ნახტომი


* * * * - 3 ხმა

კურიოზები რეკრუტინგის დროს


გამოხმაურებათა რაოდენობა: 260

#21 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 30 September, 2005 - 08:24

Lasha Shamatava, Sep 29 2005, 08:55 PM -ში, განაცხადა:

ერთში საშინელი სივიდანაც კი მიხვდები, რომ ღირს პიროვნების გასაუბრებაზე დაბარება

<{POST_SNAPBACK}>


ლაშა როცა სერიოზულად ეძებ სამუშაოს და გინდა კარგად წარმოაჩინო თავი ამისთვის HR-ში განათლება და გამოცდილება საჭირო და აუცილებელი არ არის, საკმარისია მოინდომო და ელემენტრულად პატივი სცე საკუთარ თავს და კომპანიას სადაც გინდა მუშაობის დაწყება.
როცა საკუთარ კარიერას უდგები სერიოზულად, ხარ პროფესიონალი და შენთვის სულ ერთი არა სად შეყოფ თავს მაშინ ამგვარ წვრილმანებს იოლად აგვარებ
თუ შენ ვერ გეგმავ და გათვლი შენი კარიერის გზას, და ყურადღებით არ ეკიდება ამას, როგორ უნდა მოგთხოვო მე, შენმა დამქირავებელმა კლიენტის მიმართ ყურადღება გამოიჩინო?

რედაქტორი Teona Grdzelishvili, 30 September, 2005 - 08:25.

TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#22 Teona Grdzelishvili

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,785 გამოხმაურება
1

დაწერილია 30 September, 2005 - 08:27

Lasha Shamatava, Sep 29 2005, 08:55 PM -ში, განაცხადა:

99%-მა ქავერ ლეთერის კი არა სივის დაწერაც კი საერთოდ არ იცის

<{POST_SNAPBACK}>


მაგას დიდი ფილოსოფია არ უნდა
ინტერნეტში იმდენი რესურსია რომ პროფესიონალი გახდები მაგა საქნეში თუ მოინდომე, და სერიოზული თუ ხარ
TEONA GRDZELISHVILI

Head of Human Resources Department

Rompetrol Georgia
Energy for life

Fill&Go - powered by Rompetrol

#23 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 30 September, 2005 - 08:58

Lasha Shamatava, Sep 29 2005, 10:12 PM -ში, განაცხადა:

ერთი კი მაგარი იყო: ერთხელ გასაუბრებებს ვატარებდი და "მთხოვეს" ამ ადამიანს "ყურადღება მიაქციეო"... კაი, ნუ ეგეთი ვის არ მოსვლია...  მთავარი აწი იწყება! ასევე, ბოლო მომენტში მთხოვეს და... დედამისი მეჯდა და გასაუბრებას ესწრებოდა - ჩემი გოგო ნერვიულობს ასეთ მომენტებშიო...  საბოლოოდ, გასაუბრების შუაწელზე უკვე დედამისი მესაუბრებოდა და ეს გოგო მხოლოდ სტატიკური დანამატის როლს ასრულებდა. დაჟე ისეთ შეკითხვებზეც კი - რა ხელფასია თქვენთვის მისაღები? ამაზეც დედა მპასუხობდა... 

<{POST_SNAPBACK}>


ძაან ხომ არ ანერვიულე? შაბათი დღე ხომ არ იყო :D?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#24 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 11:36

Teona Grdzelishvili, Sep 30 2005, 09:24 AM -ში, განაცხადა:

ლაშა როცა სერიოზულად ეძებ სამუშაოს და გინდა კარგად წარმოაჩინო თავი ამისთვის HR-ში განათლება და გამოცდილება საჭირო და აუცილებელი არ არის, საკმარისია მოინდომო და ელემენტრულად პატივი სცე საკუთარ თავს და კომპანიას სადაც გინდა მუშაობის დაწყება.
როცა საკუთარ კარიერას უდგები სერიოზულად, ხარ პროფესიონალი და შენთვის სულ ერთი არა სად შეყოფ თავს მაშინ ამგვარ წვრილმანებს იოლად აგვარებ

<{POST_SNAPBACK}>


თეონა გეთანხმები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არსებობს გამონაკლისებიც. ანუ, შეიძლება ქავერ ლეთერი საერთოდ არ ჰქონდეს, სივი კი ჰქონდეს სტანდარტულად მშრალი, 1 (ან ნახევარ) გვერდიანი, მაგრამ პიროვნება იყოს ძალიან ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ინიციატივიანი და აქტიური...
ეს ის შემთხვევაა, როცა მან უკვე 50-100 ადგილას გააგზავნა თავისი სივი, აქტიურადაც ეძება სერიოზული სამუშაო, მაგრამ ვერ მოძებნა. შესაბამისად ფსიქოლოგიურად დათრგუნულია და უკვე ქავერ ლეთერის და სივის სერიოზულად მომზადებაში აზრს ვერ ხედავს. :) ცხადია, სამსახური აქვს, ოღონდ არასერიოზული, სადაც ნახევარ შტატზე ან თავისუფალი გრაფიკით მუშაობს და ხელფასს იღებს 100-150 ლარს, აგრეთვე გამომდინარე თავისი ნიჭიერებიდან და აქტიურობიდან მეორე მაგდენს სხვადასხვა ტიპის პირადი მომსახურებით იღებს.
ცხადია, ვწერ კონკრეტულ პრეცედენტებზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსზეც გავიდა, გაიმარჯვა, მაგრამ შტატში მაინც არ მიიღეს! მოდი და ნუ გაგიტყდება გული.
მაგრამ ახლა ის პიროვნება, რომელიც გამოვიდა რომ მე აღმოვაჩინე, ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია საქართველოს ბანკში. მე რომ გადამეგდო მისი სივი, ის ალბათ დაიკარგებოდა. მაგრამ მის სივიში მე წავიკითხე:
1. დაუმთავრებია მათემატიკური სკოლა (კომაროვი)
2. დაუმთავრებია ეკონომიკური ფაკულტეტი (წითელ დიპლომზე)
3. უმუშავია კომპიუტერულ მაღაზიაში გამყიდველად
4. გაუმარჯვია საგადასახადოში გამოცხადებულ კონკურსში.
5. მუშაობდა სამედიცინო კომპანიაში ოპერატორად
6. დამატებით შემოსავლებს იღებდა ინგლისურიდან და რუსულიდან ტექსტების თარგმნაში.
ეს ყველაფერი მხოლოდ გამოცდილი თვალის მიერ იქნებოდა შესამჩნევი, რადგან ტყუილს ხშირად, მაგრამ ასეთ ტყუილს იშვიათად წერენ. შედეგად კი რა გამოვიდა - ანალიტიკური აზროვნების, ეკონომიკური განათლების გოგონა, რომელმაც კარგად იცის რუსული და ინგლისური. ... :D
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#25 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 11:38

Tariel Zivzivadze, Sep 29 2005, 09:43 PM -ში, განაცხადა:

გასაგებია ლაშა, მაგრამ როცა ასობით უსარგებლო ინფორმაციის გადამუშავება მოგიწევს, დარწმუნებული იყავი, რომ ბევრი რამ გამოგრჩება.

ამიტომ მე მაქვს მკაცრი წესი: არის მოთხოვნები. თუ მას ადამიანი არ აკმაყოფილებს, ანუ ზუსტად ისე არ აგზავნის მოთხოვნილ ინფორმაციას, ეგრევე დაბრაკულია ჩემს თვალში.

ლოგიკურად ვხვდები, რომ თუ ამ ადამიანმა ის ვერ გადაახურდავა, რაც მოვითხოვე, ესე იგი მას იმდენი ტვინი არა აქვს, რომ შეთავაზებულ სამუშაოს თავი გაართვას

<{POST_SNAPBACK}>



მართალი ხარ, ტარიელ. ადამიანმა, რომელმაც ნორმალურად სიცივ წერა არ იცის, ნუ მოსთხოვ, კარგი კადრი და კარგი თანამსრომელი რომ იყოს. თან როცა მკაცრად უთითებ, რომ გინდა ქავერ ლეთერი, და ამას იგნორს უკეთებს, მითუმეტეს...
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#26 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 11:41

Teona Grdzelishvili, Sep 30 2005, 09:24 AM -ში, განაცხადა:

თუ შენ ვერ გეგმავ და გათვლი შენი კარიერის გზას, და ყურადღებით არ ეკიდება ამას, როგორ უნდა მოგთხოვო მე, შენმა დამქირავებელმა კლიენტის მიმართ ყურადღება გამოიჩინო?

<{POST_SNAPBACK}>


თეონა, არც ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი მხოლოდ შენს კვალიფიკაციაზე და მონდომებაზე იყოს დამოკიდებული. შესაბამისად ხშირად უცრუვდება ბევრს გული...

Teona Grdzelishvili, Sep 30 2005, 09:27 AM -ში, განაცხადა:

მაგას დიდი ფილოსოფია არ უნდა
ინტერნეტში იმდენი რესურსია რომ პროფესიონალი გახდები მაგა საქნეში თუ მოინდომე, და სერიოზული თუ ხარ

<{POST_SNAPBACK}>


და ცოტა ფულიც გაქვს, რომ კომპიუტერზე და ინტერნეტში მუშაობა ისწავლო, მთლად უკეთესი თუ საკუთარს იყიდი ან კიდევ ინგლისურს ისწავლი კარგად. :)
ასევე მეგობრები უნდა გყავდეს, რომლებიც სწორ რჩევებს მოგცემენ და ხანდახან ფინანსურადაც დაგეხმარებიან, შენ კი შეგეძლოს მათი რჩევებისა და ფინანსური დახმარების სწორად მიღება.
ეჰ, თეონა, არც ისე ადვილია, ეს. :D
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#27 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 11:43

Sophie Amiranashvili, Sep 30 2005, 12:38 PM -ში, განაცხადა:

მართალი ხარ, ტარიელ. ადამიანმა, რომელმაც ნორმალურად სიცივ წერა არ იცის, ნუ მოსთხოვ, კარგი კადრი და კარგი თანამსრომელი რომ იყოს. თან როცა მკაცრად უთითებ, რომ გინდა ქავერ ლეთერი, და ამას იგნორს უკეთებს, მითუმეტეს...

<{POST_SNAPBACK}>


მაგრამ სერიოზულ საწინააღმდეგოს დამამტკიცებელ პრეცედენტებს რა უნდა უყოთ? :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#28 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 11:49

ლაშა, უმეტეს სამსახურში მარტო კარგი ცოდნა საკმარისი არ არის. არსებობს ბევრი პირადი თვისება, რაც ისევე მნიშვნეოვანია, როგორც ცოდნა და პრაქტიკა. როდესაც ადამიანი სწორედ ვერ აყალიბებს, რა უნდა ამ პოზიციაზე, რა უნდა მაგ სამსახურში, რისი გაკეთება უნდა საერთოდ ცხოვრებაში, არ იცის სივის წერა, ვერ წერს ქავერ ლეთერში, რატო აგზავნის სივის ამ პოზიციაზე, ეს არც თუ ისე სახარბიელო თვისებებზე მეტყველებს.
კი, როდესაც შენ მარტო ადამიანის, როგორც რობოტის, რაღაც კონკრეტული ცოდნა გინდა, და მეტი მისი თვისებიდან არაფერი, მაშინ კი, შეიზლება, მაგრამ უმეტესად, განსაკუთრებით front officer-ის შემთხვევაში, ბევრი სხვა თვისებაა საჭირო, მაგალითად, დრაივი, დეტალებზე ორიენტირება, ყურადღება...
როდესაც მოთხოვნილ ქავერ ლეთერს არ წერ, და არ იცი, რა გინდა, მთავარია, სადღაც შეყო თავი, რა დრაივზე და დეტალებზეა საუბარი?!

რედაქტორი Sophie Amiranashvili, 30 September, 2005 - 11:49.

Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#29 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 11:52

Sophie Amiranashvili
წაიკითხე ჩემი ზედა პოსტი კონკრეტული მაგალითით? :)
რა თქმა უნდა, მართალი ხარ. მაგრამ შენ ეტყობა სერიოზულად არ გამოგიცდია იმედგაცრუება სამსახურის ძებნის დროს. ეტყობა შენი სტარტაპი ძალიან განსხვავებულია - შეიძლება მშობლები, და-ძმები, ნათესავები, ახლობელ-მეგობრების წრე გყავს ისეთი, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩენილხარ და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მაშინ გაგიჭირდება რომ მიხვდე. :D
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#30 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 30 September, 2005 - 11:54

ლაშა,

პრეცედენტები გასაგებია, მაგრამ გამონაკლისებით ვერ იმსჯელებ ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#31 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 11:56

დავამატებ - თქვენ ჩემთვის ახალს არაფერს წერთ - რასაც თქვენ წერთ, ეს მე ვიცი და გეთანხმებით, რომ უმეტეს შემთხვევაში მართლაც მასეა. მაგრამ არსებობს ისეთი გამოკლისებიც, რომლებიც ყურადღების ღირსია. ანუ თქვენ თუ კითხულობთ ყურადღებით, რისი თქმა მინდა? რაღაც ვერ ვიგრძენი, რომ ბოლომდე გამიგეთ. :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#32 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 11:58

Lasha Shamatava

ზუსტადაც რომ მყოლია:) ჩემი მეუღლე, მას ESM აქვს დამთავრებული, აქვს MBA ხარისხი მარკეტინგში, სამუშაო გამოცდილება წამყვან პოზიციებზე და.... ერთი წელი უმუშევარი იყო:D თანაც, სადაც არ მიდიოდა, ყველგან ერთი და იგივე ხვდებოდა: "იდეალური კადრი ხარ ამ პოზიციისთვის, თუმცა, დიდი ბოდიში, პირდაპირ გეტყვი, ამ პოზიციაზე დირექტორმა თავისი მამიდაშვილის აყვანა მთხოვა".... ვფიცავარ, ორ კომპანიაში ასეთი პასუხი მიიღო, თანაც, ისეთ ცნობილსა და სერიოზულში, რომ მე მათ არ დავასახელებ... მიუხედავად ამისა, ყოველი უარის მერე, მეტი მონდომებით წერდა ტესტებსაც, ქავერ ლეთერსაც და ინტერვიუზეც მეტი მონდომებით საუბრობდა... ახლა კი მუშაობს და ძალიან კმაყოფილია:D
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#33 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 11:59

Tariel Zivzivadze, Sep 30 2005, 12:54 PM -ში, განაცხადა:

ლაშა,

პრეცედენტები გასაგებია, მაგრამ გამონაკლისებით ვერ იმსჯელებ ...

<{POST_SNAPBACK}>


ტარიელ, როცა 500-ზე მეტ გასაუბრებას ჩაატარებ და რამოდენიმე ათას სივის წაიკითხავ, დიდი დრო არ დაგეხარჯება თვალის ერთი გადავლებითაც მიხვდე კონკრეტული სივი რა პოტენციის მქონე პიროვნებას ეკუთვნის. დამიჯერე, თვალის ყველა სივისთვის გადავდებად ღირს - დაახლოებით 100-ში (ხანდახან 50-ში) ისეთ ვინმეს იპოვი, რომ მთელი ცხოვრება კმაყოფილი იქნები შენი თავით. :)
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#34 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 12:00

Lasha Shamatava

კი, ლაშა, გეთანხმები, მაგრამ ეს ძალინ იშვიათი გამონაკლისია.
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#35 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 12:01

Sophie Amiranashvili, Sep 30 2005, 01:00 PM -ში, განაცხადა:

ტარიელ, როცა 500-ზე მეტ გასაუბრებას ჩაატარებ და რამოდენიმე ათას სივის წაიკითხავ, დიდი დრო არ დაგეხარჯება თვალის ერთი გადავლებითაც მიხვდე კონკრეტული სივი რა პოტენციის მქონე პიროვნებას ეკუთვნის. დამიჯერე, თვალის ყველა სივისთვის გადავდებად ღირს - დაახლოებით 100-ში (ხანდახან 50-ში) ისეთ ვინმეს იპოვი, რომ მთელი ცხოვრება კმაყოფილი იქნები შენი თავით. 

<{POST_SNAPBACK}>



ლაშა, მაგაშიც გეთანხმები, სივი უნდა წაიკითხო ყველა ვარიანტში, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ მიუხედავად ამისა, ვინც პირველად მოთხოვნას ამ ადრეულ ეტაპზეც კი არ ასრულებს, პატარა შანსია, რომ მერე მეტი დავალება შეასრულოს...
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#36 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 30 September, 2005 - 12:04

Sophie Amiranashvili, Sep 30 2005, 01:01 PM -ში, განაცხადა:

სივი უნდა წაიკითხო ყველა ვარიანტში, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ მიუხედავად ამისა, ვინც პირველად მოთხოვნას ამ ადრეულ ეტაპზეც კი არ ასრულებს, პატარა შანსია, რომ მერე მეტი დავალება შეასრულოს...

<{POST_SNAPBACK}>


აი ეს არის ზუსტად ის აზრი, რომლის თქმაც მინდოდა. სიმართლე რომ გითხრა მაინც ყველა სივის გადავხედე ჩემს შემთხვევაში და ყოველთვის ასე ვაკეთებ, მაგრამ მაქვს თუ არა ნდობა ეს უკვე სხვა საკითხია
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#37 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 12:05

Sophie Amiranashvili, Sep 30 2005, 12:58 PM -ში, განაცხადა:

ზუსტადაც რომ მყოლია ჩემი მეუღლე, მას ESM აქვს დამთავრებული, აქვს MBA ხარისხი მარკეტინგში, სამუშაო გამოცდილება წამყვან პოზიციებზე და.... ერთი წელი უმუშევარი იყო თანაც, სადაც არ მიდიოდა, ყველგან ერთი და იგივე ხვდებოდა: "იდეალური კადრი ხარ ამ პოზიციისთვის, თუმცა, დიდი ბოდიში, პირდაპირ გეტყვი, ამ პოზიციაზე დირექტორმა თავისი მამიდაშვილის აყვანა მთხოვა".... ვფიცავარ, ორ კომპანიაში ასეთი პასუხი მიიღო, თანაც, ისეთ ცნობილსა და სერიოზულში, რომ მე მათ არ დავასახელებ... მიუხედავად ამისა, ყოველი უარის მერე, მეტი მონდომებით წერდა ტესტებსაც, ქავერ ლეთერსაც და ინტერვიუზეც მეტი მონდომებით საუბრობდა... ახლა კი მუშაობს და ძალიან კმაყოფილია

<{POST_SNAPBACK}>


კარგი მაგალითია, ძალიან კარგი, იმისა, რომ იმედგაცრუება არ შეიძლება. :) მეც სხვა კი არაფერს ვეუბნებოდი მათ.
მაგრამ შენი მაგალითი მთლად ნიმუშად ვერ გამოდგება - იესემის ემბიეის დამთავრება უკვე გარკვეული შედეგია. ხოლო 1 წელი უმუშევრობა საოცრად გაუგებარია, ეტყობა ნაკლებად სერიოზულ სამუშაოებზე არ წავიდა. :D
სხვათა შორის, ჩემს მიერ წეღან ნახსენებ პრეცედენტიც არ მიუღიათ უცებ ბანკში - მასაც უთხრეს, დიდი ბოდიში, მაგრამ გოგოს მიღება ამ პოზიციაზე გადავიფიქრეთო. მაგრამ მე მას იმხელა ფსიქოლოგიური მუხტი მივეცი... :D რომ უკვე ბოლომდე იბრძოდა. :D
და 3-4 თვის შემდეგ როცა ბანკში ახალი დეპარტამენტი გახსნეს, პირველ რიგში მაგი გაახენდათ. :D
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#38 Lasha Shamatava

    L7: ვეტერანი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 5,967 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 12:08

Sophie Amiranashvili, Sep 30 2005, 01:01 PM -ში, განაცხადა:

ლაშა, მაგაშიც გეთანხმები, სივი უნდა წაიკითხო ყველა ვარიანტში, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ მიუხედავად ამისა, ვინც პირველად მოთხოვნას ამ ადრეულ ეტაპზეც კი არ ასრულებს, პატარა შანსია, რომ მერე მეტი დავალება შეასრულოს...

<{POST_SNAPBACK}>


100%.
მე პროცენტულადაც კი გეტყვი - 1,5%! :D ჩემი გამოცდილებიდან ასეა. :)

Tariel Zivzivadze, Sep 30 2005, 01:04 PM -ში, განაცხადა:

აი ეს არის ზუსტად ის აზრი, რომლის თქმაც მინდოდა. სიმართლე რომ გითხრა მაინც ყველა სივის გადავხედე ჩემს შემთხვევაში და ყოველთვის ასე ვაკეთებ, მაგრამ მაქვს თუ არა ნდობა ეს უკვე სხვა საკითხია

<{POST_SNAPBACK}>


როგორც იქნა, გამოგეთ. გმადლობთ. :D
Lasha Shamatava
Phone: (+995 32) 37 32 21, 77 22 22
Mob.: (+995 71) 00 6781, (+995 77) 44 44 56
URL: www.HAPPY.ge
Email: Lashat25@gmail.com

#39 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 12:09

Lasha Shamatava, Sep 30 2005, 01:05 PM -ში, განაცხადა:

ხოლო 1 წელი უმუშევრობა საოცრად გაუგებარია,

<{POST_SNAPBACK}>



არ გაგიკვირდეს, ლაშა, საქართველოა.... ერთი წელი უმუშევრობა კი იმით აიხსნებოდა, რომ წინა სამსახურიდან რაღაც მიზეზების გამო წამოვიდა, ხოლო თითქმის ერთი წელი ასე გავიდა, როგორც ზემოთ ავღნიშნე. ხო, ისიც მართალია, რომ ნაკლებად სერიოზული სამუშაო არ უნდოდა - და მართალიც იყო:)
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#40 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 September, 2005 - 12:10

Lasha Shamatava, Sep 30 2005, 01:08 PM -ში, განაცხადა:

მე პროცენტულადაც კი გეტყვი - 1,5%!  ჩემი გამოცდილებიდან ასეა.

<{POST_SNAPBACK}>



ჩემი გამოცდილებიდან კი უფრო პატარა:) მთელს ჩემ პრაქტიკაში ასეთი მხოლოდ ერთი ადამიანი აღმოჩნდა:D
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share