ნახტომი





- - - - -

ნარკომანია და ალკოჰოლიზმი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 179

#161 Gia Jgharkava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 227 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 March, 2008 - 17:39

ბოდიშს ვიხდი, რომ გეჭრებით, მაგრამ თემასთან დაკავშირებით რაღაც მინდა დავწერო :)

აკრძალვებით და სასჯელით არაფერი რომ არ გამოდის, არც ერთ დარგში და სფეროში, ალბათ მეთანხმებით? თუ არა? ნუ, ფაქტია რა.. ძალდატანებითი ქმედებებით კი მიიღწევა გარკვეული შედეგი, მარა ეს უფრო ვორქერაუნდებია, ვიდრე სოლუშენები :52: ხოდა, ამის წინ წავიკითხე საინტერესო მოთხრობა, რობერტ შეკლის (ძალიან ცნობილი ფანტასტი მწერალია, რომელიც სხვათა შორის ცნობილია იმით, რომ ეტანებოდა ჰალუცინოგენურ "ნარკოტიკებს"). ხოდა, იმ მოთხრობაში ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედება პოლიცია და მთავრობა კი არ აკონტროლებს, არამედ თვითონ ადამიანი. ეს ხდება შემდეგნაირად: ბავშვობიდანვე სკოლაში (სადაც მხოლოდ კომპიუტერები ასწავლიან) მოსწავლეებს უტარდებათ 2-საათიანი დახურული გაკვეთილები, სადაც ისევ ის კომპიუტერები ქვეცნობიერ დონეზე უნერგავენ სპეციალურ გაკვეთილებს, შედეგად ვიღებთ სრულიად მართვად ინდივიდს. თუ ეს ინდივიდ ჩაიდენს დანაშაულს, ამ დანაშაულს იაზრებს (რადგან ეწინააღმდეგება ქვეცნობიერ დონეზე ჩანერგილ კოდექსს), მიდის ელექტრონულ სასამართლოში, უჩივის საკუთარ თავს და დანაშაულის დამტკიცების შედეგად ასახლებენ მოშორებულ პლანეტაზე..

მშვენიერი სისტემაა ნარკომანიის წინააღმდეგაც.. ეხლა მათი მასიურად განკურნება (ეს დაავადებაა და არა დანაშაული!) არარეალურია, უმჯობესია მედია საშუალებებით, სკოლაში, უნივერსიტეტში და ასე შემდეგ შემუშავდეს ვთქვათ NLP-ის მსგავსი მეთოდები, რაც გამორიცხავს მათ მომავალში განარკომანებას..

აი, ასე! :((

რედაქტორი Gia Jgharkava, 18 March, 2008 - 17:40.

ხვალინდელი გადაწყვეტილებები უკვე დღეს - Business Intelligence Technologies

#162 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 March, 2008 - 17:41

Gia Jgharkava
ასეთი რობოტი თუ გახადე ადამიანი,იმას სხვა რამესაც გააკეთებინებ,ჩაუდენელ დანაშაულსაც აღიარებს თუ ჩაუნერგე:)
The Proud Participant of Business Conference

#163 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 18 March, 2008 - 18:37

ადამიანის თავისუფლების, მით უმეტეს თავისუფალი არჩევნის უფლების შეზღუდვა კარგს არაფერს მოგვცემს. სკოლებში ისედაც უნდა ხდებოდეს ამ თემაზე საუბარი და იმართებოდეს განხილვა. ოღონდ ამ პროცესს უნდა უძღვებოდეს კვალიფიციური სპეციალისტი, ფსიქოლოგი და ნარკოლოგი, რომელიც არ მოახდენს თემის პროფანაციას და, მით უმეტეს, არ მოახდენს ამ ასაკობრივი სეგმენტის პროვოცირებას, რომელსაც 13-15 ასაკში სწორედ ექსპერიმენტების ჩატარების მიდრეკილება უჩნდება.

ისე, მაინც არავის არაფერი დაუპოსტავს იმ ვებ-გვერდთან დაკავშირებით, რომლის ბმულიც აქ დავდე - დაბრუნება. ვფიქრობ ამაზე კომენტარი საჭიროა, რადგან აშკარა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მიუღებელია რაღაც დიფერენცირებული პროგრამებით და განსხვავებული სახელწოდებებით წამალდამოკიდებულთა მკურნალობა.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#164 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 18 March, 2008 - 22:34

იხილე გამოხმაურებაTeimuraz Kevlishvili, Mar 18/08, 01:59 -ში, განაცხადა:

იხილე გამოხმაურებაNina Siprashvili, Mar 16/08, 16:31 -ში, განაცხადა:

Tamar Janjgava

კი არ ეყოლება თვითონ გაიჩენს...

სამწუხარო სტატისტიკაა ის, რომ ერთი ნარკომანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში, მინიმუმ 20 ადამიანს აჩვევს ნარკოტიკს... :D
ძირითადად ნარკომანის სამიზნე შეძლებული ოჯახიდან არის, რათა მომავალში როდესაც იგი წამალს თავისთვის იყიდის არ დაივიწყოს "მოამაგე უფროსი მეგობარი", რომელმაც "სიამოვნებას" აზიარა...

ეს რაღა უბედური სტატისტიკაა? საიდან ეგ სტატისტიკა? ეგ არ არის მართალი და სანამ ესეთ რაღაცას გავავრცელებთ ცოტა დავფიქრდეთ... გთხოვთ, საზოგადოებას მცდარ წარმოდგენას ნუ შევუქმნით



იხილე გამოხმაურებაGiorgi Kalatozishvili, Mar 18/08, 18:37 -ში, განაცხადა:

ისე, მაინც არავის არაფერი დაუპოსტავს იმ ვებ-გვერდთან დაკავშირებით, რომლის ბმულიც აქ დავდე - დაბრუნება. ვფიქრობ ამაზე კომენტარი საჭიროა, რადგან აშკარა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მიუღებელია რაღაც დიფერენცირებული პროგრამებით და განსხვავებული სახელწოდებებით წამალდამოკიდებულთა მკურნალობა.

მაგარი შედევრი საიტია.. მაგარი ვიხალისე... ქსელურ მარკეტინგს მაგონებს, ხო კიდევ კაშპიროვსკი, რომ იყო ადრე და ა.შ. მაგარი არასერიოზულია. და არც არაფერია აქ საკომენტარო, როგორც იტყვიან No Comment

თუ რომელიმე მომხმარებელს მაგით დააბოლებენ მე პლანეტა მარსზე მივდივარ - სულ კარგად ბრძანდებოდეთ

რედაქტორი Levan Jorbenadze, 18 March, 2008 - 22:43.


#165 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 March, 2008 - 03:20

Levan Jorbenadze
უკომენტაროდ მაინც ვერ დავტოვებდი, რადგან სპეკულანტები არიან და ცრუობენ! მარსზე მეც მოგყვები და კიდევ მილიონზე მეტ თბილისელს წამოვიყვან, რომლებსაც ასეთი ბაიკების დიდი ხანია აღარ სჯერა :~X(:
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#166 Teimuraz Kevlishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 121 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 March, 2008 - 11:24

იხილე გამოხმაურებაNina Siprashvili, Mar 18/08, 16:27 -ში, განაცხადა:

არის კატეგორია რომელიც თავისთვის იკეთებს და სხვას არ აჩვევს...ასეთი კატეგორიის ფონზე ვამბობ,როდესაც ნაპარნიკი აღარ ეყოლება,ნაპარნიკის ძებნა მობეზრდება-თქო და შეეცდება გამოსწორდეს.ამის ნათელი მაგალითი მაქვს თვალწინ და ვიცი რასაც ვამბობ..

ეგ ნათელი მაგალითი სამწუხაროდ შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს... :~X(:

ყველა ნარკომანი ბოლოს ფულის გარეშე რჩება და შესაბამისად მისთვის ნარკოტიკის შოვნის ერთერთი გზა სხვების განარკომანებაა...

#167 Irma Kirtadze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 817 გამოხმაურება
2

დაწერილია 19 March, 2008 - 23:37

ისე ინფორმაციისთვის მოგაწვდით, რომ 2007 წელს საქართველოს ბიუჯეტში (ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმებით და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საპროცესო შეთანხმებებით) 30 მილიონი ლარი შევიდა. აი რაში ჭირდება ქვეყანას ავადმყოფი ნარკომანის დაჯარიმება. არ არის რთული გამოიცნო დაჯარიმების "მოტივაცია", რომელიც თურმე "მუშაობს", ვნახოთ ამ სტრატეგიით რას მიაღწევენ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

#168 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 19 March, 2008 - 23:41

Irma Kirtadze
აღარ მახსოვს რომელ გაზეთში წავიკითხე, მაგრამ სასამართლოს რეფორმის მიმოხილვა გამოაქვეყნეს და გამოქვეყნდა დაახლოებით ასეთი სტატისტიკა:
გირაო - 49%
პატომრობა - 50%
სხვა სახის სასჯელის შეფარდება - 0,1%

ამის შემდეგ საერთოდ რაზე უნდა ილაპარაკო, ან რაზე უნდა ელაპარაკო ამ ჩემისებს!
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#169 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2008 - 00:26

Teimuraz Kevlishvili
ჩემს მიერ მოყვანილ ნათელ მაგალითს ფული არ აკლდა,მხოლოდ ნაპარნიკები შემოეცალა საძმაკაცოს სახით...(ზოგი როგორ და ზოგი როგორ)მაგრამ იქამდე არ დაცემულა სხვა გაეფუჭებინა,უბრალოდ მობეზრდა ასე წანწალი,ამბიციებმაც შეაწუხა და იმკურნალა.დღეს ხომ ნარკომანია სირცხვილი და უნებისყოფობაა და მეტი არაფერი? კაი ბიჭობაზე აღარ მიუთითებს წამლის კეთება!!
და მაინც გეთანხმები ესეთი მაგალითი შეიძლება მართლაც იშვიათი იყოს რადგან ნარკომანი მართლაც ცდილობს სხვა ჩაითრიოს რომ მარტო არ დარჩეს თავის საქმესთან=))
Giorgi Kalatozishvili
"თბილისელები"-ში წაიკითხავდი მაგას:D
The Proud Participant of Business Conference

#170 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 20 March, 2008 - 00:30

Nina Siprashvili
შეიძლება :D ნამდვილად არ მახსოვს სად და როდის. უბრალოდ ეს რიცხვები დამამახსოვრდა. ამაზრზენია! დემოკრატიაზე ბაზრობენ ეს დედააფეთქებულები მერე. რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში ნახეს ასეთი სტატისტიკა? =))
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#171 Teimuraz Kevlishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 121 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 March, 2008 - 02:30

მედიცინა მომავალში შეძლებს დაამარცხოს კიბო, შიდსი და ბევრი ის დაავადება რომელიც დღეს განუკურნებლად ითვლება,
მაგრამ საზოგადოება და მედიცინა ალბათ ვერასოდეს შეძლებენ ნარკომანიის დამარცხებას...

ამ სენთან ძალიან ძნელია ჰუმანური მეთოდებით ბრძოლა, მაშინ როდესაც ნარკობიზნესი კრიმინალურ მეთოდებს იყენებს...

როდესაც რომელიმე ლაპარაკობთ ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაზე,
თუნდაც ერთი წუთით მაინც დაფიქრებულხართ ამ უბედურების უკან რამდენი ფული დგას???

რით გინდათ წინააღმდეგობა გაუწიოთ ფულს რომელიც ჯოჯოხეთს მართლა ანათებს?

რით გინდათ ებრძოლოთ კრიმინალს, რომელსაც შეუძლია მთავრობაზე იქონიოს ზეგავლენა???


პირადად მე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე საკმაოდ კარგად მესმის რაოდენ მძიმე დაავადებაა ნარკომანია
და ისიც კარგად ვიცი თუ რამდენი შრომა სჭირდება ნარკომანის საზოგადოებაში ნაწილობრივ მაინც დაბრუნებას...

აქედან გამომდინარე და კიდევ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ამ სენთან ეფექტური ბრძოლის არანაირი იმედი არ მაქვს... :D

პრობლემის მოგვარების მთავარი პირობაა მთავრობის დაინტერესება და შესაბამისი, ნორმალური კანონმდებლობა...

თუნდაც ის, რომ საჯარო სამსახურში მყოფი პიროვნება რეგულარულად მოწმდებოდეს ნარკოტიკების შესაძლო მოხმარებაზე,
დამერწმუნეთ, უკვე ნახევრად მოგვარებულ პრობლემას ნიშნავს...

მაგრამ ვინ შეაბამს კატას ეჟვანს???

რედაქტორი Teimuraz Kevlishvili, 20 March, 2008 - 02:32.


#172 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 20 March, 2008 - 13:45

Teimuraz Kevlishvili
ყოველ დღე ვფიქრობ და მაგიტომაც მაწუხებს თორემ დრო კი არ გამყავს აქ ნარკოტიკებზე საუბარში. მაგაზე ვსაუბრობთ სწორედ - წამალდამოკიდებულისა და ნარკორეალიზატორის ურთიერთობაზე, ურთიერთსარგებლობაზე, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ ერთის მატერიალურ კეთილდღეობაზე აისახება. წამალდამოკიდებულის დემოტივირება უფრო ადვილია, ვიდრე ბარიგის. ის ფულს ხარჯავს, ეს - შოულობს. და ჰუმანური მეთოდებით არ უნდა ებრძოდე ნარკორეალიზატორებს - ამაზე აქ არავინ ლაპარაკობს. ჰუმანური დამოკიდებულაბა უნდა არსებობდეს წამალდამოკიდებულთა მიმართ და უმკურნალონ, ციხეში კი ნუ ამწყვდევენ. ბარიგებს კიდევ სამუდამო პატიმრობა!
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#173 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 20 March, 2008 - 20:38

Teimuraz Kevlishvili
"თუნდაც ის, რომ საჯარო სამსახურში მყოფი პიროვნება რეგულარულად მოწმდებოდეს ნარკოტიკების შესაძლო მოხმარებაზე, დამერწმუნეთ, უკვე ნახევრად მოგვარებულ პრობლემას ნიშნავს..."

შენ ექიმი ხარ არა? შენივე აზრით ადამიანს სამუშაოდან რომ გამოაგდებენ აქ როგორ ხედავ პრობლემის მოგვარებას?

#174 Teimuraz Kevlishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 121 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 March, 2008 - 04:19

იხილე გამოხმაურებაLevan Jorbenadze, Mar 20/08, 20:38 -ში, განაცხადა:

Teimuraz Kevlishvili
შენ ექიმი ხარ არა? შენივე აზრით ადამიანს სამუშაოდან რომ გამოაგდებენ აქ როგორ ხედავ პრობლემის მოგვარებას?

აბა, ნარკომანებს მოვეფეროთ, თავზე ხელი გადავუსვათ და კარგი თანამდებობები შევთავაზოთ???

ნუ დაგვავიწყდება რომ ნარკომანი ავადმყოფია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.

აქედან გამომდინარე ის არ გამოდგება რაიმე სახის სამსახურში, მითუმეტეს სახელმწიფო სტრუქტურებში...
ნარკომანი თანამდებობის პირი, პოტენციური კორუფციონერია!!!

თან ძალიან საშიში, რადგან მისთვის მთავარია მხოლოდ ფულის შოვნა და სახელმწიფო ინტერესები მისთვის არ არსებობს!!!

ადამიანი, რომელიც 24 საათი ნარკოტიკის შოვნაზე ფიქრობს, არ უნდა იყოს არანაირ თანამდებობაზე...

თუ ის წარმატებით იმკურნალებს, კი ბატონო, რაზეა საუბარი, დაიკავოს თანამდებობა...
მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს კონტროლის მექანიზმები...

ციტატა

Giorgi Kalatozishvili
ჰუმანური დამოკიდებულაბა უნდა არსებობდეს წამალდამოკიდებულთა მიმართ და უმკურნალონ, ციხეში კი ნუ ამწყვდევენ. ბარიგებს კიდევ სამუდამო პატიმრობა!

გიორგი შეიძლება გაქვს კიდეც ეს სტატია წაკითხული: http://presa.ge/print.php?i=1367
ციტატა სტატიიდან:

ციტატა

მერე რას ფიქრობ, ამდენი ახალგაზრდა კაცი შენი მიზეზით რომ იწამლება? იმის გამო, რომ ფული იშოვო, ყველას ცხოვრებას უნგრევ.
- ჩემი რა ბრალია?! თუ არ უნდათ, ნუ მოვლენ. მე ხომ არ გამინარკომანებია ეს ხალხი? მე თუ არ გავყიდი ”წამალს”, სხვა გაყიდის - რა აზრი ექნება?

შენ თვითონ არ ”გიტყდება”, სხვებს რომ აავადმყოფებ?
- არ მიტყდება. როგორც გითხარი, ჩემი ბრალი არ არის. მე არავისთვის დამიძალებია - გინდათ თუ არა, წამალი იყიდეთ-მეთქი.

ნარკორეალიზატორს თავისი გასამართლებელი საბუთი აქვს.
ის რომ საჭიროა ეფექტური ანტინარკოტიკული ქმედებები, ამას ბარიგის თქმა არ სჭირდება...
მაგრამ რეალიზატორის სამუდამო პატომრობა არანაირი გამოსავალი არ არის...
იმიტომ რომ ნარკობიზნესი ახალ რეალიზატორს იპოვის და კარგად იცი არც გაუჭირდება...

ჩემი აზრით უმთავრესი პრობლემა ნარკოტიკების შემოდინებაა და არა გასაღების ქსელი.

გამოსავალი კი მთვარობის ნებაა და არა გამსაღებლებზე ომის გამოცხადება.

არსებობს საკმაოდ სერიოზული ეჭვები, რომ ნარკობიზნეს ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ.
ამ შემთხვევაში ნარკომანიის დამარცხებაზე ფიქრი და ოცნებაც კი არარეალურად მეჩვენება... :)

#175 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 23 March, 2008 - 23:14

იცი თემო, ასე ბარიგასაც აქვს თავისი არგუმენტი და სახელმწიფოსაც, რომელიც არ არის ვალდებული "ძალით" დაავადებულ ადამიანს უმკურნალოს. ახლა ეს არც მორალურია და არც ზნეობრივი. მე ხომ არ ჩაგაგდე ამ დღეში?! მე რატომ უნდა დავხარჯო თანხა და ა.შ. სახელმწიფო და მით უმეტეს საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე წამალდამოკიდებულს უნდა უმკურნალო, მოახდინო მისი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია, ან როგორც უყვართ ხოლმე ექსპერტებს - რესოციალიზაცია :) წამალდამოკიდებულის სამსახურიდან დათხოვნა, ან საპყრობილეში გამომწყვდევა და, შესაბამისად, საზოგადოებისაგან იზოლაცია, შენც კარგად გესმის, ვერ იქნება პრობლემის დაძლევის პანაცეა. ამ შემთხვევაში მე ლევანს ვეთანხმები, მაგრამ არც შენ გეკამათები - წამალდამოკიდებულის სახელმწიფო სტრუქტურებში ყოფნა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კორუპციის ზრდას. მაგრამ არც ამჟამად განიცდის მის ნაკლებობას :) ნარკომანებიც ოხრად არიან. ნარკომანები და არა წამალდამოკიდებული პირები :)

იხილე გამოხმაურებაTeimuraz Kevlishvili, Mar 23/08, 03:19 -ში, განაცხადა:

გიორგი შეიძლება გაქვს კიდეც ეს სტატია წაკითხული: http://presa.ge/print.php?i=1367
ციტატა სტატიიდან:


ასეთი სახის სტატიებს საერთოდ არ ვკითხულობ:) მთელი ცხოვრებაა ვწერ და ჟურნალისტად ვმუშაობ და ვიცი, როგორც იწერება მსგავსი ბურდა :)
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#176 George Bughadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 327 გამოხმაურება
1

დაწერილია 04 May, 2008 - 17:46

მეგობრებო ყველამ ვიცით ამ სენის შესახებ, ზოგმა სხვისგან ზოგმა საკუთარი გამოცდილებით.
რა შეგვიძლია ჩვენი ნარკომანიის შესაჩერებლად? ჩემი აზრით მეტი ინფორმაციის მიღება და მათი სათანადოდ გადამუშავება საკუთარ თავში , რადგან სხვას თუ ვერ დავეხმარებით ჩვენ მაინც არ გავხდეთ ერთ-ერთი მათგანი.
მგონი ყველას გვაწუხებს ეს პრობლემა, ამიტომ ჩავთვალე გამეკეთებინა ეს თემა.
იქნებ საკუთარ თავს მაინც დავეხმაროთ.

დიდი ხალია რაც საქართველოში გამძაფრდა ნარკომნია. ადრე თუ მოიხმარდნენ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკებს და სუბოტექს,დღეს აღარ შეუძლიათ მათი შეძენა (აღარ აქვთ ფული) , ამიტომ გამოსავალი იპოვეს და იკეთებენ ''ვინტს'' რომელიც ამფეტამინს შეიცავს. მოკლედ ბევრი მინახია 5-10-და მეტი ხნის სტაჟის ნარკომნები მაგრამ ესენი 1 წლის შემდეგ ისეთ დღეში ვარდებიან გადავირიე. აბსოლიტური სერიოზულობით ვიძახი უკან უკან დადიან იმის ნაცვლად წინ რომ იარონ, რაღაც უცნაურ მიმიკებს ღებულობენ და სხეულის ვეღარ იმორჩილებენ, მართლა ძალიან მეცოდებიან არა მგონია მაგათ რამე ეშველოთ რადგან მინახია ხალხი რომლებიც ადრე ინტენსიური მომხმარებლები იტვნენ მაგრამ დღეს ისევ ადამიანები არიან ანუ ვიცი რომ ოპიუმი ექვემდებარება მკურნალობას მაგრამ ეს არ ვიცი ამ ამფენტამინშიკებს რა ეშველებად.
გამიხარდება თუ ვინმე გვეტყვის მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხს.
George Bughadze
Marketing Manager
Chain of supermarkets "Populi"
Mob: +995 99 20 55 54
Tel/Fax : +995 32 24 43 33
www.populi.ge

#177 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 04 May, 2008 - 19:50

აღნიშნულ პრობლემაზე უამრავი თემაა არა მარტო აქ...

ჩემი აზრით ნაკლები ლაქ-ლაქი და საქმის კეთება ჭირდება...

ხოდა, კითხვა, რომ დასვით რა ჭირდება ამ პრობლემის მოგვარებასო სამწუხაროდ ვერ აღმოვაჩინე პასუხი: კანონის შემსუბუქება.. ეს უკანსკნელი ყველაზე აქტუალურია დღეს. ეს არის პრიველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პრობლემის მოსაგვარებლად...

#178 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 May, 2008 - 00:54

ლევანი მართალია, ამ პრობლემაზე კონფერენციაზე უამრავი თემა გაიხსნა და ახალის პედალირება არ არის საჭირო. იქაც უამრავი საინტერესო რამ წერია და 2 წელიწადზე მეტია განვიხილავთ. მერე, გიო, რომ გიწერია - დამოკიდებულებაში ის ნარკოტიკები იგულისხმება, რომელიც იწვევს "ლომკასო", რომელი არ იწვევს? ყველა ნარკოტიკი იწვევს აბსტინენტურ სინდრომს, ან ე.წ. ლომკას. ეს მითია, თითქოს მარიხუანას და ჰაშიშს ლომკა არა აქვს - ყველა მათგანი თავისებურად ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერებაა და, შესაბამისად, დამოკიდებულებაც სპეციფიკური აქვს ისევე, როგორც მისი სიმპტომები.

იხილე გამოხმაურებაGeorge Bughadze, May 4/08, 16:46 -ში, განაცხადა:

დიდი ხალია რაც საქართველოში გამძაფრდა ნარკომნია. ადრე თუ მოიხმარდნენ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკებს და სუბოტექს,დღეს აღარ შეუძლიათ მათი შეძენა (აღარ აქვთ ფული) , ამიტომ გამოსავალი იპოვეს და იკეთებენ ''ვინტს'' რომელიც ამფეტამინს შეიცავს. მოკლედ ბევრი მინახია 5-10-და მეტი ხნის სტაჟის ნარკომნები მაგრამ ესენი 1 წლის შემდეგ ისეთ დღეში ვარდებიან გადავირიე. აბსოლიტური სერიოზულობით ვიძახი უკან უკან დადიან იმის ნაცვლად წინ რომ იარონ, რაღაც უცნაურ მიმიკებს ღებულობენ და სხეულის ვეღარ იმორჩილებენ, მართლა ძალიან მეცოდებიან არა მგონია მაგათ რამე ეშველოთ რადგან მინახია ხალხი რომლებიც ადრე ინტენსიური მომხმარებლები იტვნენ მაგრამ დღეს ისევ ადამიანები არიან ანუ ვიცი რომ ოპიუმი ექვემდებარება მკურნალობას მაგრამ ეს არ ვიცი ამ ამფენტამინშიკებს რა ეშველებად.
გამიხარდება თუ ვინმე გვეტყვის მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხს.


რამდენიმე შემჩნევას მოგცემ. იმიტომ კი ვერ ყიდულობენ სუბუს, რომ ფული აღარ აქვთ. "გაწყდა", ყველა "კანალი" გადაკეტეს და დღეს თბილისში სუბუტექსს კი არა (შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს), ჰეროინსაც ძლივს ყიდულობენ. ამისთვის დიდი მადლობა პატრულს:) და ზოგადად ძალოვნებს. როგორც იქნა, დაეტყო ქვეყანას, რომ მართლა მუშაობენ ამ პრობლემაზე. მერე, "ვინტი" არ შეიცავს ამფეტამინს, არამედ არის მეტ-ამფეტამინის კატეგორიიდან და შეიაცვს ნარკოტიკულ ნივთიერება პერვენტინს. სწორედ ამ პრეპარატის შემოკლებულ ვარიანტს უწოდებენ "ვინტს". მეცნიერული პასუხები თუ გინდა და ა.შ. შედი ვებ-გვერდზე www.narkozi.com და ამ თემაზე უამრავი დისკუსია იმართება, მათ შორის, ფორუმის წევრები ექიმებიც არიან და ყველაზე კომპეტენტურ პასუხებს გაგცემენ. და ვინტს კიდევ იმიტომ იკეთებენ ეს დეგენერატები, რომ წამალი, კიდევ ერთხელ გეუბნები, ან გაწყდა, ან ძალიან ძვირი ღირს. ხოლო ვინტის მომზადებაზე, რამდენიმე წამალდამოკიდებულს 40 ლარი სრულიად ჰყოფნის. შეადარე ახლა ამისა და სუბუსი და ჰეროინის ფასი.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#179 George Bughadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 327 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 May, 2008 - 06:32

ჩჩგიორგი დიდი მადლობა მგრამ მოდი გავმიჯნოთ: გეთანხმები რომ ყველა ნარკოტიკული საშუალე იწვევს მიჩვევას მაგრამ იმ დონის მიჩვევას ხომ არ იწვევს ყველა როგორსაც ჰეროინი ან მეტადონია? რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ მარიხუანას, ჩემი აზრით ალკოჰოლს უფრო მეტი დომოკიდებულების საშვალება აქვს ვიდრე ''პლანს'' ალკოჰოლს უფრო აგრესიული სიმთვრალე აქვს ვიდრე მას, ალკოფოლი უფრო დამანგრეველია ორგანიზმისტვის ვიდრე მარიჰუანა, (თუ რამე არ ვიცი და ვცდები მაპატიეთ) მაშინ ვთქვათ რატომ არის ალკოფოლი ლეგალიზებული და მარიჰუანა არა? რა თვისება აქვს მარიჰუანას ისეთი რის გამოც არ ხდება მისი ლეგალიზაცია და უტოლდება საქართველოში ისეთ ნარკოტიკებს როგორიცაა ჰეროინი, სუბუ, მეტადონია ამფეტამინი და რავი სხვას? იმიტომ რომ ნარკოტიკი ქვია? იმიტომ რომ როგორც ღვინის მისი სამშობლოც საქართველო არ არის?
George Bughadze
Marketing Manager
Chain of supermarkets "Populi"
Mob: +995 99 20 55 54
Tel/Fax : +995 32 24 43 33
www.populi.ge

#180 George Bughadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 327 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 May, 2008 - 10:17

სამცუხაროდ ეს თემა ვერ ვნახე, საკმაოდ ბევრი გისაუბრიათ ამ პრობლემებზე, იმედია გვეშველება რამე.
George Bughadze
Marketing Manager
Chain of supermarkets "Populi"
Mob: +995 99 20 55 54
Tel/Fax : +995 32 24 43 33
www.populi.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share