ბოლო რამოდენიმე თვეა [მიუხედავად საჭირო ადგილებში დეტალური ახსნა-განმარტებებისა] კონფერენციაზე გახშირდა იმ რეგისტრაციათა რაოდენობა, რომლებიც მუდმივად იშლებიან ჩემს მიერ. თუ 2 წლის წინ ყოველი 10 წინასწარი რეგისტრაიიდან 2-3 ავტორიზირდებოდა [ანუ კონფერენციის სრულფასოვანი წევრი ხდებოდა], ეხლა უკვე ყოველი 20 წინასწარი რეგისტრაციიდან 1 ან 2 თუ ავტორიზირდება. მწერენ წერილებს თუ რა ხდება, როგორ ხდება და ა.შ. ... ამ თემაში მე ჩამოვწერ რა ხდება და როგორ ხდება, რათა შემდგომში ყველა მას, ვისაც შეკითხვები ექნება, მივაწოდო ამ თემის ბმული ახსნა-განმარტებებითურთ.
1. პირველი ეტაპი ყოველთვის არის ადამიანის მიერ წინასწარი რეგისტრაციის გავლა. სტუმარი უნდა შევიდეს რეგისტრაციის გვერდზე, შეავსოს ყველაფერი ზედმიწევნით ყურადღებით [ყველა ველი უნდა შეივსოს ისე, როგორც მოითხოვება], ამის შემდეგ რეგ. ფორმაში მითითებულ მეილზე ავტომატურად იღებს გადამოწმების მეილს, რომელშიც არსებულ ბმულზე უნდა მოხდეს დაწკაპუნება. ამ გზით დასტურდება, რომ სტუმრის მიერ მითითებული ელ-ფოსტა რეალურია და არა მოგონილი.
2. ორ დღეში ერთხელ მე ვამოწმებ რეგისტრაციებს და ვნახულობ თუ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა. დღეს ორშაბათია და იგივე პროცედურის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 31-მდე წინასწარი რეგისტრაციაა გაკეთებული მხოლოდ გუშინ და გუშინწინ [შაბათ-კვირა]. პლიუს 2 რეგისტრაცია 5 დღის წინანდელი ...
3. მაშინვე ვშლი იმ რეგისტრაციებს, რომსაც ძირითადი ელ-ფოსტის სახით .ru სივრცის მეილბოქსები აქვთ მითითებული. ამ პროცედურის შედეგად 4 წინასწარი რეგისტრაცია წაიშალა და დარჩა 27.
4. შემდეგ გადავავლე თვალი დარჩენილ 27 რეგისტრაციას და ვნახე ორად ორი რეგისტრაცია, რომელთაც ნიკი აქვთ წესების მიხედვით და მეილი აქვთ დადასტურებული. რეგ. ფორმის ნახვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთი არის სტუდენტი, მეორეს კი ფორმაში საჭირო ინფორმაცია არ უწერია [აქვს მხოლოდ უაზრო სიმბოლოები]. რა თქმა უნდა ორივე წაიშალა და დარჩა 25.
შენიშვნა: სტუდენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარეგისტრირებ, თუ ისინი ბიზნეს სკოლიდან არიან ან სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადაში მონაწილეობენ [ან მიუღიათ მონაწილეობა] ან თუ ვიცნობ ან თუ ბიზნეს სკოლიდან არიან, მაგრამ ყველა შემთხვევაში რეგისტრაციის ფორმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა ჰქონდეთ შევსებული.
5. ეხლა გამოვყავი ის წინასწარი რეგისტრაციები, რომლებსაც ელ-ფოსტა არ დაუდასტურებიათ შიგნით არსებულ ბმულზე დაწკაპუნებით. ასეთი არის 11. ვნახე თითოეულის ფორმა ყურადღებით. 5 რეგისტრაცია წაიშალა არასრული/არასწორი და რაც ხშირად ხდება არასერიოზული ინფორმაციის გამო. დარჩა 6, რომელთაც ხელახლა გავუგზავნე ვალიდაციის მეილი. თუ შემდეგ გადამოწმებამდე რომელიმე მათგანი დაადასტურებს თავის ელ-ფოსტას, ისინი გადავლენ შემდეგ ეტაპზე. ვინც არა, ეგრევე წაიშლება.
6. დარჩა 14 რეგისტრაცია, რომელთაც დადასტურებული აქვთ თავიანთი მეილის სინამდვილე. ვხსნი და ვათვალიერებ მათ პროფილებს. ფაქტია, რომ არცერთ მათგანს ნიკად თავისი სახელი და გვარი არ აქვს [ან აქვთ, მაგრამ არასწორად ჩაწერილი]. 14 რეგისტრაციიდან 6 წაიშალა ფორმაში ინფორმაციის არასაკმარისობის გამო. დარჩა 8.
7. ვრეკავ 8 ადამიანთან. ეს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია. თუ სხვამ აიღო ყურმილი ეგრევე ვშლი რეგისტრაციას [ცხადია მანამდე ვეკითხები თუ ვინაა
ამ გადამოწმების დროს დარეგისტრირდა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტი. ყველა მონაცემი ჰქონდა 100% ჩაწერილი. გადავურეკე და გავუკეთე ავტორიზება. მოწესრიგებულ სტუდენტებს პატივს ვცემ ...
რვა რეგისტრაციიდან ზარების განხორციელების პროცესში წავშალე კიდევ ერთი [ფორმის შევსებაში დაშვებული შეცდომების გამო]. დარჩა 7 რეგისტრაცია. 7-ვესთან დარეკვისა და რეგ. ფორმებში მცირე ცვლილებების განხორციელების შემდეგ მე გავააქტიურე 7 რეგისტრაცია.
ანუ 1 საათიანი საქმიანობის შედეგად [ეხლა ამასაც ვწერდი, თორემ ამას 10-15 წუთი უნდა] 32 წინაწარი რეგისტრაციიდან 8 ააქტიურდა, 6 მეილის დადასტურებისათვის მეორე შანსი მიეცა და 18 წაიშალა [32 რეგისტრაციიდან მინდა გითხრათ, რომ 8-ის გააქტიურება ალბათ ამ წლის რეკორდია. ვაღიარებ რომ გამიკვირდა].
თუ შეკითხვები გაქვთ, სიამოვმებით გიპასუხებთ!

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!


