ნახტომი


- - - - -

ღმერთი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 696

#1 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 08 September, 2005 - 17:57

Zviad Tsagareishvili

ციტატა

რელიგია არ არის ზღაპრები ჩემო კარგო. ღმერთის არსებობა მეცნიერულად არის დამტკიცებული რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს.



ჩემო კარგო, ერთი რაღაცა დავაზუსტოთ: მე არა ღმერთს ვუარყოფ ზოგადად, არამედ კერძოთ ებრაულ ღმერთს.

ახლა რაც შეეხება ღმერთის არსებობის დამტკიცებას. როდესაც ადამიანი იძახის "ღმერთი მწამს" ეს ნიშნავს იმას, რომ მან _არ იცის_ არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ მას სჯერა ამისი. წინააღმდეგ შემთხვევაში იტყოდა: "მე ვიცი ღმერთის არსებობის შესახებ". შესაბამისად ღმერთი იქნებოდა არა რაღაც ზებუნებრივი, არამედ ფიზიკის ნაწილი. აქედან გამომდინარეობს, რომ ყველა ის ვაი-მეცნიერი და ვაი-მოაზროვნე ვინც ღმერთის არსებობის დამტკიცებას ცდილობს, სინამდვილეში მისი მოკვლის გზას ეძებს. თვით ბიბლიაშიც კი წერია, "არ გამოსცადო ღმერთი შენიო" ან რაღაცა მსგავსი. მახსოვს იესოს უდაბნოში ეშმაკი რომ შეხვდა, მან ასე უპასუხა.

Natia Nadiradze

ციტატა

მწამს, რათა აბსურდია

ნეტარი ავგუსტინე


-> ნეტარი ავგუსტინე ფანატიკოსი ყოფილა.

ციტატა

ის ფაქტი, რომ არარელიგიურები არიან აგრესიულები დასტურდება ზემოთ მოყვანილი გრძელ-გრძელი სენტენციებით. ისე, საინტერესოა როგორია "მშვენივრად ცხოვრება".


1. ფაქტი კი არა, შენი ჰიპოთეზაა, რომელსაც არანაირი დასტური აქვს. პირიქითაც კი, ისტორია სულ სხვა რაღაცას გვასწავლის.
2. რა არის სენტენციები და რა უნდა დაამტკიცონ მათ? სკოლაში მაინც თუ გაქვს მათემატიკა ან ფიზიკა ნასწავლი, უნდა იცოდე რას ნიშნავს დამტკიცება.

ციტატა

და კიდევ ერთი რამ - როცა ადამიანი ამტკიცებს რელიგიის არასაჭიროობას როგორც საკუთარ, ისე სხვის ცხოვრებაში, უკვე დგას პრობლემის წინაშე, რომლის აღიარება, მას საკუთარ თავთანაც კი უჭირს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.


რა პრობლემაა ეს?

Temo Sabashvili

ციტატა

რომელ რელიგიაშია ნათქვამი აკრიტიკეო. უნდა და არ არის რელიგიური ვა


ხო რა. :)

ციტატა

აი რელიგიური ადამიანების აგრესიაც. ანუ ადამიანი ან არის აგრესიული ან არა, რელიგიისგან დამოუკიდებლად


მთლად ასეც არაა. ეს ხალხი რელიგიით ცხოვრობს და როდესაც დაანახებ მათ ცხოვრების აზრში შეცდომებს, რა გასახვირია რომ გამწარდებიან. საერთოდ ეს ყველა ფანატიკოსს ასჭირს. მათთან ლოგიკურად დისკუსია შეუძლებელია. შეცდომებს რომ დაუმტკიცებ, ბოლოს მწარდებიან და შეურაცხყოფაზე გადადიან. აქ მარტო რელიგიური ფანატიკოსები არა მაქვს მხედველობაში. არის უამრავი კრეტინი, ატომური ელექტროსადგურების დაკეტვას რომელიც ითხოვს. საქართველოში მოგეხსენებათ ჰიდროელექტროსადგურებიც კი დაკეტეს. ბევრნი გენეტიურად გაუმჯობესებულ საკვებს ანადგურებს. ზვიადისტებიც გავიხსენოთ. ... მაგალითი სამწუხაროდ ბევრია. რელიგიურობა კი ერთ-ერთი ავადმყოფობაა რომელიც გაუნათლებლობას მოჰყვება ისევე როგორც სხვა მაღლა ჩამოთვლილი. :(

Zviad Tsagareishvili

ციტატა

ჩვენ ყველა ჩვენ აზრს ვწერთ და თუ ვინმეს იმის პრეტენზია აქვს რომ აბსოლიტურ ჭეშმარიტებას ღაღადებს ის ან ძალიან სულელია ან მართლა ავადმყოფი და სამკურნალო


ისეთი რაღაცა, როგორციცაა "აბსოლუტური სიმართლე" რა თქმა უნდა არ არსებობს. ამის და მიუხედავათ არის ბევრი რამე, რაც ამჟამად არსებული ლოგიკით მტკიცდება. მაგალითად მემგონი არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ 2*2=4. ამის დამტკიცება მარტივადაა შესაძლებელი. ასევე შეიძლება დამტკიცდეს ბევრი სხვა რამეც. ხოლო ადამიანი, რომელიც იყენებს ლოგიკას ამა თუ იმ მოვლენის აღსაწერად და დასამტკიცებლად, არის მეცნიერი და არა ავადმყოფი. შენ რა, გინდა თქვა რომ ყველა მეცნიერი სულელი და სამკურნალოა? ;)

ციტატა

შენ შენს აზრს ნამდვილად ვერ დაამტკიცებ უფრო მყარი არგუმენტებით ვიდრე მე. თუ ეჭვი გეპარება მოიყვანე შენი არგუმენტები და მერე ვნახოთ


მე ჩემი მოვიყვანე და შენი სადაა? :D

ციტატა

ზედმეტად განათლებული იმას ნიშნავს რომ უფრო მეტი განათლება და ცოდნა მიიღო ადამიანმა ვიდრე ეს სასურველი იყო მისთვის და მისი კეთილდღეობისთვისა თუ ბედნიერებისთვის. ყველამ იმდენი უნდა აწიოს რამდენიც მის შესაძლებლობებს შეესაბამება და თუ ზედმეტს მოინდომებ არ მიიღებ კარგ შედეგს რბილად რომ ვთქვათ.
ეს არამარტო ადამიანზე ითქმის. იგივე შეიძლება ითქვას კაცობრიობაზე და მეცნიერებების უსაზღვრო განვითარებაზე. ზედმეტმა ცოდნამ შეიძლება მსოფლიოსაც კი შეუქმნას სერიოზული და საბედისწერო პრობლემებიც კი


მე ამას ვერ დავეთანხმები. ეგეც შენი ჰიპოთეზაა რომლის დამტკიცება არ შეგიძლია. მაგრამ ამ შემთხვევაში, მეც არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი აზრის დამტკიცებას შევძლებ, ასე რომ ალბათ 2 საპირისპირო ჰიპოთეზა გვაქვს. მაგრამ მაინც ვცადოთ:
ცნობილია, რომ ადამიანის ტვინი ამჟამად მიახლოებით თავისი პოტენციალის 10%-ს იყენებს. არის რა თქმა უნდა გარკვეული ფიზიკური ზღვარი რომელიც მის სწავლის უნარსთვის. რა თქმა უნდა მისი გადალახვა არ იქნებოდა კარგი. შეიძლება შეუძლებელიც კია. ეს თუ იგულისხმე, გეთანხმები. ზოგადად კი რაც შეეხება ინფორმაციის მიღებას და რაც უფრო მთავარია არსებული ინფორმაციის ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებასა და აქიდან ახალი ინფორმაციის შექმნას, რა უნდა იყოს ამაში ცუდი? შენ შეიძლება ცოდნის ცუდად გამოყენებაზე გაქვს ლაპარაკი. მაგალითად ატომური ბომბა ავიღოთ. ეს მართლა ცუდად იქნა გამოყენებული. მაგრამ მეორეს მხრივ, რა იცი, რომ უფრო მეტი ცოდნა მის გამოყენებას არ შეზღუდავდა? წარმოიდგინე, შუა საუკუნეებში რომ ჰქონოდათ ხალხს იგივე იარაღი რაც ახლა აქვთ. რამდენად უფრო მეტი ხალხი დაიხოცებოდა. ახლა კი მასები _ცოტა_ უფრო მეტადაა განათლებული ვიდრე მაშინ (ოღონდ ხშირად ძალიან ცოტა) და შესაბამისად პასუხისმგებლობაც უფრო მეტი აქვთ. შენ წარმოგიდგენია, ახლა რომ დაეწვათ ვინმე ცოცხლად მოედანზე? ადრე კი ეს ნორმალური მოვლენა იყო.

George Tumanishvili /Junior/

ციტატა

რელიგია და პირობითობა მეტად ახლოს მდგომი ცნებებია (ჩემი აზრით). აქ ჩვენ არ გვაქვს საქმე მათემატიკურ ფორმულებთან. აქ საქმეა ცხოვრებისეულ ფასეულობებთან, ადამიანის პირად ღირებულებებთან და ... ქმედებებთან, რომლებსაც აახორციელებს ადამიანი, ან სურს განახორციელოს.


დამიჯერე, ფორმულაც მოიძებნება. :D იხილე დანართი. სამწუხაროდ სურათი ვერ გავაკეთე. რაც შეეხება პირად ღირებულებებს, ეს ყველაფერი კარგი იყო ადრე. შუა საუკუნეებში. როდესაც კანონი არ კანონბდა და რამე წესი უნდა მოძებნილიყო საზოგადოების საარსებოდ. ამჟამად კი არსებობს ძალიან კარგი კანონები. ფასეულობები წესით კონსტიტუციაში უნდა ეწეროს. თანაც თუკი ისინი მოძველდებიან, არის გზა მათ შესაცვლელად. რელიგიური კანონები კი ნამეტანი აბსტრაქტულია. დოგმებზეა აგებული და მათი შეცვლა შეუძლებელია! მართალია, ეგენი 2.000 წლის წინ ძალიან პროგრესიული იყვნენ, ახლა კი ნამეტანი მოძველდნენ.

რელიგიის ფორმულის ახსნა მინდა. მოგეხსენებათ, ჩვენ ვარსებობთ რაღაც სამყაროში. ამ სამყაროს არსებობის ალბათობაა 100%. W_a არის სხვა სამყაროს არსებობის ალბათობა, რომლის დამტკიცებაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ არანაირი ინფორმაცია გაგვაჩნია მის თაობაზე. შესაბამისად მისი არსებობის ალბათობა უდრის ზუსტად 50%-ს.ამიტომაც მე ვერ ვიტყვი, რომ ზოგადად ღმერთი თუ რაც იქნება სხვა, არ არსებობს. მე ლაპარაკი მაქვს ამა თუ იმ რეიგიაზე. ყოველი მათგანი გვაძლევს გარკვეულ ახსნას იმაზე, თუ როგორია ეს "სხვა" ქვეყანა. ეს ახსნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა მათი რაოდენობა უსასრულოდ დიდია. n არის ამ ახსნათა რაოდენობა. მოგეხსენებათ, არის უამრავი რელიგია, ამ რელიგიებში არის კიდევ უამრავი ვარიანტი და გარდა ამისა ყველა ადამიანს ეგ სხვადასხვანაირად ესმის. გარდა ამისა, ის სამყარო შეიძლება სულ სხვანაირი იყოს, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. ამიტომაც უსასრულო რაოდენობა. W_p არის სწორედ ერთი მათგანის მართებულობის ალბათობა. თვითონაც ხედავთ, რომ ის ნულისკენ მიისწრაფის. ანუ მართლმადიდებლური რელიგიის მართებულობის ალბათობა მიისწრაფის ნულისკენ! :)

თანდართული ფაილ[ებ]ი

  • თანდართული ფაილი  math.pdf (21.01კ)
    ჩამოტვირთვების #: 202

Der Gott ist tot!

#2 Temo Sabashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,618 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 September, 2005 - 18:41

Irakli Betchvaia
ირაკლი,
1 შენიშვნა :) ამდენის კითხვის თავი და დრო სად მაქვს.

ჩემი აზრით რელიგია იყო ერთი საკმაოდ ძლიერი მითი რომელიც ძალიან გამჯდარია სამყაროში, თუმცა ფსიქოლოგიურად მაინც სუსტია და მას ძირითადათ სურვილით მისდევენ ვიდრე სულით. მორწმუნე ადამიანების უმეტესობა მასში ხედავს სარგებელს და ქვეცნობიერად სჯერა რომ თუ ისე მოიქცევა როგორც რელიგია კარნახობს, ყველაფერი და პირველ რიგში თვითონ კარგათ იქნება...

ძალიან მორწმუნე ხალხი მოსაწყენია, რადგან მათთან საუბარში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ კი არა ბიბლიას* ესაუბრები და თავისი აზრი არც გააჩნია.

დავუშვათ მაინც არსებობს, რატო უნდა დაუშვას ამდენი უსამართლობა, ომი, უაზროება. თუ არსებობს, მაგარი შავი იუმორი აქვს :ph34r:

ხო, კიდევ მე ნამეტანი მიწიერი ვარ რომ ზევით ვიყურო და ის დავიჯერო რაც არ ჩანს

ბიბლია - თავის მხრივ "მაგარი იდეინის" დაწერილია, კაკ მინიმუმ იმდროინდელი ბილ გეიტსი, რადგანაც გარგათ იმუშავა, და მისი პროდუქტი წარმატებით საღდება
State Ministry On Conflict Resolution Issues
877 522 088
tsabashvili@gmail.com

***************************************
Killing one is a crime, killing thousand - statistics

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 08 September, 2005 - 18:44

მდაა, მე მგონი აქაც ერთი 700 გვერდი გაჩნდება მალე
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 08 September, 2005 - 18:48

Temo Sabashvili
პრინციპში გეთანხმები, ოღონდ ბილი არ ახსენო.აგ კიდევ ერთი რაღაცაა, არზეც გული მერევა.თუ გინდა მაგაზეც ცალკე თემას გავხსნი. :)
Der Gott ist tot!

#5 Temo Sabashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,618 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 September, 2005 - 18:50

Irakli Betchvaia, Sep 8 2005, 06:48 PM -ში, განაცხადა:

ბილი

<{POST_SNAPBACK}>


სხვა რაღაც რა არის? :unsure:
State Ministry On Conflict Resolution Issues
877 522 088
tsabashvili@gmail.com

***************************************
Killing one is a crime, killing thousand - statistics

#6 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 08 September, 2005 - 18:50

Tariel Zivzivadze
შენთან ერთი კითხვამაქვს. თემას რომ ვხსნიდი, ფაიერფოქსში ქართული კლავიატურა ნორმალურად მუშაობდა. ახლა კი ისევ ექსპლორერის ჯავა-სკრიპტია ჩართული. არ შეიძლება,აქაც რომ ის სკრიპტი დააყენო?
Der Gott ist tot!

#7 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 08 September, 2005 - 18:52

Temo Sabashvili

ციტატა

სხვა რაღაც რა არის?


კომპიუტერულ სამყაროში რიჩარდ სთოლმენია მესია.ქრისტეს ის უფრო შეედრება. ბილი უფრო პილატეა. :unsure:
Der Gott ist tot!

#8 Temo Sabashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,618 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 September, 2005 - 19:01

Irakli Betchvaia, Sep 8 2005, 06:52 PM -ში, განაცხადა:

კომპიუტერულ სამყაროში რიჩარდ სთოლმენია მესია.ქრისტეს ის უფრო შეედრება. ბილი უფრო პილატეა.

<{POST_SNAPBACK}>


OK, მასე იყოს. მე შედარებისთვის მოვიყვანე.
ისე რას იტყვი?

რელიგია და რელიგიები სხვადასხვა ტერიტორიების მიხედვით არის გავცელებული და მგონი კულტურამ თავისი ინტერპრეტაცია გაუკეთა ერთ აზრს. თითქმის ყველგან ღმერთზეა საუბარი, და თითქმის ყველგან იდენტური შინაარსით
State Ministry On Conflict Resolution Issues
877 522 088
tsabashvili@gmail.com

***************************************
Killing one is a crime, killing thousand - statistics

#9 Irakli Betchvaia

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,772 გამოხმაურება
1

დაწერილია 08 September, 2005 - 19:25

Temo Sabashvili
როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, რელიგია ადრე იყო კონსტიტუციის მაგიერი. ის ქადაგებს კანონს, რომელიც უადვილებს საზოგადოებას არსებობას. ანუ თითოეული ინდივიდუუმი ზრუნავს საზოგადოებისთვის და შესაბამისად საზოგადოება სრუნავს თითოეული ინდივიდუუმისთვის. ამ კანონის გარეშე საზოგადოება ვერ შესძლებდა არსებობას.

თვითონაც ხვდები, რომ ეს კანონები დედამიწის ყველა კუთხეში ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მათ აქვთ გარკვეული კულტურული განსხვავებებიც, რადგანაც ადამიანები, რომლებიც ამ კანონებს იყენებენ ერთმანეთისგან განსხვავდებიან. რა თქმა უნდა ლაპარაკი მაქვს განსხვავებებზე კულტურებს შორის. შესაბამისად რელიგიის კანონბიც ამა თუ იმ კულტურისთვისაა ადოპტირებული. სხვათა შორის იგივე ითქმის კონსტიტუციაზეც. ალბათ ყველა ქვეყანას აქვს ის, თანაც სხვებიც მსგავსი, მაგრამ შესაბამისად ყველას აქვს გარკვეული თავისებურებები.
Der Gott ist tot!

#10 George Patsatsia

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,166 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 September, 2005 - 08:30

ეხ, ბიჭებო, რაც მე რელიგიაზე მიწერია და მისაუბრია და მიკამათია.
მე როგორც რადიკალ-ათეისტი მივესალმები ყოველგვარ საღ და არადახშულ, არა თავსმოხვეულ-ტრადიციულ და არა დემაგოგიურ და რაც მთავარია ლოგიკურ აზროვნებას (რაცხა ნამეტანი ჩახლართული წინადადება გმომივიდა), ნუ მოკლედ გამგები გაიგებს რა:unsure:
რა საჭიროა ყველაფრის გამარტივება, როცა ყველაფრის გართულება გაცილებით ადვილია!!!

#11 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 September, 2005 - 09:41

იცით საქმე რაშია? არიან ადამიანები, რომლებსაც ღმერთის არსებობის გარეშე ბევრი რამის ახსნა არ შეუძლიათ და არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთის არსებობის გარეშეც გადიან იოლას.

პირადად მე არ ვარ მორწმუნე, უფრო ათეისტი ვარ, მაგრამ არა რადიკალ-ათეისტი, ამიტომაც მონათლული ვარ, თუმცა თითქმის არც ერთ საეკლესიო წესს არ ვიცავ დიდი მონდომებით.

მაგრამ აქვე მახსენდება ის დღე, როცა შვილი მოვანათლინე (ჩემი მეუღლის დაჟინებული თხოვნის შემდეგ). ეკლესიაში გავატარე დაახლოებით 1 საათი. იმ დღეს კი ვიყავი საოცრად მშვიდი (თუმცა ბუნებით ისედაც ძალიან მშვიდი ვარ) და ტვინი მუშაობდა საოცრად საღად და სწრაფად. ანუ დღის განმავლობაში სულ ვგრძობდი რაღაც სიმსუბუქეს, რომელიც მოგვიანებით, საღამოს, რომ დავუფიქრდი ეკლესიაში ყოფნას მივაწერე.

ანუ გწამს თუ არა ღმერთი, ეკლესიაში ყოფნა, მით უმეტეს თუკი მოგეწონა მღვდელი, ადამიანის ფსიქოლოგიაზე კარგად მოქმედებს. რა იწვევს ამას? არ ვიცი.

მეორე. მაინტერესებს მარტო ქრისტიანული და მართლმადიდებლური კი არა ყველა რელიგია და ყველანაირ წიგნს ინტერესით ვკითხულობ ამ თემაზე. ჩემთვის მხოლოდ ისაა ცხადი, რომ ერთმა ადამიანმა კი არა მთელმა კაცობრიობამაც ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი იცის და სანამ ასე იქნება (არადა სხვანაირად წარმოუდგენელია იყოს), მუდამ ექნება ადამიანს შიშისა და მისი ცოდნის შეზღუდულობის გრძნობა, რომლის შევსებასაც კაცობრიობის დაახლოებით 80% (ანუ მორწმუნენი) შეავსებენ ღმერთის არსებობით.

აქვე გავაკეთებ პატარა კომენტარს: ღმერთის არსებობის დამტკიცება მეცნიერულად შეუძლებელია. თუკი შესაძლებელია, მაშინ ვინც ასე ფიქრობს, მოიყვანოს მტკიცებულება. :unsure:

რედაქტორი Lasha Shamatava, 09 September, 2005 - 09:42.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#12 Temo Sabashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,618 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 September, 2005 - 09:46

Lasha Shamatava, Sep 9 2005, 09:41 AM -ში, განაცხადა:

ანუ გწამს თუ არა ღმერთი, ეკლესიაში ყოფნა, მით უმეტეს თუკი მოგეწონა მღვდელი, ადამიანის ფსიქოლოგიაზე კარგად მოქმედებს. რა იწვევს ამას? არ ვიცი.

<{POST_SNAPBACK}>


კი. ეკლესიაში მასეთი აურაა. რასაც "ღვთისმოშიში" მრევლი ქმნის, დროებით, რომ გამოვლენ, იგივე მგლები და ცოდვიანები არიან რაც მანამდე. მე სპორტ-დარბაზში და კონცერტებზე სხვანაირად ვარ, ანუ იქავ თავისი vibe არის.
State Ministry On Conflict Resolution Issues
877 522 088
tsabashvili@gmail.com

***************************************
Killing one is a crime, killing thousand - statistics

#13 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 09 September, 2005 - 09:52

Temo Sabashvili, Sep 8 2005, 06:41 PM -ში, განაცხადა:

ძალიან მორწმუნე ხალხი მოსაწყენია, რადგან მათთან საუბარში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ კი არა ბიბლიას* ესაუბრები და თავისი აზრი არც გააჩნია

<{POST_SNAPBACK}>


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ნამდვილად მორწმუნე ადამინები და არა ისინი, რომლებიც რელიგიას, ფარად იყენებენ, რომ საკუთარი თავი საკუთარი ზრახვებისა და ქმედებების სისცორესა და სისპეტაკეში დანარჩენები დაარწმუნონ, ძალიან საინტერესო მოსაუბრენი არიან, მათ არ სჯერათ რაღაცის ბრმად და ყველაფერზე მოეპოვებათ საკმაოდ ძლიერი და დამაჯერებელი არგუმენტი :unsure::) უბრალოდ ასეთები ძალიან ცოტანი არიან
TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#14 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 September, 2005 - 09:53

George Patsatsia, Sep 9 2005, 08:30 AM -ში, განაცხადა:

-> ნეტარი ავგუსტინე ფანატიკოსი ყოფილა.

<{POST_SNAPBACK}>



ნეტარი ავგუსტინე ნეტარი იყო...
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org

#15 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 September, 2005 - 09:55

Temo Sabashvili, Sep 9 2005, 06:46 AM -ში, განაცხადა:

კი. ეკლესიაში მასეთი აურაა. რასაც "ღვთისმოშიში" მრევლი ქმნის, დროებით, რომ გამოვლენ, იგივე მგლები და ცოდვიანები არიან რაც მანამდე. მე სპორტ-დარბაზში და კონცერტებზე სხვანაირად ვარ, ანუ იქავ თავისი vibe არის.

<{POST_SNAPBACK}>


მე მაშინ მრევლთან საერთოდ არ მქონია შეხება, შუადღე იყო და მხოლოდ 1-2 ადამიანი იყო უცხო ეკლესიაში.
საერთოდ კი გეთანხმები, ადამიანები ერთად თავს უკეთ გრძნობენ, ვიდრე ცალ-ცალკე... მით უმეტეს თუკი ცდილობენ თვითკონტროლს და ერთმანეთისთვის სიკეთე სურთ.
რასაც გინდა იმას მიაწერე, ბოროტება მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა შენთვის გინდა სხვის ხარჯზე და მზად ხარ შენი მიზნების გულისთვის სხვებს გადაუარო.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#16 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 September, 2005 - 09:57

ერთი ამბავი მახსენდება, რწმენა-არწმენასთან დაკავშირებით:
ნილს ბორს ლაბორატორიაში კედელზე ეკიდა ნალი. ლაბორანტმა მასხრად აიგდო: მეცნიერი კაცი ხარ და რაღაც ზღაპრების გჯერა ნალის მიერ წარმატების მოტანის თაობაზეო. ბორს უთქვამს - არა, კაცო, არ მჯერა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ნალს წარმატება მოაქვს დამოუკიდებლად იმისაგან ჯერა თუ არა ადამიანს ეს ამბავიო...
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org

#17 Temo Sabashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,618 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 September, 2005 - 09:58

Lasha Shamatava, Sep 9 2005, 09:55 AM -ში, განაცხადა:

რასაც გინდა იმას მიაწერე, ბოროტება მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა შენთვის გინდა სხვის ხარჯზე და მზად ხარ შენი მიზნების გულისთვის სხვებს გადაუარო.

<{POST_SNAPBACK}>


ასეთ ხალხს რაც შეეხება, მინდა იყვნენ ეკლესიურები, იქნებ რამე ეშველოთ.

მე არ მჭირდება. სამ სებე გოსპოდ - ინ :)
State Ministry On Conflict Resolution Issues
877 522 088
tsabashvili@gmail.com

***************************************
Killing one is a crime, killing thousand - statistics

#18 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 September, 2005 - 10:01

Teona Grdzelishvili, Sep 9 2005, 06:52 AM -ში, განაცხადა:

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ნამდვილად მორწმუნე ადამინები და არა ისინი, რომლებიც რელიგიას, ფარად იყენებენ, რომ საკუთარი თავი საკუთარი ზრახვებისა და ქმედებების სისცორესა და სისპეტაკეში დანარჩენები დაარწმუნონ, ძალიან საინტერესო მოსაუბრენი არიან, მათ არ სჯერათ რაღაცის ბრმად და ყველაფერზე მოეპოვებათ საკმაოდ ძლიერი და დამაჯერებელი არგუმენტი  უბრალოდ ასეთები ძალიან ცოტანი არიან

<{POST_SNAPBACK}>


გეთანხმები. მე არამორწმუნეს, ღრმად მორწმუნესთან არასოდეს არც ერთ თემაზე არ გამჭირვებია საუბარი... ხოლო ისეთებთან, რომლებსაც "ვითომ" სწამთ, მიჭირს საუბარი. ისინი ღელავენ და აგრესიული ხდებიან, რადგან შენი ათეისტური მოსაზრებებით მათ რწმენას საეჭვოს ხდი. ამისი კი ჭეშმარიტად მორწმუნეებს არ ეშინიათ. ჰოდა ვუღიმით ერთმანეთს, მშვიდად ვცვლით შეხედულებებს, რომლებიც თუ ადამიანს სიკეთე და ჰუმანურობა გინდა, ბევრად განსხვავებული არ იქნება...
როგორც დუმბაძეს აქვს, მღვდელს რომ მილიციელს მიუჩენენ და ისინი ზღვის პირას მისეირნობენ:
რა კარგი ბიჭია, მღვდელი რომ არ იყოს - ფიქრობს მილიციელი.
რა კარგი ბიჭია, მილიციელი რომ არ იყოს - ფიქრობს მღვდელი.
:)

რედაქტორი Lasha Shamatava, 09 September, 2005 - 10:02.

Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#19 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 September, 2005 - 10:01

Temo Sabashvili, Sep 9 2005, 09:58 AM -ში, განაცხადა:

სამ სებე გოსპოდ - ინ

<{POST_SNAPBACK}>



ეშჩო ნე ვეჩერ...
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org

#20 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 September, 2005 - 10:04

Natia Nadiradze, Sep 9 2005, 06:57 AM -ში, განაცხადა:

ერთი ამბავი მახსენდება, რწმენა-არწმენასთან დაკავშირებით:
ნილს ბორს ლაბორატორიაში კედელზე ეკიდა ნალი. ლაბორანტმა მასხრად აიგდო: მეცნიერი კაცი ხარ და რაღაც ზღაპრების გჯერა ნალის მიერ წარმატების მოტანის თაობაზეო. ბორს უთქვამს - არა, კაცო, არ მჯერა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ნალს წარმატება მოაქვს დამოუკიდებლად იმისაგან ჯერა თუ არა ადამიანს ეს ამბავიო...

<{POST_SNAPBACK}>


გენიალურია. საერთოდ კი, გინდ ნილს ბორი იყავი და გინდ უბრალო გლეხი - ღმერთის შესახებ, რწმენის შესახებ ორივეს ცოდნა ერთმანეთის შესადარია.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share