ნახტომი



- - - - -

სამსახურის ძებნის სტრატეგია


გამოხმაურებათა რაოდენობა: 17

#1 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 07 March, 2010 - 01:27

დღევანდელ დღეს სამსახურის პოვნა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საჭირბოროტო საკითხია, ხშირ შემთხვევაში ვაკანსიებს ვეძებთ დასაქმების ცნობილ საიტებზე, გაზეთებსა და ჟურნალებში, სამეგობრო წრეშიც ვამბობთ, რომ ვეძებთ სამსახურს, ასევე შეიძლება ყოფილმა დამსაქმებელმა კვლავაც შემოგვთავაზოს თუნდაც მცირე ხნიანი სამსახური, მაგრამ ესეც გამართლებაზეა.

ამჟამად, ერთ-ერთ პროექტს ვასრულებ და მეც დაახლოებით მსგავსი პრობლემის წინაშე ვდგავარ, ვეძებ ახალ სამსახურს, სამწუხაროდ პროექტი, სადაც ახლა ვარ არ გრძელდება, უახლოეს მომავალში მაინც ყოველ შემთხვევაში. აღარ მოვყვები იმას, რომ ყოველდღიურად ვსტუმრობ დასაქმების საიტებს და ვაგზავნი შესაბამის ვაკანსიებზე ჩემს მონაცემებს, ხშირად მქონია შემთხვევები, როდესაც მცირე ხნიანი (კონსულტაციები და სხვ.) შემისრულებია, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ხნიანია.

მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხზე: გაქვთ თუ არა რაიმე სახის სტრატეგია სამსახურის პოვნასთან დაკავშირებით? რა გზებს მიმართავთ? რა უნდა გააკეთოს სამსახურის მაძიებელმა იმისთვის, რომ იპოვნოს შესაფერისი სამსახური, მისი კვალიფიკაციიდან და განათლებიდან გამომდინარე?

თქვენს რჩევებს დიდი მნიშვნელობა აქვს პირადად ჩემთვის და ვფიქრობ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მსგავს სიტუაციაშია.

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება

დაწერილია 03 June, 2010 - 23:40

მალე მეც მიწვეს შრომით ბაზარზე გასვლა და სტრატეგიის რა მოგახსენო, მაგრამ პირველ რიგში ალბათ ჩვენ CV-ს და Cover Letter-ს უნდა მივაქციოთ სათანადო ყურადღება, თითოეული სასურველი ვაკანსიისთვის მასზე მორგებული მონაცმები უნდა შევადგინოთ და ყველა გამოცხადებულ პოზიციაზე ერთი და იგივე CV და Cover Letter არ უნდა გავაგზავნოთ!
ასევე არ დაგავიწყდეთ linkedin-ზე სრულყოფილი პროფილის შექმნა, ტენდენცია იმისა, რომ linkedin-ის საშუალებით დამსაქმლებლები პოულობენ სასურველ კანდიდატებს და პირიქით, თანდათან იზრდება...
MSc Hospitality Management

#3 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 16 June, 2010 - 13:16

მოგესალმებით კოლეგებო,

მომაწოდეთ თქვენი რეზიუმეები.
ჩემი თხოვნაა ასევე მიუთითოთ ის სფეროები, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და სამუშაო, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებთ.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#4 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება

დაწერილია 18 June, 2010 - 04:49

მაინტერესებს ჩვენი რეზიუმეები რასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ? რამე კონკრეტული ვაკანსია გაქვთ თუ?
MSc Hospitality Management

#5 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 12:41

ბატონო შალვა, მადლობა გამოხმაურებისთვის. უკვე მოგწერეთ :)



#6 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 12:48

დაგიდასტურე :)
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#7 Andro Meskhoradze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 87 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 14:33

ისეთი CV მაქვს რო ვკითხულობ ჩემი სამსახურში აყვანა მინდება :) (არანაირად არ მაქვს "გაბერილი", სიმართლე, მხოლოდ სიმართლე)


სიამოვნებით გადავიდოდი უკეთეს ანაზღაურებად სამსახურში
მიმართულება IT "საინფორმაციო ტექნოლოგიები"

რედაქტორი Andro Meskhoradze, 22 June, 2010 - 14:36.

Audi Club Georgia
საქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბი

http://www.audiclub.ge/
http://forum.audiclub.ge/

#8 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 22 June, 2010 - 15:41

ანდრო, კომენტარი და საკუთარი თავის რეკლამა მომეწონა :) წარმატებებს გისურვებ.

ისე თემა შეეხება სამსახურის ძებნის სტრატეგიას ასე ვთქვათ, ხომ არაფერს დაამატებდი ზემოთ ჩამოთვლილს? რა თქმა უნდა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, საინტერესოა სხვათა აზრის გაზიარებაც ;)




ვფიქრობ, რომ საინტერესოა დასაქმების ფორუმებზე დასწრება და მონაწილეობა. რამდენადაც ვიცი ადრე ტარდებოდა და ახლაც თუ არ ვცდები დასაქმების სააგენტომ "ეიჩარი" ამ წელს ორგანიზება გაუკეთა დასაქმების ფორუმს, სადაც რამდენიმე კომპანია იყო წარმოდგენილი და ყველას შეეძლო საკუთარი მონაცემების დატოვება. ესეც ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა სამსახურის პოვნის თვალსაზრისით.

#9 David Mujirishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 10 გამოხმაურება

დაწერილია 23 October, 2010 - 19:08

*
პოპულარული

თუ გადაწყვიტეთ ახლი სამსახურის მოძებნა:

გადაიღეთ სურათი რომელიც მეტნაკლებად ასახავს რა ბუნების ადამიანი ბრძანდებით ნუ გადაიპრანჭებით თუ რათქმაუნდა ისეთ ვაკანსიაზე არ გაქვთ პრეტენზია სადაც გარეგნობას შეიძლება უფრო მეტი ყურადგება მიექცეს ვიდრე პროფეზიონალიზმს კვალიფიკაციას და განათლებას

მოამზადეთ ინფორმაციული დოკუმენტი სადაც განათლებასთან ერთად მითითებული იქნება თქვენს მიერ გაწეული სამუშაო და მიღებული შედეგები.

კარგად მოიფიქრეთ რატომ მოდიხართ უკვე არსებული სამსახურიდან... ე.წ ვოლჩი ბილეთით წამოსული თანამშრომელი არც სხვა დამსაქმებელს არ ჩირდება ---- გაითვალისწინეთ

და გახსოვდეთ -- კარგ კადრს არცერთი დამსაქმებელი არ დათმობს ეცდება შეინრჩუნოს...

თანაც დღეს ახალ დმსაქმებელს საქმის გაკეთებასთან ერთად უნდა გაუჩნდეს იმის საიმედოობა რომ მისი გეგმა რა პერიოდშიც უნდა განხორციელდეს თქვენ იქ უნდა იყოთ და გარკვეული სამუშაო უნდა შეასრულოთ ....

ამასთან დღეს მოთხოვნები გაიზარდა .....

თუმცა ბევრი დამსაქმებელი დღეს კიდევ ტყუვდება არჩევანის გაკეთების დროს...

ამიტომ სცადეთ ბედი და გაითვალისწინეთ ზემოთმოყვანილი....

სუბიექტური აზრი

#10 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 24 October, 2010 - 00:43

დავით, მადლობა მოსაზრებისთვის. იმედია ახალბედებს ძალიან გამოადგებათ შენი რჩევა და გაითვალისწინებენ მას სამსახურის ძებნისას. თემა საკმაოდ აქტუალურია. კარგი იქნება სხვათა მოსაზრების წაკითხვაც ამ ფორუმზე :)



#11 David Mujirishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 10 გამოხმაურება

დაწერილია 25 October, 2010 - 21:58

იხილე გამოხმაურებაNino Mtvarelishvili, 24 October, 2010 - 00:43 -ში, განაცხადა:

დავით, მადლობა მოსაზრებისთვის. იმედია ახალბედებს ძალიან გამოადგებათ შენი რჩევა და გაითვალისწინებენ მას სამსახურის ძებნისას. თემა საკმაოდ აქტუალურია. კარგი იქნება სხვათა მოსაზრების წაკითხვაც ამ ფორუმზე :)
მაშ ახალბედებისთვის არაა :):)

არა მხოლოდ ახალბედებისთვის === ვინც წაიკითხავს მიხვდება

სუბიექტური აზრი

#12 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 26 October, 2010 - 21:27

იხილე გამოხმაურებაDavid Mujirishvili, 25 October, 2010 - 21:58 -ში, განაცხადა:

მაშ ახალბედებისთვის არაა :):)

არა მხოლოდ ახალბედებისთვის === ვინც წაიკითხავს მიხვდება

სუბიექტური აზრი



ამ თემის გახსნის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა გამოცდილება და სამსახურის ძებნის ”სტრატეგია” და არა კონკრეტულად ერთი პიროვნებისთვის რჩევის მიცემა (იმედია მე არ მგულისხმობდი, როცა რჩევას წერდი :)) )

ერთი რამ ცხადია, ეს თემა არც ისე აქტუალური გამოდგა, როგორც თავიდან მეგონა, ყველა დასაქმებულია - ყველა ბედნიერია.
გთხოვთ, ეს თემა დახუროთ

#13 Alexander Qarumashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 234 გამოხმაურება

დაწერილია 27 October, 2010 - 00:18

ნინო გამარჯობა, სამწუხაროდ თემა ძალიან აქტუალურია და კაი იქნება თუ ვიმსჯელებთ.
მე ჩემს აზრს ვიტყვი, სხვამ თავისი დაამატოს
1) ძალიან ბევრ ნიშნავს კაი რეკომენდაცია
2) სამსახურში აყვანა არ აყვანის საკითხი ჩემი აზრით მხოლოდ პირადი კონტაქტის დროს წყდება.
3) რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია; თუ გასაუბრებას ესწრება ერთ ადამიანზე მეტი, თავი ჩვენი საქმის პროფესიონალად და ცოტა სულელად წარვადგინოთ აჯობებს. ისე როგორია აა "პროფესიონალი სულელი". უფროსს მოვეწონებით, როგორც პროფესიონალი, თანამშრომლები კი ჩვენში დაინახავენ პროფესიონალს, რომელსაც შეიძლება თავისი საქმე აკეთებინონ.
შ.პ.ს. "ანკ კომპიუტერსი"
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com

#14 Levan Jorbenadze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 749 გამოხმაურება

დაწერილია 14 December, 2010 - 22:52

*
პოპულარული

My link :
" პრობლემის უკეთ გააზრებისათვის "ჯი-ეიჩ-ენმა" ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლიც მიზნად ისახავდა გაგვერკვია, რამდენად ითვალისწინებენ უწყებები თუ კომპანიები მათ მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებზე დაწესებული მოთხოვნებისას ცალკეული პირების შეთავაზებებს. სახელმწიფო უწყებაში, ცალკეულ კომპანიებში, ფონდებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სულ 134-გან, ჩვენს მიერ გაგზავნილი იქნა კონკრეტული პირების განაცხადები (CV). ერთადერთი აღმოჩნდა სახალხო დამცველის აპარატი, რომელმაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი მიიპატიჟა და ცალკეული ეტაპების გავლის შემდეგ თავაზიანად აცნობა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნილ კრიტერიუმს. სადავო არაფერი გვაქვს.

სხვა 133 ვაკანსიის გამომცხადებელს კი "გლეჯვა" CV-ს პატრონი გასაუბრებაზე არც დაუბარებია. ამ ფაქტმა ჩვენც დაგვაეჭვა, რომ უმეტეს შემთხვევაში ვაკანსიები თვალის ასახვევად ქვეყნდება, თორემ ვაკანსიის "პატრონმა" იმთავითვე იცის კონკურსს ვისთვისაც აცხადებს. "

რედაქტორი Levan Jorbenadze, 14 December, 2010 - 22:53.


#15 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 17 December, 2010 - 09:09

იხილე გამოხმაურებაLevan Jorbenadze, 14 December, 2010 - 22:52 -ში, განაცხადა:

My link :
" პრობლემის უკეთ გააზრებისათვის "ჯი-ეიჩ-ენმა" ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლიც მიზნად ისახავდა გაგვერკვია, რამდენად ითვალისწინებენ უწყებები თუ კომპანიები მათ მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიებზე დაწესებული მოთხოვნებისას ცალკეული პირების შეთავაზებებს. სახელმწიფო უწყებაში, ცალკეულ კომპანიებში, ფონდებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სულ 134-გან, ჩვენს მიერ გაგზავნილი იქნა კონკრეტული პირების განაცხადები (CV). ერთადერთი აღმოჩნდა სახალხო დამცველის აპარატი, რომელმაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი მიიპატიჟა და ცალკეული ეტაპების გავლის შემდეგ თავაზიანად აცნობა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნილ კრიტერიუმს. სადავო არაფერი გვაქვს.

სხვა 133 ვაკანსიის გამომცხადებელს კი "გლეჯვა" CV-ს პატრონი გასაუბრებაზე არც დაუბარებია. ამ ფაქტმა ჩვენც დაგვაეჭვა, რომ უმეტეს შემთხვევაში ვაკანსიები თვალის ასახვევად ქვეყნდება, თორემ ვაკანსიის "პატრონმა" იმთავითვე იცის კონკურსს ვისთვისაც აცხადებს. "


გეთანხმები აბსოლუტუად ლევან, სამწუხარო რეალობა ესაა. არათუ არ ითვალისწინებენ, არც კითხულობენ ისეთ რეზიუმესაც კი, რომელიც ზედმიწევნით აკმაყოფილებს მათ მიერ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს. რა თქმა უნდა გიჩნდება განცდა, რომ კონკურსი რეალურად არ ტარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ უნდა დაუკავშირდნენ კანდიდატს (აღარ ვსაუბრობ შემდეგ ეტაპებზე გადასვლას, რადგან უკეთეს კანდიდატებს რა დალევს?! ). მსმენია იმის შესახებაც, რომ ზოგიერთი ”ვაი” კომპანია დასაქმების ვებ-გვერდებს მხოლოდ იმიტომ იყენებს, რომ საკუთარი ორგანიზაცია უფრო მეტად ცნობადი გახადოს საზოგადოებისთვის: რაც მეტად განათავსებენ ვაკანსიის შესახებ, ირწმუნებიან, რომ ვაკანსიები აქვთ და კადრების აყვანით არიან დაკავებული. თუმცა რეალობა სულ სხვაა.

#16 Baqar Gelashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 34 გამოხმაურება

დაწერილია 19 December, 2010 - 01:18

*
პოპულარული

მოგესალმებით მეგობრებო!

საკმაოდ საინტერესო და ღრმა თემაა.

მანამ უშუალოდ ჩემ მოკლე სტრატეგიას წარმოვადგენ აუცილებელია დაისვას ორი კითხვა და ლოგიკურად გაეცეს პასუხი.

1) რა არის პროფესიონალიზმი (პროფესიონალიზმი ეს არის სწრაფა უსასრულო განვითარებისკენ).

2)რა შეიძლება ვიულისხმოთ დასაქმებაში (დასაქმება ეს არის იმის კეტება რაც სიამოვნებას განიჭებს და გარდა სიამოვნებისა მატერიალურ მდგომარეობასაც გიმყარებს)

რაც შეეხება სტრატეგიას, ზემოთ ნათქვამი რეზიუმები და ასე შემდეგ ეგ მხოლოდ ტექნიკური საკითხებია, მთავარია მომავალი დასაქმების მიმართ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. არსებობს სამი ძირითადი პრინციპი:

1. კარგად გაარკვიე რა გინდა (როგორი უნდა იყოს შენი სამსახური, რა უნდა აკეთო შენ ან რა კომპანიაში გინდა მუშაობა და ასე შემდეგ);

2.მოიძიე ინფორმაცია და კარგად გაარკვიე რა სურს შენთვის სასურველ ფირმას (ფირმაში მომუშავე ხალხის ფილოსოფიას უნდა ჩაწვდე და შეითავსო);

3. და ბოლოს ყველაზე მთავარი ისწავლე გაყიდვის მთავარი მეთოდი, გაყიდე საკუთარი თავი ის რომ ერთობლიობასი ჩასვა შენი და კომპანიის სურვილები და მოთხივნები ანუ გააერთიანე ზემო ორი პუნქტი და ისე შესთავაზე საკუტარი თავი კომპანიას.

დანარჩენი საქმე რეზიუმების და სხვა საბუთების წერა მხოლოდ დროის საქმეა და დიდი ფიქრი არ ჭირდება თუ ამ ყველაფერს კარგად ჩამოაყალიბებ.

მოკლედ ერთს ვიტყვი თუ ვინმე დგეს უმუშევარია მიზეზი მხოლოდ საკუთარ თავსი ეძებოს და იპოვის აუცილებლად რადგან მან ჯერ არ იცის რა უნდა სინამდვილეში.

აი ასე არავინ განაწყენდეს მაინც ვერაფერს მოიგებთ მაგრამ თუ თქვენს ქვეცნობიერს ჩაუგრმავდებით მიხვდებით რომ რაგაც მომენთში მწარე სიმართლეს ვამბობ.

პატივისცემით ბაქარი



#17 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 19 December, 2010 - 13:16

ბაქარ, ზოგადად ზემოთ ნათქვამს ვეთანხმები, მკაფიოდ უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმოდგენილი, სად უნდა მუშაობა და რატომ არის ის შესაფერისი კანდიდატი. თუმცა არსებობენ ჩემს გარშემო ადამიანები, რომლებიც მიუხედავად არა ერთი მცდელობისა და ზემოაღნიშნულის ზედმიწევნით გააზრებისა და შესრულებისა, უბრალოდ არ უმართლებთ სამსახურის პოვნაში. ამდენად, ნუ ვიქნებით ზედმეტად მკაცრნი სამუშაოს მაძიებელთა მიმართ და მთლად ყველაფერში მათ ნუ დავადანაშაულებთ. აქ ის მომენტიც გასათვალისწინებელია, გამოცხადებული ვაკანსია, რამდენად რეალურია და მართლაც სჭირდებათ კი კადრი ორგანიზაციებს ან იქნებ უკვე აყვანილი ჰყავთ და ვიღაცის მაამებლად აცხადებენ ოფიციალურად ვაკანსიებს (ამის უამრავი ფაქტი ვიცი, როცა ფიქტიურია ვაკანსია და იბარებენ ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურსი ჩატარებულად ჩაითვალოს).



#18 Baqar Gelashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 34 გამოხმაურება

დაწერილია 19 December, 2010 - 14:55

ნინო გარკვეულ წილად მეც გეთანხმები ზოგიერთ საკითხში. რაც შეეხება დადანაშაულებას მე არავის ვადანაშაულებ უბრალოდ ეს სიმათლეა. მოდი უფრო დავაკონკრეტებ რას ვგულისხმობ ზემო ხსენებულ სიმართლეში. თუ კი დღეს მე უმუშევარი ვარ ეს პირველ რიგში იმ სისტემის ბრალია საიდანაც მე გამოვიზარდე, ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო სისტემაზე მაქვს საუბარი, მაგრამ მე რამდენიც არუნდა ვაბრალო სხვადასხვა ორგანოებს თუ სისტემებს ჩემი უმუშევრობა ხეირი არაფერია. ამიტომ მე ვიწყებ საკუთარ თავში იმის ძიებას რაც უფრო ინტერესიანს გამხდის ამა თუ იმ კომპანიისთვის. ცოტა რთული გასაგებია  ეს ყველაფერი მაგრამ აქ არ არის მთავარი ვისი ბრალია უმუშევრობა მთავარია მე რა მსურს. და თუ ამს ვხვდები იმას ვიღებ კიდეც. დაგეთანხმები იმაში, რომ არიან კომპანიები რომლებიც მხოლოდ შინაურებით ინტერესდებიან, მაგრამ ესეთი კომპანიის ბედი იქვეა გადაწყვეტილი, დიდი ხანი ვერ იმუშავებს. აქვე ავღნიშნავ იმასაც რომ ყველაზე წარმატებული კომპანიები აგებულია არა ნათესაურ კლანებზე არამედ კარგად შერჩეულ კადრებზე. ბევრჯერ მქონია შესაძლებლობა ამა თუ იმ კომპანიაში მუშაობის დროს კარდების აყვანაში მონაწილეობა მიმეღო. და ჩამი გამოცდილებიდან ავღნიშნავ რომ ჩემთვის არასოდეს არ კონდა დიდი მნიშვნელობა კადრის გამოცდილებას თუ განათლებას, ეს მეორე ხარისხოვანი.

მთავარი სხვა რამეა უფრო დიდი ვიდრე განათლება ან გამოცდილება. ეს არის ადამიანის დამოკიდებულება საქმისადმი და მისი აზროვნების და შესწავლის უნარი.

მუდმივად მიტრიალებდა თავში კითხვები:

1. რატომ ანიჭებენ საქართველოში საზღვარგარეთ კოლეჯ დამთავრებულს უფრო დიდ უპირატესობას ვიდრე საქართველოში უმაღლეს დამთავრებულს?

არაფერი დიდი საიდუმლო ან აღმაშფოთებელი აქ არ არის. პასუხი მარტივია საზღვარ გარეთ ბევრად მეტი პრაქტიკაა ვიდრე ჩვენთან მაგრამ სახარბიელო მდგომარეობა არსად არ არის. ერთია თეორიული განათლება ამა თუ იმ საკითხში და მეორეა შენი თეორიიული ცოდნის რეალიზაციაში მოყვანა.

2. რატომ ანიჭებენ მათემატიკის მცოდნეებს დიდ უპირატესობას წარმატებულ კომპანიებში (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ასეა)?

პასუხი აქაც მარტივია ეს არის საგანი რომელის საფუძვლიანად სცავლა გონებას არ აძლევს მოდუნების საშვალებას.

3. რა ღირს ადამიანი?

ადამიანის ღირებულება იმდენია რამდენის გამომუშავებაც შეუძლია.

4. რა შემიძლია მე?

მე მივხვდი რომ ჩემთვის შეუძლებელი არაფერია, რადგან ღვთის წყალობა მაქვს დანარჩენი ჩემ სურვილზეა დამოკიდებული.

5.რა შეუძლია ადამიანს?

რადგან მე ვთვლი რომ მე შემიძლია ეს იმას არნიშნავს რომ მე გენიოსი ვარ. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და ჩემის აზრით ყველა ადამიანი გენიალურია და ყველა ადამიანის შესაძლებლობა უსაზღვროა.

არსებობს კიდევ სხავ მრავალი კითხვა რაზეც პასუხის გაცემა ბევრ ადამიანს შთააგონებს როგორ მოიქცეს. ადამიანის საქმიანობა და მთელი მისი მოღვაწეობა მის ფსიქოლოგიურ დისციპლინაზეა აგებული. ამითომ თუ გსურთ იშოვოთ სამსახური გახდით უფრო სასურველი ადამიანი, და რადგან უნდა გახდე უფრო სასურველი ჩამოაყალიბე ფსიქოლოგია მძლავრად. ანუ გაიგე რა სურს შენს ქვეცნობიერს.

"განათლება იმდენად არ ნიშნავს რაიმეს ცოდნას , რამდენათაც ამ ცოდნის რაიმეში გამოყენაბას."

პატივისცემით ბაქარი.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share