|
|
საოჯახო სასტუმროები
#1
დაწერილია 13 July, 2009 - 22:30
1 კვირის წინ მე ჩემს თანამშრომელთან ერთად ვიყავი ამ სახლში, როცა 8 უცხოელი მოვიდა 2 ქართველ მძღოლთან ერთად (ნამდვილად არ ვიცი რომელი ტურისტული სააგენტოდან იყვენენ). მასპინძელს სადილი მზად ჰქონდა ახალი სტუმრებისთვის და მეორე სართულზე აპირებდა მათ განთავსებას. ჩვენ ამ დროს ვსადილობდით 1 სართულზე სასადილო ოთახში. ვიგრძენი რომ ჩვენი დანახვა არ ესიამოვნა ერთერთ ქართველს და ალბათ ზოგიერთ უცხოელ სტუმარსაც (რა თქმა უნდა არ შევიმჩნიეთ). დიასახლისმა აიყვანა სტუმრები II სართულზე, და დაიწყო სუფრის გაშლა (წინასწარ არ იცოდა არც მათი მარშრუტი და არც ჩამოსვლის დრო). ამაზე აბუნტდნენ. მერე მოიმიზეზეს რომ საპირფარეშო არ იყო დალაგებული (ეს უკვე 2 ადამიანის შესვლის შემდეგ). ერთერთმა ქართველმა უსაყვედურა ჩვენზე. მოკლედ ყველაფერი იქით წავიდა რომ მათ წასვლა უნდოდათ და მასპინძელმაც უთხრა პირდაპირ რომ თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ სხვაგან გადახვიდეთო მართლაც ნახევარ საათში ყველა წავიდა.
ჩემი ახლობელი და ნათესავი ნამდვილად არ არის ეს ოჯახი რომ დავიცვა, მაგრამ ამ ფაქტმა ძალიან შემაშფოთა. მე რას ვუშლიდი იმ ხალხს ვერ გავიგე (ჩემთვის იზოლირებულად ვიყავი), სისუფთავე რომ არ იყოს იმ ოჯახში, პირველი მე გამოვიქცეოდი, რაც შეეხება სადილს, არ იყო გაშლილი, იმიტომ, რომ არავინ გააფრთხილა მასპინძელი ჩამოსვლის დროზე (ცივ სადილს ხომ არ დაახვედრებდა). რა მოხდა მაინც ვერ გავიგე. თუმცა ძალიან მინდა რომ ასეთ ოჯახებს რამენაირად დავეხმარო და მივცეთ რჩევები.
ქალაქი სახელი შეგნებულად არ დავწერე, ვინაიდან თითქმის ყველა ქალაქში ერთნაირი სიტუაციაა.
იქნებ დამეხმაროთ და ჩამოვწეროთ ის მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ასეთი ტიპის საოჯახო სასტუმროები.
Profkurort Ltd
mob 899145168
Tel 311244
www.profkurort.ge
აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#2
დაწერილია 14 July, 2009 - 20:00
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>
#3
დაწერილია 02 December, 2009 - 17:30
Maia Maruashvili, Jul 13/09, 22:30 -ში, განაცხადა:
1 კვირის წინ მე ჩემს თანამშრომელთან ერთად ვიყავი ამ სახლში, როცა 8 უცხოელი მოვიდა 2 ქართველ მძღოლთან ერთად (ნამდვილად არ ვიცი რომელი ტურისტული სააგენტოდან იყვენენ). მასპინძელს სადილი მზად ჰქონდა ახალი სტუმრებისთვის და მეორე სართულზე აპირებდა მათ განთავსებას. ჩვენ ამ დროს ვსადილობდით 1 სართულზე სასადილო ოთახში. ვიგრძენი რომ ჩვენი დანახვა არ ესიამოვნა ერთერთ ქართველს და ალბათ ზოგიერთ უცხოელ სტუმარსაც (რა თქმა უნდა არ შევიმჩნიეთ). დიასახლისმა აიყვანა სტუმრები II სართულზე, და დაიწყო სუფრის გაშლა (წინასწარ არ იცოდა არც მათი მარშრუტი და არც ჩამოსვლის დრო). ამაზე აბუნტდნენ. მერე მოიმიზეზეს რომ საპირფარეშო არ იყო დალაგებული (ეს უკვე 2 ადამიანის შესვლის შემდეგ). ერთერთმა ქართველმა უსაყვედურა ჩვენზე. მოკლედ ყველაფერი იქით წავიდა რომ მათ წასვლა უნდოდათ და მასპინძელმაც უთხრა პირდაპირ რომ თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ სხვაგან გადახვიდეთო მართლაც ნახევარ საათში ყველა წავიდა.
ჩემი ახლობელი და ნათესავი ნამდვილად არ არის ეს ოჯახი რომ დავიცვა, მაგრამ ამ ფაქტმა ძალიან შემაშფოთა. მე რას ვუშლიდი იმ ხალხს ვერ გავიგე (ჩემთვის იზოლირებულად ვიყავი), სისუფთავე რომ არ იყოს იმ ოჯახში, პირველი მე გამოვიქცეოდი, რაც შეეხება სადილს, არ იყო გაშლილი, იმიტომ, რომ არავინ გააფრთხილა მასპინძელი ჩამოსვლის დროზე (ცივ სადილს ხომ არ დაახვედრებდა). რა მოხდა მაინც ვერ გავიგე. თუმცა ძალიან მინდა რომ ასეთ ოჯახებს რამენაირად დავეხმარო და მივცეთ რჩევები.
ქალაქი სახელი შეგნებულად არ დავწერე, ვინაიდან თითქმის ყველა ქალაქში ერთნაირი სიტუაციაა.
იქნებ დამეხმაროთ და ჩამოვწეროთ ის მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ასეთი ტიპის საოჯახო სასტუმროები.
სად რა ადგილად იმყოფება საოჯახო სასტუმრო? იქნებ მაილზე მომწერო davithet@gmail.com
#4
დაწერილია 03 December, 2009 - 11:31
1. სისუფთავე და წესრიგი, აბაზანა WC და ჩვეულებრივი ხის საწოლები. მიზანშეწოლილია რომ ინვენტარიზაციის დროს პატრონმა გაითვალისწინოს სერვისის მოხმარებლის ტიპაჟი, რაც გულისხმუბს ტიპიური ტურისტის მოლოდინის წინასწარ იდენტიფიკაციას
და ასევე მიღებული თანხით სასტუმროს სერვისის გაუმჯობესება.
#5
დაწერილია 03 December, 2009 - 13:22
#6
დაწერილია 03 December, 2009 - 18:35
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
#7
დაწერილია 05 December, 2009 - 11:58
პროდუქტზე რეალური ფასების დაწესება, მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და არა ფიქრი მხოლოდ ფულის მოხვეჭაზე.
#8
დაწერილია 05 December, 2009 - 20:56
სისუფთავე, თითქმის იდეალური უნდა იყოს. ეს ის არსი რასაც ინვესტიციები არ წირდება, მაგრამ რაც ადვილად იგრძნობა და ძალიან ფასდება მოხმარებლის მხრიდან. სუფთა უნდა იყოს არათუ ოთახი, და ყველაფერი მასში (თეთრეული, შუშები, ავეჯი, წწლის წიქა და ა.შ.), არამედ საერთო სივრცე, სველი წერტილები, სამზარეულო, ეზო მოკლედ ყველაფერს ბზინვა უნდა გაუდიოდეს.
მეორე არის ავეჯის, და კარი-ფანჯრის სახელურების, ყველა ტიპის მოწყობილობების, სველი წერტილების სრული გამართულობა ყოველთვის. ესეც აუცილებელი მინიმუმია რომელსაც ფასების სიმცირე ვერ აკომპენსირებს და რომელსაც ასევე არ სჭირრდება დიდი დაბანდებები.
შემდეგი საკითხი არის აღწეურვილობის სისრულე. ანუ ოთახები როგორ არის აღწეურვილი, რა არის შიგნით დეტალების დონეზე, რა არის საერთო მაგრამ იმავე სართულზე, რა არის საერთო მაგრამ თუნდაც ჰოლში ან ეზოში და რა არ არის საერთოდ. ამას სჭირდება კარგად დაფიქრება. ვინაიდან შეიძლება ერთი ფენის ქონამ ოთახში ისეთი დადებითი შთაბეჭდილება მოხდინოს, რომ სართულზე ერთი ტელევიზორიც კი არ გახდეს პრობლემა. აღჭურვას უკვე ფული ჭირდება ამდენად კარგად არის მოსაფიქრებელი რა უნდა იყოს და სად და რა შეიძლება არ იყოს საერთოდ. ამაზე გავლენას ახდენს სასტუმროს ადგილმდებარება, მიზნობრივი სეგმენტი და ა.შ.
შემდეგი საკითხი არის მომსახურების სისრულე, ანუ სპექტრი რომელსაც სასტუმრო სთავაზობს. დაწყებული ტელეფონით შეკვეთიდან დამთავრებული მანქანით მომსახურებმდე ქალაქის შიგნით. აქაც ბერვი შესაძლებლობები არსებობს და კარგად უნდა შერჩევა ისევ და ისევ მიზნობრივი სეგმენტის სპეციფიკის გათვალისწინებით რას უნდა სთავაზობდეს სასტუმრო იმის გარდა რომ საწოლები აქვს ღამის გასათენებლად. იმისათვის რომ კომფორტული იყოს იმ ტიპის კლიენტებისათვის ვისთვისაც მუშაობს.
ამის შემდეგ მოდის უკვე მომსახურების ხარისხი (ეს უკვე ერთ ერთი ყველაზე რთული ამოცანაა), ანუ თანაშრომლები რამდენად მომზადებულები არიან ხარისხიანად გაუწიონ ყველა შეთავაზებული მომსახურება. რამდენად ესმით მომსახურების ხარისხის არსი და მნიშვნელობა, რამდენად იციან როგორ არის უჯობესი მიმართვა, როგორ უნდა მოიქნენე ამა თუ იმ სიტუაციაში.. მოკლედ ეს უკვე მაღალი სირთულის პრობლემაა და შესაბამისად უფრო მაღალი კლასის სასტუმროებში უფრო მაღალ დონეზე მოეთხოვაბა, ხოლო დაბალი კლასის შემთვევაში საკმარისია გაუღიმო კლიენტს გულით, ამომწურავად უპასუხო შეკითხვებზე, და ეცადო მაქსიმალურად დაეხმარო მას ყველა პრობლემის მოგვარებაში, რომელიც ერთი შეხედვით შესაძლოა შენი საქმე საერთოდ არც იყოს.
ამის მერე უკვე მნიშვნელოვანია როგორ არის ინეტრიერი და ექსტერიერი გადაწყვეტილი, რა ხარისხით შესრულებული დაგეგმარებული და ა.შ.. რა ადგილია, რა ეფექტს ახდებს, როგორ გემოვნებით და ფუქნციონალურად არის დაგეგმილი შენობაც და ეზოც.
ამის შემდეგ მნიშვნელოვანია კლიენტებისათვის დამატებითი მცირებიუჯეტინი კმაყოფილების საშუალებები : შოკოლადი ნომერში, საჩუქარი სამახსოვრო წასვილის წინ, ნატურალურთი ღვინო ერთი ჭიქა საჩუქრად სადილზე, გემრიელი, ძალიან გემრიელი საჭმელები. ამას კლინეტები განსაკუთრებით აფასებენ.
და ბოლოს ფასი, რომელიც იმის შესაბამისი უნდა იყოს თუ რა დონეზეა თითოუელი ზემოთ მოცემული საკითი გადაწყვეტილი და ასევე უნდა ითვალისწინებდეს მომხარების შესაძლებლებლობებს და საფასო ქცევის თავისებურებას საერთოდ.
მე მგონი სულ ეს არის.. არც ისე ბევრია, მაგრამ ყველაფერს თავის მნიშვნელობა აქვს. სხვებიც დაამატებენ იმედია მნიშვნელოვან რაღაცეებს,
#9
დაწერილია 09 December, 2009 - 01:13
ისე 5 ვარსკვლავიან სასტუმროსაც შეგიძლია უპოვო უამრავი უარყოფითი, თუ კრიტიკული თვალით შეხედავ. აქ მე ყურადღება გავამახვილე იმ პიროვნებებზეც რომლებსაც ტურისტები ჩამოყავთ, ცდილობენ რაც შეიძლება იაფი ღამის გასათევი იპოვონ, ხოლო ტურისტებს კი სხვა პირობები შესთავაზონ. რა თქმა უნდა, თუ დამპირდები რომ კარგ სასტუმროში მომათავსებ და სინამდვილეში აღმოვჩნდები ჩვეულებრივ ტიპის სახლში; თუ მეტყვი რომ სადილი მზად არის და სინამდვილეში არ დამხვდება, რა თქმა უნდა დიდ უკმაყოფილებას გამოვთქვავ და მოვითხოვ ფასის შესაბამის პირობებს. ყოველეივე ამას ის ტურ კომპანია თუ მასპინძელი ადამიანების ჯგუფი უნდა განაგებდეს და აკონტროლებდეს.
იმ ოჯახს რაც შეეხება, შეიძლება ბევრი არაფერი გააჩნიათ, მაგრამ საუკეთესო ლოგინები, სისუფთავე, უგემრიელესი სადილი და გულთბილი მასპინძლობა ნამდვილად დახვდება ნებისმიერ სტუმნარს. და თუ რამე შეცდომას დაუშვებს უცოდნირობის ან გამოუცდელობის გამო, პატიებაც შეიძლება. ჩემი აზრით ეს ნამდვილად დასაფასებელია. ასეთ ოჯახებისთვის სასარგებლო რჩევებიც არ უნდა დავიშუროთ. სწორედ ეს იყო ამ პოსტის მიზანი. დიდი მადლობა ყველას
Profkurort Ltd
mob 899145168
Tel 311244
www.profkurort.ge
#10
დაწერილია 04 January, 2010 - 17:43
რედაქტორი Aza Mdinaradze, 04 January, 2010 - 17:44.
www.bakuriani.ge
#11
დაწერილია 04 January, 2010 - 18:39
აღარ დავიწყებ იმის ჩამონათვალს, თუ რა მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საოჯახო ტიპის სასტუმრო, ისედაც საკმაოდ ითქვა უკვე ზემოთ. მე ერთს კი დავამატებდი, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მიწევდა ხოლმე ხშირი მგზავრობა და სწორედ საოჯახო ტიპის სასტუმროში ვრჩებოდი და ძალიან კმაყოფილიც ვარ იმ ოჯახით (სისუფთავე, შესაბამისი პირობები). ყოველთვის დიდი სითბო და სიყვარული მოდიოდა მათი მხრიდან და უძვირფასესი ადამიანები შევიძინე, დღემდე გვაქვს ურთიერთობა. თუ ვინმეს დაგჭირდეთ საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩერება ახალციხეში, შემიძლია მათი საკონტაქტო ინფორმაცია მოგცეთ, ნამდვილად არ ინანებთ
#12
დაწერილია 18 May, 2010 - 16:56
აი რა განსახვავებს საოჯახო სასტუმროს სხვა კატეგორიის განთავსების საშუალებებისგან...
#13
დაწერილია 18 May, 2010 - 21:57
რაც შეეხება პირობებს, რა თქმა უნდა პირველ რიგში მომღიმარი მასპინძელის დახვედრა, შემდეგ ლამაზი გარემო, მოვლილი ეზო, "კოხტა" სახლი, ოთახების განლაგება (არ არის სასურველი ბევრი კიბე, ვინაიდან ტურისტების უმრავლესობა მაინც მოხუცები არიან და უჭირთ არბენა-ჩარბენა), სისუფთავე მთელს სახლში, ოთახში ელემენტარული პირობების არსებობა (ლოგინი სწორი და არა ჩასავარდნი, კარადა, ერთი-ორი სკამი, ტუმბო, საკიდი, ნოხი, პირსახოცები, ჭიქა) და ასევე შესაძლებლობის ფარგლებში შარმის მისაცემად ჩამოკიდეთ რამე საინტერესო სურათი, სასურველია ქართული ცხოვრების და ბუნების ამსახველი. დადგით რამე ხელნაკეთი ნივთი, მოკლედ ფანტაზია და მარჯვე ხელები ჩააქსოვეთ.. სველი წერტილი თუნდაც საერთო იყოს, აუცილებლად გამართული უნდა იყოს, წყალი კარგი ცხელი უნდა იყოს და თანაც კარგი სიმძლავრით მოდიოდეს, არსად ჟონავდეს, გუბეები არ დგებოდეს, ასევე უნიტაზიც... ჩამოკიდეთ სარკე, დადეთ საპონი და ეგ არის..
განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა რა თქმა უნდა კვებას, რამით უკმაყოფილო რომ იყვნენ, ბოლო შანსია გემრიელი საჭმლით და ღვინით გამოასწოროთ!!!
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.ge |
ინტერნეტი & IT
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Бизнес Грузия |
მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
მარკეტინგული ბლოგი
PR გიდი
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმიტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტიუძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა
თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

