ნახტომი





- - - - -

თუ ვინმემ იცით


გამოხმაურებათა რაოდენობა: 6

#1 Mzia Tskhadadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 March, 2009 - 13:13

CALL REJECTED ტელეკომუნიკაციაში , სრული აღწერა მინდა თუ იცით ვინმემ

#2 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 419 გამოხმაურება
1

დაწერილია 27 March, 2009 - 20:53

გააჩნია რომელია CALL REJECTED - ეს ნიშნავს დაკავშირება გაუქმებულია ...დარეკვა შეუძლებლია... რავი რასთან არის დაკავშირებული

#3 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 March, 2009 - 12:23

Mzia Tskhadadze
Call Rejected არის სტატუსი, ისეთივე როგორიც მაგალითად dialing, ringing, answered და ა.შ.

ქართულად Call Rejected ნიშნავს "ზარი უარყოფილია", რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ განხორციელებული სატელეფონო ზარი უარყოფილ, უკუგდებულ იქნა დამრეკავის, მიმღების ან შუამავალი სატელეფონო სადგურის მიერ.

უარყოფის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათ შორის:

აბონენტის სურვილი არ მიიღოს შემომავალი ზარები
არ მიიღოს შემომავალი ზარები იმ კონკრეტული ნომრიდან, რომლიდანაც შემოდის ზარი
არ მიიღოს შემომავალი ზარები თუ ზარს არ მოჰყვება ნომერი (დამალულია caller id)
დამრეკავ ან მიმღებ აბონენტს არ გააჩნია ანგარიშზე საკმარისი ბალანსი ზარის მისაღებად ან განსახორციელებლად
დამრეკავ ან მიმღებ აბონებტს შეზღუდული აქვს ზარების მიღება/განხორციელება მოცემული მიმართულებიდან ან მიმართულებით...

მოკლედ, მიზეზები შეიძლება იყოს ბევრი და მათი სხვადასხვა ვარიაციები.

თუ დააკონკრეტებ რატომ კითხულობ და რა გაინტერესებს, ვეცდები უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდო.
გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#4 Mzia Tskhadadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 March, 2009 - 12:20

დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისათვის!

კონკრეტულად გეტყვით რა მაინტერესებს
"უარყოფის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათ შორის:

აბონენტის სურვილი არ მიიღოს შემომავალი ზარები
არ მიიღოს შემომავალი ზარები იმ კონკრეტული ნომრიდან, რომლიდანაც შემოდის ზარი
არ მიიღოს შემომავალი ზარები თუ ზარს არ მოჰყვება ნომერი (დამალულია caller id)
დამრეკავ ან მიმღებ აბონენტს არ გააჩნია ანგარიშზე საკმარისი ბალანსი ზარის მისაღებად ან განსახორციელებლად
დამრეკავ ან მიმღებ აბონებტს შეზღუდული აქვს ზარების მიღება/განხორციელება მოცემული მიმართულებიდან ან მიმართულებით..."

ეს ყველაფერი მისაღებია,მაგრამ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე ფიქსირებულ ქსელში, ერთ დღეში სამი მილიონი ზარიდან 25000 ათას ზარზე სადგური იძლევა ზარის უარყოფის 21-ე (Call rejected ) მიზეზს-ეს ნორმალურია.არის შემთხვევები როცა ეს ციფრი დღეში 120 ათას აჭარბებს,მიზეზი ვერ დავადგინე,(ზარების გაანალიზებისას დავადგინე რომ ჩაციკვლა არ ხდებოდა თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ლაპარაკის ხანგრძლივობაც ფიქსირდება.)-ხომ ვერ მეტყვით რა ხდება?

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგიხადოთ გამოხმაურებისათვის.

#5 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 March, 2009 - 19:20

Mzia Tskhadadze

Cause No. 21 - call rejected.
This cause indicates that the equipment sending this cause does not wish to accept this call. although it could have accepted the call because the equipment sending this cause is neither busy nor incompatible. This cause may also be generated by the network, indicating that the call was cleared due to a supplementary service constraint. The diagnostic field may contain additional information about the supplementary service and reason for rejection.


21 სტატუს კოდის გარდა მეტი არაფერია? რა აპარატურაა, რა სიგნალიზაცია, reject-მდე რა ხდება? სისტემურ ლოგებს ვერ ნახულობთ?

აქ ასე ზედაპირულად ვერავინ გეტყვით რატომ რეჯექტდება ზარები. ტექნიკურმა სპეციალისტმა უნდა გამოიკვლიოს ეს ამბავი სისტემური ლოგებით და მთელი ამბებებით და არა ანალიტიკოსმა CDR-ებით (პროფილში ანალიტიკოსი გიწერიათ) ::-??:

რედაქტორი George Keretchashvili, 30 March, 2009 - 19:28.

გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#6 Mzia Tskhadadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 16:59

დიდი მადლობა გიორგი,გავითვალისწინე შენი შენიშვნა რომ "ტექნიკურმა სპეციალისტმა უნდა გამოიკვლიოს ეს ამბავი" და ვთხოვე ტექნიკურ პერსონალს გადმოეცათ ასეთი ზარების სრული ჩანაწერი (ორ სადგურს შორის სიგნალების მიმოცვლაზე ) მესიჯების გაშიფვრის შედეგად მივიღე დადებითი პასუხი ჩემს კითხვაზე.
საქმე იმაში მდგომარეობს რომ მე-7 სიგნალიზაციაში როცა ერთი სადგური აგზავნიდა პაკეტში IAM-ს მოპირდაპირე სადგური აგზავნიდა სიგნალს REL და პირველი სადგური ზარს ასრულებდა RELC -ით ეს იმიტომ ხდებოდა,რომ გაგზავნილ გამოძახებაზე სადგური ანალიზს უკეთებდა " B"ნომერს და გათიშულ აბონენტს (მოხსნილი ნომერი დავალიანების გამო) უკეთებდა გადამისამართებას ავტომოპასუხესთან,რომელიც პასუხობდა"ნომერი მოხსნილია დავალიანების გამო"ამ დროს აგზავნიდა REL სიგნალს
დიდი რაოდენობა ასეთი ზარების გამოწვეული იყო ქსელში ერთდროულად ნომრების დიდი რაოდენობით გათიშვის გამო.

P.S. დიდი ბოდიში, შეიძლება მთლად სრულად ვერ ჩამოვაყალიბე ჩემი "ნაფიქრ-ნაღვაწი",ვინაიდან ამ სფეროში ტექნიკური განათლება რუსულად მაქვს მიღებული
თუ რამე შემაშალა და არასწორად ვთქვი ყოველგვარ შენიშვნას დადებითად მივიღებ

პატივისცემით,
მზია ცხადაძე

#7 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება
0

დაწერილია 01 April, 2009 - 17:40

Mzia Tskhadadze
მოხარული ვარ რომ შევძელი დახმარება :))
გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share