მინდა განვიხილო თქვენთან ერთად ერთი საკითხი ე.წ. " საიტზე ტრაფიკის გაზრდის შემოთავაზებები". ჩვენ, ყველას ხშირად გვთავაზობენ უნიკალური ვიზიტორების რიცხვისა და საიტის რეიტინგის გაზრდას ზოგჯერ საიტებზე ბანერებისა და რეკლამის განთავსების მეშვეობით, ზოგჯერ პირადაპირ კლიკებში კონკრეტული თანხის გადახდის სანაცვლოდ და ასე შემდეგ. მინდა ცოტა ღრმად ჩავწვდე ამ საკითხს, ვინაიდან მართლა ვზრუნავთ საიტზე დამსწრეთა რაოდენობის გაზრდაზე, ვცდილობთ განვათავსოთ ბანერები ისეთ საიტებზე, რომლებსაც ჩვენი პოტენციური მომხმარებლები სტუმრობენ, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს ციფრები იყოს ფიქტიური ანუ ხელოვნური, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ მშრალი ციფრებით არ ვართ დაინტერესებულები და გვინდა საიტმა რეალურად გაზარდოს ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა.
ამასთან დაკავშირებით გამიჩნდა ვარაუდი, რომ ზოგიერთ საიტზე განთავსებული ბანერი, მხოლოდ ხელოვნურად მიმატებს უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობას და ეს მაჩვენებელი არ შეესაბამება რეალურად დაინტერესებულ ვიზიტორებს, მიზნობრივ აუდიტორიას. და აი საიდან გაჩნდა ეს მოსაზრება: საიტზე მიყენია ტოპ.გე-ს ქაუნთერი, როდესაც ვაკვირდები სტატისტიკას, ყველაფერი ნორმალურად და ბუნებრივად გამოიყურება გარდა ერთისა-შემოსვლები ერთ-ერთი საიტიდან, რომელზეც განთავსებული მაქვს ერთ-ერთი ბანერი(დავიცავ ეთიკას და არ დავასახელებ ამ საიტს).
საქმე იმაშია, რომ საერთო ჯამში ამ საიტიდან ყველაზე დიდი შემოსვლა ფიქსირდება დღე-ღამის განმავლობაში, თუმცა არის ერთი დამაფიქრებელი მომენტი: ნახევარი დღე ამ საიტიდან საერთოდ არ არის შემოსვლები, მერე უცებ, შუადღის მერე სტატისტიკაში ჩნდება საკმაოდ დიდი შემოსვლა ამ საიტიდან, რომელიც დღის ბოლომდე აღარ იცვლება, ერთიც კი არ ემატება. რა ხდება? იქნებ თქვენი აზრიც გამიზიაროთ, მე პირადად უკვე ვფიქრობ, რომ ეს "ხელოვნური კლიკებია" და არა რეალური კლიენტების შემოსვლები. როდესაც ამ საიტის ადმინისტრატორს ვკითხე რატომ ხდება ასე-თქო მიპასუხა, რომ ტოპ.გე აგვიანებს დაფიქსირებასო, მაგრამ იმას რაღა ვუყოთ, ერთხელ აფიქსირებს დღეში და მეტი აღარ იცვლება? ან სხვა საიტებიდან თითოეულ შემოსვლას თუ რეალურად აფიქსირებს დღის ნებისმიერ დროს, რაც აგრეთვე გადავამოწმე, მაშინ ამათ რა ჭირთ.
ერთის მხრივ ხელს ჩავიქნევდი და ვიფიქრებდი, რომ თანხას ტყუილად არ ვიხდი ბანერში, რეიტინგს ხომ მიმატებს და რაში მაინტერესებს, მაგრამ მე არ ვარ დაინტერესებული მშრალი ტრაფიკით იმიტომ რომ, ჩემს ტრაფიკს არ ვიყენებ სხვების რეკლამის მოსაზიდად და შესაბამისად არც შემოსავალი არ მაქვს სხვების რეკლამის განთავსებიდან ჩემს საიტზე. რას ფიქრობთ ამაზე, გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, და მოვისმენთ თქვენს შემოთავაზებებსაც ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ჩვენს საიტზე პოტეციური მომხმარებლების, მიზნობრივი აუდიტორიის შემოსვლები.
და კიდევ, არ მინდა ისე გამიგონ, რომ "კლიკების ბიზნესი"-ს წინააღმდეგი ვარ, ზოგს ასე აწყობს, ზოგს ისე, ზოგს უბრალოდ ციფრები აინტერესებს და რაც მეტი "კლიკი" ექნება საიტზე უფრო კმაყოფილი იქნება, ზოგსაც რეალური მიზნობრივი დასწრება აინტერესებს, ყოველ შემთხვევაში ყველას თავისი კლიენტი ყავს, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს თავის საქმეში, მაგრამ ეს თემა იმიტომ წამოვწიე და თქვენი აზრიც იმიტომ მაინტერესებს, რომ გვინდა ფული რეალურ რეკლამაში დავხარჯოთ და ჰაერს არ გავატანოთ ხელოვნურ "კლიკებში"
P.s. ბატონო ტარიელ თქვენი მოსაზრებაც მაინტერესებს ძალიან ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ვიცი რომ საკმაოდ კომპეტენტური ბრძანდებით ამ საკითხში
რედაქტორი Tariel Zivzivadze, 20 January, 2010 - 11:41.

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!


