ნახტომი



- - - - -

ნოღაიდელის გზა ... რა გზაა ეს?


  • თემა დაკეტილია თემა დახურულია!
გამოხმაურებათა რაოდენობა: 42

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 27 February, 2010 - 00:27

ნოღაიდელის გზა ...


გზა უძახე და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გაერთიანება კი შეძლო ...

როგორ ფიქრობთ, რა გზაა ეს?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Niko Varazashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 38 გამოხმაურება

დაწერილია 27 February, 2010 - 01:35

ჭკვიანი კაცია ასეთუ ისე... ფული იშოვა და ეხლა ბურთს და მოედანს მაგი აირჩევს.

ანტი რუსული განწყობა საქართველოში ძალიან დიდია. (არამგონია უკრაინულმა მოდელმა აქ იმუშაოს).

რაც შეეხება გზას ალბათ გზა ხელისუფლებისკენ :biggrin:


ალასანია მგონია შეგზავნილი კაცია ოპოზიციაში, მიშას რომელ მხარეშიც გაუჭირდება იქით გადაისვრის. :)

რედაქტორი Niko Varazashvili, 27 February, 2010 - 01:36.

www.adspay.ge - ინტერნეტ რეკლამა

#3 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 418 გამოხმაურება

დაწერილია 27 February, 2010 - 13:14

ნოღაიდელის პარტია ერთადერთი გზაა სადაც მოღალატეების კავშირია და ე.წ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთის აღიარების მომხრეები უერთდებიან ნოღაიდელის პარტიაში.
მნიშვნელობა არ ააქვს ვინ რომელი პარტია დაუჭერს მხარს პუტინის გეგმებს.

ნოღაიდელის პარტია კი არ ქვია ამას ..... პუტინის პარტია ქვია და არა ნოღაიდელის პარტია

#4 Giorgi Putkaradze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 90 გამოხმაურება

დაწერილია 27 February, 2010 - 16:10

გზა დიდი რუსეთისკენ :)
POP.GE - გააკეთე რეკლამა ინტერნეტში

#5 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება

დაწერილია 27 February, 2010 - 18:17

ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, ზურაბიშვილი, ნოღაიდელი ......... მალე ალბათ მიშაც ოპოზიციაში გადავა ....

#6 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 418 გამოხმაურება

დაწერილია 28 February, 2010 - 11:49

როგორ ფიქრობ ნოღაიდელზე?

ნოღაიდელმა პუტინი გაახარა და არა საქართველო

ნოღაიდელმა პუტინი გაახარა და არა საქართველო

თანდართული ფაილ[ებ]ი



#7 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,777 გამოხმაურება

დაწერილია 28 February, 2010 - 13:01

ვითომ ყველაფერი მართლა ისეა, როგორც მედიაში წარმოგვიდგენენ?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#8 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება

დაწერილია 04 March, 2010 - 15:51

რა გაზაა და ლუსრაცია პოლიტიკურ პარტიებში...
შეკვეთა მოსკოვიდან მოდის.. რუსებს ერთხელ რაიმე, რომ გამოუვათ მერე ყველგან ერთი და იგივეს იმეორებენ..
ეხლა ნოღაიდელი იანუკოვიჩის გამეორების მცდელობაა..
მაგრამ 40 მილიონ უკრაინაში 8-9 მილიონი ეთნიკური რუსია.. და რაღაც სულ1-2 მილონი უკრაინელის ყიდვა_გასულელება მოხერხდა, ეკონომიური კრიზისის ფონზე.. დაახლობით ნახევარი საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, რადგან იქ უკრაინელი ნაციონალისტი კანდიდატი არ იყო..
თუ აქაურ პოსტებს გადახედავთ რუსის ქებას, ისიც ძალიან მოზომილად, ცოტა ვინმე თუ ცდილობს..
ასეთია მთლიანად საზოგადოების განწყობა..
ანუ ნოღაიდელთან ჩახუტებული პარტიები სრულიად ლუსტრირებულია .. და რეიტინგიც ნოლზე აქვთ..
ძალიან მიხარია ეს ფაქტი.. უკვე ოპოზიციის ლუსტრაცია აღარ არის საჭირო: რუსეთმა თვითონ ჩაატარა...
ამ სიტუაციაში მთავარობა ცდილობს წარმოგვიდგინოს, რომ თითქოს მთელი ოპოზიცია გამყიდველია.

მთავარია ეხლა ოპოზიციამ.. და არა გამყიდველებმა თავიანთი სიტყვა მიიტანონ მოსახლეობამდე..
და ორგანიზირებაც შეძლონ...
ეს თუ დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება შევინარჩუნეთ...
თუ არა და ნოღაიდელს ორჯონიკიძის როლი აქვას გამზადებული...
და სანამ ამ სცენარის მშვიდად აღქმას დაიწყებდეთ(ბიზნესმენებს და საშუალო კლასს მივმართავ) გთხოვთ რუსეთიდან ამ ბოლო დროს გამოქცეულ რუსებს ჰკითხეთ იქ რა ხდება ეკონიმიკურად... და გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან უარესს მოაწყობენ...

პ.ს. მე არც მთავრობას ვუჭერ მხარს და არც ოპოზიციას..
საქართველოს მხარეზე ვარ, და საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიცია ისევეა საჭირო, როგორც ძლიერი ხელისუფლება.

#9 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება

დაწერილია 04 March, 2010 - 16:19

Ivane Sujashvili

ციტატა

ნოღაიდელის პარტია ერთადერთი გზაა სადაც მოღალატეების კავშირია და ე.წ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთის აღიარების მომხრეები უერთდებიან ნოღაიდელის პარტიაში.
მნიშვნელობა არ ააქვს ვინ რომელი პარტია დაუჭერს მხარს პუტინის გეგმებს.

ნოღაიდელის პარტია კი არ ქვია ამას ..... პუტინის პარტია ქვია და არა ნოღაიდელის პარტია

მეტს ვერაფერს დავამატებ

რაც შეეხება საზოგადოების განწყობას; ჩვენი დღევანდელი საზოგადოების დიდ, არა ძალიან ძალიან დიდ ნაწილს "პატრონი" ჭირდება. ბატონებო; თქვენი და თქვენი საახლობლოს განწყობით ნუ იმსჯელებთ ჩვენი ქვეყნის საერთო განწყობაზე. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#10 Levan Tsirekidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 40 გამოხმაურება

დაწერილია 04 March, 2010 - 16:59

ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ასე მშვიდად ხვდება ნოღაიდელის და მისთანანის რუსეთთან ასე დამეგობრება-დაახლოვებას. რატომ არ ექცევიან ნოღაიდელს ისე, როგორც მოექცნენ მაგალითად ოქრუაშვილს, მიზეზს ვერ მოუძებნიან თუ რა?

#11 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება

დაწერილია 04 March, 2010 - 20:37

კიდევ 1990 წელს ზვიად გამსახურდიამ 87%-ით გაიმარჯვა..
არა მგონია ის 13% პროცენტი გაზრდილიყო... პირველ რიგში მას შემდეგ საქართველოდან წავიდა 200 000 ეთნიკური რუსი.. ეხლა კი უკან დაბრუნებულებს ნამდვილად პუტინისეული რუსეთი ყელში აქვთ...
მეორე 20 წელიწადში ბუნებრივი პროცესების გამო ბევრი იმ 13% პროცენტიდან გადასახლდა საიქიოს... ხოლო მათი შვილების და მათი შვილიშვილების უმეტეს ნაწილს პირველებს ჰქონდათ საშუალება განათლება მიეღოთ დასავლეთში...
და შესაბამისად არა მგონია ვიღაცის ჩექმის ლოკვა ცხოვრების სტილად მოსწონდეთ..
რადგან ისედაც კარგად არიან მოწყობილი ან დასავლეთში ან თბილისში..:biggrin:
დარჩა "სტუკაჩი" ინტელიგენციის ნაწილი, რომლებიც მაშინაც გამოიყენეს .. და ეხლაც ეცდებიენ გამოიყენონ...
თუ რა თქმა უნდა ამ წრით თუ შემოიფარგლეთ.. (და ვგონებ რუსეთი ინფორმაცის ძირითადად აქედან იღებს...)
ძალიან მცდარი აზრი შეგექმნებათ საქართველოს მოსახლეობის შეხედულებებზე...

კითხვა : რატომ არ იჭერს მთავრობა ნოღაიდელს?
პასუხი: ნოღაიდელი მშვენივრად უკეთებს ოპოზიციას დისკრეტიზაციას..

#12 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება

დაწერილია 05 March, 2010 - 10:51

Sofio Burjanadze
13%? საინტერესოა. მას მერე რა მოხდა? სამოქალაქო ომი 13%? აღვირახსნილი თარეში მთელს საქართველოში 13%? დაჩოქილი ხალხი რუსთაველზე და მათი თანამოაზრენი 13%? მთლიანად კორუმპირებული სახელმწიფო 13%? მთლიანად მონოპოლიზირებული ბიზნესი 13%? აგვისტოს ომის დროს გადაჭედილი გზები აზერბაიჯანის მიმართულებით 13%? შეფუთეთ ფეკალიები ლამაზ ქაღალდში და საზოგადოების ძირითადი ნაწილი ოქროდ მიიღებს. დღეს ნოღაიდელ-ბურჯანაძის ვოიაჟები არ იფუთება და როგორც არის ისე ჩანს. მე მგონი; ისევ გვჟირდება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და საადგილმამულო ბანკი.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#13 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 05 March, 2010 - 11:33

იხილე გამოხმაურებაLevan Tsirekidze, Mar 4/10, 16:59 -ში, განაცხადა:

ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ასე მშვიდად ხვდება ნოღაიდელის და მისთანანის რუსეთთან ასე დამეგობრება-დაახლოვებას. რატომ არ ექცევიან ნოღაიდელს ისე, როგორც მოექცნენ მაგალითად ოქრუაშვილს, მიზეზს ვერ მოუძებნიან თუ რა?


ეშინიათ. ოქრუაშვილის დაჭერას 7 ნოემბერი მოყვა. ნოღაიდელის უკან ეტყობა გონიათ რომ ეფ-ეს-ბე დგას და ეშინიათ...


Sofio Burjanadze

მე ვიყავი იმ 13%-ში, და რუსის ჩექმა არაფერ შუაშია, კაკ რაზ პირიქით. რუსის ჩექმაზე თუ მიდგა საქმე, რუსების მოთხოვნით გააუქმა გამსახურდიამ ეროვნული გვარდია რამაც დაღუპა კიდეც ბოლოში. შენ თუ ლიდერი ხარ ესე აშკარად არ უნდა დაექვემდებარო ზეწოლას. ესეთი ნაბიჯების შემდეგ უკვე აღარ ხარ ის, რომლის გულისთვისაც ვინმე თავს გასწირავს.

მაგრამ ეს კიდევ არ ყოფილა პირადად ჩემთვის გადამწყვეტი რატომაც მოვხვდი 13%. ნუ შეეშინდა და შეეშინდა, უშიშარი არავინ არ არის, მაგრამ აღმოჩნდა რომ არც კაპიტალიზმისკენ მიდიოდა და არც დემოკრატიისკენ, პირიქით, ვაის გავექეცი და უის შევეყარე გამოდიოდა, ისეთი სისწრაფით აყალიბებდა საკუთარი პიროვნების კულტს, მარტო მდედრიონი რად ღირდა?! და ყველაფერი ამის შემდეგ აგენტი, აგენტი გაიძახოდა. ყველასთვის ნათელი იყო რომ ამით ცდილობდა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას და რაც მთავარია პროკურატურა ჩართო ამ საქმეში... მოკლედ ბევრ რამეზე დეჟა-ვიუ მაქვს, ამიტომაც ეს ნოღაიდელის თემა მაგრა გაბერილი მგონია ან შიშს დიდი თვალები აქვს...

რედაქტორი George Chkhikvishvili, 05 March, 2010 - 11:34.

Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#14 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება

დაწერილია 05 March, 2010 - 13:12

გიორგი თანაგიგრძნობ..
13% ყოფნა მართლა მძიმე ტვირთია.. რა თქმ უნდ მაშინ ვერ წარმოიდგენდი, რომ ის სახელოვანი ინტელიგენცია უბრალოდ "სტუკაჩები" იყო..
და იმ 13% ის მიერ დაქცეული საქართველო გაწვება მერე სულზე..
თანაგიგრძნობ... ისე ძალიან მძულს ცხვრის დადანაშაულება მგელთან, მისი ბრალია, რომ შეჭამესო...
თანაგიგრძნობ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეხლა ნოღაიდელს და მისთანებს არ გულშემატკივრობ...
თუ ასეა, მაშინ სულ ცუდად გქონია საქმე:biggrin:

ეხლა რატომ არ მალავენ.. რატომ ყვირიან ასე ხმამაღლა...
რუსეთის სპეცსამსახურების სტილია.. სადღაც რაღაც, რომ გამოუვათ, მერე იმეორებენ..
უკრაინაში სადაც 8 მილიონი რუსია ასე გამოუვიდათ... ხოდა აქაც იგვეს იმეორებენ..
მით უმეტეს აქაური"სტუკაჩი" ინტელიგენცია, ანუ აგენტურა ალბათ უმტკიცებთ სულ ჩვენი მომხრეა ხალხიო:D
აბა ფულს, რომელსაც იღებენ.. ტყუილად ხომ არ იღებენ... ვმუშაობთო... უმტკიცებენ...

პ.ს. გიორგი ისე საქართველოში ერთხელ, რომ შეცდებინ, მერე ძალიან უჭირთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ.. სისულელე იყო იმ ცამეტში მოხვედრაო, თქმა:)

#15 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 06 March, 2010 - 11:20

სოფო, ეგება და არის ირგვლივ შეთქმულება, ეგება და მარტივად და ბანალურად ჩაფლავდა კამანდა იმიტომ რომ არც შესაბამისი მომზადება და არც ჭკუა არ აღმოაჩნდა და გადააბრალეს სხვას? ჩემთვის პირადად, როგორც კი პოლიტიკოსი იწყებს ყველას დარწმუნებას რომ აგენტებით არის გარშემორტყმული, უკვე პირველი ნიშანია იმისა რომ რაცხა პრობლემა აქვს თავის პროფესიასთან.
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#16 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება

დაწერილია 06 March, 2010 - 11:57

გამსახურდის შეცდომებს ეხლა აქ არ განვიხილავ, რადგან ისინი ვინც საჭიროა გაანალიზა და გაითვალიწინა კიდეც... თუმცა ისინი არ იყო ფატალური და გმოუსწორებელი და იმ მთავრობის კრახი დამპალი წითელი რუსული იმპერიის ჯერ კიდევ ძალიან ძლიერ სტრუქტურებში უნდა ვეძებოთ..
ხოლო რაც შეეხება აგენტურულ სიტუაციას მაშინდელ საქართველოში.. დღევანდელი ლუსტრაცია ააშკარავებს ძალიან ცალსახად.. ეხლა მაინც ყველაფერი გასაგები ხდება: თუ გინდ ძიძიგური აიღე..
შორს წასვლა არც არის საჭირო.... რუსული პრემიის რიგში, ანუ 30 ვერცხლის რიგში ჩამდგარი მწერლების ნაწილი...
თუ მაშინ შეგეშალა და მონსტრებთან და რუსეთის აგენტებთან ერთად დაეტაკე საკუთარ შეიძლება არასრულყოფილ, მაგრამ წესიერ და ეროვნულ მთავრობას ვაჟკაცობა უნდა გეყოს აღაიარო შემეშალაო...
დღევანდელი გადასახედიდან, ხომ ყველაფერი ნათლად ჩანს..
და არა მაშინდელი რუსული იმპერიული მანქანის ანტიზვიდისტური კლიშეები იმეორო..
საკუთარი სვინდისის დასაწყნარებლად.

#17 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 418 გამოხმაურება

დაწერილია 06 March, 2010 - 13:37

მე ადრიდანვე ვთქვი რომ ოპოზიციაში ნორმალური ლიდერი ვერ მოიძებნება და სულელებთან ისევ პოზიცია ჯობია . სხვა გზა არაა. ოპოზıცııს ნაწილი ფულზე გაყიდულები მუშაობენ თუ ვინც მეტი ხელფას დაუნიშნავს იმ მხარეზე გადადიან მაგრამ ვაჟკაცი და სამართლიანი ადამიანი ფულზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული როგორც იუდამ გააკეთა . წარმოიდგინე 13 პროცენტი ამძიმებ სადაც 30 ვერცხლს უტოლდება. ერთ პარტიიდან მეორე პარტიაში გადასვლაში. ნოღაიდელს სახეზე აწერია და ნანობს თავის საქმეში და სხვა გზა აღარ ააქვ თუ რით გაიმართლო თავი. აგრევე მალე ბურჯანაძეს იქნება მასე. მე პირადად არ ვარ თანახმა რუსებთან დიალოგზე წავიდე. ტერიტორიები სახემწიფოდ აღიარა რუსეთმა და არ მესმის რა დაიალოგზეა საუბარი ან რატომ გახსნა გზა ლარსი ... რად ეშმაკად მჭირდება სომხეთ ვლადიკავკაზში საქართველოს მოქალაქეები სომხები ერთხმად აღიარებენ ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. არ მესმის რა გზაა ეს?! სომხებმა თავიანთი მოგონილი ისტორიას აჩვენეს ჩრდილო ოსეთში სულ გადავირიე და ჩვენ ქართველები საიდან ვარ მოსულები ესეც ვერ ახსნეთ.

#18 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,050 გამოხმაურება

დაწერილია 07 March, 2010 - 21:13

იხილე გამოხმაურებაSofio Burjanadze, Mar 5/10, 13:12 -ში, განაცხადა:

გიორგი თანაგიგრძნობ..
13% ყოფნა მართლა მძიმე ტვირთია.. რა თქმ უნდ მაშინ ვერ წარმოიდგენდი, რომ ის სახელოვანი ინტელიგენცია უბრალოდ "სტუკაჩები" იყო..
და იმ 13% ის მიერ დაქცეული საქართველო გაწვება მერე სულზე..
...
პ.ს. გიორგი ისე საქართველოში ერთხელ, რომ შეცდებინ, მერე ძალიან უჭირთ სიმართლეს თვალი გაუსწორონ.. სისულელე იყო იმ ცამეტში მოხვედრაო, თქმა:)


სოფიო, ცოტა გადამეტებულად თამამი განცხადება ხომ არ გამოგივიდათ? დარწმუნებული ხართ რომ გიორგი "სტუკაჩია"? მაშინ იქნებ ცოტა ახსნა-განმარტება გვჭირება მისგან? ბევრ ისეთ ხალხს ვიცნობ, რომელზეც ნამდვილად დგას ეს ქვეყანა (არა პოლიტიკოსები რა თქმა უნდა), მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება "სტუკაჩები" ყოფილიყვნენ. თუმცა ეს ხალხი ეხლა "ჩარეცხილებად" იქცნენ... ბედიც ამას ქვია, ჯერ "სტუკაჩები", მერე "ხულიგნები", ბოლოს "ჩარეცხილები"... არ ვიცი რას საქმიანობთ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ იმაზე მეტი გაქვთ ქვეყნისთვის გაკეთებული ვიდრე იმ 13%-ის აბსოლუტურ უმრავლესობას? თუ ასეა, ერთი მაინც თქვით თქვენს მიერ შექმნილი...

მაშინ სამწუხაროდ ხმის უფლება არ მქონდა მაგრამ მაშინაც და ეხლაც სიამაყით ვაცხადებ და დიდ პატივად ვთვლი იმ 13%-ის გვერდით დგომის სურვილი რომ მაქვს გაჩენილი... მომიტევეთ თუ ზედმეტად ემოციური პოსტი გამომივიდა, მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით ყველას ხელმეორედ "ჩარეცხვა" ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად.

იხილე გამოხმაურებაIvane Sujashvili, Mar 6/10, 13:37 -ში, განაცხადა:

მე ადრიდანვე ვთქვი რომ ოპოზიციაში ნორმალური ლიდერი ვერ მოიძებნება და სულელებთან ისევ პოზიცია ჯობია . სხვა გზა არაა. ოპოზıცııს ნაწილი ფულზე გაყიდულები მუშაობენ თუ ვინც მეტი ხელფას დაუნიშნავს იმ მხარეზე გადადიან მაგრამ ვაჟკაცი და სამართლიანი ადამიანი ფულზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული როგორც იუდამ გააკეთა . წარმოიდგინე 13 პროცენტი ამძიმებ სადაც 30 ვერცხლს უტოლდება. ერთ პარტიიდან მეორე პარტიაში გადასვლაში. ნოღაიდელს სახეზე აწერია და ნანობს თავის საქმეში და სხვა გზა აღარ ააქვ თუ რით გაიმართლო თავი. აგრევე მალე ბურჯანაძეს იქნება მასე. მე პირადად არ ვარ თანახმა რუსებთან დიალოგზე წავიდე. ტერიტორიები სახემწიფოდ აღიარა რუსეთმა და არ მესმის რა დაიალოგზეა საუბარი ან რატომ გახსნა გზა ლარსი ... რად ეშმაკად მჭირდება სომხეთ ვლადიკავკაზში საქართველოს მოქალაქეები სომხები ერთხმად აღიარებენ ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. არ მესმის რა გზაა ეს?! სომხებმა თავიანთი მოგონილი ისტორიას აჩვენეს ჩრდილო ოსეთში სულ გადავირიე და ჩვენ ქართველები საიდან ვარ მოსულები ესეც ვერ ახსნეთ.


ივანე, მთელი პოსტის კომენტირება შორს წამიყვანს, მაგრამ როგორ ფიქრობთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას თუ არა ისევ რუსეთთან საუბრით? კიდევ ერთხელ შევკრიბავთ უთვალავ ლაშქარს და მთელს რუსეთს მუსრს გავავლებთ? ამით გადავრჩით ამდენი საუკუნის მანძილზე? მე მგონი ცოტა სხვა მიზეზი იმალება ჩვენი გადარჩენის უკან და არა ჩვენი საომარი ზებუნებრივი ძალა.
The Proud Participant of Business Conference

#19 Sofio Burjanadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 508 გამოხმაურება

დაწერილია 07 March, 2010 - 22:36

რა თქმა უნდა არ მიგულისხმია, რომ გიორგი "სტუკაჩია.".
უფრო დაკვირვებით, რომ წაგეკითხათ მიხვდებოდით..
რა თქმ უნდა თუ ეხლა ისევ არ უჭერს მხარს ნოღაიდელს..
თორემ 400 000 თუ უფრო მეტი ლტოლვილი და მრავალი სახლიდან გამოყრილი ადამიანი, დახოცილებზე, რომ არაფერი ვთქვათ.. ვგონებ საკმარისი უნდა იყოს, რომ აღიქვა: რუსეთი მტერია.. და თუ გიორგი მას უჭერს მხარს ან სულელია, რადგან საკუთარი ქვეყნის ნგრევას და მტერს უჭერს მხარს.. ან გამყიდველი ანუ "სტუკაჩი".. ანუ ამაში ხელფასს იღებს...

ტრაბახი საკუთარი პერსონით არ მჩვევია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 13%-სგან გასხვავებით საკუთარ მოძმეთა სისხლში არ მაქვს ხელები დასვრილი.. შემდგომ ნგრევა ძარცვას, რომ თავი დავანებოთ.. და მითხარით, რომელი წიგნი თუ რომელი ფილმი გადაწონის თუ გინდ ერთი ბავშვის სიცოცხლეს, რომლებიც შეიწირა ამ მოვლენებმა...

ამის შემდეგ ალბათ ფიქრობთ, რომ ალბათ შურუსძიება მოწყურებული ზვიდისტი გახლავართ...
თვით რუსეთიც არ მეჯავრება და ძლაინ მინდა ნორმალურ ცივილიზირებულ ქვეყნად იქცეს.. ჩვენთვისაც უკეთესი იქნება.. რუსეთში ჩაბუდებული ბოროტება მძულს

ეხლა რაც შეეხაბ იმ მოვლენების ჩემეულ ხედვას..
რუსეთ საქართველოს ბოლო ომი 2008 წელს არ დაიწყო.. ისე ეს ომი 1800 წლიდან მიმდინარეობს...
მაგრამ ბოლო შეჯახება 1992 წლის დეკემბერში დაიწყო...სამწუხაროდ აგენტურის სიმრავლის გამო თითქმის არ გამოჩენილა.. ამ აგენტურის სშუალებით გაასულელა ახალგაზრდობის ნაწილიც..
სულ ქართველების ხელით აკეთა ბინძური საქმე რუსეთმა..
მხოლოდ მაშინ ერეოდა, როდესაც მიუხედავად ამდენი ძლიასხმევისა მისი მხარე ფლავდებოდა...
მთავრობის სახლის აღებისასაც მონაწილეობდა რუსის ჯარი, სამეგრელოს სადამსჯელო ექსპედიციებშიც, და აფხაზეთის ქართველთა ეთნოწმენდაშიც( როდესაც აფხაზები და მაშინ რუსეთის გმირის წოდებით დაჯილდოებული ბასაევი ნახევრად ბანდიტურ და ჯაბისტურ ქართველ ჯარს ვერ მოერივნენ)...
მაგრამ იმ 13% პროცენტმა ძალიან კარგად მიჩქმალა მაშინდელი რუსული ჩექმა..
არ ვითხოვ ამ ხალხს პასუხი მოვთხოვოთ.. ისიც ეყოფათ, რომ ღმერთი მოსთხოვთ..
ყველას აქვს მეორე შანსი... ეხლა ახლიდან ნუ გაყიდიან სამშობლოს...
და საერთოდ სულ ყველას სულში ჩავიხუტებდი თუ ეყოფათ ვაჟკაცობა და რაც იციან იმ მოვლენებში რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ გამოამზეურონ..
ანუ რუსული იმპერიალისტური ჩექმა ამხილონ...
ცოტანი ვართ ქართველი.. არ გვინდა შუღლი.. ერთად დავდგეთ და გადავრჩებით...

თორემ რუსების დასმულ შევარდნაძეს წაართვეს აფხაზეთი.. და თუ ნოღაიდელი მოგვასვეს.. შეიძლება თბილისსღა ერქვას საქართველო..
წაიკითხეთ მათი შეოვინისტური მოსაზრებები.. სულ დაგანგრევთო, რომ იძახიან...
დაბრუნებაზე ზედმეტია საუბარი..


აფხაზეთს და ოსეთს ვგულისხმობ

შევცდი 1991 წლის დეკემბერში დაუშინეს ქვემეხები მთავრობის სახლს

#20 Rati Dzeria

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,050 გამოხმაურება

დაწერილია 08 March, 2010 - 00:39

უდავოდ კარგად ჩამოყალიბებული მოსზრებაა, რომ არა რამდენიმე "მაგრამ" და/ან "იმიტომ, რომ..." ახლავე ავხსნი:

1. ლტოლვილების რაოდენობა 13%-ს არ გაუზრდია, ჩვენი სანაქებო ხელისუფლების " ნაღვაწია" ეს. მაშინ როცა ზვიადის დროს ძიძიგური სამტრედიაში კეტავდა რკინიგზას რუსეთი საზარალოდ (!), როცა ბ-ნ იაკობიძე ხმამაღლა ყვირის "პუტინმა რაც უნდა ის იძახოს, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთო" (ვინ გააკეთა ნეტა თავისი?), როცა ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს რუსეთის გასაღიზიანებლად. გავიმეორებ, საქართველო ამდენი საუკუნის მანზილზე კარგმა, სწორმა პოლიტიკამ, მოქნილობამ (ზოგჯერ მლიქვნელობამაც) და ლავირებამ გადაარჩინა და არა ხისტმა ძალამ.
2. კი ბატონო, ომი ნამდვილად ბევრად ადრე დაიწყო ვიდრე 20-ე საუკუნეა. გეთანხმებით. რატომღაც რუსეთს და მის აგენტურას ვაბრალებთ ჩვენს ყველა უნიათობას. ცოტა ისტორიას თუ გავიხსენებთ (მე თქვენს ისტორიის ცოდნაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება), ვნახავთ, რომ საქართველოს ყველა, უკლებლივ ყველა წაგებული ომი ქართველთა ღალატის ბრალი იყო მხოლოდ. ასე, რომ რუსეთის აგენტურა აქ ცოტა გადამეტებულია, ჩვენს სისხლში ზის ეს და რუსეთმა ჩვენივე "სიკეთე" კარგად გამოიყენა, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა მომხდურმა მანამდე;
3. ეხლა შევარდნაძე: ხმამაღლა ვაცხადებ მე ისევ იმ 13%-ში ვერიე და ჩემი პირველი ხმაც შევარდნაძეს მივეცი. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. ზვიადის, კიტოვანის, იოსელიანის, სიგუას შორის უდავოდ საუკეთესო არჩევანი იყო იმ პერიოდისთვის.
3.1. რატომღაც მიშას ჩამოკიდებული "ლამფოჩკები" და ასფალტი ყველას მოგვწონს და ა ბატონო ააშენა ქვეყანაო გავყვირით, და მხედრიონის თუ სხვა 1000 ბანდიტის დამარცხება და მოსპობა შევარდნაძის კალათაში არ ზის არასდროს. რატომ დავუკარგეთ ამ კაცს ყველაფერი? თუმცა არც მე ვარ მისი ანგელოზობის მომხრე, ვფიქრობ, რომ მან არც ისე ცოტა გააკეთა ქვეყნისთვის.
3.2. რაც აფხაზეთს და სამაჩაბალოს შეეხება, შევარდნაძემ ის მაინც ქნა რომ კოდორი დაგვიტოვა და ოსეთში თვით კოკოითმა არ იცოდა თავისი ქვეყნის საზღვრები... ვინ ჩააბარა ყველაფერი? თუ რუსეთი 1992-ში ძალიან სუსტი იყო და არ შეეძლო მთელი საქართველოს დაპყრობა ან მაშინ უფრო ხელსაყრელი დრო არ იყო ამისთვის? ეს რატომ არავის გვადარდებს? ვიმეორებ, შევარდნაძის მეხოტბე არ ვარ.

ბოლოს, ვინმემ რაიმე მიკერძოებაში რომ არ ჩამომართვათ, დავძენ, იმედი მაქვს არც ნოღაიდელი და არც ბურჯანაძე აღარასდროს დაბრუნდებიან ნებისმიერი დონის მმართველობით თანამდებობაზე.

პ.ს. 1991-ში რომ ზარბაზნები დაუშინეს, როგორც აღნიშნეთ, ალბად გახსოვთ სროლი ბრძანება ქ-ნ ლელიმ, თვით ქ-ნ. არჩვაძის დამ გასცა... ან თუ 2003-ში შესაძლებელი იყო ვარდების რევოლუცია, რატომ არ ჰქონდა იმ ხალხს იგივეს უფლება 12 წლით ადრე?

რედაქტორი Rati Dzeria, 08 March, 2010 - 00:40.

The Proud Participant of Business Conference



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share