ნახტომი





- - - - -

უნდა გადავიხადოთ თუ არა წყლის ძველი დავალიანება


გამოხმაურებათა რაოდენობა: 24

#21 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 08 February, 2011 - 23:41

ეს თემა 2009 წლის ივნისში წამოვიწყე და დღემდე, როგორც მოგეხსენებათ არსებული მოვლენების გამო კვლავ აქტუალურია.

ამჯერად საკითხი არამარტო სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიას ეხება, არამედ დასუფთავების სამსახურსაც, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო ორგანოა.

2010 წლის 1 ოქტომბრისთვის პარლამენტმა მიიღო ცვლილება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც გადაწყდა ადმინისტრირების ერთიანი სისტემის შექმნა. ამჯერად თბილისის ტერიტორიაზე ე.წ. ადმინისტრატორი ვალდებულია თუ თქვენ წყლის მიმწოდებელ კომპანიასთან და დასუფთავების სამსახურთან გაქვთ გადასახდელი დავალიანება შეგიწყვიტოთ დენის მიწოდება.

კანონის მიღებიდან დაახლოებით 2 კვირაში, 2010 წლის 13 ოქტომბერს სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება და ადმინისტრატორად დანიშნა: სს "თელასი" და სს "ენერგო-პრო ჯორჯია".

2011 წლიდან მომსახურების გადასახადები გაზარდეს ორივე კომპანიამ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა.

ამავე დროს: 1. მოსახლეობისთვის თანადგომის სახით სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება 2011 წლის 10 თებერვლიდან ერთჯერადი 20 ლარიანი ენერგო ვაუჩერის გაცემის შესახებ. 2. სემეკ-მა ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური ვალდებული არიან მომხმარებლებთან დავალიანება არანაკლებ 36 თვეზე გადაანაწილონ.

მომხმარებელმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოს იმ საკითხს, რომ თუ ის ე.წ. დავალიანების გადახდევინების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს - იგი აღიარებს დავალიანებას და იძულებული გახდება შემდგომ სრულად დაფაროს.

ძირითადათ რა სარგებელი მოაქვს ყოველივეს სახელმწიფოსთვის და ამ კომპანიებისთვის: 1. მოხდება დავალიანების თითქმის სრულად ამოღება მოსახლეობიდან (ამჯერად ხისტი მეთოდით); 2. ადმინისტრატორმა კომპანიებმა შეიძლება მიიღონ დამატებითი შემოსავალი; 3. ადმინისტრირება უფრო ეფექტური გახდა (რადგან წყლის მიმწოდებელს და დასუფთავების სამსახურს არ აქვთ კონკრეტული ბერკეტი თავისი მომსახურების მიწოდება შეუწყვიტონ მომხმარებლებს, მაგალითად განსხვავებით გაზის და დენის მიმწოდებლებისგან ისინი ვერ ჩაჭრიან წყალს და დასუფთავებას); 4. წყლის მიმწოდებელი და დასუფთავების სამსახური დაზოგავენ ზედმეტ ხარჯებს (მაგალითად მათ გადასახადების ამოღების მიზნით ადრე სასამართლოს გადაწყვეტილებების მოპოვება ჭირდებოდათ იძულებით, რომ დაეწყოთ დავალიანების ამოღება); 5. მკაცრი ხელის ერთი მოსმით დაინერგება „გადასახადის გადახდის კულტურა“.

მომხმარებლის სარგებელი შეიძლება იყოს ის რომ: კეთილსინდისიერი გადამხდელი დაცული იქნება და მას ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მოლოდინი ექნება.

კვლავ აქტუალურია კითხვა უნდა გადაიხადოს თუ არა ძველი დავალიანება მომხმარებელმა (აბონენტმა): ის აბონენტები რომლებსაც ძველი დავალიანება აქვთ სულ მცირე 3 წლის წინანდელი - მომსახურების მიმწოდებელი კომპანია ვერ დაავალდებულებს ვერც-ერთ აბონენტს გადაიხადოს. კომპანიას არ შეუძლია დაავალდებულოს აბონენტი და რაიმე იძულების წესით ამოიღოს ძველი დავალიანება. პირიქით კომპანია ვალდებული იყო საერთოდ ჩამოეწერა ვალები ზემოთ აღნიშნული კატეგორიის აბონენტებისათვის.

2011 წლიდან სიტუაცია მართლაც მკაცრია. მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად და ძველი დავალიანების ჩამოსაწერად, მაგრამ დენის გათიშვის შემთხვევაში თუ ეს ქმედება არ აეკრძალა ე.წ. ადმინისტრატორს მაშინ მომხმარებელი უკიდურეს მდგომარეობაში ვარდება. ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა გაუსაძლისი გახდება და აბონენტი ყველაფერზე წავა...

რით შეიძლება აიხსნას ასეთი ხისტი და შეუვალი ადმინისტრირების სისტემა

რედაქტორი Levan Jorbenadze, 08 February, 2011 - 23:47.


#22 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 09 February, 2011 - 15:33

საჭიროა წესრიგი - ჩემთვის ალბათ ახსნა ესაა ...

სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოსახლეობის მორიგი გაყვლეფა - ალბათ ლეიბორისტების ხედვა იქნება

უხ, რას გვიშვება ეს მთავრობა ... უბრალოდ გაბრაზებული ადამიანის აზრი


შემოგვთავაზეთ სხვა იდეებიც :)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#23 Vika Garibashvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 4,281 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 February, 2011 - 00:26

Levan Jorbenadze
მეც მაქვს 300 ლარამდე წყლის დავალიანება. რამდენიმე წელი არ გადამიხდია და თუ დენს არ გამითიშავენ ალბათ არც დავიწყებ გადახდას.

(პარალელს გავავლებ, სანამ ბუნებრივი აირის მრიცხველი სახლში მქონდა გადახდა მავიწყდებოდა, გარეთ როგორც კი გაიტანეს წინსწრებითაც შემაქვს)

ადამიანმა გადასახადი უნდა გადაიხადოს, თუ ნებით არ იხდის უნდა აიძულონ.

სხვა თემაა თუ რამდენად მისაღები განაკვეთია და ასე შემდეგ.

რედაქტორი Vika Garibashvili, 26 February, 2011 - 00:26.

მე არ გავგიჟდები!!!

#24 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 03 March, 2011 - 23:17

რა თქმა უნდა გადასახადი უნდა გადაიხადოს აბონენტმა, ეს გარდუვალია და ასეც უნდა იყოს. გადასახადს აუცილებლად გადახდა უნდა

მაგრამ, რამდენად კანონიერი და სამართლიანია: 1. როდესაც კომპანიამ, რომელმაც ვალდებულებად აიღო ინვესტიციების განხორციელება და არ განახორციელა და პირიქით 10 და 20 წლების წინანდელი დავალიანების ამოქაჩვას, რომ ცდილობს (მოახერხა კიდევაც), როდესაც ძველ დავალიანებებზე კანონმდებლობის მიხედვით მოთხოვნის უფლება ქონდა დაკარგული; 2. მომხმარებელს არ მიეწოდება სათანადო ხარისხით მომსახურება (მაგალითად რა უნდა გააკეთოს აბონენტმა, როდესაც 2 დღე წყალი არ მიეწოდება? დარეკოს 93 11 11 სადაც არავინ უპასუხებს? არის რაიმე ეფექტური მექანიზმი მან თავი დაიცვას და მიიღოს ის რაშიც ფულს იხდის? არის აქ ბალანსი?); 3. თანხების ამოქაჩვას ეხლა უფრო ეფექტურს უხდიან ორივე მომსახურების მიმწოდებელს ხსენებული ცვლილებებით და იძულებით ევალება სხვა კომპანიას შეუწყვიტოს "საკუთარი" მომსახურება მის აბონენტებს, რითაც პირდაპირი ჩარევა ხდება კერძო პირებს შორის მოსაწესრიგებელ ურთიერთობებში. წინააღმდეგობაში მოდის ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპთან, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია დემოკრატიულ საზოგადოებებში

#25 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 March, 2011 - 23:59

თუ არ იხდი წყლის გადასახადს უნდა შეგიწყდეს წყალი,თუ არ იხდი გაზის გადასხადს - გაზი, დენზე - დენი და ა.შ.
წყალს ინდივიდუალურად ვერ ვთიშავ და ამიტომ დენს გაგითიშავო არასერიოზულია... მაგ ლოგიკით თუ ვივლით ხვალ იტყვიან თუ უშუალოდ დამნაშავეს ვერ ვიჭერთ მაშინ მის ნაცვლად მისი ოჯახის რომელიმე წევრი ჩავსვათ ციხეშიო; თუ ერთი მეზობელი ვერ იხდის გადასახადს მაშინ მეორეს გადავახდევინოთ მისი გადასახადი თუ არა და ორივეს გავუთიშოთ კომუნალური მოსახურებაო და ა.შ.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share