ნახტომი

თანამედროვე მარკეტინგის მართვა
- - - - -

ამხანაგობები და მათთან დავები

გამოხმაურებათა რაოდენობა: 13

#1 Guga Karanadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 164 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 November, 2009 - 17:13

ამ თემაში ვისაუბროთ ამხანაგობებზე, მათთან დავებზე, თუ ვინმეს გსმენიათ რამე ან პირადად ყოფილხართ ჩართული...

ჩემთვის მაგალითად საინტერესოა რამდენად აქვს დავას აზრი ამხანაგობებთან, რადგან რამდენადაც ვიცი და ჩანს "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" კანონში ლაფსუსებია და დახვეწას ექვემდებარება...

დავუშვათ გავაფორმე ამხანაგობასთან ხელშეკრულება, ამხანაგობამ კი დაარღვია იგი, აზრი აქვს ჩივილს? (არსებობს კრების ოქმი, თავჯდომარის და მდივნის ხელმოწერით (ნოტარიულად დამოწმებული), ასევე ახმანაგობის წევრების ხელმოწერები, იმდენი რამდენიც გადაწყვეტილებისთვის საკმარისია ანუ "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" კანონშია აღნიშნული ან/და ამხანაგობის წესდებაში)
The Proud Participant of Business Conference

აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 02 November, 2009 - 23:08

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონი ამოქმედდა 2007 წლის 1 აგვისტოდან, ვერ ვიტყვით, რომ ბევრი ლაფსუსებია, მაგრამ არის საკითხები, რაც მოსაწსრიგებელია. ყოველ შემთხევაში გააჩნია მაინც კონკრეტულ შემთხვევას.

საინტერესოა, რა ლაფსუსებს გულისხმობთ. ხელშეკრულება იმის ხელშეკრულებაა, რომ ორივე მხარეს გააჩნია ურთიერთ ვალდებულებები და მისი დარღვევის შემთხვევაში პასუხს აგებენ. უფრო მეტიც თუ საკითხი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ეხება, რომლებიც მრავალბინიან სახლებში უძრავი ონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მაშინ მათ მიმართ ვალდებულების შესრულების მოთხოვნა და შემდეგ მისი აღსრულება უფრო პერსპექტიულია ვიდრე ეს სხვა ზოგიერთ შემთხვევაში

#3 Guga Karanadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 164 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 November, 2009 - 01:02

იხილე გამოხმაურებაLevan Jorbenadze, Nov 2/09, 23:08 -ში, განაცხადა:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონი ამოქმედდა 2007 წლის 1 აგვისტოდან, ვერ ვიტყვით, რომ ბევრი ლაფსუსებია, მაგრამ არის საკითხები, რაც მოსაწსრიგებელია. ყოველ შემთხევაში გააჩნია მაინც კონკრეტულ შემთხვევას.

საინტერესოა, რა ლაფსუსებს გულისხმობთ. ხელშეკრულება იმის ხელშეკრულებაა, რომ ორივე მხარეს გააჩნია ურთიერთ ვალდებულებები და მისი დარღვევის შემთხვევაში პასუხს აგებენ. უფრო მეტიც თუ საკითხი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ეხება, რომლებიც მრავალბინიან სახლებში უძრავი ონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მაშინ მათ მიმართ ვალდებულების შესრულების მოთხოვნა და შემდეგ მისი აღსრულება უფრო პერსპექტიულია ვიდრე ეს სხვა ზოგიერთ შემთხვევაში

პრინციპში სერიოზული ლაფსუსები არ არის, მაგრამ მაგალითად, კანონპროექტით არ არის განსაზღვრული იმ ბინათმესაკუთრეთა უფლებები რომლებსაც არ სურთ ამხანაგობაში მონაწილეობა...

სარჩელს რომ მოამზადებ და მაგ კანონპროექტის მუხლებს მიუთითებ, რამდენად სერიოზულად განიხილება აღნიშნული სარჩელი?

რედაქტორი Guga Karanadze, 03 November, 2009 - 01:05.

The Proud Participant of Business Conference

#4 David Goqadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 423 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 November, 2009 - 10:50

გამარჯობათ,
კანონი ბინათმესაკუთრეთა შესახებ თავის დროზე ჩვენმა ასოციაციამ: საქართველოს ურბანისტთა ასოციაციამ დაწერა. სხვაღა შორის ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობები - კონდომინიუმები, პირველად სწორედ ჩვენ შევქმენით (დამნაშავე მე ვერ მხოლოდ . . . . :) .
სხვათა შორის, მანამდე ამხანაგობა კანონით არც იურიდიული პირი იყო და არც კერძო პირი! მეტი პაფსუსი რაღა გინდათ?
ამასთან, როდესაც დაამტკიცა პარლამენტმა ეს კანონი იგი ვეღარ ვიცანი საერთოდ, იმდენად იყო შეცვლილი მისი არსი!
ჩვენს ვარიანტში, მერწმუნეთ, აბსოლუტურად ყველა ნინუანსი იყო გათვალისწინებული!

შემდეგ, ჩემი აზრით, ეს გახდა პიარის ერთ-ერთი ელემენტი. იმედი მაქვს როდესმე მაინც მიიღებს იგი იმ სახეს როგორიც აქვთ სხვა ქვეყნებში.

ახალ კანონში ვერ გეტყვით მაგრამ: თუ ნახევარზე მეტი თანახმაა ამხანაგობის შექმნისა მრავალბინიან სახლში, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იყო ბინის სხვა მესაკუთრეებისა თუ მხვა მფლობელების (დამქირავებელი და ა.შ.) მიერ და შესაბამისად პასუხსაც აგებდა (სახლში ცხოვრობ - მიხედე!).

რომ უჩივლოთ, თუ დააშავეს!!! პასუხიც უნდა აგონ!

გმადლობთ.

P.S. შეგიძლიათ გადახედოთ თემას არქიტექტურის განყოფილებაში კონდომინიუმების შესახებ.
დავით გოქაძე
არქიტექტორი

Mob: 895 335 660
info@urbany.ge
skype: urbany.ge
WWW.URBANY.GE

#5 Guga Karanadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 164 გამოხმაურება
0

დაწერილია 03 November, 2009 - 18:58

იხილე გამოხმაურებაDavid Goqadze, Nov 3/09, 10:50 -ში, განაცხადა:

დღეს რა გაერთიანებაა ამხანაგობა? რა სტატუსი აქვს?
The Proud Participant of Business Conference

#6 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 04 November, 2009 - 00:54

Guga Karanadze

ციტატა

პრინციპში სერიოზული ლაფსუსები არ არის, მაგრამ მაგალითად, კანონპროექტით არ არის განსაზღვრული იმ ბინათმესაკუთრეთა უფლებები რომლებსაც არ სურთ ამხანაგობაში მონაწილეობა...

"იმ ბინათმესაკუთრეთა უფლებები რომლებსაც არ სურთ ამხანაგობაში მონაწილეობა" - ამ საკითხზე არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის სექტემბერის გადაწყვეტილება სადაც სასამართლომ არ სცნო არაკონსტიტუციურად კანონის ის მუხლები, რომელიც გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძვნებისას მასში ასე ვთქვათ ავტომატურად გაერთიანებას. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დასაბუთებული აქვს აგრეთვე სხვა ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობის ანალიზის საფუზველზეც. მოკლედ სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმებით არ ხდება ჩარევა გაერთიანების თავისუფლებაში.

ციტატა

სარჩელს რომ მოამზადებ და მაგ კანონპროექტის მუხლებს მიუთითებ, რამდენად სერიოზულად განიხილება აღნიშნული სარჩელი?

საკმაოდ სერიოზულად

David Goqadze

ციტატა

სხვათა შორის, მანამდე ამხანაგობა კანონით არც იურიდიული პირი იყო და არც კერძო პირი! მეტი პაფსუსი რაღა გინდათ?

ეხლაც იგივეა, იურიდილი პირი ნამდვილად არ არის... სხვანაირად ვერც კერძო სამართლის იურიდიული პირი იქნება და მითუმეტეს ვერც საწარმო...

მანამდე სამოქალაქო კოდექსით იყო მოწესრიგებული. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ კი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები გაუქმდა

#7 Guga Karanadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 164 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 November, 2009 - 03:35

იხილე გამოხმაურებაLevan Jorbenadze, Nov 4/09, 00:54 -ში, განაცხადა:

Guga Karanadze

"იმ ბინათმესაკუთრეთა უფლებები რომლებსაც არ სურთ ამხანაგობაში მონაწილეობა" - ამ საკითხზე არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის სექტემბერის გადაწყვეტილება სადაც სასამართლომ არ სცნო არაკონსტიტუციურად კანონის ის მუხლები, რომელიც გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძვნებისას მასში ასე ვთქვათ ავტომატურად გაერთიანებას. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დასაბუთებული აქვს აგრეთვე სხვა ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობის ანალიზის საფუზველზეც. მოკლედ სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმებით არ ხდება ჩარევა გაერთიანების თავისუფლებაში.

http://www.constcourt.gov.ge/index.php?lan...amp;action=show ამ გადაწყვეტილებაზეა საუბარი? კიდევ ხომ არ იცით რამე სხვა დავა?

ე.ი როგორც ჩანს ამხანაგობასთან საქმის დაჭერა ღირს, თუ ყველაფერი "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" კანონის მიხედვითაა გაკეთებული (ამის დაზუსტება იმიტომ მინდა, რომ სასამართლოში წასვლა აპრიორში მომიწევს)

პ.ს ეხლა სარჩელის იმიტაციას ვაკეთებ მინდა მოქმედ მოსამართლეს ვანახო...

რედაქტორი Guga Karanadze, 04 November, 2009 - 03:43.

The Proud Participant of Business Conference

#8 Guga Karanadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 164 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 November, 2009 - 12:08

იხილე გამოხმაურებაLevan Jorbenadze, Nov 4/09, 00:54 -ში, განაცხადა:

Guga Karanadze

"საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დასაბუთებული აქვს აგრეთვე სხვა ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობის ანალიზის საფუზველზეც. მოკლედ სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმებით არ ხდება ჩარევა გაერთიანების თავისუფლებაში.

ელექტრონული ვერსიები ქართულად თუ არსებობს "ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობის" კერძოდ ამ მიმართულებით?

რედაქტორი Guga Karanadze, 04 November, 2009 - 12:09.

The Proud Participant of Business Conference

#9 Guga Karanadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 164 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 November, 2009 - 11:11

იხილე გამოხმაურებაDavid Goqadze, Nov 3/09, 10:50 -ში, განაცხადა:

მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იყო ბინის სხვა მესაკუთრეებისა თუ მხვა მფლობელების (დამქირავებელი და ა.შ.) მიერ და შესაბამისად პასუხსაც აგებდა (სახლში ცხოვრობ - მიხედე!).

მერე ეს "დემოკრატიულია" ? :)
The Proud Participant of Business Conference

#10 David Goqadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 423 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 November, 2009 - 23:01

მაშინ ერთი შეკითხვა: არის თუ არა უმრავლესობის მიერ მიღებული კანონის შესრულება უმცირესობისათვის? :71.gif

აუცილებელი::))
დავით გოქაძე
არქიტექტორი

Mob: 895 335 660
info@urbany.ge
skype: urbany.ge
WWW.URBANY.GE

#11 Rusudan Pachkoria

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2010 - 19:46

ძვირფასო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ თქვენს კომენტარებს და მოსაზრებებს ქვემოთაღნიშნულთან დაკავშირებით:
დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის (საქართველოს მთავრობა. 2008წ) სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე დევნილთა მფლობალობაში არსებული ფართების მათ საკუთრებაში გადაცემის შემდეგ რეკომენდირებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნა.
საჯარო რეესრტის ამონაწერებში დევნილბს, რომელთაც ფართები "დაუკანონდათ", საკუთრების ფორმაში უწერიათ: თანასაკუთრება.

ამხანაგობები კი. მგონი, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინების მესაკუთრეებისგან დგება.

თანასაკუთრებაში არსებული ბინებით ამხანეგობების შექმნა რამდენად არის შესაბამისობაში

კანონთან?

წინასწარ გიხდით მადლობას გამოხმაურებისთვის!

#12 Tamar Baratashvili

    თამარ ბარათაშვილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 301 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 March, 2010 - 23:44

უაღრესად საინტერესო თემაა, მითუმეტეს ჩემთვის, რადგანაც დედაჩემი ზუსტად ასეთი ამხანაგობის თავმჯდომარეა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. ამ ფრაზიდანაც ნათლად ჩანს, რომ ამ ამხანაგობის წევრი მხოლოდ პრივატიზირებული უძრავი ქონების მესაკუთრე შესაძლებელია გახდეს. ანუ ეს უძრავი ქონება ზუსტად ამ ფიზიკური პირის კერძო საკუთრებაშია.

ასეთ თანასაკუთრებას რაც შეეხება, ნამდვილად პირველად ვხვდები. მაგრამ, რომ დაფიქრდე, შესაძლებელია ასეთი მფლობელობაც. აი თუნდაც ავიღოთ ასეთი მაგალითი: ერთ ბინას ჰყავს ოთხი მფლობელი: ორი მეუღლე და მათი ორი შვილი. ესეც ხომ თანასაკუთრება გამოდის? თუ რაღაცას ვურევ?
მაგრამ დევნილებს რაც შეეხება, ეს თანასაკუთრება ვის შორისაა განაწილებული?
Tamar Baratashvili
International Black Sea University
Business administration, Junior
baratashvili.tamar@gmail.com
+995 93 980760
Event-Lenta | ივენტ-ლენტა
პირველი ქართული HR ბლოგი

#13 Rusudan Pachkoria

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 3 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 March, 2010 - 16:50

დევნილებთნ მიმართებაში საქმე უფრო რთულადაა. კოლექტიური ცენტრის შენობაში დევნილის ოჯახის მფლობელობაში არსებული ფართი დევნილს საკუთრებაში გადაეცემა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დევნილის ოჯახის "უფროს" წევრთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი ვალდებულებას იღებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს ოჯახის დანარჩენი წევრები. თანემესაკუთრედ ცხადდება ხელმომწერი დევნილი, დანარჩენებზე საერთოდ არ არის საუბარი. მრავალბინიანი სახლი, რომელიც კოლექტიური ცენტრი იყო, დევნილთა რამდენიმე ოჯახის თანასაკუთრება ხდება, ანუ თანასაკუთრება დევნილთა რამდენიმე ოჯახს შორის არის გადანაწილებული, ამ ოჯახებიდან თითო წევრი ( ხელშეკრულების მიხედვით"მყიდველი") არის თანამესაკუთრე. . .

#14 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 757 გამოხმაურება
4

დაწერილია 30 March, 2010 - 22:36

ციტატა

საჯარო რეესრტის ამონაწერებში დევნილბს, რომელთაც ფართები "დაუკანონდათ", საკუთრების ფორმაში უწერიათ: თანასაკუთრება.

არ უნდა იყოს თანასაკუთრება. თუ ოჯახის რამოდენიმე წევრს გადაეცა ფართი ამ შემთხვევაში ისინი რა თქმა უნდა თანამესაკუთრეებად ჩაითვლებიან.

დევნილებისათვის ფართების გადაცემა ინდივიდუალურ საკუთრებაში ხდება პირდაპირი მიყიდვის წესით.

იმ შემთხვევაშიც თუ ასეთ ხარვეზი სადმე აღმოჩნდა უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს შეუძლიათ გაემიჯნონ ერთმანეთს და გახდნენ კონკრეტული ფართის ინდივიდუალური მესაკუთრეები

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET
ტარიელ ზივზივაძე

განათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad
სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - bstrat

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ინფორმაცია
Бизнес Грузия

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
მარკეტინგი - Marketing.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტი

უძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate

Share