ნახტომი


თანამედროვე მარკეტინგის მართვა
- - - - -

თაფლი, სანთელი, ფუტკარი


გამოხმაურებათა რაოდენობა: 12

#1 Guram Shvangiradze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 January, 2010 - 16:32

მოგესალმებით,

მინდა შემოგთავაზოთ ჩემი პროდუქტი:
გამოქვეყნებული სურათი

- თაფლი (აკაციის(მაისის), წაბლის, ცაცხვის, ფიჭიანი თაფლი)
- სანთელი
- ფუტკარი (ნაყარი ოჯახები, ძირი ოჯახები)
- დინდგელი
- დედა ფუტკარი

და სხვა ფუტკრის ნაწარმი..

ფუტკრის ძირითადი ნაწილი იმყოფება წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურში დანარჩენი კი მომთაბარე რეჟიმზეა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარა-გურიის სოფლებში.
ფუტკარს უვლის საქართველოს მეფუტკრეობის სახალხო უნივერსიტეტის პრორექტორი - მამია შვანგირაძე.

გამოქვეყნებული სურათი
მე ვარ მისი შვილი, დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნეს სკოლის (CU - CSB) ფინანსების სპეციალობა და ასევე გავლილი მაქვს მეფუტკრეობის სრული თეორიული და პრაქტიკული კურსი და გახლავართ დიპლომირებული მეფუტკრე.
ყოველ წელს ფუტკრის დახილვის (თაფლის ამოღების) პროცესში პირადად ვმონაწილეობ და მინდა შემოგთავაზოთ ნატურალური, მაღალი ხარისხის პროდუქტი დაბალ ფასებში:

აკაციის თაფლი (ეგრწ. "მაისის თაფლი", "თეთრი თაფლი") - 1 კგ --> 10 ლ

წაბლის თაფლი (ცაცხვისა და სხვა კრისტალირებადი ნექტრის დაბალი კონცენტრაციით, რის გამოც კრისტალირების(ეგრწ. "დაშაქრების") ალბათობა დაბალია) - 1 კგ --> 10 ლ

სანთელი - 1 კგ - 22 ლარი

ასევე ფუტკრის ნაყარი და ძირი ოჯახები - ფასი შეთანხმებისამებრ

ასევე, სურვილისამებრ შემიძლია ჩავაყენო მამაჩემი საქმის ყურში და მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თქვენ კითხვაზე ამ თემაშვე მოგაწოდოთ მისი კომპეტენტური აზრი.

გასაყიდი თაფლის რაოდენობა დიდია, ამიტომ განსაკუთრებული ფასდაკლება არის განსაზღვრული დიდი რაოდენობის თაფლის შემძენთათვის.

და ბოლოს საკონტაქტო ინფორმცია:

ქ. თბილისი, ზაქარია ქურდიანის ქ. # 24, მობ: 897 55 11 04, (იკითხეთ გურამი)


თანაც მინდა მათ ვისაც ბიზნეს იდეების დაფინანსების საშუალება და სურვილი აქვთ შევთავაზო თაფლის დაფასოება და ადგილობრივ და საზღვარგარეთის ბაზარზე გატანა. ბიზნესი მომგებიანი უნდა იყოს, თუმცა ძირითადი პრობლემა არის კონსიგნაციაზე მუშაობის აუცილებლობა, რაც საკმაოდ დიდ საწყის კაპიტალს ითხოვს..

თუ ვინმეს აქვს საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყანაში საბითუმო ხაზები, შემიძლია დიდი პარტიის კლიენტის შემოთავაზებელი ბიზნეს-პარტნიორად გავიხადო, რაც თავისთავად ახეირებს ორივე მხარეს :)



ქვემოთ მიბმულ ფაილში არის დოკუმენტი, სადაც თაფლის, დინდგელის, ფუტკრის რძისა და სხვა ფუტკრის ნაწარმის სამკურნალო და სასარგებლო თვისებებია განხილული:

თაფლი:
>>თაფლის სამკურნალო თვისებები
_____თაფლის ფიზიკური თვისებები
_____თაფლის ქიმიური შემადგენლობა
_____თაფლის ბაქტერიციდული თვისებები
_____თაფლის დიეტური და კვებითი მნიშვნელობა
>>დოზები და მიღების წესი
_____თაფლის მოქმედება კუჭ-ნაწლავზე და ღვიძლზე
_____თაფლის გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს
_____თაფლის გამოყენება სხვადასხვა დაავადებების დროს
>>თაფლის შენახვა

დინდგელი:
_____დინდგელის შემადგენლობა
_____დინდგელის წყალხსნარის მომზადება
_____ინდგელის სპირტიანი ექსტრაქტის მომზადება
_____დინდგელის მალამოს მომზადება
_____დინდგელის მაზი დამზადებული მცენარეულ ზეთზე
_____დინდგელის გამოყენება კოჭრის (მაზოლის) მოსაცილებლად
_____გრიპის და ანგინის დროს
_____კბილის ტკივილის დროს
_____ფურუნკულების დროს
_____კანის სოკოვანი დაავადების დროს
_____დინდგელის მაზის მომზადება და გამოყენება დამვწრობის დროს
_____დინდგელიანი სანთლები პროსტატის დროს

ფუტკრის რძე:
_____ფუტკრის რძის შემადგენლობა
_____ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებების ბიოლოგიური საფუძველი
_____ფუტკრის რძის ფარმაკოლოგიური მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
_____ფუტკრის რძის გამოყენება დაავადებათა სამკურნალოდ
_____ფუტკრის რძის მიღემის პროფილაქტიკური დოზის შესახებ
_____შენახვის პირობები და უკუჩვენება

ჩამოქაჩეთ

აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Dima Janashia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 70 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 January, 2010 - 00:59

მე მაქვს ერთი კითხვა თაფლის დაშაქრებასთან დაკავშირებით, როგორ შიძლება თავიდან ავიცილოთ დაშაქრება და რა იწვწვს ან ხომ არ მიუთითებს თაფლის დაბალ ხარისხზე?
Dima Janashia
Business Development Manager
JSC KOR STANDARD BANK
43 Chavchavadze Ave. Tbilisi 0162
Tel: (995 32) 507700
www.korstandardbank.com

#3 Guram Shvangiradze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 January, 2010 - 01:15

პირიქით, თაფლის დაშაქრება მისი მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. დაშაქრებული თაფლის შეთბობა საკმარისია მისი პირვანდელი ფორმის დასაბრუნებლად, თუმცა იგი ადრე თუ გვიან მაინც დაშაქრდება..
ყველა ტიპის თაფლი არ შაქრდება.. მაგალითისთვის აკაციის თალი წლების მანძილზე არ შაქრდება, რაც გამოწვეულია კაციის ყვავილის ნექტრის თვისებებით, მაშინ როცა ცაცხვის ნექტრისგან აღებული თალი მალე შაქრდება, და რადგან წაბლის ყვავილის ღალის პერიოდი თანაიკვეთება ცაცხვის ყვავილობის პერიოდთან, ხშირად იმ ადგილებზე სადაც ორივე მცენარე გვხვდება, თაფლიც ნარევი გამოდის, ამ შემთხვევაში კი დაშაქრება მით უფრო მალე მოხდება რაც უფრო მაღალია დაშაქრებადი თაფლის კონცენტრაცია მთლიან წონაში. შესაბამისად საქართველოს პირობებში წაბლის თაფლიც ადრე თუ გვიან დაშაქრდება, რადგან ცაცხვის (და სხვა დაშაქრებადი თაფლის) რაღაც კონცენტრაციას მაინც შეიცავს.

ჩემი წაბლის თაფლი ძალიან დაბალ კონცენტრაციას შეიცავს ცაცხვის თალისა, რაც ხელს უშლის მის კრისტალიზაციას(დაშაქრებას).


თუმცა ვიმეორებ: დაშაქრებული თალი იგივე მინარევებს შეიცავს და ისევე მარგებელია, როგორც დაუშაქრებელი და დაიმახსოვრეთ რომ ნაჩალიჩარი თაფლი არ შაქრდება, შაქრდება მხოლოდ ნატურალური თაფლი (თუ შესაბამის ღალაზეა აღებული)!!!!

#4 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება
0

დაწერილია 25 January, 2010 - 13:26

აღფრთოვანებული ვარ თქვენი შემოთავაზებით...
თბილისში თაფლი არ იშოვება, ანუ ნამდვილი არაფალსიფიცირებული თაფლის ყიდვა პრობლემაა..
ძირითადად ვაკითხავ ეკლესიას არაფალსიფიცირებული თაფლის საყიდლა.. აქაც მქონდა პრობლემა, რადგან იქაც ფალსიფიცირებული შემხვდა..
ამიტომ საპატრაირქოში ვიყიდე ამ ბოლო ყიდვაზე...
ნორმალურ ფასში და ხარისხის შენარჩუნებით მართლაც დიდი ბაზარია საქართველოში ნატურალური თაფლისათვის...
ამ სიტუაციაში, როგორც მომხმარებელი ვისარგებლებ.
საწუხაროდ თქვენს ბიზნესში ვერ ჩავერთვები დროის დეფიციტის გამო... თუმცა ძალიან მიმზიდველია...

#5 Beka Gonashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 41 გამოხმაურება
1

დაწერილია 26 January, 2010 - 01:05

გამარჯობათ გურამ, ზუსტად ეს ბოლო რამდენიმე დღეა დავინტერესდი მეფუტკრეობით ძალიან და რაც მაინტერესებს პირველ რიგში, როგორ შემილია ამ თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლა? (სამწუხაროდ აქამდე მინიმალური შეხება მქონია მხოლოს თაფლთან და ფუტკართან)

ასევე რა ღირს ერთი ოჯახი ფუტკრის შეძენა რომ მინდოდეს?

#6 Guram Shvangiradze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 January, 2010 - 14:31

მამაჩემი როგორც ზემოთ უკვე მოგახსენე არის საქართველოს მეფუტკრეობის სახალხო უნივერსიტეტის პრორექტორი და რამოდენიმე ჯგუფს უკითხავს ლექციებს ქ. წყალტუბოში.
ლექციების თეორიულ კურსთან ერთად სტუდენტები გადიან პრაქტიკულ მეცადინეობებს.

შემიიძლია დაგიდგინო თბილისში შესაბამისი კურსების კოორდინატები :))


ახლა რაც შეეხება ფასებს:

ნაყარი ოჯახი:

ზომა - 4 ან 5 ჩარჩოზე (მოლაპარაკებისამებრ)
დედა - ახალი გამოყვანილი (პირველ წელზე)
ჯიში - მთის რუხი ფუტკარი, აფხაზურ-მეგრული ჯიშის
დრო: - ნაყარი ცხადია ზამთარში ვერ შეიქმნება, შესაბამისად მარტი, აპრილი, მაისი ..
თავისი სამყოფი თაფლითა და ბარტყით..

ფასი: 80 ლარი

ძირი ოჯახი:

ზომა - 12 ჩარჩოზე
დედა - ახალი გამოყვანილი (ყოველ წელს უცვლის ხოლმე მამაჩემი, იმისათვის რომ ფუტკარი ძლიერი დედით შეხვდეს გაზაფხულს)
ჯიში - მთის რუხი ფუტკარი, აფხაზურ-მეგრული ჯიშის
დრო - ნებისმიერ დროს, თუნდაც ხვალვე
თაფლი: - ძირ ოჯახს მოყვება 20-25 კილო თაფლი

ფასი: 250 ლარი

შესაძლებელია ჩამოტანითაც და ადგილზე აღებითაც (ორივე შემთხვევაში რეკომენდირებულია მყიდველის მიერ ფუტკრის ადგილზე დათვარიელება, რათა დარწმუნდეს მის სიძლიერეში)
კიდევ ერთი ფაქტი: დედა ფუტკრები განსაკუთრებული გადარჩევის გზით გამოიყვანება, რაც უფრო მეტ და ხარისხიან კვერცხისდებას უზრუნველყოფს, რაც ერთერთი უმთავრესია ღალიანობის პერიოდში.

#7 Beka Gonashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 41 გამოხმაურება
1

დაწერილია 26 January, 2010 - 23:03

შეგიძლია თბილისში მაგ ლექციების შესახებ გამიკვიო?

#8 Guram Shvangiradze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 January, 2010 - 23:21

იპოდრომთან, ბენზინგასამართი სადგურის გვერდით არის მეფუტკრეობის სამმართველო სადაც მეორე სართულზე შეგიძლია იკითხო ვენერა სტეფანიშვილი. ის გახლავთ მეფუტკრეობის სახალხო უნივერსიტეტის რექტორი და ლექციებს კითხულობს თბილისში. პარასკეობით არის ხოლმე ადგილზე, ასე, რომ წარმატებები..

#9 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,542 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 January, 2010 - 19:09

მოვიხიბლე თქვენი საქმიანობით...მართლაც მნიშვნელოვანი და ეროვნული საქმეა...დამაინტერესა თქვენმა ბიზნეს-წინადადებამ...ალბათ, გექნებათ ფინანსური გათვლები და რა საწყის კაპიტალზეა საუბარი?...სიმართლე გითხრათ, ამაზე მიფიქრია და სწორი ბიზნეს-გეგმის შემთხვევაში, კარგი პერსპექტივა უჩანს...თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ ვიღაცა აკეთებს მე მგონი თაფლის გადამამუშავებელ ქარხანას...ადრე წავიკითხე ამაზე ინფორმაცია...ეს არ უშლის ხელს ამ საქმის განვითარებას, თუ ყველაფერი სწორად იქნება გათვლილი და უცხოეთის ბაზრებზე გავა პროდუქცია...საქართველოს ბაზარიც ასათვისებელია...ბიზნეს-გეგმაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უნდა იყოს მარკეტინგული სტრატეგია...პროდუქტი უნდა გახადო ბრენდი...ეს ძალიან ფაქიზი სამუშაოა და ბრენდინგის ყველა ნიუანსის გათვალისწინებას გულისხმობს...მთავარია, მომხმარებელმა შეიყვაროს პროდუქტი...ანუ თქვენს მიერ წარმოებული თაფლი რომ ,,ხარისხიანია'', ეს არ არის საკმარისი...მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს ამაში...ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია ამისი მიღწევა...ზოგადად საქართველოში წარმოებული თაფლისადმი ნდობა პონტენციური მომხმარებლის მხრიდან ძალიან დაბალია...ეს არის უმთავრესი პრობლემა...თუ რა გზებით და როგორ უნდა დაარწმუნო მომხმარებელი...
Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge

#10 Dekanozi Davit Kiknadze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 January, 2010 - 22:00

თუ ვინმეს გსურთ სუფთა სანთელი თავისი სერთიპიკატით დამიკავშირდით.
პატივისცემით

მამა დავითი.

#11 Ivane Nugzarashvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 15 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 January, 2010 - 01:58

გამარჯობათ ბატონო გურამ!

თუ შეგიძლიათ თქვენი პროდუქციის ნიმუშები გამომიგზავნოთ რიგაში?
პროცესის დაჩქარების მიზნით შეგიძლიათ, უბრალოდ ნებისმიერ მგზავრს გამოატანოთ და მე აეროპორტში დავხვდები და გამოვართმევ. ასევე მაინტერესებთ გაქვთ თუ არა რაიმე სერთიფიკატები და მსგავსი დოკუმენტაცია, რომელიც დაგვეხმარება პროდუქციის რეალიზებაში.

გთხოვთ მომწეროთ: info@export-imoprt.ge

ან დამიკავშირდეთ ტელეფონებზე:

+370 68 936155
+371 22 484751
+372 59 223396

რედაქტორი Ivane Nugzarashvili, 30 January, 2010 - 01:59.

პატივისცემით,

My Travel - ტურისტული კომპანია

ტელ:+995 32 423132
მობ: +995 32 155888
მობ: +995 57 363737

www.MyVisa.ge

#12 Jondi Margania

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 55 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 February, 2010 - 16:35

იხილე გამოხმაურებაDekanozi Davit Kiknadze, Jan 29/10, 22:00 -ში, განაცხადა:

თუ ვინმეს გსურთ სუფთა სანთელი თავისი სერთიპიკატით დამიკავშირდით.
პატივისცემით

მამა დავითი.

გამარჯობათ მამაო დავით!
და სერთიფიკატები სადაა აღებული?
პატივისცემით,ჯონდი

#13 Guram Shvangiradze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 9 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 May, 2010 - 15:23

იხილე გამოხმაურებაIvane Nugzarashvili, Jan 30/10, 01:58 -ში, განაცხადა:

გამარჯობათ ბატონო გურამ!

თუ შეგიძლიათ თქვენი პროდუქციის ნიმუშები გამომიგზავნოთ რიგაში?
პროცესის დაჩქარების მიზნით შეგიძლიათ, უბრალოდ ნებისმიერ მგზავრს გამოატანოთ და მე აეროპორტში დავხვდები და გამოვართმევ. ასევე მაინტერესებთ გაქვთ თუ არა რაიმე სერთიფიკატები და მსგავსი დოკუმენტაცია, რომელიც დაგვეხმარება პროდუქციის რეალიზებაში.

გთხოვთ მომწეროთ: info@export-imoprt.ge

ან დამიკავშირდეთ ტელეფონებზე:

+370 68 936155
+371 22 484751
+372 59 223396



ბატონო ივანე, ბოდიშს გიხდით იმისათვის რომ დიდი ხანი ვერ შეგეხმიანეთ.. იმედია თქვენ კვლავ ხართ დაინტერესებული თაფლის ბიზნესით, თუ ასეა, მაშინ გთხოვთ განვიხილოთ შემდეგი ნაბიჯები.

დოკუმენტს რაც შეეხება, შემიძლია გავაკეთო ქართული ხარისხის სერთიფიკატი (საქართველოს ლაბორატორიული გამოკვლევა-დამოწმება), მაგრამ რამდენად ჩაითვლება იგი საკმარისად სხვა ქვეყანაში არ ვიცი (იმ ქვეყნის კანონმდებლობა შეიძლება არ აღიარებდეს არასაერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატებს)



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET
ტარიელ ზივზივაძე

განათლება
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad
სტრატეგიული ბიზნეს სიმულაცია - bstrat

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
SMS ქისა
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ინფორმაცია
Бизнес Грузия

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
პროფკურორტი

უძრავი ქონება
101.ge
Privatservice-Tbilisi Real Estate



Share