ნახტომი


- - - - -

დასაქმების პორტალი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 53

#21 Nodar Shurghaia

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 196 გამოხმაურება
0

დაწერილია 31 July, 2009 - 11:50

სალამი საზოგადოებას, :)

brandjob.ge მაგარი ჩანაფიქრია. ბევრს ვხალისობ ხოლმე ასეთ "დიდ მარკეტინგულ სტრატეგიებზე". თუმცა საინტერესოა... რა იცი მაინც საქართველოა და...

თუმცა ჩვენი საიტიც უკვე საკმაოდ მოძველდა და მოუქნელი ხდება დროთა განმავლობაში.

ცოტა ხნის წინ გავუშვით სატესტო რეჟიმში სხვა ქვეყანაში საიტიც (ანუ ჩვენი საქმიანობა ნელ-ნელა საერთაშორისო ხასიათს ღებულობს :) ) www.azerjobs.com რომელიც სხვათაშორის მოულოდნელად სწრაფი ტემპებით ვითარდება. სულ ორი თვეა რაც მუშაობს და საკმაოდ მაღალი რეიტინგიც აქვს შემომსვლელთა მხრიდან.

#22 Nodar Shurghaia

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 196 გამოხმაურება
0

დაწერილია 31 July, 2009 - 19:27

ხო ისე, რეიტინგთან დაკავშირებით თავს მივცემ უფლებას, შევედავო იმ მოსაზრებას რომ ამ სფეროში უპირობო ლიდერობაა :) Time's Changing :)

#23 Lexo Khubulava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 251 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 August, 2009 - 12:07

იხილე გამოხმაურებაNodar Shurghaia, Jul 31/09, 18:27 -ში, განაცხადა:

ხო ისე, რეიტინგთან დაკავშირებით თავს მივცემ უფლებას, შევედავო იმ მოსაზრებას რომ ამ სფეროში უპირობო ლიდერობაა :) Time's Changing :)

ნოდარ, ერთის მხრივ ჩვენ ამას გვეუბნები და მეორის მხრივ აზერებს ამას ეუბნები: "Сегодня компания обсолютный лидер на рынке поиска роботы в Грузии". ხომ არ ჯობს თქვენი რეიტინგი საჯარო გახადოთ, აზერებს სიმართლე უთხრათ და რუსულ მართლწერას პატივი სცეთ? :)

Nothing personal :)
ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე
lexo@jobs.ge

#24 Nodar Shurghaia

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 196 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 August, 2009 - 17:29

ლექსო,
საიტის რეიტინგზე არ გვაქვს პრეტენზია :) პატიოსნად ვაღიარებთ რომ მე-2 ადგილი გვიკავია. რაც შეეხება რეიტინგის საჯაროობას, ეგ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ეს ფრაზა აქამდე არ მაქვს ნანახი, თუმცა ეს სიტყვები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩემს ზემოთ თქმულ მოსაზრებასთან.

ჩვენი კომპანია ხომ მხოლოდ არ შემოიფარგლება ვებ-გვერდით. ეს არის კომპანია სადაც 50-ზე მეტი თანამშრომელია (მარტო საქართველოში). ვინაიდან ხალხი პირდაპირ არ საქმდება ვებ-გვერდით ამიტომ ამას სამართლიანადაც ვაცხადებთ. თუმცა გეთანხმები რომ პერეფრაზირებაა საჭირო. :)

#25 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 03 August, 2009 - 20:32

ნებისმიერ დარგში კომპანიის ლიდერობა/არლიდერობა განპირობებულია 2 უმთავრესი ფაქტორით: საბაზრო წილით და გავლენით ... და არა მომუშავეთა რაოდენობით

თუ ვისა აქვს დარგზე მეტი ზეგავლენა ვფიქრობ სადაო არააა ...
შემოსავალი კი რთული თემაა, რადგანაც ეს ინფორმაცია ღია არაა ...
ბევრი რამის მიხვედრა მცირე ანალიზითაც შეიძლება ... ცხადია ეს არ იქნებ 100% შედეგი, მაგრამ 80%-იანი ნამდვილად საკმარისია ამ დროს

მთავარი შეკითხვა სხვაა: რომელ ბაზარზე მუშაობთ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#26 Nodar Shurghaia

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 196 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 August, 2009 - 21:59

ტარიელ,

ლიდერობა და პირველობა ყოველთვის სადაო თემაა. ზოგისთვის შემოსავალია, ზოგისთვის თანამშრომელთა ოდენობა, ზოგისთვის ბრენდის ცნობადობა, etc....

ჩვენ ორივე ვმუშაობთ დასაქმების სფეროში, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ვახვედრებთ ორ მხარეს (დამსაქმებელს და მაძიებელს) ერთმანეთთან, რაც შეიძლება მოხდეს ინტერნეტით, ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთით, ფორუმით, პირდაპირი გასაუბრებით, საკუთარი ბიზნესის განვითარებით, etc... მოკლედ რომ ვთქვათ გზები ბევრია. ჩვენ ვიყენებთ თითქმის ყველა გზას ერთდროულად და თითო არხს შეძლებისდაგვარად ვაფართოვებთ :) მიზნად კი ის გვაქვს რომ ხალხმა იპოვოს სამსახური.

საკმაოდ სამართლიანი ლოგიკით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ მიუხედავად შედარებით ოდნავ დაბალი რეიტინგისა hr.ge-ზე თვეში საშუალოდ 60%-ით (246; ბოლო კვარტლის საშუალო) განცხადებით მეტი თავსდება ვიდრე jobs.ge-ზე, hr.ge მეტ ხალხს ასაქმებს.

თუმცა დღეს jobs.ge-ზე 1600 ადამიანით მეტი შედის დღეში. ამიტომ უფრო დიდი reach-ი აქვს. რაც შეეხება ელ-ფოსტით ხელმომწერთა ოდენობას აქ რაოდენობა იგივეა.

აქ მნიშვნელობა აქვს ათვლის წერტილად რას ვიღებთ. რაც შეეხება გავლენას ბაზარზე ამის საზომი ერთეული არ არსებობს. ამიტომ ამაზე დიდი ხნის დავა შეიძლება და ამის მტკიცებასაც ვინმესთვის აზრი ალბათ არ ააქვს :)

თუმცა სიმართლე გითხრა ჩემთვის ამასაც დიდი მნიშვნლობა არ ააქვს, პირველები ვართ თუ მეორეები. ჩვენი მიზნები გაცილებით უფრო შორს მიდის ვიდრე საქართველოს ბაზარზე პირველობაზე ბრძოლა.

Its all part of a plan :)

#27 Lexo Khubulava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 251 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 August, 2009 - 14:00

ნოდარ, მხოლოდ განცხადებების რაოდენობით თუ მივუდგებით, #1 ლიდერი "სიტყვა და საქმეა" და ღმერთმა ხელი მოუმართოთ :). თან ამ დათვლაში ისიც არ დაგავიწყდეს, რომ ძალიან ხშირად, როცა ჩვენ ბევრ განცხადებას ერთში (various) ვაერთიანებთ, თქვენ მათ ცალ-ცალკე აქვეყნებთ, რაც თქვენს ციფრს ზრდის. კიდევ ცალკე საკითხია ის, რომ 80% შემთხვევაში თქვენთან განცხადება ქვეყნდება მას შემდეგ, რაც ჩვენ ვაქვეყნებთ და შემდეგ თქვენ კლიენტთან რეკვას იწყებთ - ანუ პირველწყაროდ ვერ გამოდიხართ. რომ გაჩნდეს კიდევ ერთი კლონი, რომელიც თქვენგან ზუსტად დააკოპირებს განცხადებებს და დღეში 9-10 "სიტყვა და საქმეს" ტიპის განცხადებას წაუმატებს, ლიდერი უკვე ის იქნება? :)

რაც შეეხება იმას, რომ "jobs.ge-ზე 1600 ადამიანით მეტი შედის დღეში" - გახადეთ სტატისტიკა ღია და მომხმარებელმა თვითონ ნახოს ციფრები და თვითონ გადაწყვიტოს.
ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე
lexo@jobs.ge

#28 Lexo Khubulava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 251 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 August, 2009 - 16:03

კიდევ ერთი:

---
საკმაოდ სამართლიანი ლოგიკით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ მიუხედავად შედარებით ოდნავ დაბალი რეიტინგისა hr.ge-ზე თვეში საშუალოდ 60%-ით (246; ბოლო კვარტლის საშუალო) განცხადებით მეტი თავსდება ვიდრე jobs.ge-ზე, hr.ge მეტ ხალხს ასაქმებს.
---

ანუ, თქვენი "სამართლიანი ლოგიკით", თუ თქვენს საიტზე განცხადებების უფრო დიდი რაოდენობა ფიქსირდება (რომლის მიზეზებზეც ზემოთ ვისაუბრე), ეს თავისთავად ნიშნავს რომ თქვენ უფრო მეტ ხალხს ასაქმებთ? :) და საიდან იცით რომ მაინცდამაინც თქვენს საიტზე ნახულობენ მაგ განცხადებებს და მერე საქმდებიან? ჩემს, თქვენს და კიდევ რამდენიმე სხვა საიტზე ბევრი ერთი და იგივე განცხადებაა. როგორ ხვდებით თუ რომელ საიტზე ნანახი განცხადებით საქმდებიან?
ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე
lexo@jobs.ge

#29 Lexo Khubulava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 251 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 October, 2009 - 22:44

დღეს ერთ-ერთმა კლიენტმა საგანგებოდ ერთ-ერთი ვაკანსიისთვის შექმნილი ელფოსტის მისამართის შემოწმება მთხოვა და მანდ პირველად გავეცანი იმ შემოთავაზებას, რომელსაც hr.com.ge უგზავნის ჩემს კლიენტებს (სანამ რეკვას დაიწყებდნენ). წერილზე თვითონ არაფერს ვიტყვი, მაგრამ გამეცინა იმაზე, რომ წერილის ინგლისურ ვარიანტში წერენ "Our web-site www.hr.com.ge is the leading site by the number of vacancies and visitors", მაგრამ ქართულ ვარიანტში ამდენ ტყუილს ვერ ბედავენ და წერენ "ჩვენი ვებ-გვერდი რომელიც მთელს საქართველოში პირველია განცხადებების რაოდენობით." ანუ უცხოელებმა შეიძლება მაგდენი არ იცოდნენ და დაიჯერონ (ისევე როგორც აზერების შემთხვევაში), რომ hr.com.ge-ს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, მაგრამ ქართველების მოტყუება არ გამოვა :)
ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე
lexo@jobs.ge

#30 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 06 October, 2009 - 23:08

ჰო ჰოო ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#31 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 99 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 October, 2009 - 17:39

ყველაზე ხშირად jobs.ge-ს განცხადებებს ვნახულობ ხოლმე, ზოგჯერ hr.com.ge, ჩემი აზრით, ყველაზე სანდო ინფორმაცია ამ საიტებზეა ხოლმე განთავსებული, განსხვავებით სხვა უამრავი დასაქმების საიტებისგან, სადაც ინფორმაციაც საკმაოდ მოძველებულია და კომპანიის შესახებ ან თითქმის არაფერია ნათქვამი ან საეჭვოა მათი არსებობა

#32 Guga Tereladze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 352 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 October, 2009 - 18:43

ლექსო ხომ ვერ მეტვყ რატომ მოდის ვაკანსიები მაილებზე ძალიან დაგვიანებებით??? ხდება ხოლმე როცა მაილზე მოდის ვაკანსია და დედლაინი უკვე იყო ანუ 1 2 დღის დაგვიანებით ვითომც არაფერი ისე მოდის ვაკანსიები მაილზე :)

#33 Lexo Khubulava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 251 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 October, 2009 - 11:24

გუგა, ვმუშაობთ მაგ პრობლემის მოგვარებაზე, მაგრამ დედლაინგასული განცხადებები მაინც არ გადის, შესაძლოა 1-2 "გაიპარა".
ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე
lexo@jobs.ge

#34 Guga Tereladze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 352 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 October, 2009 - 20:43

ძალიან კარგი ლექსო. იმედია მალე მოგვარდება თორემ საბსქრიფშენი აზრს კარგავს :)

#35 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 99 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 October, 2009 - 13:47

ლექსო, რატომ არ არის თქვენს საიტზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, როდესაც მაგალითად კომპანიას სურს გააკეთოს განცხადება და აქვს ტექნიკური ხასიათის შეკითხვები

#36 Lexo Khubulava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 251 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 October, 2009 - 11:58

ნინო, უპირატესობას ელფოსტით კომუნიკაციას ვანიჭებთ, და ყველა შეკითხვას იმავე დღესვე ვპასუხობთ. ელფოსტით კომუნიკაცია ყოველთვის უფრო დეტალურია, გამორიცხავს გაუგებრობას და ყოველთვის შეიძლება მისი განმეორებით მოძიება, სხვისთვის გადაგზავნა და ა.შ.
ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე
lexo@jobs.ge

#37 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 99 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 October, 2009 - 14:52

გასაგებია თქვენი პოზიცია, ლექსო, კიდევ ერთი, რაც მაინტერესებდა, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც არ არის მითითებული კომპანიის დასახელება, სფერო, ასევე ძალიან მწირია ხოლმე ინფორმაცია თავად პროექტის/სამუშაოს შესახებ და კანდიდატს უწევს ბრმად გაგზავნა საკუთარი მონაცემების და შემდეგ დაკავშირების შემთხვევაში, ადგილზე დეტალების გარკვევა, არა მგონია, რომ ეს მართებული იყოს, რადგან თუკი დამსაქმებელს აქვს უფლება იცოდეს კანდიდატის შესახებ, ასევე უნდა ფლობდეს ინფორმაციას კანდიდატიც სად აგზავნის თავის მონაცემებს, რა ორგანიზაციაა და ასე შემდეგ. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს კანდიდატს, რჩება ის, რომ (როდესაც ჯობს.ჯე-ზეა საუბარი), ორგანიზაცია ნამდვილად არსებობს და ტყუილ ან/და საეჭვო განცხადებასთან არ ექნება საქმე, რასაც ადგილი აქვს ხოლმე (სანდოობის კუთხით) სხვა ზოგიერთ დასაქმების საიტზე გამოქვეყნებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.

#38 Otar Dgebuadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 343 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 October, 2009 - 16:18

მე jobs.ge-ს ვიყენებდი, თუმცა ამ ბოლო დროს ბევრი საინტერესო ვაკანსია ჩნდება hr.com.ge-ზე რომელიც jobs.ge-ზე საერთოდ არ დევს.
Caucasus University,
Caucasus School of Business,
BBA,
Major in Finance.

e-mail: o_dgebuadze@cu.edu.ge

#39 Lexo Khubulava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 251 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 October, 2009 - 13:45

ნინო, მესმის რომ ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების მედიუმი ვართ. თუ კომპანია კონფიდენციალობის დაცვას გვთხოვს ამა თუ იმ მოტივით, ჩვენ ამ თხოვნას ვასრულებთ.

ოთარ, ყველაზე მეტი მაინც "სიტყვა და საქმეს" აქვს, ვერც ერთი ვერ ვაჯობებთ.
ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე
lexo@jobs.ge

#40 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 15 November, 2009 - 17:44

თქვენ გამოგრჩათ ახალი და პერსპექტიული საიტი...ჩვენ გავერთიანდით და რუბიკონსაც გადავლახავთ...:)

www.jobsite.ge

რედაქტორი Elguja Margia, 15 November, 2009 - 17:47.

Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share