერთიანებისო"... გენაცვალე მეც მაქვს ბევრი სურვილები, ასევე შენც დარწმუნებული ვარ მაგრამ რამდენად ვართ კომპეტენტურები და რამდენად ვიქნებით უკეთესები, რას ვთავაზობთ ხალხს?! ეგაა მთავარი და არა ცარიელი სურვილი, საქმის მოყვარული ხალხი ალბათ "ცარიელ სიტყვებს" არ გამოეკიდება და მხარში არ ამოუდგება...
UniBuilding Strategic Team

Don't tell people how to do things, tell them what to do and let them surprise you with their results.
George S. Patton

#56 Elene Jiqidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 36 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 13:24

ციტატა

კიდევ ერთხელ ოპოზიციის"გაძუყვნას"... მაპატიეთ ეს გამოთქმა... ვეცდები ვიყო ობიექტური., მაგრამ მგონი სუბიექტივიზმს ვერ გავექცევი... უცოდველია ეს მთავრობა ? - არა ! უსამართლოდ იქცევა ეს ხელისუფლება ? - დიახ, ზოგჯერ უსამართლოა, და ნამდვილად უნამუსო უნდა იყოს ადამიანი ეს რომ უარყოს!!! უშვებს ეს მთავრობა შეცდომებს ? - დიახ, უშვებს...
და შეგვიძლია ვთქვათ რომ არ მოგვწონს ეს ხელისუფლება ახლა და რა ვქნათ არა, უნდა წავიდეს და მორჩა ხო ? და აი ახლა კი სტოოოოოპ ესენი თუ წავლენ ვინ უნდა მოვიდეს? რომელიმე დღევანდელი ოპოზიციური მოძრაობა არა ? ჰმ.... საინტერესოა... თავის მოტყუებაც რომ მოვინდომო, მაინც ვერ მოვიტყუებ რომ ესენი უკეთესნი იქნებიან... უბრალოდ ვერ დავიჯერებ... მათგან ნგრევის მოწოდებების გარდა და ახალი რეპრესიების დაწყების მუქარების გარდა არაფერი არ მესმის.... ჰმ... რა უნდა დაანგრიონ ? აუშენებიათ რამე ? ან სად უნდათ რომ ასკუპდნენ ? მე არ მჯერა იმათი ვინც 2003 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობაში შევარდნაძეს ტაშს უკრავდა... არ მჯერა და მომკალით...
მეხსიერებასთან როგორ ვართ მეგობრებო ? გვახსოვს საქართველო 2003 წლამდე? მგონი ყველას ახსოვს... ყოველ შემთხვევაში მე მშვენივრად მახსოვს... და არასდროს არ დამავიწყდება თუ როგორ ჩაგვიმწარა, მოგვპარა მეც და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ჩემი თაობის ადამიანებს ბავშვობა შევარდნაძის ძირგამომპალი ხელისუფლება... შეიძლება, თქვენ თბილისში ნაკლებად გიგრძვნიათ ეგ, მაგრამ მე არ დამავიჭყდენა ჩაბნელებული კვირეები... შუქი კვირაში 1 საათით და ისიც ღამის 2 საათიდან ღამის 3 საათამდე... არ დამავიწყდება ჩემი გაყინული შუშებჩალეწილი კლასი... არ დამავიწყდება ჩემი უმუშევარი მშობლები და მათი თვალები როდესაც ვამბობდით მე და ჩემი და "დედი გვშია"... არ დამავიწყდება იმ "ბალანდის" გემო, რომლის ჭამა გვიწევდა, იმიტომ რომ უკეთესი საჭმლის მოსამზადებლად ფული არ გვქონდათ... არ დამავიწყდება ბებიაჩემის 14 ლარიანი პენსია და ისიც 8 თვის განმავლობაში გაყინული... არ დამავიყდება ის კრიმინალი რომელიც იყო ირგვლივ...
დრეს კი 2009 წლის 25 მარტია.... რეალობასთან როგორ ვართ? კარგად აღვიქვამთ?... მაშინ შედარებასაც შეძლებთ... სად ვიყავით და სად ვართ... პროვინციელი შარვალგახეული ბიჭი დღეს ბიზნესის მართვის მაგისტრია.... უმუშევარ მშობლებს დღეს თავისი ბიზნესი აქვთ... იმ "შარვალგახეულ" პროვინციელ ბიჭს არ უწევს იმ "ბალანდის" ჭამა... იმ მოხუც ბებიას 14 სანაცვლოდ 85 ლარიანი პენსია აქვს.... კვირაში შუქის 1 საათის სანაცვლოდ, დღეში 24საათი თუ არა 23 საათი და 55 წუთი მაინც არის... მეგობრებო ქვეყანა წინ მიდის... და მეც მასთან ერთად უფრო წინ წასვლასაც ვაპირებ... სრულყოპილად თუ არა, შეძლებისდაგვარად მაინც იქმნება ქვეყანაში იმის პირობები რომ "არაზარმაცმა" ადამიანმა წინ წავიდეს.... და აბა ვინმემ სცადოს სიტუაციის არევე... აბა ვინმე სცადოს იმ "ჭაობის" დაბრუნება... ამის უფლებას არავის არ მივცემ... არ ესმით სიტყვის - "გავძუყნი"... სუბიექტურია, ინსტინკტურია, ეგოისტურია.... მაგრამ... მირჩევნია მე "გავძუყნო", ვიდრე მე ვიყო "გაძუყნული"... და ბოლოს... ამის "დედაც ვატირე'... ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველანი ერთად წინ უნდა მივდიოდეთ, და არა 2 წინ და 10 უკან, "მძღნერში" ექიჩავებოდეს... თუ ზედმეტი მომივიდა მაპატიეთ... სხვანაირად არ შემეძლო...



უბრალოდ არ შემიძლია 100%-ით არ დაგეთანხმო.... :)

და მიუხედავად იმისა რომ თბილისში ვცხოვრობდი, შევარდნაძის დროს ანალოგიური სიტუაცია იყო აქაც და საერთოდ მთელ საქართველოში ... ვერ ვიტყვი რომ კორუფცია ძირფესვიანად აღმოიფხვრა და ყველაფერი წესრიგშია და ეს ხელისუფლება მართალია ნებისმიერ ქმედებაში, მაგრამ ზუსტად ვიცი - რომ არა ეს ხელისუფლება და ეროვნული გამოცდები მე ამ წუთას არ ვიქნებოდი სტუდენტი და და იქ ჩემს მაგივრად ვიღაც "მამიკოს" გოგო ან ბიჭი იჯდებოდა ...

და თუ ეს ხელისუფლება წავა ვინ უნდა მოვიდეს? - ამაზე ყველაზე სერიოზულად უნდა იფიქრონ ქართველებმა
და როგორმე დაივიწყონ ფილოსოფია "ოღონდ მიშა არა და ვინც გინდა იყოს ..." სწორედ ასეთი ფიქრები ღუპავს ქართველებს და როდესაც გაჩეჩილაძე, ალასანია, გამყრელიძე და სხვა მისთანები გვეყოლებიან მმართველებად, მიშა სანატრელი გაგვიხდება ... ამ ხალხს ისიც კი არ შეუძლია რომ ხალხს თავისი უკეთესი მხარე დაანახონ და მარტო ამჟამინდელი ხელისუფლების ცუდი მხარეების ჩვენებით "შემოიფარგლებიან" ... ამას ხომ ისედაც ვხვდებით? და ვთქვათ მოახერხეს და თვითონ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში - მერე რა იქნება? მათი სამოქმედო გეგმა ვინმესთვის ცნობილია - შემდეგ რა უნდა გააკეთონ? მე მგონი არავის არ ჯერა რომ მათ მხოლოდ საქათველოს მომავალი აინტერესებთ, როცა ხიდაშელს, ბერძენიშვილებს, დავითაშვილს ვუყურებ ასოციაც ჩნდება რომ ესენი არიან ხალხი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან გაბრაზებულები რომ სასურველი სკამი არ ერგოთ ...

9 აპრილს კი გადაწყდება გავაგრძელებთ გზას წინ თუ ისე უკან დავბრუნდებით რომ აქამდეც ვეღარასოდეს მოვალთ ... :%-(:

#57 Giorgi Tsabauri

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 39 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 16:01

იხილე გამოხმაურებაElene Jiqidze, Mar 25/09, 13:24 -ში, განაცხადა:

უბრალოდ არ შემიძლია 100%-ით არ დაგეთანხმო.... :%-(:

და მიუხედავად იმისა რომ თბილისში ვცხოვრობდი, შევარდნაძის დროს ანალოგიური სიტუაცია იყო აქაც და საერთოდ მთელ საქართველოში ... ვერ ვიტყვი რომ კორუფცია ძირფესვიანად აღმოიფხვრა და ყველაფერი წესრიგშია და ეს ხელისუფლება მართალია ნებისმიერ ქმედებაში, მაგრამ ზუსტად ვიცი - რომ არა ეს ხელისუფლება და ეროვნული გამოცდები მე ამ წუთას არ ვიქნებოდი სტუდენტი და და იქ ჩემს მაგივრად ვიღაც "მამიკოს" გოგო ან ბიჭი იჯდებოდა ...

და თუ ეს ხელისუფლება წავა ვინ უნდა მოვიდეს? - ამაზე ყველაზე სერიოზულად უნდა იფიქრონ ქართველებმა
და როგორმე დაივიწყონ ფილოსოფია "ოღონდ მიშა არა და ვინც გინდა იყოს ..." სწორედ ასეთი ფიქრები ღუპავს ქართველებს და როდესაც გაჩეჩილაძე, ალასანია, გამყრელიძე და სხვა მისთანები გვეყოლებიან მმართველებად, მიშა სანატრელი გაგვიხდება ... ამ ხალხს ისიც კი არ შეუძლია რომ ხალხს თავისი უკეთესი მხარე დაანახონ და მარტო ამჟამინდელი ხელისუფლების ცუდი მხარეების ჩვენებით "შემოიფარგლებიან" ... ამას ხომ ისედაც ვხვდებით? და ვთქვათ მოახერხეს და თვითონ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში - მერე რა იქნება? მათი სამოქმედო გეგმა ვინმესთვის ცნობილია - შემდეგ რა უნდა გააკეთონ? მე მგონი არავის არ ჯერა რომ მათ მხოლოდ საქათველოს მომავალი აინტერესებთ, როცა ხიდაშელს, ბერძენიშვილებს, დავითაშვილს ვუყურებ ასოციაც ჩნდება რომ ესენი არიან ხალხი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან გაბრაზებულები რომ სასურველი სკამი არ ერგოთ ...

9 აპრილს კი გადაწყდება გავაგრძელებთ გზას წინ თუ ისე უკან დავბრუნდებით რომ აქამდეც ვეღარასოდეს მოვალთ ... :)



მაგ პოლიტიკოსებს ვინც ჩამოთვალე თავის დროზე ქონდათ სკამების მიღების შანსი და რატომღაც უარი თქვეს, ასე რომ მგონი ცდები...
ნუ რას ვიზავთ, ზოგს სტუდენტობა უხარია ზოგს კი მიწების დაკარგვა ადარდებს... მთავარია ვისთვის რა არის პრიორიტეტი.

აქ უმეტესობას სურვილი აქვს რომ მიშას 2013 წლამდე ვაცადოთ, და მერე რა გგონიათ რომ დადგება ეს 2013 წელი და მიშა უბრალოდ ადგება და წავა? ძალიან ბევრი მემკვიდრე ყავს რომელსაც დატოვებს თავის წასვლის შემდეგ, ისევ გაგიყალბებენ არჩევნებს და ისევ გაგრძელდება მიწების დაკარგვა, ფანტანები და "სკვერები რომლებიც პარიზშიც კი არ აქვთ", მკვლელობები, მძაფრსიუჟეტიანი ფილმები სადაც მთავარ როლს "რუსეთის აგენტები" ასრულებენ და ასე შემდეგ.

აცადეთ მუშაობენ, წვალობენ, ხანდახან დასვენებაც ხო უნდათ და ევროპელი "მასაჟისტკებიც" :)

#58 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 25 March, 2009 - 18:34

ეხლა როგორც გავიგე ბურჯანაძის პარტიის მიერ თურმე ვალები აქვს და საქართველო ფეხებზე დაუკიდიათ დარც ხალხი აინტერესებ მე უკვე ვხვდები და მეეჭვება ტყუილად მიშას ხომ არ აბრალებენ ოპოზიციონერები??? ... ხალხო ერიდე 9 აპრილს არ დაუჯერო ყველაფერ გვატყუებენ ნამდვილად
აგერ საიტი და მოუსმინე თურმე რით გამოს ამზადებდნენ 9 აპრილს
http://1tv.ge/ReadMo...1&Location=5125

ჩვენი ქართველი ერის მტრები მე პატრიოტი ვარ მაგას არ დავუჭერ მხარს

#59 Gocha Ghadua

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 112 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 19:08

საინტერესო მოსაზრებები წავიკითხე და ერთი ანეგდოტი გამახსენდა. სოფელს დათვი შემოეჩვია, შეწუხდა ხალხი. ერთმა თქვა მე მონადირე ვარ და მოვკლავ იმ დათვს, ნუ გეშინიათო. წავიდა, მიაკითხა ბუნაგში. დათვი უკნიდან მიადგა და ეუბნება, ჰა რა ვქნა ახლა, მოგკლა თუ გაგაუპატიუროო. მონადირე ბოღმამ დაახრჩო, მაგრამ იფიქრა რომ მომკლას მერე სულ აიკლებს ეს დათვი სოფელსო და გაუპატიურება არჩია. მეორეჯერ უფრო გაბრაზებული წავიდა ეს კაცი დათვის მოსაკლავად, ცალკე სოფლის და ცალკე პირადი შეურაცყოფის გამო. ისევ იგივე განმეორდა და მონადირემ გაუპატიურება არჩია. მესამეჯერ დაიფიცა ან მოვკლავ ან შევაკვდები, ეგ საბოლოოაო და წავიდა. დაიწირა ისევ დათვმა და ეკითხება, თუ ძმა ხარ გამაგებინე ბოლობოლო შენ ბოზი ხარ თუ მონადირეო.
არ გაგონებით ეგ ამბავი დღევანდელ სიტუაციას? ოპოზიციამაც ორჯერ დაარწმუნა ყველა ხელისუფლება დამთავრებულიაო, მაგრამ რაც მოხდა რეალობაში, ვიცით. ახლა მათ უკანდასახევი გზა აღარ დარჩათ, ხვდებიან რომ უნდა დაამთკიცონ ვინ არიან, მონადირეები თუ?... ამიტომ 9 აპრილს კომპრომისები აღარ იქნება, ორივე მხარემ იცის, რომ ერთერთი ძალიან დაზარალდება. ქვეყანა მათი ბრძოლის პოლიგონად გადაიქცა, ჩვენ როცა რომელიმე მხარეს ვირჩევთ, ამ ბრძოლას უფრო მასშტაბურს და სახიფათოს ვქმნით. საზოგადოება წესით ცალკე მხარეა და როცა ძლიერი და მომთხოვნია, პოლიტიკოსების ამბიციებსა და ხუშტურებს გასაქანი ნაკლებად აქვთ. ხალხმა საკუთარი ნიშა უნდა მოიპოვოს ქვეყანაში, ანუ ჩამოყალიბდეს როგორც მესამე ძალა. ვინც ძლიერია ის მართავს. დღეს ასეთი ხელისუფლებაა, ოპოზიცია სუსტია და ხალხი, როგორც ჩამოყალიბებული ძალა (ანუ საზოგადოება) პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენ არაფრად გვაგდებენ, არც არაფერს გვეკითხებიან. ეგ უნდა მოვიპოვოთ, თორემ არავინ გვაჩუქებს.

#60 Elene Jiqidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 36 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 March, 2009 - 19:48

ციტატა

მაგ პოლიტიკოსებს ვინც ჩამოთვალე თავის დროზე ქონდათ სკამების მიღების შანსი და რატომღაც უარი თქვეს, ასე რომ მგონი ცდები...


დავიწყოთ იქიდან რომ ქონდათ სკამების მიღების შანსი, მაგრამ ვერ მიიღეს. სწორედ ამიტომ არიან "ცხოვრებაზე დაბოღმილები"

ციტატა

ზოგს სტუდენტობა უხარია ზოგს კი მიწების დაკარგვა ადარდებს... მთავარია ვისთვის რა არის პრიორიტეტი.


მიწების დაკარგვა მე მგონი საქართველოს მოსახლეობის 99%-ს ადარდებს (ან უბრალოდ ამბობენ მაინც რომ ადარდებს), და დამერწმუნე იმ 1%შსჰი არ შევდივარ :) მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ სანამ რუსეთი ტავის პოლიტიას არ შეიცვლის, ან სხვა შემთხვევაში უბრალოდ რუსეთი "აღარ იქნება" ვერცერთი ქართველი პოლიტიკოსი ვერ შეაჩერებს მიწების კარგვის პროცესს. მითუმეტეს გაჩეჩილაძის, ნათელაშვილის და ა.შ. მსგვასი "პოლიტიკურად განვითარებული" ინდივიდები....

ციტატა

აცადეთ მუშაობენ, წვალობენ, ხანდახან დასვენებაც ხო უნდათ და ევროპელი "მასაჟისტკებიც"


და რატომ გგონია რომ ვინც მოვა ის არ დაიკლებს "ევროპელ მასაჟისტკებს?" ;)
შარშანდელი გამოსვლკა მახსოვს გაჩეჩილაძის სადაც ამაყობდა თავისი "ქართველობით, პატრიოტობით, გაგებით და ვაჟკაცობით" და მაშინ თქვა რომ ოჯახში ტრადიცია აქვთ კვირაში 3-ჯერ მაინც უნდა მივიდნენ "ოქროს აბანოებში" ... და ეს ხდებოდა ზუსტად ცნობილი ნოემბრის აქციების დროს. შეიძლება ოქროს აბანოებში სიარული და ევროპელი "მასაჟისტკებით" მომსახურება სხვადასხვა თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეგ ორი ფაქტი არსით ერთი და იგივეა :P


უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არ გინდათ უკეთესად ცხოვრება? თუ ასეთი რომანტიზმით იყო სავსე მხედრიონის პერიოდი და მე არ მახსოვს კარგად? ბურჯანაძე კი სწორედ მაგ დროში დაბრუნებას გვიპირებს როგორც მივხვდი ... ვალები ქონიათ გასასტუმრებელი ... ნამდვილად სასიამოვნო ცხოვრება დაგვიბრუნდება და მერე პირობას გაძლევ სტუდენტობა ნამდვილად აღარ გამიხარდება და უბრალოდ შემრცხვება რომ ქართველი ვარ, იმიტომ რომ ამ ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა (არა სხვის, არამედ) საკუთარი მწარე გამოცდილებით!!! კიდევ რამდენი 9 აპრილი და სამოქალაქო ომი უნდა გადავიტანოთ? :) :blink:



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share