მაქვს ახალი ქსელების ინტერნეტი ...
რომელიც ყოველთვის მიქმნის და ვერასოდეს მიხსნის პრობლემას ...
54 54 54 - სატელეფონი მომსახურების ცენტრი პრაქტიკულად უსარგებლოა, ვინაიდან მხოლოდ ”ისმენს” ...
[ისე, რომ გისმენენ და ტელეფონის ყურმილს იღებენ ეს პროგრესია ამ ბაზარზე?]
ინსტალატორი ვერაფერს აკეთებს, ვინაიდან ip მისამართები ხელაღებით გაიცემა და უკვე გაცემულ მისამართებს, ხელმეორედ აძლევენ ინსტალატორებს დასაყენებლად. კლიენტებს კი როგორც ვხვდები წვდომა აქვთ რუტერზე და შეუძლიათ თავიანთი ip მისამართის ცვლა ... ეს კი იცით რასაც იწვევს ... მოკლედ საშინლად მოშლილი სისტემა აქვთ და არც ვინმეა ამის პატრონი ...
ელემენტარულად მაილ სერვერი ვერ აამუშავეს წესიერად ამდენი წელია
ჩემი უბედურება ისაა, რომ ახალ ქსელების ნომერი მაქვს, რომელზედაც სხვა პროვაიდერი ინტერნეტს ვერ რთავს
ვარ გლდანის მეორე მიკროში ... [ხომ არაფერი შეცვლილა ამ კუთხით?]
დიდი სიამოვნებით ვიტყოდი უარს ახალი ქსელების ინტერნეტზე, ადრე თუ გვიან მათ საწინააღმდეგო კამპანიას გავაჩაღებ თუ ეს ასე გაგრძელდა ... მაგრამ არც ის მინდა ვაის გავეყარო და უის შევეყარო
მაინტერესებს,
გლდანში ინტერნეტის ჩართვას რომელი კომპანიები ახორციელებენ?
მომსახურება უვარგათ?
უკაბელო ინტერნეტი არის გლდანში? თუ კი, რა პირობებითაა?
და საერთოდ, რას მირჩევთ ჩემს სიტუაციაში?
ახალ ქსელებს ოფისში ჩავუვარდე და კარები ავუჭედო თუ არის სხვა ნორმალური ალტერნატივა?
საერთოგ მარეგულირებელ კომისიაში ხომ არ ვუჩივლო?
რედაქტორი Tariel Zivzivadze, 19 March, 2010 - 19:02.

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!



