ნახტომი


- - - - -

LB-Liberty Bank


გამოხმაურებათა რაოდენობა: 32

#1 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 24 March, 2010 - 17:25

მოგეხსენებათ ეს დღეები ყველგან გვხვდება ახალშობილი LB-Liberty Bank,
ეს როგორც მისი შემქმნელები ამბობენ არის სახალხო ბანკის რე–ბრენდინგის ნაყოფი.
ცოტა სადაო საკითხია სახალხო ბანკი იყო თუ არა ბრენდი და მოხდა შემდეგ მისი რე–ბრენდინგი თუ ეს ახალ შექმნილი ბრენდია ყველა დამახასიათებელი ნიშნებით. ნუ კაი შევეშვათ ამ თემას და ვთქვათ რომ მოხდა "რე–ბრენდინგი"

რას ფიქრობთ კონფერენციელებო რა მომავალი აქვს ამ ბანკს?
რე–ბრენდინგი გარდა ლოგოს და სახელის ცვილებისა ალბათ ბევრ სხვა მიმართულებასაც შეეხო და საინტერესოა იქნებ ჩვენ შორის არიან ადამიანები ვინც უფრო მეტი იცის თუ რა შეიცვლება და რა მიმართულებით წავა ეს ბანკი, რომელიც აქამდე ჩემთვის ასოცირდებოდა "პენსიონერები"–ს კუთვნილი პენსიის მისაღებ წერტილად (ბებიაჩემი ამ ბანკში ღებულობს პენსიას და მიმყავდა ხოლმე, სხვა შეხება არ მქონია)

1) რაც არ მომწონს ლოგო, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება ბანკს
2) სახელწოდება "თავისუფალი ბანკი" საინტერესოა ვისგან არ რისგან თავისუფალი ?
3) რაც მომწონს შედარებით აგრესიულად შესვლა ბაზარზე
4) ლადო გურგენიძე : რიგი მოქალაქეების აზრით ეს ადამიანი დიდ ნდობას არ იმსახურებს, თუმცა ის საკმაოდ გამოცდილია

პს. შეგახსენებთ სახალხო ბანკი საქართველოში ყველაზე მეტი ფილიალის მფლობელია (170 მდე თუ არ ვცდები)


კონფერენციელები რას ფიქრობთ? რა მოგწონთ რა არ მოგწონთ ? იქნება რამე ახალი თუ იგივე ფერხულში ჩაებმევა "თავისუფალი" ლიბერთი ბანკი ?

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 24 March, 2010 - 17:29

რა უნდა ვიფიქრო ...

"სოფლის ფოსტის" რებრენდინგი მოსალოდნელი იყო ... მთავარია სახელთან ერთად სხვაც - შიგთავსიც შეცვალონ
პოტენციალი დიდი აქვს ამ ბანკს, მით უმეტეს ასეთ ხელში ...
ინოვაციებს დარწმუნებული ვარ ბევრს შემოგვთავაზებს ... PayPal-საც თუ გვაღირსებს საქართველოში დიდ პატივისცემას დაიმსახურებს

სხვა დანარჩენს ... შევხედავთ :)

წარმატებებს ვუსურვებ!
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#3 Ilia Kevlishvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 114 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2010 - 18:12

მე კი მგონია, რომ სიურპრიზები ბევრი იქნება.......... რამდენადაც ცნობილია გურგენიძე აგრესიული მარკეტინგის მომხრეა და საკმაოდ კარგადაც გამოსდის
PRIVATSERVICE

უძრავი ქონების კონსალტინგური და საბროკერო კომპანია

ტელ: +995 32 941013
ფაქსი:+995 32 910164
Skype: realtygeorgia
www.privatservice.ge
realtor@privatservice.ge

#4 Teona Alavidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 37 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 March, 2010 - 23:06

აი სიმართლე გითხრათ ვფიქრობ რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება ეს ბანკი, იმიტომ რომ გურგენიძის შესაძლებლობები ყველამ დავინახეთ და ვიცით.
მაგრამ რაც შეეხება რებრენდინგს, ძალიან კარგი იქნება თუ რეორგანიზაციასაც მოახდენენ, რადგან, როგორც ცნობილია სახალხო ბანკში ძალიან ცუდი მომსახურეობაა.....

#5 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 25 March, 2010 - 11:17

Tariel Zivzivadze

მიუხედავად იმისა, რომ პეიპალით მისარგებლია, აშშ-ში, რაღაცეებს ვყიდულობდი დეტალურად ამ სისტემას არ ვიცნობ, ტარიელ შეგიძლია აგვიხსნა უფრო კონკრეტულად რა სარგებელს მოგვცემს ის ჩვენ? გასაგებია, რომ ქართველები შეძლებენ უცხო საიტებიდან უსაფრთხო შესყიდვა გაყიდვებს და როგორც ვხვდები საქართველ;ოში ეს ხელს შეუწყობს ინტერნეტ კომერციის განვითარებას? ვცდები? ან რამე დავაკელი ?


Ilia Kevlishvili
გურგენიძე აგრესიული მარკეტინგის მომხრე იყოს, პრინციპში ეგ ჩვენ მომხმარებელს გვაწყობს, მაგრამ ის უფრო საინტერესოა სანამდე ეყოფა ამ ბანკს თავისუფლება, ვფიქრობ აგრესიული მარკეტინგი ბაზარზე რაღაც ნიშის დაკავებამდე გასტანს მერე კიდე ჩვეულ ბანკების ფერხულში ჩადგება.. მინდა, რომ ვცდებოდე ..

Teona Alavidze
როგორც წესი რებრენდინგი მოიცავს არამარტო ლოგო და სახელის ცვლილებას, მაგიტომაც გავხსენი ეს თემა , რომ იქნებ გავიგოთ უფრო მეტი რა შეიცვალა და რა შეიცვლებაა :)
გურგენიძის გამოცდილებას და შესაძლებლობებს ანუ მხოლოდ გურგენიძეს ვერ მივაწერ მე საქ.ბანკის ვერ ერთ დროინდელ ცაში ავარდნას და ვერც დავარდნას, საკმაო მხარდაჭერა ქონდა მაშინ იმ ბანკს.. მოკლედ ვნახოთ რა იქნება :)

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#6 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 25 March, 2010 - 14:38

მოგესალმებით კოლეგებო,

გეთანხმებით, რომ რებრენდინგი ლოგოსა და სახელის გამოცვლა არაა და საერთოდ არც არის აუცილებელი. ხშირ შემთხვევაში კომანიის ვიზუალურ მხარეში ეგრეთწოდებული "რესტაილინგი" ტარდება, იცვლება უმნიშვნელო დეტალები.
რებრენდინგის ამომავალი წერტილი რეპოზიციონირების იდეაა, ანუ არსებული აღქმის შეცვლა მიზ.აუდიტორიაში. ხოლო ეს უკანასკნელი ეყრდნობა შიდა სტრუქტურის კარდინალურ გადახედვას: მიზნები და ამოცანები, ბაზარზე განვითარების ახალი სტრატეგია, არსებული ლიკვიდური პროდუქტები დახვეწა, ახალი სერვისების დანერგვა, სატარიფო განაკვეთების ოპტიმიზაცია, პერსონალის ხედვის ჩამოყალიბება და მრავალი სხვა.
ჩემი აზრით, ახალი სახელი და ლოგო (არა აქვს მინიშვნელობა რამდენად კარგია, ან ცუდი. ეს სხვა თემაა), იმის მანიშნებელია, რომ საერთოდ ახალი მოთამაშე შემოდის ბაზარზე, რომელმაც უნდა "მოკლას" ძველი ნეგატიური სტერეოტიპი - სახალხო ბანკის სახელწოდებით. ცოტა ხანში ის აღარავის არ უნდა ახსოვდეს და ასეც იქნება.
ვფიქრობ მაინც სახელმწიფოს "ფავორიტ ბანკების" სიაში ჩაეწერება და გარკვეულ როლს ითამაშებს პოლიტიკურ ასპარეზზე.
გურგნიძე გამოცდილი და ძლიერი მენეჯერის იმიჯით სარგებლობს საქმიან წრეებში და ალბათ არ გაუჭირდება ამ ახალი ბანკის წინ წაწევა (მითუმეტეს თუ სახელმწიფო მხარდაჭერაც ექნება).

პატივისცემით,

შალვა
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#7 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 25 March, 2010 - 15:08

Shalva Gordeziani

ბატონო შალვა გეთანხმებით.
სწორედ ამიტომ მსურს იქნებ ამ თემიდან იქნებ უფრო მეტი გავიგოთ რეალური რებრენდინგის შედეგებზე
რესტაილინგი დავინახეთ და გავიგეთ , უფრო მეტი საიტნერესო იქნებოდა, რომ ეთქვათ ჩვენთვის , ამ თემას ამ ბანკიდან კითხულობენ საინტერესოა უბრალოდ როდის გვეტყვიან რას აპირებენ ან გვეტყვიან თუ არა და ა.შ

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#8 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 25 March, 2010 - 15:43

აკო კიდევ ერთხელ მოგესალმები,

საფინასო სფერო მომსახურების ბიზნესია. მისი წარმატებისთვის და შემდგომი განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინსტიტუტის მაღალ იმიჯსა და რეპუტაციას. ეს კი დამოკიდებულია პერსონალზე. ჩემს პოსტში სწორედ ამას გავუსვი ხაზი, რომ ამ ბანკის მენეჯერი გამოცდილი და ძლიერი პიროვნებაა, რომელსაც უნარი შესწევს ბანკი მოწინავე პოზიციებზე გაიყვანოს, მითუმეტეს სახელმწიფოს თანადგომით.
ცხადია იტყვიან თუ რას აპირებენ და იმასაც იტყვიან როგორ. ჯერ მხოლოდ შეგვატყობინეს მათი დაარსების შესახებ. ცდილობენ საზოგადოება მოამზადონ სიახლიეების მისაღებად, რომელსაც "სახალხო ბანკი" კი არა სრულიად განსხვავებული Liberty Bank სთავაზობს. ეს გარკვეულ წილად პრ ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ყველაფერი ერთბაშად რომ მოეყარათ მ/ა-ს გაუჭირდებოდა მისი აღქმა და დაკავშირება ახალ სახელთან.
მოთმინება ვიქონიოთ და დავაცადოთ :) მეც მაინტერესებს მათი სტრატეგია.

პატივისცემით,

შალვა
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#9 Mariam Kobrava

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 23 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 March, 2010 - 00:33

:))

LB-ს პრეზენტაციამდე ვინმეს გინახავთ ვებსაიტზე lb.ge რა ბანერი და კითხვარი იდო??
Curious Minds for Surprising Results

#10 Kakhi Nabakhteveli

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 37 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 March, 2010 - 01:39

დამიჯერეთ ამ ბანკს სერიოზული პოტენციალი აქვს. არ ვიცი ვინმეს ესმის თუ არა ზუსტად 170-მდე ფილიალი რას ნიშნავს და რამხელა აქტივია. აგრეთვე მონაცემთა ბაზა აქვთ უდიდესი. ფრონტიც სერიოზული ყავთ, ამ ბანკს აბოსოლუტად ყველა საბანკო ოპერაცია აქვს, უბრალოდ სერვის + -ს უნდა დახვეწა და ფილიალებს გარემონტება.
მე პირადად ამ ბანკს ძალიან კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ კარგი მენეჯმენტის პირობებში სერიოზული ნახტომი შეუძლიათ.
აშკარად ეტყობა გურგენიძეს, რომ ტვინი უმუშავებს და მაგრი რისკიანი ტიპია.
სახელფასე სეხებს ვფიქრობ ყველაზე აქტიურად გასცემენ და ეს პერიოდი ამ ნაბიჯით მრავლის მომტანი შეიძლება იყოს.
გავიხსენოთ, განვადებები იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი გურგენიძის, რომელმაც იმ დროს სოლიდური შემოსავალი მოუტანა საქართველოს ბანკს.
ასე რომ მე იმედიანად ვარ. :)

#11 Vakhtang Chigogidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 38 გამოხმაურება
1

დაწერილია 26 March, 2010 - 11:46

იხილე გამოხმაურებაKakhi Nabakhteveli, Mar 26/10, 01:39 -ში, განაცხადა:

გავიხსენოთ, განვადებები იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი გურგენიძის, რომელმაც იმ დროს სოლიდური შემოსავალი მოუტანა საქართველოს ბანკს.
ასე რომ მე იმედიანად ვარ. :)


ეს პროდუქტი არ იყო გათვლილი შემოსავალზე - ეს იყო რეკლამა რომელმაც ხალხი სხვა პროდუქტებზე მიიზიდა და სწორედ იქედან ნახა ბანკმა სოლიდური შემოსავალი, და რაც შეეხება განვადებებს, ძალიან ბევრი დაშვებები გაკეთდა იურიდიულ მხარეში, ვალდებულებების გადანაწილების კუთხით, იმის გამო, რომ რაც შეიძლება სწრაფი, მოქნილი და ხშირი ყოფილიყო ეს პროდუქტი... შესაბამისად ძალიან ბევრი გაპრობლემდა და მონაცემებით დაახლოვებით ის ამოიღო ბანკმა რაც გასცა, დანარჩენი პრობლემურებშია გაწერილი, ასე რომ შემოსავლიანობის კუთხით არანაირი სარგებელი არ მიუღია ბანკს ამ კუთხით... შედეგად კი ის მიიღო რაზე გათვლაც გააკეთა ბანკმა....
პრინციპში გურგენიძის რეფორმები საინტერესო გამოდგა მაშინ და გაამართლა კიდეც... მაგრამ არამგონია დღეს ესეთმა აგრესიულმა სტრატეგიამ გაამართლოს, მარტო იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ბანკებზე დამოკიდებულება მასამ იგრძნო და არ ესიამოვნა - ასე რომ ტყუილა ელოდებით რამე ძალიან ნოვატორულს და განსხვავებულს...

რედაქტორი Vakhtang Chigogidze, 26 March, 2010 - 12:01.


#12 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 26 March, 2010 - 15:28

Kakhi Nabakhteveli
კახი
დღეავანდელი რეალობით 170 ფილიალი, რომელიც სარემონტოა და ხშირად ცუდ ადგილას მდებარეობს განსაკუთრებულ დიდ აქტივად ჩემთვის არ ჩაითვლება , ნებისმიერ ბანკს მაქსიმუმ 1 წელიწადში შეუძლია ქსელის ასე გაზრდა, უბრალოდ ამდენი ფილიალის მქონე ბანკი საინტერესოა რა მიმართულებით წავა, კადრების მხრივ , როგორც გამიგია რომ ძლიერები ყავთ ასევე საპირისპიროც გამიგია, ამიტომ არ ვიცი, 170 ფილიალზე სერვის + რემონტი და ა.შ არ ვიცი როგორ იქნება . მოკლედ ვნახოთ
იმედია გამოვა ინფორმაცია გარეთ და გვეტყვიან რას ეძახიან რე ბრენდინგს. ხელფასების და პენსიებს აქამდეც გასცემდა და მანდ რებრენდინგი სადაა.. ერთ ერთი ვერსიით ისიც კი გავიგე, რომ 170 ფილიალის რაოდენობა შემცირდებაო თუმცა ჭორებზე დასკვნების გაკეთება არ მსურს ეს ვიღაცის აზრია. დაველოდოთ რას იზამს ბანკი... ან მისი თანამშრომლები, რომლებიც ამ კონფერენციაზეც ბევრს კითხულბოენ

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#13 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 26 March, 2010 - 17:11

კოლეგებო,

ყველა საბანკო ინსტიტუტს გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი და არა მარტო ახლებს.
დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერი წარმატება კადრების პრეროგატივაა, რასაც ახალი ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას დაუთმობს.
დანარჩენი გამოჩნდება.

პატივისცემით,

შალვა
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#14 Nugzar Gabelia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 March, 2010 - 17:12

LB ბანკის მომავალი მხოლოდ ახალ მენეჯმენტშია და პოტენციალიც გააჩნია. სახალხო ბანკი კი თავისი მომსახურებით ყველაზე უარესი ბანკი იყო ჩემი აზრით. ბანკი სადაც ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშის ამონაწერში 10 ლარს ითხოვენ, ან პენსიონერს ცნობის აღებისთვის 10 ლარს ართმევენ ბანკია? ეს იყო წარსულში ვნახოთ მომავალში რა იქნება. მჯერა გურგენიძის მენეჯმენტის და იქით კვირას ვაპირებ აქციების ყიდვას თუ შევძელი. ჩემი ვარაუდით აქციების ფასებიც მოიმატებს. რამდენადაც გავიგე იგეგმება აქციების გატანა ლონდონის ბირჟაზეც, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ბანკის აქტივების ზრდას.

#15 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება
4

დაწერილია 30 March, 2010 - 17:33

როგორც ჩემთვის ცნობილია, ბანკი რესპუბლიკიდან წაიყვანეს კადრები, მენეჯერული პოზიციებიადნ , როგორც ასევე ლიბერთი ბანკის ერთ ერთმა მენეჯერმა შეხვედრაზე განაცხადა, მოხდება ბანკი რესპუბლიკას კოპირება პირველ ეტაპზე, სად იყო ეს შეხვედრა და ა.შ მაინც თავს შევიკავებ დაწერისგან, თუმცა ერთ ერთ უნივერსიტეტში..
ჯერ ჯერობით ეს ინოვაციური არაა მგონი.

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#16 Nugzar Gabelia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება
0

დაწერილია 30 March, 2010 - 17:45

კადრების პოლიტიკა აქილევსის ქუსლია ყოფილი სახალხო ბანკის და მას აუცილებლად გამოასწორებენ. სხვანაირად პროგრესი არ უწერიათ. ცვლილებებს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. მერე ვნახოთ. განსაკუთრებით რეგიონებშია აქტუალური ეს პრობლემა. ერთ ერთ ფილიალში ვიყავი დღეს მინდოდა მეკითხა თავიანთი ბროკერი თუ ყავდათ, მაგრამ ვერავინ გამცა პასუხი. სხვა ბანკების ფილიალებიც შემოვიარე, მაგრამ ვერც იქ მივიღე პასუხი. მოკლედ მითხრეს, რომ თბილისში გავარკვევ. საოცარია. ბირჟაზე მოვაჭრე ბროკერს ვერ მივაგენი. ბოლოს ინტერნეტით ვიპოვე რამოდენიმე საბროკერო

#17 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 31 March, 2010 - 11:12

მოგესალმებით,

ამჟამად ტვ არხებზე გადის ბანკის სარეკლამო კამპანია, რომელიც თავისი შინაარსობრივი დატვირთვით საიმიჯოა (ან ყოველ შემთხვეაში უნდა იყოს საიმიჯო).
მართალი გითხრათ ვერ დავრჩი აღფრთოვანებული და ვფიქრობ საკმაოდ მდორე კამპანიაა.
არც ემოციაზე მუშაობს და არც იმიჯს უქმნის ბრენდ.
თუ ასეთი კამპანიით აპირებენ ლიდერი ბანკის პოზიციის დაკავებას, ალბათ გაუჭირდებათ.
თქვენ რას ფიქრობთ?

პატივისცემით,

შალვა
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#18 Nugzar Gabelia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება
0

დაწერილია 31 March, 2010 - 23:39

გეთანხმებით რეკლამის შეფასებაში. უომოციო რეკლამაა. რეკლამა დამაინტრიგებელი უნდა ყოფილიყო რომელიც ინტერესს აღძრავდა მომხმარებელში. დღეს საფონდო ბირჟაზე 1 500 000 აქცია გაიყიდა ვითომ წინსვლა დაიწყო???
ვნახოთ საიტს როგორს შემოგვთავაზებენ და რა ახალი პროდუქტები ექნებათ. ბაზრის რომელ ახალ სეგმენტს აითვისებენ. სამომხმარებლო სესხების ბაზარი მგონია გაჯერებულია და მასზე მუშაობას ალბათ პრიორიტეტად არ გაიხდიან. ახალ პროდუქტებზეც ჯერ ჯერობით არაფერი ისმის. ვნახოთ, ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ

#19 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 01 April, 2010 - 12:01

ნუგზარ მოგესალმები,

ვფიქრობ, რომ სამომხმარებლო სესხებზე ორიენტაცია ყველა საბანკო ინსტიტუტისათვის პრიორიტეტული უნდა იყოს. შესაძლოა უფრო გამკაცრდეს გაცემის პროცედურა თავის დაზღვევის მიზნით, მაგრამ ეს პროდუქტი, მნიშვნელოვანია.
თუ გავააანალიზებთ წინა წლების სიტუაციას, სამომხმარებლო სესხების ხარჯზე ბევრი სფერო გაიმართა წელში და ახალი პროდუქტის - "განვადების" გამოტანას შეუწყო ხელი.
არა მგონია ეს სეგმენტი მიმზიდველი არ იყოს ყველასათვის თორე დღეს 18%-მდე არ დაწევდნენ საპროცენტო განაკვეთს, როცა წინა წელს ლამის 40%-ს გადააჭარბა.
კომუნიკაციის სტრატეგიაში ისეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ პოზიციონირება არასწორია. ძირითად მიმართვას, ანუ "მესიჯს" მართალი გითხრათ ვერ ვგებულობ. იქნებ ვინმემ გაიგო თუ რისი თქმა უნდათ სარეკლამო კამპანიით და გვითხრას.

პატივისცემით,

შალვა
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#20 Nugzar Gabelia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 11 გამოხმაურება
0

დაწერილია 02 April, 2010 - 19:03

ბარონო შალვა,
რეკლამის დანიშნულება ამ ეტაპზე მგონია, რომ ბანკისთვის სოლიდური იმიჯის აღდგენას თუ ემსახურება მხოლოდ. სლოგანი კი ალბათ: ”წარმატებული მენეჯმენტი ბანკის წარმატებული მომავლის გარანტიაა”. ყოველშემთხვევაში მე ასე აღვიქვი. სხვაზე ჯერ-ჯერობით აქცენტს რომც ნდომებოდათ ვერ გააკეთებდნენ.
ისე რაც შეეხება სამომხმარებლო სესხებს, არ იქნება ცუდი თუ TBC card-ის ან Orange ბარათის ალტერნატივას თუ შესთავაზებენ მომხმარებელს ნაკლებად კაბალური პირობებით, როგორიც ზემოთ აღნიშნულ ბარათებს გააჩნიათ და უნდა მიხვდნენ ჩვენი ბანკირები, რომ ბიზნესი ყოველთვის არ იძლევა "ნაღებ ფასს", როგორც ხდება ხოლმე არა მარტო საბანკო ბიზნესში საქართველოში.



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share