სიმართლე გითხრა პროექტის ღირებულების 10%-ს არავინ არცერთ პროექტის მენეჯერს არ უხდის

მითუმეტეს საქართველოში...
საერთოდ კი გააჩნია პროექტს და ორგანიზაციას.
როცა რაიმე ფონდი ან უცხოური ორგანიზაცია აფინანსებს და რეალურად მადლობაზე კეთდება და იქიდან მოეგბას არავინ ელოდება მაშინ შეიძლება დაახლოებით მასეთ პროცენტულობაზე გასვლა... ნუ ასე 3-5% მაინც

და თუ პროექტი კეთდება რომ მან პროექტის განმახორციელებელს ფული მოუტანოს და მადლობისთვის არ კეთება, მაშინ წარმოუდგენელია მასეთი რამე. რადგან შეიძლება მოგება იყოს საერთოდ 10% ან ცოტა მეტი და მაგას მთლიაანდ პმ-ს არავინ მისცემს

ისეც რომ დაფიქრდე თავისუფლად შეიძლება 300000-400000$-იანი პროექტი წარმატებულად დაიწყო და დაასრულო ასე 3-4 თვეში და მაგასი რომ ვინმე 30000-40000$-ს იძლეოდეს სუპერ მაგარი იქნებოდა

ერთ დღეში პმ-ების რიცხვი გაათმაგდებოდა საქართველოში
საერთოდ კი პმ-ების ხელფასები მაგალითად IT კომპანიებში არის დაახლოებით 1000-3000 ლარი.
რაც ცხადია დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, უნარებზე და იმაზე თუ რამდენად უღირს დამქირავებელს პმ-ი.