ნახტომი





* * * * - 3 ხმა

კურიოზები რეკრუტინგის დროს


გამოხმაურებათა რაოდენობა: 260

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 29 September, 2005 - 11:25

ერთ სულ ცინცხალ კურიოზს გიამბობთ, რომელიც სულ ახლახანს შემემთხვა :)

ახლახან მქონდა ორგანიზაციასი საინფორმაციო ვაკანსია გამოცხადებული. ამაზე ერთ თემაში უკვე ვისაუბრე და არ გავვრცელდები. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ საბოლოო ჯამში შედეგი მგონი მივიღე.

ამ კურიოზში ბევრ დეტალს არ ვასახელებ:

რამოდენიმე დღის წინ ვხვდები ერთ განმცხადებელს, გავესაუბრე, რამოდენიმე შეკითხვა დავუსვი და ვთხოვე სივი და მის მიერ ინგლისურ ენაზე დაწერილი სტატია გამოეგზავნა. ეს მნიშვნელოვანი იყო ამ პოზიციისათვის, რადგანაც მოუწევდა სტატიების ხშირი წერა და მეც მაინტერესებდა რა შუძლია. საერთო შთაბეჭდილება კი ძალიან კარგი დატოვა, ნამდვილად შესაბამისი ადამიანი ჩანდა.

მეორე დღეს მომივიდა სივი და სტატია. გადავხედე ერთსაც და მეორესაც. სივის არაუშავს, გამოდგება. სტატია კი გადასარევია. პირდაპირ გავოცდი, მაღალ დონეზე გაკეთებული სტატია, რომელიც ნამდვილად მიუთითებდა შემსრულებლის მაღალ დონეზე.

ეჭვი იმდენად ძლიერი იყო, რომ გადავწყვიტე გადამემოწმებინა იყო თუ არა სტატია მართლა მისი დაწერილი. მივმართე შემდეგ ხრიკს:

ერთხელ მახსოვს წანაკითხი მქონდა თუ როგორ ასწორებენ სერიოზული სასწავლებლები საზღვარგარეთ იმას, მართლა სტუდენტის დაწერილია ესა თუ ის რეფერატი თუ არა. ისინი უბრალოდ ერთ აბზაცს იღებენ და საჭიებო სისტემაში ეძებენ. ამ გზით თუ აღმოაჩინეს, რომ სტატია უბრალოდ დაკოპირებულია, სტუდენტს კარგი დღე არ ადგება ხოლმე. ეს ხრიკი მე ვიცი ჩემი წყაროებიდანაც და გადავწყვიტე ამით შემემოწმებინა მიღებული სტატია მართლა განმცხადებლის იყო თუ არა.

ავიღე ერთი აბზაცი, ერთიანად ჩავსვი გოგლში და მივეცი ძებნა.

2 წუთში ამოვაგდე BBC-ის საიტის ლინკი, სადაც ის სტატია წინდღით იყო გაშვებული. თან ზუსტად გადაკოპირებული ჰქონდა, მხოლოდ რამოდენიმე აბზაცი იყო შეცვლილი. გენიოსი, ეგონა ვერ გავიგებდი?

ანუ დავადგინე, რომ სტატია მისი არ არის და დაკოპირებულია. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა ...

ვრეკავ და ვეკითხები თუ როდის დაწერა სტატია. მპასუხობს რომ ერთი თვის წინ. ნუ, მოვუწონე და ვუთხარი, რომ შეკითხვები კიდევ მექნება და გადავურეკავ.

ნახევარ საათში მირეკავს და მეუბნება, რომ ერთი თვის წინ დაიწყო მუშაობა სტატიაზე და გუშინ დაწერა.

ამის შემდეგ მივწერე ელ-ფოსტა. მივუთითე სტატიის ლინკი და შემდეგი კომენტარი: "მე მგონი თქვენ ზუსტად იგივენაირად ფიქრობთ და წერთ როგორც BBC-ის ჟურნალისტები".

ეგ არის და ეგა, მისგან მის მერე არაფერი გამიგია. ფაქტი სავალალოა, მაგრამ ამაზე კარგა გვარიანად ვიცინეთ უკვე.

ეს შეგიძლია გამოიყენოთ როგორც მაგალითი. თუ ვინმე ამას წაიკითხავს ისეთი, რომელიც სამუშაოს ეძებს, კარგად დაფიქრდეს სანამ მსგავს სიცრუეს გააკეთებს. ერთხელ გამოჭერა მსგავს რამეში, ბევრ ცუდს გაგიკეთებთ გარწმუნებთ. შეიძლება დღეს და ვიღაცასთან გაგივიდეთ, მაგრამ ამ გზით შორს ვერავინ ვერ წავა.

გთხოვთ, ველი თქვენს კომენტარებს და მსგავს კურიოზებს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 September, 2005 - 12:20

Tariel Zivzivadze
მაგარია. ძალიან მაგარი.
მე ამაზე ასეთი რამ გამახსენდა:
ერთხელ რაღაც მარკეტინგულ გამოკვლევას ვატარებდი. ერთმა ბიჭმა თავი ძალიან გამოიჩინა - სხვებთან შედარებით 3-ჯერ მეტი ანკეტა მოჰქონდა დღის განმავლობაში შევსებული, თან ყველა მაღალ დონეზე შევსებული. მოკლედ, მთელი 5 დღე ეჭვით ვუყურებდი, მაგრამ ვერაფერში მოვედავებოდი. :) რადგან გამოკითხვა სახელობითი არ იყო.
მერე მასაც მოუვიდა იაღლიში - ერთ ახალ ანკეტაში ხელწერა გამეორდა. :(
როგორც სწრაფად დავადგინეთ, დაურიგებია თავისი ჯგუფელებისთვის და კურსელებისთვის (არადა შერჩევა სრულიად სხვანაირად უნდა მოეხდინა) და მათთვის შეუვსებინებია, ხოლო 5 დღის მერე, მეორე კრუგზე გავიდა. :) :D
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 29 September, 2005 - 12:21

კარგია როცა ისე ვლაპარაკობთ, როგორც კურიოზზე და არა როგორც ისეთ ფაქტზე, რომელმაც გვაზარალა ...

კიიიიიდევ ... კურიოზები
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 September, 2005 - 12:26

Tariel Zivzivadze, Sep 29 2005, 01:21 PM -ში, განაცხადა:

კარგია როცა ისე ვლაპარაკობთ, როგორც კურიოზზე და არა როგორც ისეთ ფაქტზე, რომელმაც გვაზარალა ...

<{POST_SNAPBACK}>


ნუ, ზარალით უფრო მათ იზარალეს -
ანაზღაურება ანკეტების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული და ბოლოს ისე გავუშვით, რომ 150 ლარი უნდა აეღო, მაგრამ არაფერიც არ გადავუხადეთ.
ასევე შენმა შერჩეულმა კადრმა იზარალა - ხომ დაკარგა სამუშაო, არადა რომ მოენდომებინა, თავადაც ხომ დაწერდა ნორმალურ სტატიას, თუ მთლად გადასარევს არა? :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#5 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 29 September, 2005 - 12:29

კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც მსგავსი შემთხვევები შევიდოდა. აი როგორც კრედიტინფოა ბანკებისთვის, დაახლოებით იგივე ამ სფეროში.

ყველას ეცოდინებოდა, რომ დაუსჯელი არცერთი ქმედება არ რჩება
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#6 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 September, 2005 - 12:40

Tariel Zivzivadze, Sep 29 2005, 01:29 PM -ში, განაცხადა:

კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც მსგავსი შემთხვევები შევიდოდა. აი როგორც კრედიტინფოა ბანკებისთვის, დაახლოებით იგივე ამ სფეროში.

ყველას ეცოდინებოდა, რომ დაუსჯელი არცერთი ქმედება არ რჩება

<{POST_SNAPBACK}>


ამაზეც მახსენდება სიტუაცია - ვეძებდი კადრს რეალიზაციის განყოფილებისთვის. მოვიდა ერთი ბიჭი, რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - სხვარტად და ზუსტად აზროვნებდა, აქტიური ტიპი ჩანდა, გამოცდილებაც ჰქონდა. რომ ვკითხე, გამოცდილება საიდან ჰქონდა, ახსენა ერთ-ერთი გამომცემლობა, სადაც წელიწადზე მეტი უმუშავია. არადა მაგ გამომცემლობას პროგრამა მე დავუწერე და კომპ. მომსახურებას კი ჩემი ძმის ფირმა უწევდა. ეს რომ ვუთხარი ამ ბიჭს ფერი ეცვალა, თუმცა ცდილობდა თავი შეეკავებინა. რომ წავიდა, წავიდა და წავიდა... :)
აღმოჩნდა, რომ იმ გამომცემლობის სახელით რამოდენიმე კომპანიისგან პერიოდიკის გამოსაწერად ნაღდი ფული აუღია და დაკარგულა, მერე როცა იმ კომპანიებს არ მიუვიდათ გამოწერილი ჟურნალები, გაირკვა, რაშიც იყო საქმე და ახლა ამ ბიჭს თურმე ის გამომცემლობა გამწარებული ეძებდა. :D
რა ვიცი, თბილისი ეტყობა ძალიან დიდი ეგონა - არ იყო თბილისელი, გორიდან იყო. :D :D
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 29 September, 2005 - 12:44

ჰოოო, ნათელი მაგალითია იმისა, რომ კავს ბევრი არ უნახავს ჯერ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#8 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 September, 2005 - 14:55

საინტერესო თემაა:)
საბედნიეროდ, ჩემს პრაქტიკაში კურიოზებს ადგილი არ ჰქონია, ალბათ მე მიმართლებს და ჩემთან პატიოსანი jobseeker-ები მოდიან, თუმცა რეზიუმეებს ზოგი ისეთი აგზავნის...
გამოცხადებული მქონდა ვაკანსია ვებ-დიზაინერზე. ჩემი მეილ ბოქსი კი უნდა გენახათ, რა ტიპის რეზიუმეებით აივსო... არსებობს კატეგორია, რომელიც სულ ერთია, სად გააგზავნის მონაცემებს, მთავარია, გამოცხადებული იყოს ვაკანსია:D თუმცა ეს არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ასეა (პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, ამერიკაში). არის მაგალითად კატეგორია, რომელსაც ცალკე მეილების დაგზავნაც ეზარება და ერთ წერილში, განყოფილება CC-ში ყველა განმცხადებლის მისამართს უთითებს:) :) :D თანაც სულერთია, ის განმცხადებელი რა ტიპის თანამშრომელს ეძებს:) ასეთი ჯობსიქერის იმეილში ნახავ, ერთდროულად რომელი კომპანია აცხადებს ვაკანსიებს:) :D

რაც შეეხება კურიოზებს, როგორც ვთქვი, არ შემთხვევია, თუმცა, აი, რუსეთის რეკრუტერების გამოცდილებიდან მოვიყვან რამოდენიმეს (ეს ეტყობა გლობალური პრობლემაა): :D

- Здравствуйте! Я по объявлению. Хочу работать менчер.. мерчер.. мернчей…тьфу… ну хоть скажите, что это такое?

Требуется менеджер по продажам, обязанности стандартные.
- А что входит в стандартные обязанности менеджера по продажам в вашей компании?
-Ну как что, возить инкассатора на машине, следить за ним, чтобы деньги собирал…

Цитаты из резюме:
Знание английского: «уровень пятилетнего американца» или «2000 слов и фраз».
«Изучал немецкий язык в течение двух лет, но многие слова для бизнеса не годятся».
Ваши сильные стороны в работе, характере: «Узнаете в процессе работы»; «Преданность работодателю».
На какую должность рассчитываете: «Солидную».
«Я хорошо работаю, когда мне хорошо платят».
Ваши обязанности (водитель): «развоз работодателя».
«Работоспособность без ограничений».
Ваше хобби: «Разбирать и собирать».

რედაქტორი Sophie Amiranashvili, 29 September, 2005 - 14:56.

Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 29 September, 2005 - 15:44

:):):D:)
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#10 Dear Guest, You need to register...Jaba Tarimanashvili_*

  • Guest

დაწერილია 29 September, 2005 - 16:24

უმეტესი შენთხვევები კურიოზული სიტუაციის წარმოქმნის ალბათ არის ის, რომ ხალხი რომლებიც "სი-ვი"-ს აგზავნიან მათთვის სულერთია დაიწყებენ თუ არა მუშაობას, უბრალო აგზავნიან :) ტარიელის მაგალითი მართლაც სამაგალითოა, კიდევ კარგი რომ გაგონილი გქონდა სადღაც ეგეთ შემთხვევაზე თორე ვინ იცის რას დაგიწერდა აპლიკანტი :D

#11 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 September, 2005 - 16:27

Jaba Tarimanashvili, Sep 29 2005, 05:24 PM -ში, განაცხადა:

რომ ხალხი რომლებიც "სი-ვი"-ს აგზავნიან მათთვის სულერთია დაიწყებენ თუ არა მუშაობას, უბრალო აგზავნიან 

<{POST_SNAPBACK}>



არა, ჯაბა, საქმე იმაშია, რომ მუშაობის დაწყება ნამდვილად უნდათ, ყოველშემთხვევაში უმეტესობას, მაგრამ პრობლემა იმაშია, არ იციან, თავი სწორედ როგორ წარმოაჩინონ. როდესაც ვუთითებ, რომ სივისთან ერთად აუცილებლად მინდა "ქავერ ლეთერი", ძალიან ბევრი ამას იგნორს უკეთებს და გონიათ, რომ მაინც ძალიან კარგები არიან. ეს ელემენტალური უყურადღებობაა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თანამშრომელი არ არის დეტალებზე ორიენტირებული. ასეთი ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, ავტომატურად ვარდება "შორთ ლისტიდან".
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#12 Dear Guest, You need to register...Jaba Tarimanashvili_*

  • Guest

დაწერილია 29 September, 2005 - 17:29

გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა შევახსენოთ აპლიკანტს სანამ ამოვაგდებდეთ - ვინ იცის რა კადრი დაკარგო :)

#13 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 September, 2005 - 18:09

Jaba Tarimanashvili

ჯერ ერთი, მე ვიგულისხმე, ხშირ შემთხვევაში ვარდება შორთ ლისთიდან, არ ყოველთვის, მეორეც, ის, ვინც მართლა კარგი კადრია, cover letter-s ძირითადად შეხსენების გარეშეც კი წერს:) მესამეც, იმისთვის, რომ დარწმუნდ, თუ როგორია ეს კადრი - რეზიუმეც არსებობს ისიც განიხილება ხოლმე:D
მაგრამ ძირითადად, როდესც უთითებ, რომ ქავერ ლეთერი უნდა იყოს თანდართული, და იგი არ არის, კადრი არც თუ ისე სახარბიელო არის ხოლმე - ყოველშემთხვევაში, იმ კონკრეტული პოზიცითვის.
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#14 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 September, 2005 - 19:55

Sophie Amiranashvili, Sep 29 2005, 07:09 PM -ში, განაცხადა:

ჯერ ერთი, მე ვიგულისხმე, ხშირ შემთხვევაში ვარდება შორთ ლისთიდან, არ ყოველთვის, მეორეც, ის, ვინც მართლა კარგი კადრია, cover letter-s ძირითადად შეხსენების გარეშეც კი წერს მესამეც, იმისთვის, რომ დარწმუნდ, თუ როგორია ეს კადრი - რეზიუმეც არსებობს ისიც განიხილება ხოლმე
მაგრამ ძირითადად, როდესც უთითებ, რომ ქავერ ლეთერი უნდა იყოს თანდართული, და იგი არ არის, კადრი არც თუ ისე სახარბიელო არის ხოლმე - ყოველშემთხვევაში, იმ კონკრეტული პოზიცითვის.

<{POST_SNAPBACK}>


სოფი, სავსებით გეთანხმები. უბრალოდ, ჩემი გამოცდილებიდან ერთი რამ გახდა ცხადი - 99%-მა ქავერ ლეთერის კი არა სივის დაწერაც კი საერთოდ არ იცის. ამიტომ თუ მართლა გინდა კარგი კადრის მოძებნა, ყველაზე საშინელი სივიც კი ბოლომდე უნდა წაიკითხო ხოლმე. 100-დან ერთში საშინელი სივიდანაც კი მიხვდები, რომ ღირს პიროვნების გასაუბრებაზე დაბარება.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#15 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 29 September, 2005 - 20:43

გასაგებია ლაშა, მაგრამ როცა ასობით უსარგებლო ინფორმაციის გადამუშავება მოგიწევს, დარწმუნებული იყავი, რომ ბევრი რამ გამოგრჩება.

ამიტომ მე მაქვს მკაცრი წესი: არის მოთხოვნები. თუ მას ადამიანი არ აკმაყოფილებს, ანუ ზუსტად ისე არ აგზავნის მოთხოვნილ ინფორმაციას, ეგრევე დაბრაკულია ჩემს თვალში.

ლოგიკურად ვხვდები, რომ თუ ამ ადამიანმა ის ვერ გადაახურდავა, რაც მოვითხოვე, ესე იგი მას იმდენი ტვინი არა აქვს, რომ შეთავაზებულ სამუშაოს თავი გაართვას
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#16 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 September, 2005 - 21:12

Tariel Zivzivadze, Sep 29 2005, 09:43 PM -ში, განაცხადა:

ამიტომ მე მაქვს მკაცრი წესი: არის მოთხოვნები. თუ მას ადამიანი არ აკმაყოფილებს, ანუ ზუსტად ისე არ აგზავნის მოთხოვნილ ინფორმაციას, ეგრევე დაბრაკულია ჩემს თვალში.

ლოგიკურად ვხვდები, რომ თუ ამ ადამიანმა ის ვერ გადაახურდავა, რაც მოვითხოვე, ესე იგი მას იმდენი ტვინი არა აქვს, რომ შეთავაზებულ სამუშაოს თავი გაართვას

<{POST_SNAPBACK}>


:D ტვინი აქვს ზოგიერთს, მაგრამ კონკრეტული ცოდნა არ აქვს, თუ როგორ უნდა წარმოებდეს ამ ტიპის ურთიერთობა.
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#17 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 29 September, 2005 - 21:40

მდაა... კაი თემას შევეხეთ... :D

რავი, კურიოზები ბევრი იყო და ნელნელა გამახსენდება ალბათ...

ერთი კი მაგარი იყო: ერთხელ გასაუბრებებს ვატარებდი და "მთხოვეს" ამ ადამიანს "ყურადღება მიაქციეო"... კაი, ნუ ეგეთი ვის არ მოსვლია... :) მთავარი აწი იწყება! ასევე, ბოლო მომენტში მთხოვეს და... დედამისი მეჯდა და გასაუბრებას ესწრებოდა - ჩემი გოგო ნერვიულობს ასეთ მომენტებშიო... :D საბოლოოდ, გასაუბრების შუაწელზე უკვე დედამისი მესაუბრებოდა და ეს გოგო მხოლოდ სტატიკური დანამატის როლს ასრულებდა. დაჟე ისეთ შეკითხვებზეც კი - რა ხელფასია თქვენთვის მისაღები? ამაზეც დედა მპასუხობდა... :D

#18 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 29 September, 2005 - 21:42

არა, არა, ეს მე მგონი სხვაა ...

ეს მარტო ცოდნა არაა ...

ეს არის ის მავნე ჩვევა, რომ რახან წესი არის, ის აუცილებლად უნდა დაარღვიო. ამ ტიპის ნაღრძობები ბევრს ბავშვობიდან აქვს
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#19 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 September, 2005 - 21:50

David Biermann, Sep 29 2005, 10:40 PM -ში, განაცხადა:

ერთი კი მაგარი იყო: ერთხელ გასაუბრებებს ვატარებდი და "მთხოვეს" ამ ადამიანს "ყურადღება მიაქციეო"... კაი, ნუ ეგეთი ვის არ მოსვლია...  მთავარი აწი იწყება! ასევე, ბოლო მომენტში მთხოვეს და... დედამისი მეჯდა და გასაუბრებას ესწრებოდა - ჩემი გოგო ნერვიულობს ასეთ მომენტებშიო...  საბოლოოდ, გასაუბრების შუაწელზე უკვე დედამისი მესაუბრებოდა და ეს გოგო მხოლოდ სტატიკური დანამატის როლს ასრულებდა. დაჟე ისეთ შეკითხვებზეც კი - რა ხელფასია თქვენთვის მისაღები? ამაზეც დედა მპასუხობდა...

<{POST_SNAPBACK}>


სად ხდებოდა ეს, საქართველოში? სხვათა შორის, დედა და მამა არაა მაინც და მაინც გამაღიზიანებელი, მაგრამ ქმარი რომ მოვა და ეჭვიანი თვალებით დაგიწყებს ყურებას, ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა. :D
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#20 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 29 September, 2005 - 21:51

Tariel Zivzivadze, Sep 29 2005, 10:42 PM -ში, განაცხადა:

არა, არა, ეს მე მგონი სხვაა ...

ეს მარტო ცოდნა არაა ...

ეს არის ის მავნე ჩვევა, რომ რახან წესი არის, ის აუცილებლად უნდა დაარღვიო. ამ ტიპის ნაღრძობები ბევრს ბავშვობიდან აქვს

<{POST_SNAPBACK}>


ამაშიც გეთანხმები. ნაღრძობი აქვს, აბა რა! აბა რანაირი ჭკუა უნდა ჰქონდეს ადამიანს, ერთდროულად ყველა ვაკანსიაზე რომ თავისი იდიოტური "სივი" აგზავნოს? ასეთებზე არ მაქვს საუბარი. :D
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share