ნახტომი



- - - - -

ქალები მოდიან


გამოხმაურებათა რაოდენობა: 28

#21 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 19:08

იხილე გამოხმაურებაLela Ninoshvili, May 27/10, 18:22 -ში, განაცხადა:

დიმიტრი

არ შემიძლია, რომ არ შეგედავო. ქარაფშუტა და ადვილად სამათავ ქალთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო მომგებიანია არა?! საითაც გინდა იქით მომართავ, როცა მამაკაცს წინააღმდეგობას უწევენ არ მოსწონს. მოაზროვნე და წარმატებული ქალი კი, ყოველთვის ცდილობს სხვის ჭკუას არ აყვეს. :D

გიორგი

როგორ ქალბატონებთან მოგწონს ურთიერთობა, რომელთაც ვერანაირ თემაზე ვერ დაელაპარაკები გარდა სამზარეულოს ქვაბების და სადილებისა თუ, რომელთანაც შეგიძლია ყველანაირ ინტელექტუალურ და საქმიან თემებზე ისაუბრო?

მამაკაცს მაშინ ეშინია ქალის, როდესაც უფრო დიდი პეტენციალს ხედავს, ვიდრე მასშია. :D :D

ასეა და რა ვქნა? :D


არ არის აუცილებელი ქალი ბიზნესის ზვიგენი იყოს რომ ლაპარაკი შეეძლოს, თან საქმეზე ლაპარაკი ყოველთვის არ ნიშნავს ინტელექტუალურს, ზოგჯერ სულ პირიქით!

რაც შეეხება წინააღმდეგობის გაწევას, აბა ეგ რათ უნდა იყოს თვითმიზანი? თუ კაცი ქალს ძალადობას არ უპირებს და პირიქით, მოსწონს და ეფერება საერთოდაც არ არის აუცილებელი :P
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#22 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 03 June, 2010 - 01:07

მე არა მგონია, რომ ქალები მოდიან და ეს ახალი დაწყებული პროცესია.
უბრალოდ ერთი ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული - ქალები ჩრდილიდან გამოვიდნენ და კაცებმა გააცნობიერეს, რომ კონკურენტები გამოჩნდნენ, რის შედეგადაც დაიწყო საუბრები ძლერი ქალებზე, რომ ამდენი ზედმეტია, ქალს ქალობა უნდა ქონდეს, კაცს მაინც ვერ მოერევა და ა.შ.
ყოველთვის ესე იყო, რომ ქალები მართავდნენ, ოღონდ კულისებიდან და ნებისმიერი ადამიანი, როცა მას ღიად მართავენ, უბრძანებენ და ა.შ. იწყებს პროტესტის გამოხატვას, და არ სიამოვნებს ეს. ადრე კი ეს ფარულად ხდებოდა და ამიტომ კომფორტის შეგრძნებაც მეტი ქონდათ კაცებს.
მე დროის პრობლემა მაქვს, ვერ ვაძლევ თავს იმის საშუალებას, რომ ცემი დროის ძირითადი ნაწილი დავუთმო სამსახურს და ამიტომ ვთვლი, რომ მეტი შემეძლო.
ღამის პირველი საათია, ნუ მომაქცევთ ყურადრებას.

#23 Lela Ninoshvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 20 გამოხმაურება

დაწერილია 21 June, 2010 - 18:25

თეონა,

მაგ დროს ყველაზე კარაგდ მუშაობს მგონი ტვინი.ღამის 1 საათზე :)

#24 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 01:43

თუ 12 საათზე ხარ ამდგარი კი.
მაგრამ როცა დაღლილი ხარ, მაინცდამიანც ვერ მუშაობს ისე,როგორც დილით.
ისე ეხლა რომ ვნახე ეგ პოსტი, იგივე აზრზე ვრცები. მაგამ უკვე ღამის 2 ხდება :D

#25 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 03:47

მივიხედ-მოვიხედე რა ჩემს ირგვლივ (და არა მარტო ჩემს ირგვლივ) და გადავხედე რეალურ მაგალითებს, მინდა ვთქვა რომ, წარმატებული ქალები ძირითადად ოჯახებს ვერ ქმნიან, ამისთვის საკმარისი დრო არ აქვთ. როგორც იცით, იმისთვის, რომ გახდე წარმატებული(? ეგ კიდე სხვა თემაა ვინ რას გულისხმობს წარმატებულში) და დიდხანს შეინარჩუნო ეს წარმატება, ბევრი მუშაობაა საჭირო და ოჯახისთვის შესაბამისად დრო არ გრჩება.

შესაბამისად თავად ქალზეა დამოკიდებული უფრო რომელ გზას აირჩევს. უმრავლესობა ოჯახის გზას ირჩევს, ალბათ ამით უფრო აიხსნება ქალების დეფიციტი ასე ვთქვათ ტოპ მენეჯმენტის პოზიციებზე.

თუმცა შესაძლებელია ქალმა აირჩიოს ნაკლებად წარმატებულ როლში ყოფნა და თან ოჯახიც შექმნას და ეგრე შეეცადოს work-life ბალანსის დაცვას.
MSc Hospitality Management

#26 Maiko Lomtatidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 38 გამოხმაურება

დაწერილია 23 June, 2010 - 09:26

ნუ აქ რა დღეში ყოფილხართ :rolleyes: მაგრამ ჩემი აზრით მამაკაცებს ქარაფშუტა ქალები გართობისთვის იზიდავს , ხოლო ძლიერი ქალები უფრო სერიოზული ურთიერთობისათვის , ასე რომ ქალებო იყავით ძლიერები, გინდაც კარიერისტები :) ოღონდ არ დაგავიწყდეთ ქალის პირველი მოვალეობა ამ ქვეყანაში მომავალ თაობაზე ზრუნვაა და ძლიერები მაშინ ვიქნებით როცა ამ ყველაფერს ერთად შევათავსებთ.... უბრალოთ იყავით ჭკვიანები და ყველაფერი გამოვა .....

#27 Nona Khujadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 130 გამოხმაურება

დაწერილია 15 July, 2010 - 17:30

რა საინტერესო თემაა, თანაც აშკარად თვალშისაცემად იმზირება წარმატებული და ცალად დარჩენილი ქალების მაგალითზე.

თითქმის ყველა წარმატებული ქალი საშუალოზე მაღალი ამბიციურობით და გაზრდილი თვითშეფასებით დააბიჯებს დედამიწაზე :) (განა კაცებსაც იგივე არ მოსდით?!)

ასეთი ქალი მამაკაცის წვრილმან შეცდომა-შეცოდებებზეც კი არამიმტევებლურია, მიზეზი მის ამაღლებული ღირსების შეგრძნებაშია (თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებელ ქალსაც შესაძლოა ახასიათებდეს).
შედეგად მასში ქვეითდება ისეთი ფაქიზი ემოციურ-მგრძნობელობითი გამომხატველები როგორიცაა თავმდაბლობა, მოკრძალება, კომპრომისისთვის მზაობა, მსხვერპლზე უანგაროდ წასვლის ალოგიკური სვლის ნება ემოციის ხარჯზე. ყველა ამ თვისების დაკნინება პირველ ეტაპზე ინიღბება ქალური კეკლუცობით, ჭირვეულობით და სხვა მისთანებით რაც სხვათაშორის მაღალინტელექტუალურ მამაკაცებზე ძალიან კარგად მუშაობს, ეტყობა მათ ქალური მისტიფიკაციები არანაკლებ ხიბლავთ. :)
თუმცა დაკმაყოფილებული ქალური ამბიციები სულ უფრო და უფრო ნაკლებად საჭიროებენ საპირისპირო სქესის თვალში მოსახვედრად მსგავს ნიღბებს, მოკურტიზანოს იმიჯი ან შეურაცხმყოფელი ხდება ან უბრალოდ არადამაკმაყოფილებელი. შედეგად რჩება ქალი წარმატებული, მხოლოდ საუკეთესო მამაკაცის ღირსად თვითშეფასებული და ასეთის ვერარსებობის გამო ცალად წარმატებულობს თავისი ყველაზე ბუნებრივი როლის გარეშე... :(

ალბათ, ბევრი არ გაიზიარებს ამ შეხედულებას, მაგრამ ჩემს ირგვლივ ყველა წარმატებული ქალი მსგავს იდეურ-ფსიქოლოგიურ გარდასახვას ეწირება ფლანგზე, სახელად- პირადი ცხოვრება...

#28 Eka Megrelishvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 39 გამოხმაურება

დაწერილია 21 July, 2010 - 14:21

ეს თემა წავიკითხე და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გამოყოფილი:
1) სამსახურის გრაფიკის შემცირება ქალისთვის რათა მან მეტი დრო გაატაროს შვილთან. ეს აუცილებელია და ამის მაგივრად დეკრეტული 4 თვეზეა დაყვანილი და სამუშაო გრაფიკს ვინ შეამცირებს? მაგი კი არა, მენეჯერები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ოვერთაიმებზე ამუშაონ თანამშრომლები უფასოდ და ადრე ვის გაუშვებენ, მითუმეტეს ქალები საკმაო რაოდენობით მუშაობენ. ავიღოთ თუნდაც ბანკები, ოპერატორები ხომ ძირითადა ქალებია და თუ მათ სამუშაო დროს შეამცირებენ მოუწევთ დამატებითი თანამშრომლების აყვანა, რაც პერსონალის ხარჯებს გაზრდის და შესაბამისად მოგებას შეამცირებს. ეს სახელმწიფოს არ აწყობს, ისედაც ბიუჯეტი როგორ შეავსოს არ იცის. ასე რომ სამუშაო დროის შემცირება შორეული პერსპექტივაა თუმცა ძალიან საჭირო.
მცირე ცვლილებები მაინც რომ მოხდეს ამ მხრივ კარგი იქნება, თუნდაც შესაძლებელი იყოს ქალისთვის გარკვეული შეღავათები თუ ის დედაცაა, თუნდაც დამატებითი ერთი დასვენების დღე კვირაში.

2) ქალისა და მამაკაცის დაპირისპირებაზე ბევრს წერენ და აქაც დაიწერა. თუმცა მე მინდა მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვა. სწავლაც და მუშაობაც ჭკვიან მამაკაცებთან ერთად მიწევდა და მიწევს და არასოდეს მქონია მათთან დაპირისპირების სურვილი. ყველანი ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ჯანმრთელი კონკურენცია მისაღებია და რა მნიშვნელობა აქვს ქალი იქნება თუ მამაკაცი. ძლიერი მამაკაცი მუდამ პატივისცემითაა განწყობილი ჭკვიანი ქალისადმი და უნდა ასეთი ცოლი ყავდეს. და თუ ჭკვიანი და ძლიერი მამაკაცისგან ქალი იგრძნობს რომ ის სულელივით ექცევა ესე იგი ის მართლა სულელია ან ცოტათი სულელი :rolleyes:

3) მიუხედავად იმისა რომ ქალი წარმატებულია კარიერაში, ის მუდამ მიისწრაფვის სილამაზისკენ, სინაზისკენ და დედობის და ცოლობის ინსტინქტი მასში იმდენად ძლიერია რომ ამის გარეშე ქალი იცვლება. მე მგონია რომ ამ ყოველივეს გარეშე ქალი არაა ბედნიერია და ის უხეშ კომპლექსებიან არსებად გარდაიქმნება. სწორედ ამიტომ აუცილებელია ქალებისთვის შევქმნათ პირობები, რათა მათ დარჩეთ დრო იყვნენ დედები და ლამაზი მოვლილი ცოლები.

#29 Maiko Kutateladze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 67 გამოხმაურება

დაწერილია 12 September, 2010 - 03:25

ირგვლივ რომ ვიხედები ქალები უფრო მობილიზებულები არიან მგონია ვიდრე მამაკაცები, თუ მეჩვენება? ისე ბევრი ქალისგან გამიგია რომ სულაც არ იბრძვიან მაინდამაინც კარიერული წინსვლისთვის, მაგრამ ეს აუცილებელია ზოგისთვის უბრალოდ არსებობისთვის, ზოგისთვის თვითდამკვიდრებისთვის, ზოგისთვის ოჯახის გამოკვების წყაროა და ზოგისთვის უბრალოდ გულის გადაყოლების საშუალება. შინაგანად ყველა ქალი მაინც თავს ქალად ოჯახურ გარემოში გრძნობს, თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ქალები მამაკაცებზე არანაკლებს ქმედითუნარიანნი და მიზანსწრაფულები არიან თავიანთ საქმეში, უფრო მეტიც გაცილებით მოქნილებიც ხშირ შემთხვევაში :)



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share