ნახტომი





- - - - -

ტრეინინგები


გამოხმაურებათა რაოდენობა: 16

#1 Nino Absandze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,025 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 October, 2009 - 20:05

ცოტა თავისუფალი დრო გამიჩნდა და მინდა დავამუშოა საინტერესო თემები მარკეინგში და პატარა სალექციო კურსები მოვამზადო. იქნებ მერე სადმე წავიკითხო კიდევაც.


უკვე ჩავუჯექი მარკეტინგის საფუძვლებს.


ჩემი კითხვა ასეთია:

რამდენ საათიანი სალექციო კურსია ყველაზე ოპტიმალური?
www.101.ge

Real Estate Portal

www.nino101.wordpress.com

My Blog

Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge

#2 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 October, 2009 - 21:58

Nino Absandze
დაიც ვერ მივხვდი, შენ უნდა ჩაატარო ლექცია მარკეტინგში? და რა მიღწევები გაქვს რო? ან რა საფუძვლებს ჩაუჯექი? რაღაცა არ ემთხვევა :)
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 17 October, 2009 - 11:40

ციტატა

რამდენ საათიანი სალექციო კურსია ყველაზე ოპტიმალური?

ამ შეკითხვაზე არ არსებობს ცალსახა პასუხი

გააჩნია რა შემთხვევაში ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Guram Khidasheli

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 4 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 October, 2009 - 11:45

ორ საათიანი კურსი საკმარისია დღეში, მაგრამ გირჩევს კარგად დაამუშაო საკითხები, ლექციის მსვლელობისას იმდენი კითხვები წამოვა ვერც წარმოიდგენ :) :)

#5 Natia Bolkvadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 60 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 October, 2009 - 14:14

Nino Absandze

ციტატა

რამდენ საათიანი სალექციო კურსია ყველაზე ოპტიმალური?


თუ პროფესიონალი ხარ ბევრის თქმა მაქსიმუმ 2 საათშიც შეგიძლია

ისე უნდა გადმოსცე სათქმელი რომ მსმენელი არ დაიღალოს და არ მიეცეს "ძილს", ასეთებიც ხდება ხოლმე :)

#6 Inga Potskhishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 314 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 October, 2009 - 16:30

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე - მაქსიმუმ 2 საათი, მერე ძილში ვარდებიან!
GAMMA
Market Measurement&Analysis Group

#7 Nino Absandze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,025 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 October, 2009 - 00:54

იხილე გამოხმაურებაGiorgi Pirtskhalava, Oct 16/09, 17:58 -ში, განაცხადა:

Nino Absandze
დაიც ვერ მივხვდი, შენ უნდა ჩაატარო ლექცია მარკეტინგში? და რა მიღწევები გაქვს რო? ან რა საფუძვლებს ჩაუჯექი? რაღაცა არ ემთხვევა :)


კი მე ვაპირებ ჩატარებას. ადრე ვკითხულობდი .... მერე დრო აღარ მქონდა ... შემოთავაზებები იყო მაგრამ დროს ვერ ვანხულობდი. ჩემ მიღწევებზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდი თუ ჩემს ტრეინინგზე დასწრებას გადაწყვიტავ:) joke

ეხლა დრო მაქვს და გადავწყვიტე კურსი მოვამზადო "მარკეტინგის საფუძვლებში". და ამ თემას ჩავუჯექი ამ მიზნით. დავყავი 10 ბლოკად და დაახლოებით 25 საათიან სალექციო კურსს ვაკეთებ.

1. მარკეტინგის არსი
2. მარკეტინგული სტრატეგიები
3. მარკეტინგული გარემო + კომპანიის შიდა გარემო და swot
4. მომხმარებელი
5. სეგმენტაცია პოზიციონირება
6. კვლევა
7. პროდუქტი, ფასწარმოქმნა დისტრიბუცია
8 -9 მარკეტინგული კომუნიკაცია
10 მარკეტინგული გეგმა
www.101.ge

Real Estate Portal

www.nino101.wordpress.com

My Blog

Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge

#8 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 18 October, 2009 - 22:49

მინიმუმ 1 საათი მაქსიმუმ 3 . შენ რა და როგორ უნდა ჩაატარო ეგ ჯობია შენივე კვლევით ნახო თუ საინტერესო მოსაუბრე ხარ, ცოცხალი მაგალჳთებით კითხვა პასუხები იუმორი წახალისებები შეგიძლია 3 საათიც დაგიჯდებიან. თუ ლექსივით მოყოლას აპირებ 1 მაქსიმუმ საათნახევარი. საინტერესო გასართობ თან პროდუქტიულ ლექციას ყველა უსმენს

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#9 Inga Potskhishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 314 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 October, 2009 - 23:12

ვისზე იქნება გათვლილი ეს ლექციები? - თუ პირდაპირი მნიშვნელობით მარკეტინგის საფუძვლებზეა ლაპარი 25 საათი ცოტაა, მასტერ-კლასისთვის კიდე ბევრია.
GAMMA
Market Measurement&Analysis Group

#10 Anuna Bukia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 61 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 October, 2009 - 03:33

საათზე მართლა ვერ იტყვი რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს.შეიძლება სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდეს მაგრამ აქტიური მუშაობის დროს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ერთ საათზე დიდხანს გაგრძელდება ენერჯაიზერები და ხუთ წუთიანი შესვენებები საჭიროა.ერთიცაა თეორიული და პრაქტიკული კურსი ერთად უნდა იყოს. დღეს უკვე ასეთი ტრენინგებზეა დიდი მოთხოვნა. :( თან პოტენციური მომხმარებელი მსმენელი იმასაც აქცევს ყურადღებას ვინ კითხულობს კურსს, რომელი კომპანიის მარკეტოლოგი. (ფსიქოლოგიური ფაქტორია, ტრენერი ანუ დასაქმებული ნაცნობი ან პოტენციური დამსაქმებელი)

#11 Megi Kurdadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 38 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 October, 2009 - 15:57

მე პირადად ვკითხულობ ლექციებს სხვადასხვა საკითხების შესახებ:

1. ლიდერობა და გუნდში მუშაობა;
2. თანამედროვე სწავლების მეთოდები;
3. ტრეფიკინგი და არალეგალური მიგრაცია.

ამ სამი თემის ირგვლის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მაქვს და ტრენინგების კურსსაც ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს :)

სიამოვნებით ვითანამშრომლებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთანაც.

#12 Marina Nikolashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 27 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 October, 2009 - 17:55

კარგია რომ გაქვთ ლექციების წაკითხვის სურვილი. საინტერესოა თუ არიან ამ ლექციების მოსმენის მსურველები. უფრო და უფრო ძნელდება სამსახურის მოძებნა ან საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ტრეინინგის კურსები კი არა უმაღლეს სასწავლებლებში საფუძვლიანი ცოდნის მიღების კულტურა არ გვაქვს. დიდ გადასახადებს იხდიან და ცოტაა ამ თანხის ღირებულების ცოდნის მიღების მსურველი. ხოლო რაც შეეხება ტრეინინგებს, ვის უნდა ასწავლოთ ლიდერობა ძალიან მაინტერესებს. შეიძლება ვცდები, მაგარამ ქვეყანაში ყველაფერი კომპლექსურად უნდა ვითარდებოდეს, ჯერ უნდა იყოს მოთხოვნა და შემდეგ მიწოდება. აქ გვთავაზობენ დავეუფლოთ ისეთ უნარებს, რომლის გამოყენების პერსპექტივა თითქმის არ არსებობს. თქვენ, ახალგაზრდები რამდენად ახერხებთ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზაციას. იქნებ ამაზე გემსჯელად და ერთობლივად დაგესახათ რაიმე გზები, რომ ცხოვრება შეძლებისდაგვარად საინტერესო გახდეს და თვალი უცხოეთისაკენ არ გეჭიროთ.

#13 Paata Vardanashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 176 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 May, 2011 - 15:41

11 ივნისს ფილიპ კოტლერი ჩამოდის და ტრენინგებს ატარებს, მერე თავის სერთიფიკატებსაც გასცემს
The Best Under the Georgian Sky

www.paata.ge

#14 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 29 May, 2011 - 20:28

მე პირადად დავიწყე იანვრიდან ბაკალავრებისთვის და მაგისტრებისთვის ერთერთ უნივერსიტეტში ონლაინ მარკეტინგის კურსის კითხვა და მიღწეული შედეგის გათვალისწინებით, ალბათ აღარც გავანებებ ამ საქმეს თავს :)

#15 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 30 May, 2011 - 13:21

ყველა სპეცს უნდა ჰქონდეს თავის სფეროში ლექციების ჩატარების გამოცდილება ...
ოღონდ მთლად ამ სფეროში გადავარდანაც არ არის კარგი
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#16 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 30 May, 2011 - 15:24

პაატა, ვის ჩამოყავს და დასწრება როგორ ხდება?

#17 Paata Vardanashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 176 გამოხმაურება
0

დაწერილია 08 June, 2011 - 23:31

სომეხ კოლეგებთან ერთად მოვიწვიეთ
The Best Under the Georgian Sky

www.paata.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share