ნახტომი





- - - - -

უნდა გადავიხადოთ თუ არა წყლის ძველი დავალიანება


გამოხმაურებათა რაოდენობა: 24

#1 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 15 June, 2009 - 17:16

"თბილწყალკანალი" გაიყიდა. ამჟამად მისი უფლებამონაცვლე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ"-სი გვატყობინებს, რომ იწყებს უპრეცედენტო აქციას - Wow, რა მაგარია...

აქცია მოიცავს: მოხმარებლის წყლის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანების შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის ერთჯერად მასშტაბურ პროგრამას! (დედლაინიც დააწესა 30 ივნისი)

კომპანია საჩუქრებსაც აკეთებს თურმე და აბონენტებს სთავაზობს 20 პროცენტის ვალის ჩამოწერას და ვალის 3 წელზე გადანაწილებას.

აბონენტები თურმე რა მადლობელი უნდა იყვნენ...

იმ აბონენტებს რომლებსაც დავალიანება ქონდა, მაგრამ ბოლო წლების (სულ მცირა 3 წლის) განმავლობაში ყოველთვიურ გადასახადს იხდიდა, რატომ უნდა გადაიხადოს ძველი დავალიანება?

ის აბონენტები რომლებსაც ძველი დავალიანება აქვს სულ მცირე 3 წლის წინანდელი - კომპანია ვერ დაავალდებულებს ვერც-ერთ აბონენტს გადაიხადოს. კომპანიას არ შეუძლია დაავალდებულოს აბონენტი და რაიმე იძულების წესით ამოიღოს ძველი დავალიანება. პირიქით კომპანია ვალდებული იყო საერთოდ ჩამოეწერა ვალები ზემოთ აღნიშნული კატეგორიის აბონენტებისათვის.

სამწუხაროდ უმრავლესობამ აბონენტებისა არ იცის რა უფლებები გააჩნია და ბევრი მათგანი არც მიმართავს იურისტებს რჩევისთვის, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი ხარჯების გაღება...

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 15 June, 2009 - 17:38

მოიცა ეგ როგორ,
დავალიანება თუ გაქვს რატომ არ უნდა გადაიხადო?
მაგასაც ხანდაზმულობის ვადა აქვს?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#3 Giorgi Putkaradze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 90 გამოხმაურება
0

დაწერილია 15 June, 2009 - 17:52

ტელევიზორში იყო მაგაზე რეპორტაჟი თან ანახეს ვიღაც იხდიდა პირველივე დღეს :biggrin: დადგმულია : )


რავი არავინ არ იხდის მგონი :wub:
POP.GE - გააკეთე რეკლამა ინტერნეტში

#4 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 15 June, 2009 - 23:46

რა თქმა უნდა ეხება ხანდაზმულობის ვადები. რატომ არ უნდა შეეხოს ვითომ? რა არგუმენტებია იმისა, რომ არ შეეხოს?

უნდა შეეხოს ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა

Giorgi Putkaradze
ვინ თქვა რომ არ იხდიან? თქვენ წარმოიდგინეთ რიგები დგას კომპანიის ოფისებთანო

#5 Giorgi Zghuladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 June, 2009 - 00:59

Levan Jorbenadze
ვერ მივხვდი :biggrin: რატომ უნდა შეეხოს ხანდაზმულობის ვადა ? დავალიანება თუ აქვს და 3 წელი არ გადაიხადა - უნდა შერჩეს ?
ლოგიკას ვერ მივხვდი უბრალოდ

#6 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 June, 2009 - 11:39

კი ეხება ხანდაზმულობის ვადა წყლის დავალიანებას ...
გადაუხდელობის შემთხვევაში კომპანიამ ან უნდა უჩივლოს მომხმარებელს ან სხვა ფორმით მოახერხოს თანხის ამოღება თორემ 3 წლის გასვლის შემდეგ მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას გადახდაზე ხანდაზმულობის მოტივით.....

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 16 June, 2009 - 13:40

სად წერია ეს? რის საფუძველზე საუბრობთ?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#8 Kakha Imerlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 326 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 June, 2009 - 13:55

მოდით ასე ვთქვათ, კომპანიამ ჯერ აღრიცხვის მექანიზმი მოაწესრიგოს და მერე იმსჯელოს დავალიანებებზე.
არანაირი აღრიცხვის მექანიზმი არ აქვთ და ითვლიან სულადობის მიხედვით. შესაბამსიად არის დიდი არეულობა და გაუგებრობა.
Account Manager
Corporate Sales Department
UGT

#9 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 June, 2009 - 15:12

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Jun 16/09, 13:40 -ში, განაცხადა:

სად წერია ეს? რის საფუძველზე საუბრობთ?

სამოქალაქო კოდექსში წერია...
არის ასეთი თავი - "ხანდაზმულობა"

#10 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 16 June, 2009 - 15:23

და მერე ეს მუხლი კერძო ორგანიზაციის დავალიანებებზეც ვრცელდება?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#11 Giorgi Putkaradze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 90 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 June, 2009 - 21:46

იხილე გამოხმაურებაLevan Jorbenadze, Jun 15/09, 23:46 -ში, განაცხადა:

რა თქმა უნდა ეხება ხანდაზმულობის ვადები. რატომ არ უნდა შეეხოს ვითომ? რა არგუმენტებია იმისა, რომ არ შეეხოს?

უნდა შეეხოს ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა

Giorgi Putkaradze
ვინ თქვა რომ არ იხდიან? თქვენ წარმოიდგინეთ რიგები დგას კომპანიის ოფისებთანო

ვინ იხდის ნეტა ხო ეხლა სამრეცხაოები უეჭველი იხდიან ვიცი რადგან სოჩიკები უყენიათ და რამდენსაც მოიხმარენ იმდენს იხდიან მოსახლეობის ალბათ 1% იხდის :) :)
POP.GE - გააკეთე რეკლამა ინტერნეტში

#12 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 16 June, 2009 - 22:53

Giorgi Zghuladze
Tariel Zivzivadze

რა თქმა უნდა კერძო ორგანიზაციებს ეხება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები.

ანუ თუ თქვენ, აბონენტებს ვიღაცის ვალი ქონდათ წარსულში და 3 წლის განმავლობაში კომპანია არ შეეცადა ვალის ამოღებას თქვენგან, მაშინ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით 3 წლის გასვლის შემდეგ კომპანიას ეკარგება მოთხოვნის უფლება. თუ კომპანია შეეცდება ამ ვალის ამოღებას იძულების წესით, ანუ სარჩელს შეიტანს სასამართლოში ამ შემთხვევაში იგი უპირობოდ წააგებს საქმეს

ამ აქტიური სარეკლამო კამპანიით ისინი შეეცადნენ მაქსიმალურად ამოექაჩათ ის დავალიანებები, რაც აბონენტებს წლების განმავლობაში დაუგროვდათ და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მიაღწიეს თავის საწადელს. როგორც უკვე ავღნიშნე უამრავმა ადამიანმა მიაკითხა მათ ოფისებს და ნებაყოფლობით გადაუხადა ის რაც ამ კომპანიას აღარ შეეძლო მოეთხოვა

ეს იყო კომპანიის მენეჯმენტის "წარმატებული" ნაბიჯი...

ცოტას თუ მოუვიდა აზრად იურისტთან მისულიყო და ეკითხა სად მიდიოდა და რას ახდევინებდენენ, რა ვალდებულებები და უფლებები გააჩნდა

#13 Giorgi Zghuladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 June, 2009 - 00:01

ციტატა

3 წლის განმავლობაში კომპანია არ შეეცადა ვალის ამოღებას თქვენგან

რა იგულისხმება ამაში ? ანუ, როგორ უნდა "შეეცადა" ?

#14 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 17 June, 2009 - 16:38

თუ ეს ასეა, მაშინ ეს კომპანიის "წარმატებული ნაბიჯი" კი არა "წარმატებული აფიორაა'
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#15 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 18 June, 2009 - 21:55

Giorgi Zghuladze
სასამართლოში სარჩელის შეტანით შეუძლია და მერე თუ ნებაყოფლობით არ გადაიხდიდა აბონენტი მოხდებოდა იძულებით აღსრულება

Tariel Zivzivadze
აფიორა არა მაგრამ არაეთიკური კი შეიძლება ვუწოდოთ. "წარმატებული ნაბიჯი" კომპანიისთვის თორემ ისე აბონენტებისთვის... ამიტომაც მოვათავსე ბრჭყალებში

ანუ კომპანია არავის არ ავალდებულებს გინდა თუ არა გადაიხადეო და მეორეს მხრივ არც არავითარი ვალდებულება არა აქვს აბონენტები გაანათლოს რა კანონიერი უფლებები აქვს.

დაიწყო ეს ე.წ. "უპრეცედენტო აქცია" და მიდის თანხის ამოღება. ზოგიერთმა აბონენტებმა გამოხატეს რა კეთილი ნება მიდიან კომპანიის ოფისებში და ნებაყოფლობით იხდიან.

#16 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 23 June, 2009 - 22:56

დღეს სიუჟეტს მოვკარი თვალი რუსთავი 2-ზე სადაც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ "უპრეცედენტო აქცია" წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენსა და მომხმარებელებს შორის "კონტაქტი" შედგაო...

ანუ კარგად და წარმატებულად მიიღეს ის რაც უნდოდათ

"ნებაყოფლობითი ძალმომრეობით" გადაახდევინს აბონენტებს...

#17 Nino Chelidze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 161 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 June, 2009 - 01:14

აუ ეს რა წავიკიტხე
არადა ხვალ მივცუნცულობდი ბედნიერი 50% გადასახდელად
მდააას
წაიკითხე ბესთსელერი ქართულად

www.ninochelidze.ge

#18 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 June, 2009 - 11:29

პრინციპში ვისაც მხოლოდ 3 წლის დავალიანება აქვს იმისთვის არ არის მემგონი ცუდი შეთავაზება ...
მაგრამ ვინც ყოველთვიურად ვიხდით პატიოსნად იმათმა რა დავაშავეთ? :)

#19 Bako Novruzov

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 49 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 June, 2009 - 00:33

მე რაც თავი მახსოვს წყის გადასახადს არ იხდიდნენ ჩემს ოჯახში, ხოდა ეხლა სადღაც 500 ლარია მოსული, ანუ რო არ გადავუხადო, მათ არ აქვთ უფლება რო მომთხოვონ? :) :biggrin:

#20 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 28 June, 2009 - 14:24

სანამ ვინმე წავიდოდეს ესეთ შეთავაზებაზე თავის იურისტთან, რომ შეირბინოს და გაარკვიოს რას იხდის კარგი იქნებოდა



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share