ნახტომი


თანამედროვე მარკეტინგის მართვა
- - - - -

შ.პ.ს-ს რეგისტრაცია


გამოხმაურებათა რაოდენობა: 7

#1 Giorgi Bochorishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 5 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 September, 2009 - 13:57

მოგესალმებით, მინდა ბიზნესის დაწყება უფრო იმპორტ-ექსპორტის სფეროში, პირველ რიგში გადავწყვიტე ჩამოვაყალიბო შ.პ.ს, რის შემდეგაც ვიფიქრებ საქონლის წარმოებაზე და საქმიანობაზე. მინდა გკითხოთ :
ღირს თუ არა ბისნესის დასაწყებად შ.პ.ს-ს ჩამოყალიბება
1)თუ კარგი იდეაა და სწორად მივდივარ
2)რა არის საჭირო შ.პ.ს-ს რეგისტრაციისათვის, რამდენი ადამიანი, რა დოკუმენტები და რა თანხაა საჭირო აგრეთვე მაინტერესებს რა გადასახდები მექნება გადასახდელი
ძალიან გთხოვთ თუ ვინმემ იცით გამიწიეთ კონსულტაცია და მომწერეთ პირადში

აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 September, 2009 - 15:02

1) ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ შპს დღესდრეობით ყველაზე კარგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა და უმრავლესობაც შპს-ს ფორმით ამჯობინებს საქმიანობას;

2) შპს-ს დაფუძნება შეუძლია 1 პირსაც. მოკლედ:
http://www.mof.ge/de..._id=2094&lang=1
ამ გვერდიდან შეგიძლია ჩამოტვირთო, შპს-ს რეგისტრაციის ფორმა, შეავსო, მიხვიდე ბანკში და გადაიხადო მოსაკრებელი 160 ლარი + 1ლარი ბანკი. ამ ქვითრით და შევსებული ფორმით მიხვიდე გულუას 4 ნომერში საგადასახადოში, მიიტანო ეს ორივე იქვე მოახდენენ რეგისტრაციას და მოგცემენ რეგისტრაციის მოწმობას ან დაგიბარებენ მეორე დღეს, მერე დაწერ წესდებას კრების ოქმს და მიიტან ნოტარიუსთან დასამოწმებლად (თუ შენ ვერ დაწერ ნოტარიუსთან რომ მიხვალ იქ დაგეხმარებიან გარკვეული თანხას გადაგახდევინებენ ბევრს არა) მერე ნოტარიუსი დაგიმოწმებს ამ შენს წსდებას 25-დან 50 ლარამდე ღირს პლიუს წესდების ასლიც უნდა დაამოწმებინო, დაგჭირდება (ეგ გააჩნია რამდენი გვერდიანია იმის მიხედვითაა ფასი 10 ლარზე მეტი არ დაგიჯდება), მიდიხარ შენთვის სასურველ ბანკში, მიგაქვს ეს წესდება და კიდევ რიგი საბუთები (ყველა ბანკს მცირედით მაგრამ მაინც განსხვავებული მოთხოვნები აქვს) და გაგიხსნიან ანგარიშს, მიდიხარ შემდეგ აკეთებ მრგვალ ბეჭედს (სავალდებულო არ არის მაგრამ მაინც ყველას აქვს) 15-30 ლარი დაგიჯდება ეგეც და ფირმა მზადაა, რაც გინდა აკეთე.... :)

3) გადასახადები დამოკიდებულია რა საქმიანობას აპირებ, თუ აქციზური საქონლის შემოტანას აპირებ აქციზიც თუ არა და გადასახდელი გექნება:
საშემოსავლო გადასხადი;
დღგ;
მოგების გადასახადი;
ქონების გადასახადი.

#3 Shalva Mkhatrishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 February, 2010 - 21:30

იმედია არ მიწყენს ავტორი, დამატებითი თემის გახსნას, ჯობია აქ ვიკითხავ. მეც მაქვს რამდენიმე კითხვა ამ პროცესთან დაკავშირებით.

1) ადრე როგორც ვიცი ცალკე სახელმწიფო რეგისტრაცია ჭირდებოდა შპს-ს, ცალკე საგადასახადო. ახლა მგონი ამ ყველაფერს საჯარო რეესტრი აკეთებს. ანუ მხოლოდ საჯარო რეესტრში მივალ და იქ გავაკეთებ ყველაფერს?

2) როგორც ვიცი 160-ის ნაცვლად ახლა 100 ლარი გახდა რეგისტრაციის მოსაკრებელი. და ეს 100 ლარი ბანკში უნდა გადავიხადო თუ თავად საჯარო რეესტრში?

3) ლოგიკურად სტუდენტს უნდა შეეძლოს შპს-ს დაარსება, თუ, რა თქმა უნდა, სრულწლოვანია. და დოკუმენტებში ჩემს, როგორც სტუდენტის, სპეციალობასაც მივუთითებ ალბათ, ხომ? და კიდევ თუ არის შესაძლებელი კაპიტალის წილის მფლობელი (მხოლოდ წილის მფლობელი) იყოს 17 წლის სკოლის მოსწავლე? ანუ პირადობის მოწმობა კი აქვს, მაგრამ 18 წლის ჯერ არ არის.

4) როგორც ვიცი კიდევ, როგორც ასეთი საწესდებო კაპიტალი აღარაა, არის უბრალოდ კაპიტალი (როგორც მეწარმეთა შესახებ კანონში წერია) და კაპიტალის ქვედა ზღვარი აღარ არსებობს, ანუ 200 ლარზე ნაკლებიც შეიძლება იყოს კაპიტალი. ადრე ამ საწესდებო კაპიტალს ბანკში დროებით ანგარიშზე შეიტანდი და საწესდებო კაპიტალის შევსების დამადასტურებელ დოკუმენტს შპს-ს რეგისტრაციისას იყენები. ახლაც ასევეა ზუსტად ეს პროცესი (კაპიტალის შევსების)?

5) უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობას თავად ნოტარიუსი დამიბეჭდავს, ხომ?

წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისათვის :-)

რედაქტორი Shalva Mkhatrishvili, 07 February, 2010 - 21:31.


#4 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 07 February, 2010 - 23:07

Shalva Mkhatrishvili
1) ასეა, 1 იანვრიდან ყველაფერს აკეთებს საჯარო რეესტრი, ამონაწერის ამოღებაც ინტერნეტით შეიძლება

2) საჯარო რეესტრში (100 ლარი და + 1 ლარი მომსახურების)

3) კი ასეა, სრულწლოვანს შეუძლია, რაც შეეხება არასრულწლოვანის მიერ წილის ფლობას, არა მგონია ეს შესაძლებელი იყოს, ამ დროს ჯერ კიდევ მეურვეობის ქვეშ იმყოფება (თუ არ ვცდები) მამამისზე გააფორმოს სჯობს.

4) კაპიტალის ზღვარი არ არსებობს და არც დოკუმენტია სადმე წარსადგენი, თუმცა როგორც წესი შპს წესდებაში წერენ ამას და მერე შესაბამისად ავსებენ, თუმცა ეს შპს-ს შიდა საქმეა.

5) თუ გინდა კი, თუ არადა თავად შეგიძლია შეადგინო, ნოტარიუსი შესაბამისად ანაზღაურებას მოითხოვს ალბათ.


მოკლედ, ახლა ცოტა წესებია შეცვლილი:

1. წესდება უნდა დაამტკიცებინო ნოტარიუსს
2. კრების ოქმი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რომელი დამფუძნებელი რა თანამდებობაზე ინიშნება, როგორ ინიშნება და რა უფლება/მოვალეობები აქვთ, ეს არ არის აუცილებელი (წესით) მაგრამ მაინც მოითხოვენ და ამიტომ წინასწარ დაამტკიცებინე ნოტარიუსში

3. დამფუძნებლების პირადი მონაცემები (სახელი გვარი, საცხოვრებელი ადგილი, პროფესია, წილის რაოდენობა, პირადი ნომერი + ხელმოწერის ნიმუშები ) შეგიძლია ადგილზე დაამოწმებინო - 5 ლარი ღირს (+1 ლარი მომსახურების) ან ნოტარიუსს.
4. მესაკუთრის თანხმობა სადაც იქნება იურიდიული მისამართი (ადგილზე დაამოწმებინებ + ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (აუცილებელი არ არის მაგრამ რომ არ გააჩერონ)) ან ნოტარიუსს ან ადგილზე დაამოწმებინებ.

5. პირადობის ასლები

ამის მერე ინტერნეტში აკონტროლე ხარვეზი არ დაგიდგინდეს რომ დროზე გამოასწორო

რედაქტორი Giorgi Pirtskhalava, 07 February, 2010 - 23:07.

Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#5 Shalva Mkhatrishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 February, 2010 - 00:00

Giorgi Pirtskhalava

ძალიან დიდი მადლობა, გიორგი.
და კიდევ ერთი-ორი კითხვა გამიჩნდა.

1) საჯარო რეესტრის ამონაწერის ამოღება ინტერნეტით როგორ ხდება?
ახლა ვნახე რეესტრის საიტზე, მაგრამ ის მისამართი ვერ ვიპოვე, რომელზეც ვაპირებთ შპს-ს დარეგისტრირებას. რეესტრში მომიწევს ამის გაკეთებაც ალბათ, ხომ?

2) და ვთქვათ წესდებაში დავწერე, რომ კაპიტალი შეადგენს გარკვეულ თანხას, რომლის ესა და ეს წილი ეკუთვნის ვინმე პირს. აჯობებს, რომ საჯარო რეესტრს დავუმტკიცო, რომ ამ თანხის კაპიტალი მართლაც შევავსეთ პარტნიორებმა? ანუ ბანკიდან დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა მივიტანო საჯარო რეესტრში?

რედაქტორი Shalva Mkhatrishvili, 08 February, 2010 - 00:12.


#6 Givi Chikovani

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 36 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 February, 2010 - 16:17

ციტატა

საჯარო რეესტრის ამონაწერის ამოღება ინტერნეტით როგორ ხდება?

https://public.reestri.gov.ge/NAPRWEB/ დანარჩენს ინსტიქტურად მიხვდები.
The Proud Participant of Business Conference

#7 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 February, 2010 - 16:37

Shalva Mkhatrishvili
1) ზემოთ ბმული დადეს, ყველა ვარიანტში იქნება მანდ თქვენი ადგილი, ან მესაკუთრით მოძებნეთ ან მისამართით, ბანკი (სახალხო ბანკი) მაგ მომსახურებაში 5 ლარს აიღებს, არადა უფასოა.

2) არა, საჯარო რეესტრში არაფერი მსგავსის წარდგენა არ მოგეთხოვებათ, ეგ შიდა კომპანიის საქმეა, გარდა ამისა საჯარო რეესტრი არც ჩაიბარებს მაგ დოკუმენტს.
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#8 Shalva Mkhatrishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 February, 2010 - 20:26

Giorgi Pirtskhalava
Givi Chikovani

ძალიან დიდი მადლობა. უკვე დავარეგისტრირე. ბანკის ანგარიში ჯერ არ გამიხსნია. რამდენიმე დღეში ვაპირებ.



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET
ტარიელ ზივზივაძე

განათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad
სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - bstrat

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ინფორმაცია
Бизнес Грузия

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
მარკეტინგი - Marketing.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტი

უძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate



Share