

გაფრთხილდით! და თავი დაიზღვიეთ ამისგან ...
#21
დაწერილია 25 September, 2009 - 11:11
#22
დაწერილია 25 September, 2009 - 13:16
Giorgi Zghuladze, Sep 25/09, 05:03 -ში, განაცხადა:
რატომ ? მასეთ შემთხვევაში არავინ ვართ დაზღვეული, რომ არ ვისარგებლებთ მაგათი სერვისით და იგივე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებით.
მასე დამალვით ის საქმეც არ გამოვა, რომელზეც თავად ამბობ - გააგრძელეთ, უკეთესი სიტუაცია მინდა დამხვდესო.
პირიქით, მე ვფიქრობ აუცილებლად უნდა დაიწეროს ტუროპერატორის სახელი.
ნუ მე რა თქმა უნდა არ მიგულისხმია რომ უნდა დავმალოთ და ვინმეს ხელი დავაფაროთ, ეს რა თქმა უნდა უარყოფით შედეგს მოგვიტანს,მაგრამ,გამომდინრე ტარიელის პირადი შეხედულებიდან ვფიქრობ რომ მასაც სურს ეს ინფორმაცია აქ დარჩეს როგორც უბრალოდ ინფორმაცია განსჯისთვის.
ხოლო ტარიელს ვურჩევდი აუცილებლად პირადად დარეკოს კომპანიაში ან რეკლამაციის წერილი გაგზავნოს და გასაგებად აუხსნას რომ ასეთი რაღაცეების გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება.
იმედია გაითვალისწინებენ....
#23
დაწერილია 25 September, 2009 - 16:40
#24
დაწერილია 26 September, 2009 - 08:23
ციტატა
ეს პირობა ხომ შეასრულეს
#25
დაწერილია 26 September, 2009 - 14:19
http://tigtours.ucoz.com/index/0-79
სავარაუდოდ როგორც მივხვდი ამაზე უნდა იყოს საუბარი
ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანს წესიერად ბიზნესი ვერ გაუთავისებია და მხოლოდ ერთი დღის დათრობით ცხოვრობს და არ იხედება წინ, თუ რა შედეგი ძეიძლება გამოიღოს ამან.
#26
დაწერილია 27 September, 2009 - 10:44
კონფერენციეზე არსებულ აი ამ თემაში კი ფასთან დაკავშირებით და ა.შ. სხვა რამ არის დაწერილი ... და ეს თემა უფრო ადრე იყო, ვიდრე ზემო ბმულზე დაიდებოდა ინფორმაცია
#27
დაწერილია 27 September, 2009 - 12:15
#28
დაწერილია 28 September, 2009 - 12:17
Ana Macharashvili, Sep 24/09, 13:08 -ში, განაცხადა:

არ შეიძლება ყველა კომპანიის ერთ ქვაბში მოხარშვა,
ძალიან ცუდი რამე მოხდა, იმ კომპანიის თანამშრომლებიც შემოდიან და ხსნიან თემებს აქ და იმედია პასუხს გასცემენ და გამოასწორებენ შემდეგში.
ჩემი გამოცდილებიდან კი რო ვიცოდი რაც იქნებოდა შატილობაზე, ჩემი ჯგუფებს არდოტში გავათენებინე ღამე მურღვა არდოტელის კომპანიაში ძალიან კმაყოფილები იყვნენ ბევრი ხალხს და ხმაურს რომ ავარიდე
#29
დაწერილია 28 September, 2009 - 14:09
Givi Chikovani, Sep 27/09, 12:15 -ში, განაცხადა:
მართალია, მაქედანაც ჩანს რომ სახელდახელოდ შექმნილი ფირმაა... ბოლოს და ბოლოს წელიწადში 30 ლარი უნდა ნორმალურ დომენს....
#30
დაწერილია 28 September, 2009 - 17:22
კურსელებმა გადავწყვიტეთ ყაზბეგში წავსულიყავით,მაგრამ იქიდან გამომდინარე,რომ ორგანიზებისთვის სასირბილოდ არ გვეცალა ერთ-ერთ ტურს მივმართეთ,შევთანხმდით,რომ მარშრუტკით წავიდოდით (სულ 16-17 კაცი მივდიოდით),კვების პრობლემას,გიდს და დუშურ ხინკლებს უკანა გზაზე თვითონ აგვარებდნენ. უნდა წამოსულიყო ერთი მძღოლი, ერთი გიდი და კიდევ ერთი ორგანიზატორი მგონი, მაგრამ რა მოხდა: ექსკურსიის დღეს რომ შევიკრიბეთ აღმოჩნდა,რომ ტურისტულიდან იმდენი ხალხი მოდიოდა,ჩვენ ძლივს ჩავეტიეთ!!!სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ, რომ ჩემი ერთ-ერთი კურსელი ჩადგმულ სკამზე იჯდა..ზურგით!!მათგან წამოვიდნენ გიდი, მძღოლი...მარშრუტკის მფლობელი, მისი ძმაკაცი და კიდევ ვიღაც..რომელიც ორგანიზატორობას იბრალებდა! ჯერ იყო დისკებზე არ გაგვახარეს,წინ ისხდნენ თვითონ და მაღალ ხმაზე არ ავიწევთ, ჩვენ ვწუხდებითო..არადა უკან საერთოდ არაფერი ისმოდა





#31
დაწერილია 28 September, 2009 - 19:32
ციტატა
ეს ხომ მარაზმია. ყოველი მეორე ვისაც უსარგებლია ტურებით, მსგავსი სიტუაციის მომსწრეა. ნუთუ ტუროპერატორები ხალხის დამოკიდებულებას მათ მიმართ ვერ ამჩნევენ?
#32
დაწერილია 28 September, 2009 - 21:40
ტარიაელ აბსოლუტურად მესმის შენი განცდები. წარმომიდგენია "რა დრო გაატარეთ".
დღეს რომ ქართული ბიზნესის გაგბა საგრძნობლად მოიკოჭლებს ფაქტია, მაგრამ ყველას ერთ ტაფაზე მოხრაკვას, მაინც ვერ დავეთანხმები.
გარდა ამისა, მინდა ერთ ფაქტზეც შევაჩერო თქვენი ყურადღება: ჩვენ თვითონაც ხომ არ ვართ დამნაშავეები რაღაცაში? ვგულსიხმობ ჩვენსავე, ქართულ გულუბრყვილობას და ბრმად მიმნდობლობას. ძალიან ბევრი დაიწერა სხვადასხვა სიტუაციებზე, მაგრამ არსად არაა ნახსენები როგორ შეირჩა ესა თუ ის ტურისტული სააგენტო ან სხვა რომელიმე ფირმა? თუნდაც შატილობა ავიღოთ, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ხევსურეთი მთაა და თან ისეთი ადგილი, გულითაც რომ გინდოდეს, ტურს ვერ შეწყვეტ (ელემენტალურად დასაბრუნებელ ტრანსპორტს ვერ იშოვი) და შენდა უნებურად მოგიწევს დაელოდო საერთო ჯგუფთან ერთად დაბრუნებას. ვითომ მიაღებია ასეთ წინადადებაზე მხოლოდ ინტერნეტ განცხადებით და მხოლოდ მიმოწერიტ დათანხმება. იქნებ ჯობდა გაგვეგო ფირმის მისამათი, მივსულიყავით და ელემენტალურად მათი ოფისი გვენახა? გაგვეცნო გიდი და საერთოდ ხალხი, რომელთაც მთაში მივყვებით?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად ვიზიარებ ტარიელის განცდებს და ვეთანხმები მას. ჩემი აზრით, ის ცამდე მართალია. მაგრამ იქნებ მართლაც ჯობს, ჩვენც ცოტა მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ და სხვა თუ არაფერი საკუთარი თავიც და სხვებიც დავიცვათმსგავსი ფირმებისგან თუ სიტუაციებისგან?
რედაქტორი Irakli Dzeria, 28 September, 2009 - 21:43.
#33
დაწერილია 29 September, 2009 - 00:13
ტურისტების უყურადღებობაზე ვერ დაგეთანხმები. ტურისტს უნდა ამა თუ იმ ადგილის მონახულება, არ იცის სად წავიდეს, ან დრო არ აქვს ორგანიზებისთვის და ამიტომ მიმართავს ტურისტულ სააგენტოს. თავის მხრივ ტურსააგენტო ვალდებულია დაუგეგმოს და დეტალურად გააცნოს კონკრეტული ტური. შეცდომებისგან ან რაიმე შემთხვევებისგან არავინ არის დაზღვეული და ყოველთვის ისე არ გამოდის როგორც გინდა, მაგრამ ტურსააგენტოს წარმომადგენელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს რომ მიუხედავად ყველაფრისა ტურისტი კმაყოფილი დარჩეს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ტარიელისა და სალომეს ისტორიებმა გამაოგნა. აქ ვერაფერს მოიმოქმედებდა ვერც ერთი და ვერც მეორე, მხოლოდ ერთი შეეძლოთ: უკვე ჩამოსულებს მიემართათ დირექციისთვის და უკან მოეთხოვათ ის თანხა რაც გადაიხადეს, ვინაიდან ის პირობა ვერ შეასრულა იმ კომპანიამ რაც თავის მომხმარებელს დაპირდა (შეიძლება იუკადრისოთ, მაგრამ ასე თუ არ მოიქცევით, ასეთი შემთხვევები განმეორდება და თანაც უფრო ხშირად).
Profkurort Ltd
mob 899145168
Tel 311244
www.profkurort.ge
#34
დაწერილია 29 September, 2009 - 11:09
სულ, სულ რომ არაფერი ვთქვა ჩაშხამებულ ვიქენდზე, უკმაყოფილებაზე და 2დღიან შიმშილზე
მარტო იმ მთვრალი იარაღებიანი კაცების შემეშინდებოდა საოცრად
მე გასართობად წავიდე, ვენდო ტურისტულს და იქ ასეთი "ექსტრიმი" მომიწყონ შეიძლება ჭკუიდან გადავმდგარიყავი

უნამუსო კომპანია ყოფილა, მეტი რაღა უნდა ითქვას

#35
დაწერილია 29 September, 2009 - 11:20
ციტატა
ჩემი რეაქცია ეს თემაა

ციტატა
ვითომ კონფერენციელებს ზედმეტად ვენდობი?
#36
დაწერილია 29 September, 2009 - 11:28
Tariel Zivzivadze, Sep 29/09, 11:20 -ში, განაცხადა:
აი ძალიან კარგი შეკითხვაა
ამ კონფერენციაზე რომ რეგისტრირდები ადამიანი ინკოგნიოდ ვერ დარჩები
იმდენად ზუსტ და ბევრ ინფორმაციას ტოვებ შენს შესახებ, სახელს, გვარს კომპანიას და ა.შ.
ნუ თუ არ იტყუები რა თქმა უნდა
ხოდა, მიზანი აქ დარეგისტრირების არის ის რომ ყველამ ერთმანეთს გავაცნოთ და მოვაწონოთ ჩვენი კომპანიები
შევიტყოთ ახალი ამბები, ზოგადად სიახლეები და საერთოდაც გვქონდეს ჯანსაღი ბიზნეს კონტაქტები
და ეს ყველაფერი თუ ნდობაზე არ იქნება დამყარებული მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს
ძალიან დასანანია ასეთი მაგალითები
მე პირადად ამ ყველაფერს გავითვალისწინებ დღესვე
#37
დაწერილია 29 September, 2009 - 16:45
საბედნიეროდ(მართალია ცოტა, მაგრამ) არიან საქართველოში ტურისტული კომპანიები,
რომლებმაც უკვე გაიზიარეს ევროპული გამოცდილება და არც თუ ისე ცუდი მომსახურება აქვთ.
აბსოლუტურად მესმის ტარიელის განრისხება. მის ადგილას მე ალბათ იქვე გამოვხატავდი ჩემს უკმაყოფილებას,თანაც ძალიან ცუდად...
ხშირად დამყავს ტურისტები საქართველოში და თურქეთში და ვერ ვიტყვი რომ ,,სუპერ" მომსახურება მაქვს,მაგრამ მსგავსი რამ გამორიცხულია!
ის კი არა და სასტუმროს ნომერში საწოლის ქვეშ ცოტა მტვერი იდო(შეგახსენებთ ეს იყო ტაო-კლარჯეთში 3 ვარსკვლავიან სასტუმროში) და ისეთი სკანდალი ავტეხე მეპატრონესთან მთელი მომსახურე პერსონალი მტვრის ტილოებით და იატაკის ჯოხებით დარბოდა

სხვათაშორის წელს ივლისის თვეში მყავდა წაყვანილი 14 კაციანი ჯგუფი ხევსურეთში და ვფიქრობ ყველა კმაყოფილი დარჩა იმ ხალხის გარდა ვინც კარავში დაძინებას ნაჩვევი არ იყო (თუმცა ეს არჩევანი მათ თვითონ გააკეთეს).
გამგზავრებამდე 1 კვირით ადრე მოვიწვიე ჯგუფის წევრები და ჩავუტარე პატარა ტრენინგი.
მივაწოდე სრული ინფორმაცია:
ტურის მიმართულების,
განრიგის,
კვების,
საჭირო ინვენტარის,
მოსალოდნელი ამინდის და გზის სირთულის შესახებ.
ჯგუფის წევრებმა თავად ამოირჩიეს სამარხვო და არასამარხვო მენიუ კომპანია M ჯგუფის კატალოგიდან(რომელიც იმდენად ნოყიერი და გემრიელი აღმოჩნდა,რომ დარჩენილი საჭმელი საღამოსთვის შემოინახეს)
საღამომდე კარვებიც გაშლილი გვქონდა და სუფრაც გაწყობილი....მწვადი, ხინკალი,ხაჭაპური,სალათები და ა.შ თავისთავად შედიოდა მენიუში.
მოკლედ , მართლა ძალიან ვწუხვარ იმაზე რაც მოხდა, ბოლოს და ბოლოს მაგ გიდის ,,დაუფიქრებელი" საქციელი ხომ
სხვა ქართული ტურისტული კომპანიების იმიჯსაც საფრთეს უქმნის...
#38
დაწერილია 29 September, 2009 - 23:25
ჩემი რეაქცია ეს თემაა

მიუხედავად ყველაფრისა, მე მოვითხოვდი ჩემს თანხას.
შეიძლება გადამეტებული მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს თქვენი უფლებაა. მე ეს გამიკეთებია და ვთვლი რომ სამართლიანად მოვიქეცი. ტყუილი არ შეიძლება!
Profkurort Ltd
mob 899145168
Tel 311244
www.profkurort.ge
#39
დაწერილია 01 October, 2009 - 02:34

რედაქტორი Paata Vardanashvili, 01 October, 2009 - 02:42.
#40
დაწერილია 02 October, 2009 - 00:52
ციტატა
რატომ უნდა ენდო ბრმად? რადგან კანფერენციელია აპრიორში იმას ხომ არ ნიშნავს რომ სანდოა?
ისე კარგი იქნებოდა ტარიელ რომ კონფერენციაზე შემუშავებულიყო რაიმე მექანიზმი, რომლის საშუალებითაც როგორც მინიმუმ ეგეთი ტიპის კომპანიებს გამოვიყვანდით სააშკარაოზე და მაქსიმუმ ხელს შევუწყობდით მართლა კარგ და სანდო კომპანიებს რომ ცნობადობა გაეზარდათ და მეტიც - ჩვენ როცა დაგვჭირდებოდა რაიმე სერვისი კონფერენცია კარგი რეკომენდატორი და გიდი გვეყოლებოდა მასეთ დროს.
ანუ fიდბექების სისტემას ვგულისხმობ...

2 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
