თბილისიდან ჯერ დედოპლისწყაროში წავედით და კვლავ მოვინახულეთ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (როგორც ჩანს, აუცილებლად უნდა შეატყობინო ადმინისტრაციას რომ მის ტერიტორიაზე შედიხარ). ვინაიდან ყველას არ ჰქონდა დათვალიერებული ვიზიტორთა დარბაზი, დაგვათვალიერებინეს ისევ და თანაც საინტერესო წიგნებითაც დაგვასაჩუქრეს
ჩვენ ისევ ამირანი ავირჩიეთ გიდად. დედოპლისწყაროდან ბექას მეურნეობაში მივედით - სამონადირეო მეურნეობა - აი თუ გინდა რომ მოწყდე ყველაფერს და დატკბე ბუნებით, დამშვიდდე, მართლაც უნდა მიაკითხო ამ ადგილს. ბექა უკეთესად მოგიყვებათ ამ მეურნეობის შესახებ. მე პირადად კი ძალიან გამიხარდა რომ ასეთი ხალხი გავიცანი
ბოლოს დავბრუნდით ბექას მეურნეობაში ისეთი მშივრები ვიყავით რომ რამნე ნადირი ან ფრინველი რომ გადაგვყროდა აუცილებლად კბილს გავკრავდით. გოგოები ვემზადებოდით რომ მაგიდა ჩვენ უნდა გაგვეშალა. რომ შევედით მაგიდაც გაშლილი დაგვხვდა- ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა
სადილის მერე კი ბექმ ვაზები "დაგვარგვევინა" - ორმოები ამოთხრილი დაგვახვედრა, თითო ნიჩაბი ძლივს მივაყარეთ, რაც მთავარია პაატას ისე მოეწონა რომ ლამის უკვე დარგული ვაზები ხელახლა ამოთხარა.
მოკლედ ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ბექას ძალიან დიდი მადლობა რომ ასეთ ადგილზე წაგვიყვანა. მემგონი ყველა ძალიან ნასიამოვნები დარჩა. სურათებს ვცდი თუ ჩემით გავაკეთე, თუ არა და ტარიელს ან ბექას შევაწუხებ

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!


