ნახტომი





- - - - -

eBay.ge


გამოხმაურებათა რაოდენობა: 8

#1 Richard Kriss

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 4 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 July, 2009 - 20:38

მე ვარ ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკში მცხოვრები საქართველოს და ამერიკის მოქალაქე რიჩარდ კრისს(ყურაშვილი).ჩემ საქმიანობას ვეწევი IT და ახალი ტექნოლოგიების სფეროში. ჩემი კომპანიის მიერ წამოწყებული იქნა პროექტი , რომელიც საწყის ეტაპზე ითვალიწინებს eBay-ის და PayPal-ის პლატფორმის ინტეგრაციას საქართველოში.ამისათვის ჩემს მიერ იქნა ჩატარებული გარკვეული სამუშაოები რის შედეგადაც იქნა შესწავლილი სტატისტიკური მონაცემები: ინტერნეტის მომხმარებელთა და ონლაინ ბიზნესების ზრდის რიცხვი,ecommerce -ის მდგომარეობა ადგილობრივ მარკეტზე,ასევე შესწავლილი იქნა ადგილობრივი ბანკის ექსპერტების მონაცემები, რომლებმაც თავიანთ მხრიდან გამოხატეს დაინტერესება ამ საკიტხთან დაკავშირებით.
დასაფიქრებელია ის ფაქტორი ,რომ მიუხედავად ავტორიტეტული ბანკების რაოდენობისა საქართველოში PayPal-ის საგადასახადო სისტემა მიუწვდომელია და ჩემი ინფორმაციით, გარკვეული მიზეზების გამო.
არამგონია რომ 1000 ბმული წყვიტავდეს საქართველოში PayPal-ის სისტემის შემოტანის ბედს, რომლის მოპოვებაც შეუძლია ნებისმიერ საიტის ადმინს, ელენეტარული გამოკითხვიის მეშვეობით,მაგრამ ის თუ რამდენი პირია დაინტერესებული ამ სისტემით-მნიშვნელოვანია.
ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა რესპონდენტის თვალსაზრისი იქნება გათვალისწინებული და მოხსენებული ჩემს წერილში, რომელსაც ვამზადებ eBay-ის პრეზიდენტის სახელზე ბატონ პიერ ომიდიარის სახელზე.
ასევე საქართველოს გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ საქარტველოს IT მეტად ეთიკური და სოლიდარულები უნდა იყოს იმ სტრატეგიაში , რომელიც დაეხმარება ქვეყანას ეკონომიური კრიზისიდან გამოსვლაში.
გმადლობთ.
Richard Kriss (ყურაშვილი).

#2 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 July, 2009 - 23:07

Richard Kriss
მიდი, შენთან ვართ. იქნება რამე გვეშველოს, წერილში ჩაურთე რა, რომ ყველა მეზობელ ქვეყანას აქვს (მათ შორის თურქეთს და რუსეთს, გაფართოებული უფლებებით, ყველა დანარჩენს - მიღება)

ესეც პეტიცია, რომელიც უკვე დიდი ხნისაა: http://www.petitiono...e/petition.html იქნებ რამეში გამოგადგეს
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#3 Richard Kriss

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 4 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 July, 2009 - 16:22

გმადლობთ გიო, ამ პეტიციის შესახებ კაი ხანია ვიცი და მე თვითონ მაქვს მიცემული აქ ხმა, მაგრამ როგორც ხედავ ამდენი ხანია ეს გამოკიტხვა ტარდება და რატომღაც უშედეგოდ. წუხელის დაუკავშირდი PayPal-ს და იქ მიპასუხეს რომ , პირიქით ჩვენს ინტერესებშიაო ჩვენი სფეროს გაფართოვებაო, და ეს საკიტხი იმიტომ არ წყდებაო რომ, რაგაც სამთავრებო დონეზე ვერ ხდება შეთანხმებაო. მე არ მოვეშვები და ვეცდები ყველანაირად დავაზუსტო ის ,თუ რა უშლის ამ პროცესს ხელს და რა პირობებია დასაცველი.

#4 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 July, 2009 - 22:30

Richard Kriss
ეგ მაგათი სტანდარტული პასუხია, სცადე როგორმე უფრო მაღალ მენეჯერი მოითხოვო, თორემ ოპერატორს ეგ პასუხი გამზადებული აქვს, ტელეფონზეც და მეილზეც :biggrin:
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#5 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 15 July, 2009 - 11:02

ძალიან მაგარია, აუცილებლად უნდა მოხდეს და მაგრად დაეხმარება ქვეყანას ბევრ რამეში, ნივთების გაყიდვა და ყიდვაში, თU რამით შემეძლება დახმარება გვერდში მიგულე.
უბრალოდ რიჩარდ შენ ამ ყველაფრის დანერგვის შემთხვევაში აპირებ საქართველოში ჩამოსვლას? ვგონებ არც თU ისე ცოტა სამუშაოა მანდ.

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#6 Giorgi Zghuladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 July, 2009 - 00:22

Richard Kriss
თავის დროზე, როცა საქართველოს ბანკში ვმუშაობდი, გვქონდა მცდელობა paypal-ის შემოყვანის და მაშინაც, გაუგებარი მიზეზების გამო ეს არ მოხერხდა. ნიკა ქურდიანი აწარმოებდა მაგათთან მოლაპააკებას, რაც სამწუხაროდ, უშედეგოდ დამთავრდა.
ინტერნეტ პროვაიდერების დონეზე თუ დაგჭირდა რაიმე დახმარება, აქ ვარ :)


ციტატა

ჩემი ინფორმაციით, გარკვეული მიზეზების გამო.

შეგიძლია დააკონკრეტო ეს მიზეზები ?

რედაქტორი Giorgi Zghuladze, 19 July, 2009 - 00:22.


#7 Nodar Nakaidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 96 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 July, 2009 - 22:09

ძალიან საინტერესოა იმედია სასურველი და ასე სანატრელი შედეგები მოყვება უბრალოდ წარმოუდგენელია ასე რატომ გვიჭიანურებენ ამ საკითხს
და ასევე რატომ მათივე ინტერესებში არ შედის აქ შემოსვლა
სასტუმროები საქართველოში << ინტერნეტ დაჯავშვნა

#8 Giorgi Lomidze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 78 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 July, 2009 - 16:05

ჰმმმ ძალიან კარგი და საინტერესო იდეაა..... უბრალოდ რა მაინტერესებს.. რატომ მაინც და მაინც ebay ანუ მსგავსი ონლაინ მაღაზიის გაკეთება ჰომ შეიძლება სჰვა საჰელით..... ანუ ebayს სისტემა დაპატენტებული ჰომ არ არის.... მე მქონდა მაგის იდეა... ქართულ ვარიანტში... მარკეტინგულად ბევრი ვიფიქრე რა სტილის რეკლამები და რა საჰის მომსაჰურება შეიძლება გაკეთებულიყო... უბრალოდ საწყისი კაპიტალი ვერ ვიშოვე.... არა გასაგებია რომ ბრენდია და საჰელი აქვს მაგრამ მემგონი საქართველოში შეიძლება საკუთარი საჰელითაც შეიქმნას მსგავსი ფირმა.... არა?

#9 George Chubinidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 5 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 August, 2009 - 00:56

იხილე გამოხმაურებაGiorgi Lomidze, Jul 27/09, 12:05 -ში, განაცხადა:

ანუ ebayს სისტემა დაპატენტებული ჰომ არ არის


E-BAY რა თქმა უნდა დაპატენტებულია,თუმცა მისი ბიზენს-მოდელის გამოყენება შეიძლება. მაგრამ, მაგ შემთხვევაში გაცილებით უკეთესი სერვისები უნდა შესთავაზო რაც ქართული რეალობოდან გამომდინარე ცოტა არარეალურია.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share