ნახტომი


* * * * * 1 ხმა

გაფრთხილდით! და თავი დაიზღვიეთ ამისგან ...


გამოხმაურებათა რაოდენობა: 68

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 23 September, 2009 - 23:51

მოგესალმებით მეგობრებო,

... და წინასწარვე მინდა გითხრათ, რომ ამ მძიმე თემის დაწერა ჩემთვის არ იყო ადვილი, ისევე როგორც არც თქვენთვის იქნება სასიამოვნო წასაკითხი ...

ჩემი მიზანი არ არის ნიშნის მოგებით საუბარი ... ამიტომ აქ კონკრეტულ სახელებს არ დავწერ
არც წუწუნია ჩემი მიზანი, ამიტომ ვეცდები კონკრეტულად სისაუბრო, ფაქტებით
ჩემი მიზანი აქ დავდო ჩემი კონკრეტული გამოცდილების პროდუქტი, რომელის უბრალოდ ინფორმაციის სახით შეიძლება გამოდგეს როგორც იმ ყველა ადამიანისათვის რომლებიც სადმე სამოგზაუროდ წავა რომელიმე ტუროპერატორის გამოყენებით, ასევე იმ ტუროპერატორებისათვის, რომლებიც ჩვენ [ტურისტებს] (მო)გვემსახურება ... მე აქცენტ შიდა ტურიზმზე გავაკეთებ ... თქვენ კი გთავაზობთ ამით არ შემოიფარგლოთ ...

ასე რომ წაიკითხეთ, გამოთქვით თქვენი აზრი და რაც მთავარია გაითვალისწინეთ, რომ ამათგან მომავალში თავი დაიზღვიოთ!

მაშ ასე ...

დღეს 23 სექტემბერია, ოთხშაბათი
19-20 სექტემბერს [შაბათ-კვირას] მეუღლესთან და მის დაქალთან ერთად წავედით შატილობის დღესასწაულზე. ვერ ვიტყვი, რომ თავგადადებული მოგზაური ვარ ... თუმცა როცა ვახერხებ და მაინტერესებს მივდივარ ... ასე მოხდა ამჯერადაც ... შატილში ნამყოფი არ ვიყავი, ნათიასაც [ჩემს მეუღლეს] აინტერესებდა, დროც მქონდა და ... გადავწყვიტეთ წასვლა ...

რა თქმა უნდა დიდებული ბუნება, საინტერესო საფესტივალო პროგრამა და დაახლოებით 1200-1500 ბარიდან ამოსული კაცი თავად შატილობაზე ამ ორი დღის განმავლობაში მართლაც დასამახსოვრებელი იყო და ამით კმაყოფილიც ვარ ... სიამოვნებით ვათვალიერებ ბუნებაში გადაღებულ, თავაც ციხეების, ღირსშესანიშნაობების სურათებს ... მაგრამ ეგაა და ეგა ... ამით შემოიფარგლება ჩემი ”კმაყოფილება” ... რომელიც 1000% გადაფარა ტუროპერატორის მომსახურებით უკმაყოფილებამ.

ამ თემას ვხსნი 23 სექტემბერს, შატილიდან დაბრუნებიდან 3 დღის შემდეგ ... რატომ? უბრალოდ არ მინდოდა ცხელ გულზე თემის გახსნა, იმიტომ რომ ნამდვილად სხვა ტონალობაში იქნებოდა ბევრი რამ დაწერილი ...

რა არ მომეწონა ტუროპერატორის მომსახურებაში კონკრეტულად?

[ქრონოლოგიურად მოვყვები და დასკვნები თქვენთვის მომინდვია]

ფასის მანიპულაციები.
ტურის თავიდანვე გაცხადებული ფასი იყო 90 ლარი ერთ კაცზე, ხოლო თუ კარავში დაბინავდებოდა ადამიანი მაშინ იქნებოდა 13 ლარით ნაკლები. ანუ 90 ლარი უნდა ყოფილიყო ე.წ. გესთჰაუსში, 77 კი კარავში. ფასთან დაკავშირებული მომენტები ჩემი მოგონილი არ არის, ეს ინფორმაცია აქვე დევს კონფერენციაზე ... მას შემდეგ რაც ტურის ორგანიზატორს შევუთანხმდით, რომ 3 ადამიანს გვაინტერესებდა წასვლა და უკვე მრავალი დეტალიც მიმოხილული გვქონდა საბოლოოდ დაზუსტების მიზნით გადავედით ფასზე ... ახალი ფასი აღმოჩნდა 90 ლარი კარავში ... და თუ საძილე ტომარა და ე.წ. ”მატრასი” დაგვჭირდებოდა მაშინ +5 ლარი ... ამან ცოტა კი გამაკვირვა, მაგრამ რეალურად არც 77 ლარი, არც 90 და არც 95 ლარი არ იყო პრობლემა ... ამიტომ დავყაბულდით ... თუმცა ეს მომენტი იყო პირველი, საიდანაც ნდობამ დაკარგვა დაიწყო ...

ნუ, შაბათ დილით გავედით 6 საათზე ... 15 -მდე ადამიანი ვიყავით ჯგუფში + გიდი და მძღოლები ... ჩავედით შატილში ... მოვძებნეთ ადგილი, გავშალეთ კარვები, მოვწესრიგდით ... გახდა დღის 3 საათი ... გაიშალა სახელდახელო სუფრა და მსუბუქად მივირთვით ... ერთი-ორი სადღეგრძელოც წარმოვთქვით, ერთმანეთი უკეთ გავიცანით და ... ამის შემდეგ გავიშალეთ ... ზოგი მთის დასალაშქრად წავიდა, ზოგიც სასეირნოდ, ზოგიც შეშის მოსამარაგებლად და ა.შ. საღამოს 8 საათი დაითქვა იმისათვის, რომ ისევ შევკრებილიყავით, მწვადი შეგვეწვა და ა.შ. ...

ახალი ხალხის შემომატება, რომლებიც ჩვენს ძირითად ჯგუფს არაფრად აგდებდნენ
8 საათისთვის ნელ ნელა დავიწყეთ შეკრება მაგრამ ამასობაში ჩვენს ჯგუფს თურმე შემოუერთდა კიდევ მამაკაცთა მცირე ჯგუფი [5-7 კაცი], რომლებიც რამდენადაც მივხვდით ჩვენი გიდის მეგობრები აღმოჩნდნენ ... ამის შესახებ კი ჩვენ არაფერი არ ვიცოდით წინასწარ ...

ამ ადამიანებმა ისე რომ ჩვენთვის არაფერი არც აუხსნიათ და არც გიდს ჩვენთვის აფერი გარკვევით არ უთქვამთ დაიწყეს თავის ჭკუაზე ყველაფრის მიწესრიგება. ჩვენმა მძღოლებმა ცეცხლი დაანთეს, იქვე მეც ვიყავი და ცხადია ამ ყველაფერს ვეწრებდი ... 7 საათიანი გზის გავლის შემდეგ უკვე შეთამაშებული ხარ ... ამასობაში ჩვენმა გიდმა სამწვადე გამოიტანა და მისი მომზადება იმ შემოსწრებულ ადამიანებს დაავალა, რომელთაც გულმოდგინედ დაიწყეს საქმის კეთება... ამასობაში დაღამდა კიდეც ... დაბნელდა ... აღმოჩნდა, რომ ფანარი აქვს მხოლოდ 3-4 ადამიანს, რომელთაგან ერთი გიდია, მეორე მე და ა.შ... არადა ნაბიჯს ვერ გადადგამ თუ ფანარი არ გიჭირავს ხელში ... ამან კი გარკვეული უხერხულობები გამოიწვია ...

ეხლა რასაც დავწერ შეიძლება ბევრმა დაწვრილმანებად ჩამითვალოს, მაგრამ მე ფული გადავიხადე იმაში, რომ მომსახურება მივიღო და როცა უკმაყოფილო ვარ სულ არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს ჩემს პრეტენზიებზე ... მაქვს ჩემი აზრი ამის თაობაზე და ვიტყვი ღიად ...

ამ შემოსწრებულმა მამაკაცებმა [მომავალში სპეც.ჯგუფად მოვიხსენიებ], რომელთაგან ერთს ეყო გაგება, რომ გაგვცნობოდა იქ დამხვედრთ [თანაც ისე, თითქოს მისი ვალი გვქონდა], როგორც უკვე ვთქვი ორგანიზება გაუკეთეს მწვადის შეწვას ... გარდა ამისა იქვე მიწაზე გაშალეს სუფრა ... რომელიც მთლიანად შედეგებოდა ჩვენს მიერ შუადღისას მირთმეული საკვების მორჩენილი ნაწილისა და + საერთო მარაგებიდან გადმოღებული საკვებისაგან ... [+ იქვე არსებული ქვებისა და ნაგვისაგან] ... აქვე უნდა აღვნიშნო რომ მწვადის ხორცის რამოდენიმე შამფური არაერთხელ დაეცა ბინზურ მიწაზე, სანამ ხელიდან ხელში გადადიოდა ...

მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე დადგენილი დროისათვის ჩვენი გუნდის წევრებმა დაიგვიანეს ... ნელ-ნელა ვიკრიბებოდით რა ... მაგრამ ამ სპეც.ჯგუფის წევრები ისე იყვნენ მწვადზე აშლილები, რომ როგორც კი შეიწვა უკვე სმა-ჭამაც დაიწყეს ... ვის ახსოვდა გუნდის დანარჩენი წევრები ... ნახევარის კი არ იყო მოსული, რომ აქ უკვე სმა-ჭამა გრიალებდა ...

აქ მცირედს გავჩერდები:
წამოიდგინეთ, რომ თქვენ მსგავს ტურში ხართ, გასული ხართ სასეირნოდ, ბრუნდებით და ხედავთ, რომ თქვენს ”ტერიტორიას”, თქვენს სუფრას თქვენთვის აბსოლუტურად სხვა ადამიანები არიან დაპატრონებული, სვამენ, ჭამენ, არც გახსენებენ და ყურადღებასაც არ გაქცევენ ... როგორი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ? რას იგრძნობდით?


თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ჯერ კიდევ მწვადის შეწვის პროცესში ვიგრძენი, რომ რაღაც აქ ვერ იყო, მაგრამ როცა დავინახე რომ ესენი საერთოდ არავის არაფრად აგდებდნენ და სმა-ჭამა დაიწყეს ჩვენი გიდის მოძებნა მოვინდომა ... სადაა? ... იქვე იყო, მაგრამ ისეთი მთვრალი, რომ ენას ვერ აბრუნებდა პირში ... რაზე უნდა მელაპარაკა ... ავდექი და საერთოდ წამოვედი ... რა თქმა უნდა ლუკმის ჩაუკარებლად ... და არც მეორე დღეს მიჭამია რამე მაგათ ნასუფრალზე და მე მარტო არ ვიყავი ამ ”საქმეში” ... მთელი კვირა დღე არც მომდომებია ჭამა და მერე როგორღაც თბილისში სახლში მივირთვი ...

გარდა მაგისა ეს სპეც ჯგუფი თურმე შეიარაღებული ყოფილა ... დათვრნენ, იარაღის სროლა და ტრიალი დაიწყეს ... მე უკვე მაგ დროს მეძინა, მაგრამ ვისი კარავიც ცეცხლთან ახლოს იყო ისინი ცუდ დღეში ჩავარდნენ ... საბედნიეროდ ფიჭვი მალე იწვის და ცეცხლიც მალე ჩაქრა, თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა ... [ღამე კი სიცივეა], ასე რომ სპეც ჯგფუფიც შეეხიზნა თავის საერთო კარავს ...

ტურის განმავლობაში კვებასთან დაკავშირებული ტყუილი
თავიდანვე განცხადებაშიც ნათქვამი იყო, რომ შაბათ საღამოს ჯგუფის წევრებისათვის იქნებოდა ხევსურული სუფრა: ხინკალი, ლუდი და რამე ... იმდენი გახარება მკითხველს რამდენიც მე ხევსურული არაფერი მინახავს იქ ჩვენი ჯგუფისათვის გაშლილ სუფრაზე ...

ასეთი ტყუილები არ შეიძლება! მენიუც კი წინასწარ უნდა ვიცოდე დეტალურად ...

გიდით დათრობა
ამას კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ... შაბათ საღამოსაც და კვირა საღამოსაც [წამოსვლის დროს] გიდი ისეთი მთვრალი იყო, რომ კომენტარიც კი ზედმეტია ... ესაა ჩვენი ბიზნეს კულტურა ... მე მესმის, რომ ჩვენი გიდი იქაური იყო და ადგილზე ბევრი ნაცნობი და ახლობელი ნახა, მაგრამ ისე ხომ არ შეიძლება რომ ბიზნესი პირადში აურიო? როცა ჯგუფი გყავს და ეს შენი ბიზნესია მას შესაბამისად უნდა მიუდგე ... გვერდზე უნდა გადადო პირადი და იფიქრო ბიზნესზე ... ხოლო თუ ეს სიტუაცია პირადი სიამოვნებისათვის გინდა გამოიყენო ეს იგივეა, რომ უფროსი საკუთარ მდივანს ჟიმავდეს ...

აღარაფერს ვამბობ იმ ტყუილზე რას უკავშირდებოდა ე.წ. კალმახზე ნადირობას, რომელიც უფრო საბავშვო ტყუილს წააგავდა ... ჰო, იმ ორ დღში ბევრი ტყუილი მოვისმინე ...

ჩემთვის ეს მიუღებელია!


გასაკვირი არ უნდა იყოს ალბათ ის, რომ ჩვენი 15 კაციანი ჯგუფის დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა, მე ნუ მკითხავთ ... აბსოლუტურად ყველა იყო უკმაყოფილო, თუმცა ყველამ ვერ გამოხატა ... მე კი უკან დაბრუნების პერიოდში აშკარად მეტყობდა და ყველა ამჩნევდა, რომ სიბრაზეს ძლივს ვიკავებდი ... რა გასაკვირია ... ახლოსაც არ გავკარებივარ იმ საღამოს შემდეგ საერთო სუფრას ... მთელი გზის განლავლობაში ჩვენმა გიდმა რამოდენიმეჯერ სცადა ჩემთან გამოკლაპარაკება, მაგრამ სურვილიც არ მქონდა მელაპარაკა ...

რა თქმა უნდა მეორეჯერ მე იმ კომპანიის მომსახურებით არ ვისარგებლებ - არცერთი პროდუქტით
და რა თქმა უნდა არც სხვას ვურჩევ

იმედია ამ თემას მიიღებთ ისე, როგორც გამიზნულია - ინფორმაცია განსჯისათვის ...

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 23 September, 2009 - 23:52.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 George Xatiashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 137 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 September, 2009 - 00:12

მესმის თქვენი ტარიელ, წარმომიდგენია რა "სასიამოვნოდ" გაატარებდით შაბათ კვირას. იქნებ სახელიც დაწეროთ ბარემ იმ დიდებული ტურისტული კომპანიის თქვენ რომ ასე ძლიერ "გასიამოვნათ". თორემ ხვალ შეიძლება რომელიმე ჩვენთაგანი გაეხვეს ამ მახეში.
შესძლოა კომპანიის მესვეურებმა არც კი იცოდნენ გიდის "ვაჟკაცობის" ამბავი. (ყველა ხომ არ დაპატიჟებს მთელ სამეგობროს შატიობაზე?!).
და თუ გაბედავენ იქნებ ბოდიშიც მოიხადონ "ერთგული" კლიენტების წინაშე?1 (იმედია :) )
ხო მართლა, დიდი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ,ოწოდებისათვის.

#3 Paata Sivsivadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 191 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 September, 2009 - 00:20

erti rame icodet biznesi da saqme qartuli gagebit da tradiciebit aris sul sxva rame... xoda imis droc mova rom aseti biznesmenebi male sufrastan 5 metrshi iqnebian da daelodebian bzvals rodis gadaugdebs vinme...an uketesi xo sheidzleboda vinme iseti jgufshic yofiliyo rom iaragi masac qonoda da daexvrita pad-riad gidistvis da misi megobrebisatvis kojebi...kide aris 1 varianti qartuli tradiciis mixedvit saqme aq gaurchios da 1000 larshi gawewos anu fuli daabrunebinos moraluri zianis miyenebisatvis...mokled es qveyana ar aris es sasiretia...

xo qartvelebs goniat rom momsaxureba romelic moicavs kadrebis filtracias rashi jirdebat ... vercerti biznesmeni ver davainterese am momsaxurebis da saertod fiqroben rom bizness rat unda dacva msoflioshi aprobilebuli metodebit...yvela krutoi bijia da yvelas is akeria pirze rom an kukiis misamsrti icis an yoveltvis am saqmeshi ki ar iyo,quchashi izrdeboda turme.

#4 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 24 September, 2009 - 00:29

ტარიელ, კარგად "გისიამოვნია" აი. დღეს ვაპირებდი შენთვის მეთხოვა შთაბეჭდილებების გაზიარება და თურმე ნუ იტყვი... ძალიან დამწყდა გული რომ ვერ წამოვედი და თურმე რა გამმართლებია? :) . მართლა სამწუხაროა, რომ ასეთი კომპანიები არსებობენ და თან პრეტენზიებსაც გამოთქვამენ. აქ სხვა კომენტარი ვქირრობ ზედმეტია, მხოლოდ მომავლისთვის გასათვალისწინებელი კარგი მაგალითია.
The Proud Participant of Business Conference

#5 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 September, 2009 - 11:24

"ტურისტული კომპანია "რეგვენ ტური" გიწვევთ კალმახებზე სანადიროდ..." თუ წავიკითხე სადმე ასეთი ტექსტი მეცოდინება რომ არ უნდა დავინტერესდე :)
რას ვიზამთ ასეთია დღეს ქართული ტურისტული კომპანიები ;) უნდა ჩამოვიყვანოთ ჩვენც ესპანელები და იტალიელები რომ გვასწავლონ თუ როგორ უნდა ვაკეთოთ ეს ბიზნესი. თავის დროზე არც თურქებმა იცონდენ, მაგრამ ასწავლეს ევროპელებმა და ახლა უკვე ევროპული დონის მომსახურება აქვთ.....

#6 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 September, 2009 - 11:34

ვიცი, ვიზეც არის საუბარი, მაგრამ თავს შევიკავებ...აბსოლუტურად, ტრაგი-კომიკური სიტუაცი წარმოგვიდგინა ბ-მა ტარიელმა...ეს იმას ჰგავს, რასაც მე ადრე ვწერდი ერთ კომპანიაზე...არ მაპატიეს ის, რომ პირდაპირ ვამხილე...მათ შორის ბ-ნი ტარიელიც მსუბუქად მიტევდა...:)...თუ ჩემი არ გჯეროდათ მაშინ, შეიძლება ეჭვიც შემეპაროს თქვენს ნათქვამში....და მოვითხოვო, მეორე მხარის პოზიციის დაფიქსირება, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება არა?...ეს ლოგიკურია მე მგონი...ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, უნდა დასახელდეს ტუროპერატორის ვინაობა(მე ვიცი, მაგრამ არა მაქვს უფლება დავასახელო....) და შესაბამისად მიეცეს მეორე მხარესაც აზრის გამოთქმის საშუალება...თუმცა ტუროპერატორის ხელმძღვანელს ისეადაც უნდა ჰქონდეს ამ პუბლიკაციაზე რეაქცია...მან თუ დუმილი ამჯობინა, ეს უფრო დააზარალებს მის რეპუტაციას...თუ ეყო იმის ვაჯკაცობა, რომ განაცხადოს:,,საქმე ჩემს კომპანიას ეხებაო'' და წარმოადგინოს არგუმენტები, მაშინ შეიძლება ჩვენ თვითონ გამოვიტანოთ საფუძვლიანი დასკვნა...მე არ ვამბობ იმას, რომ დაუჯერებელია ბ-ნი ტარიელის მონათხრობი....არა!...ამას არ ვამბობ, უბრალოდ დამაჯერებლობისათვის მჭირდება სხვათა პირუთვნელი და შეულამაზებელი პოზიციის გაცნობა...ხომ არიან ის ადამიანებიც, ვინც მონაწილეობდნენ ამ ტურში?...შეიძლება ზოგიერთი მათგანი კონფერენციაზეც იყოს დარეგისტრირებული...ჰოდა, გამოთქვან აზრი ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით...ასევე ველოდები ,,ინკოგნიტო'' ტუროპერატორის პატივცემული ხელმძღვანელის რეაქციასაც...აბა ვნახოთ...;)
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#7 Nestan Kikuashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 September, 2009 - 12:35

აუ, როგორ მინდოდა და ვერ წავედი;)
კიდევ კაი:)

#8 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 24 September, 2009 - 13:21

რავი აბა, მე თემა საინფორმაციო დანიშნულებით გავხსენი ... კომპანიის დასახელება ჩემი მიზანი არაა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ სხვაც ბევრია მსგავსი შეცდომების დამშვები კომპანია ... თუ ვინმეს თავისი აზრი აქვს თქვას ... ჩვენთან ერთად იყო კონფერენციელი გიორგი ფირცხალავა. ნახავს ალბათ ამ თემას და იტყვის თავის შთაბეჭდილებას ... გამოხმაურება ასევე შეუძლია მეორე მხარეს ...

ეს თემა იმისათვისაა, რომ შეცდომები გამოსწორდეს და აღარ განმეორდეს ...
სამწუხაროდ სააშკარაოზე გამოტანის გარეშე იშვიათად ხდება შეცდომათა გამოსწორება
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#9 Ana Macharashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 15 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 September, 2009 - 14:08

ქართული ტურისტული კომპანიების ნდობა მართლაც რომ საეჭვოა, ყოველ სიტყვაში ცდილობენ რომ მოგატყვილონ, მომსახურების დონე ხომ საერთოდ დაბალი აქვთ, როგორ უნდათ უცხოელი ტურისტების მოზიდვა ვერ გამიგია, ერთხელ რომ ისრაგებლებს ადამიანი მაგათი მომსახურებით არამგონია მეორედ მაგათ მიაკითხოს ან ვინმეს ურჩიოს :(

რედაქტორი Ana Macharashvili, 24 September, 2009 - 14:10.


#10 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,062 გამოხმაურება
4

დაწერილია 24 September, 2009 - 14:18

იხილე გამოხმაურებაAna Macharashvili, Sep 24/09, 14:08 -ში, განაცხადა:

ქართული ტურისტული კომპანიების ნდობა მართლაც რომ საეჭვოა, ყოველ სიტყვაში ცდილობენ რომ მოგატყვილონ, მომსახურების დონე ხომ საერთოდ დაბალი აქვთ, როგორ უნდათ უცხოელი ტურისტების მოზიდვა ვერ გამიგია, ერთხელ რომ ისრაგებლებს ადამიანი მაგათი მომსახურებით არამგონია მეორედ მაგათ მიაკითხოს ან ვინმეს ურჩიოს :(


ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არა მგონია მთლად გამართლებული იყოს. ყოველ შემთხვევაში ტარიელის მიზანი ეს არ უნდა ყოფილიყო. რატომ გვიყვარს მტკნარად ძახილი, რომ ყველაფერი ქართული ცუდია? ის, რომ ვიღაც არასწორედ იქცევა ან თავის თანამშრომლებს ვერ აკონტორლებს როგოც საჭიროა, ნამდვილად არაა ყოველგვარი ქართულის ნიშანი. ტარიელის მონათხრობი უბრალოდ ყველასათვის ან კარგი მაგალითი ან გასათვალისწინებელია, რომ იგივე აღარ განმეორდეს.
The Proud Participant of Business Conference

#11 Giorgi Khachidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 19 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 September, 2009 - 14:19

მოგესალმებით ყველას!

გამარჯობატთ ბატონო ტარიელ, დიდი მადლობა რეგისტრაციისთვის.

მე ვსწავლობ ტურიზმის პაკულტეტზე და მომავალში თუ საქართველოში ჩამოვედი გპირდებით რომ ბევდად უკეთეს სერვისს შემოგთვაზებთ.

#12 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 September, 2009 - 16:41

გიორგის იმედი გვაქვს
ოღონდ "ლეტ ჩერეზ პიატ" :(

#13 Givi Chikovani

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 36 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 September, 2009 - 18:38

ციტატა

გაითვალისწინეთ, რომ ამათგან მომავალში თავი დაიზღვიოთ!

ბატონო ტარიელ, გასაგებია რომ ეს თემა მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულებით გახსენით მაგრამ მომავალში მათგან თავის დაზღვევა იმ შემთხვევაში მოხდება თუ დადებთ ინფორმაციას ამ კონკრეტული ტურისტული კომპანიის შესახებ. გთხოვთ მოგვახსენოთ, ტუროპერატორის ვინაობა.
The Proud Participant of Business Conference

#14 Gela Gurgenidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 30 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 September, 2009 - 19:39

ტურისტული კომპანიის პასუხისმგებლობა ერთია, მაგრამ სხვა პრობლემაც არის - ხალხში უბრალოდ ბევრია დეგრადირებული.
მათი განათლების ცენზი რამდენიმე სადღეგრძელოს მიმდევრობის დამახსოვრებით ამოიწურება.

ის გიდი შესაძლოა ჩვეულებრივი მსმელი კაცია, მაგრამ საინტერესოა - ვითომ ადვილია ისეთი ადგილობრივის პოვნა, რომელსაც "ძმაბიჭებში ერთი დაშხოშიანი ქეიფი" არ ურჩევნია ყველაფერს და სხვა დანარჩენიდან რამე აინტერესებს. რაღაც არ მგონია.

მასეთები ვრცლად და ბრჯგუდ განგვიმარტავენ, როგორ გვართმევენ მასონები ეროვნებას, მაგრამ თვითონ, ჰიგიენურ მხარეს თავი რომ დავანებოთ, ელემენტარულ წერა-კითხვაშიც ვერ იქნებიან გაწაფული...

ცოტა მწარედ ვამბობ, მაგრამ წარმოვიდგინე იქაური ვითარება და ძალიან აღვშფოთდი. აქ ბიზნესშიც (ტურისტულში) აღარ არის უკვე საქმე. ეს გადაგვარების ერთი კონკრეტული მაგალითია.

#15 Giorgi Putkaradze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 90 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 September, 2009 - 19:43

და რომელი კომპანიაა არ დაიწერება?
POP.GE - გააკეთე რეკლამა ინტერნეტში

#16 Lexo Khubulava

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 251 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 September, 2009 - 22:32

ტარიელ, რესპექტ - რომ ამაზე დაწერე. ასეთები უნდა ითქვას. ბარემ კომპანიაც დაასახელე :(
ლექსო ხუბულავა
დირექტორი
ჯობს.გე
lexo@jobs.ge

#17 Paata Sivsivadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 191 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 September, 2009 - 01:14

მეც იმ აზრზე ვარ რომ უნდა ითქვას...

#18 Maia Maruashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 324 გამოხმაურება
2

დაწერილია 25 September, 2009 - 01:29

ტარიელ, ძალიან ვწუხვარ რომ ასეთ ულამაზეს მხარეში მოგზაურობით უკმაყოფილო დარჩი შენც და ჯგუფის სხვა წევრებიც. კარგად მესმის ამ პოსტის მიზანი - ტუროპერატორებმა უნდა გავახილოთ თვალები და რეალური სურათი შევთავაზოთ მომხმარებელს, გიდებიც შეძლებისდაგვარად უკეთესი მოვიძიოთ. ყველა ის დეტალი, რაც ჩამოთვალე, უნდა გავითვალისწინოთ.

მე არ დავიწყებ ტუროპერატორების გამართლებას, მაგრამ მართლა ძალიან ძნელი აღსაქმელია ყველასთვის (ვინც არ არის ხევსურეთში ნამყოფი) იქაური სერვისი. მე იქ მხოლოდ ლამაზი ბუნება და ულამაზესი კოშკები ვიცი. გიდი, ადგილობრივი მომსახურება და განსაკუთრებით რაიმე დღესასწაულზე ხევსურეთში დასწრება - ჩემთვის მიუღებელია. პირველად რომ ვიმოგზაურე ხევსურეთში, მეც თითქმის იგივე მდგომარეობაში ჩავვარდი (უბრალოდ ჩვენი გიდი არ დამთვრალა) მაგრამ ნიკელის საწოლებზე 2-3 კაცს ერთად გვეძინა ვინაიდან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (კაცმა არ იცის) საძილე ტომრები ჩვენ არ გვქონდა. საკვებთან დაკავშირებით იგივე პრობლემა გვქონდა. ხინკალიც მე ვიძალავე და ვიგაც ქალი ვიპოვე ფული გადავუხადეთ და იმან გაგვიკეთა (საშინელება). ფასი კი საკმად სოლიდური იყო.

თქვენი გიდი საშინლად მოქცეულა - ასეთი რამ მართლა არ მსმენია. შესაძლოა მისი საქციელის შესახებ იმ კომპანიის ხელმძღვანელმა არც იცოდეს. იმედია თავად წაიკითხავს და ეცდება გამოსწორებას.

სამწუხაროდ მეც რამდენჯერმე ვიწვნიე გიდის უხამსი საქციელის გამო დიდი საყვედურები, ამიტომაც ვცდილობ გიდი თავად გამოვცადო და ისე ვანდო მას ტურისტების ბედი (რამდენად კარგად გამომდის ეს ყველაფერი, ნამდვილად არ ვიცი - იმედია ამას ტურისტები შემიფასებენ).

გულახდილად ვიტყვი, ვერც მე და ვერც ბევრი სხვა ტუროპერატორი ვერ შევთავაზებთ მომხმარებელს იმ სერვისს რასაც მოითხოვს. ამას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები (ამის ჩამოთვლას არ დავიწყებ). ყველაზე მთავარი ის არის რომ გვაკლია პროფესიონალიზმი, და ბევრს ამბიცია ახრჩობს და გულგრილად ეკიდება ამ საქმეს: თუ ისტორია ან გზა დანიშნულების პუნქტამდე იცი, ესე იგი მაგარი ხარ და შეგიძლია ტურისტები წაიყვანო. ეს ასე რომ არ არის ყველამ კარგად ვიცით. და კიდევ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი: უგემური "კანფეტი" ლამაზ ქაღალდში ლამაზად არ უნდა შეფუთო. მერე ასეთ გაწბილებას, ყოველთვის ჯობს რეალური სურათის აღწერა (სასტუმრო, ტრანსპორტი, გზა, კვება და ა.შ). გიდზე სიტყვებიც არ მყოფნის - აღშფოთებული ვარ.

მომიტევეთ თუ რამე შეუსაბამო დავწერე ამ პოსტში, მე მინდოდა ჩემი გულისტკივილი გამომეხატა ამ ფაქტის მიმართ.
ძალიან ვწუხვარ, რომ ასე ცუდათ აეწყო თქვენი მოგზაურობა.
Maia Maruashvili

Profkurort Ltd
mob 899145168
Tel 311244
www.profkurort.ge

#19 Giorgi Khachidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 19 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 September, 2009 - 05:31

იხილე გამოხმაურებაZviad Tsagareishvili, Sep 24/09, 13:41 -ში, განაცხადა:

გიორგის იმედი გვაქვს
ოღონდ "ლეტ ჩერეზ პიატ" :D



ხო რა, მაქსიმუმ ეგრე ვვარაუდოფ, მაგრამ მარტო ჩემს იმედზეც ნუ იქნებით, აუცილებლად უნდა გააგრძელოთ მუშაობა რათა მაგ დროისთვის უკეთესი სურათი დამხვდეს ::>: :(

ხო, ისე მართლა ძალიან ბევრი გვაქ სამუშაო ასეთი ნიუანსების გამოსასწორებლად, არ შეიდძლება ამდენი ტყუილის თქმა, არ შეიძლება სამუშაო და პირადი ინტერესები ერთმანეთში აურიოთ.. ყველაზე ძალიან ის არ მომეწონა გიდი რო დამთვრალა, რანაირი სიტუაციაც არ უნდა ყოფილიყო,თუნდაც მთელი ჯგუფი რო დათვრეს ის ფხიზლად უნდა ყოფილიყო, მაქსიმალურად ყურადღებით და ყოველ წამს იმაზე უნდა ფიქრობდეს რითი ასიამოვნოს კლიენტი.

ვიღაც მაგას წაიკითხავდა და იტყოდა, რა ექნა კაცს, კაი მწვადი,კაი ხაჭაპური,კაი ღვინო,კაი ჰაერი და ეგ ყველაფერი ძმაკაცებთან და კარგ ხალხთან ერთად და რიღას ქართველი ხარ არ დალიოო, ხოდა ზუსტათ მაგაზე ვამბობ მე, ბევრი რამე უნდა შეიცვალოს, კაია ბატონო ასე რო გვიყვარს ქარტველებს ქეიფი და დროს ტარება მაგრამ დროა კანონის დაცვა უფრო შევიყვაროთ!



პ.ს. მე არ ვარ მომხრე კომპანიის სახელი დაიწეროს.

რედაქტორი Giorgi Khachidze, 25 September, 2009 - 05:33.


#20 Giorgi Zghuladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 September, 2009 - 08:03

Giorgi Khachidze

ციტატა

პ.ს. მე არ ვარ მომხრე კომპანიის სახელი დაიწეროს.

რატომ ? მასეთ შემთხვევაში არავინ ვართ დაზღვეული, რომ არ ვისარგებლებთ მაგათი სერვისით და იგივე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებით.
მასე დამალვით ის საქმეც არ გამოვა, რომელზეც თავად ამბობ - გააგრძელეთ, უკეთესი სიტუაცია მინდა დამხვდესო.
პირიქით, მე ვფიქრობ აუცილებლად უნდა დაიწეროს ტუროპერატორის სახელი.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share