ნახტომი


- - - - -

LB-Liberty Bank


გამოხმაურებათა რაოდენობა: 32

#21 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 02 April, 2010 - 21:16

საღამო მშვიდობისა მეგობრებო,

ასეთი კითხვა გამიჩნდა, ვინ იცნობთ იმ ადამიანებს რომლებიც დიდი სიამაყით აცხადებენ "მე ლიბერტი ბანკში ვმუშაობო"? (შეურაწყოფას არ ვაყენებ არავის, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს წარმოდგენა)
რამდენად ეს პიროვნებები (თუ არ ჩავთვლით გურგენიძეს) "ფიგურებს" წარმოადგენენ საფინანსო ბაზრისთვის, ან საერთოდ ბიზნესისთვის, რომ მათ ნდობა გამოუცხადოს მიზნობრივმა აუდიტორიამ?
ეს პიროვნებები მე პირადად არაფერს მეუბნება, სხვების არ ვიცი ნამდვილად.
ბოდიში მაგრამ მეეჭვება, რომ იმიჯი ამით აუმაღლდეს ახალ ბანკს.

პატივისცემით,

შალვა
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#22 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 05 April, 2010 - 23:40

უკვე დიდი ხანია რაც რებრენდინგი მიდის და სახალო ბანკის აბრები [ყოველ შემთხვევაში სადაც მე ვნახე თბილისში] ჯერ კიდევ არ მოუხსნიათ ...

მგონი ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები ასწრებენ საქმეს ::x:
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#23 Khatia Chanturia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 24 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 April, 2010 - 15:49

იხილე გამოხმაურებაAko Akhalaia, Mar 30/10, 18:33 -ში, განაცხადა:

როგორც ჩემთვის ცნობილია, ბანკი რესპუბლიკიდან წაიყვანეს კადრები, მენეჯერული პოზიციებიადნ , როგორც ასევე ლიბერთი ბანკის ერთ ერთმა მენეჯერმა შეხვედრაზე განაცხადა, მოხდება ბანკი რესპუბლიკას კოპირება პირველ ეტაპზე, სად იყო ეს შეხვედრა და ა.შ მაინც თავს შევიკავებ დაწერისგან, თუმცა ერთ ერთ უნივერსიტეტში..
ჯერ ჯერობით ეს ინოვაციური არაა მგონი.



ბანკი რესპუბლიკიდან არმენ მატევოსიანი გადაიყვანეს რითეილ ბანკინგის უფროსად და გვანცა შენგელია აუდიტის. ასევე თ ბი სი დანაც აიყვანეს კადრები, ძირითადად კი ვინც აიყვანეს 50% ზე მეტი საქართველოს ბანკიდანაა ყველა :)

#24 Maiko Lomtatidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 40 გამოხმაურება
1

დაწერილია 10 April, 2010 - 17:02

კადრები ჩემი აზრით საქართველოში უმეტესობა გამოცდილია , ახლა ამ შემთხვევაში მენეჯმენტია მთავარი. მთავარია ვინ იქნებიან დეპჰედები და ასე შემდეგ . ცოდნა არაა აქ ერთადერთი კრიტერიუმი, მთავარია მართვის უნარი. საქმის გადანაწილება ნორმალურად და რა თქმა უნდა სახელფასო განაკვეთი. კმაყოფილი თანამშრომელი დასაყრდენი უჯრედია. დიდი მიზნების და მომავლის ბანკს ეს უნდა ქონდეს!!! არ მეთტანხმებით?

#25 Sergo Kilitauri

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 39 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 April, 2010 - 22:56

კარგი მენეჯმენტის მიხედვით პოზიციონირება ცოტა გაუგებარია. კარგია თუ ცუდი მენეჯმენტი ეს მაშინ გამოჩნდება როცა კომპანიის აქციის ფასი გაიზრდება. აქ ვფიქრობ გურგენიძე თავის ბრენდს უკავშირებს ამ ბანკს. თუ არ მეშლება მისი დირექტორობის დროს გაიზარდა საქართველოს ბანკის აქციები 10 იდან 80 ლარამდე. ისე რომ ალბათ მაინც ძლიერი ბანკირია.

#26 Maiko Lomtatidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 40 გამოხმაურება
1

დაწერილია 24 April, 2010 - 14:18

საქართველოს ბანკის რეიტინგი და ყოფილი სახალხო ბანკის რეიტინგი საქართველოს ბაზარზე ერთი და იგივე ნამდვილად არაა და მით უმეტეს არ იყო , თუ მონაცემებს გადაავლებთ თვალს საქართველოს ბანკი ნებისმიერი მაჩვენებლით პირველ ადგილზე იყო . კადრები გურგენიძემდეც ძლიერი ყავდა და სახელიც საკმაოდ კარგი ქონდა. ახლა დიდი საკადრო ცვლილებები მიდის ლებერთში , მაგრამ როგორც ქართულ ბიზნესს სჩვევია ძველი კადრის მთლიანი ჩანაცვლება ხდება. და აქაც მუშაობს ნაცნობობა და მეგობრობა , რომელიც ვფიქრობ დაღუპავს. ნებისმიერი კადრის შერჩევა უნდა ხდებოდეს მკაცრი შერჩევით!!! ეს კანონი უნდა იყოს და არა მოავალეობა. ვაკანსიები თვალის ასახვევად გამოაცხადო. თუმცა დაველოდოთ მოვლენებს :)

ბატონო სერგო ფიქრობთ რომ მხოლოდ ჯანსაღი თავია წარმატებისათვის საჭირო და ორგანიზმის სხვა ნაწილები ჯანმრთელობაში არ ღებულობს მონაწილეობას ?? :)

#27 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 25 April, 2010 - 12:57

მოგესალმებით კოლეგებო,

მაიკო, ცხადია წარმატებისთვის მარტო ჯანსაღი თავი არ არის საკმარისი. მაგრამ იმისათვის რომ ორგანიზმის სხვა ნაწილებმაც მიიღოს მონაწილეობა ჯანმრთელობაში, ჯანსაღი თავია საჭირო.
სერგო გეთანხმები. მე მაინც ვერ ვხვდები მენეჯმენტის მიხედვით პოზიციონირება რას ნიშნავს? თუ რეკლამის მიხედვით ვიმსჯელებთ, იქ გამოყვანილი პირები, რომლებიც ამაყად აცხადებენ, რომ Liberty ბანკში მუშაობენ მე საერთოდ არაფერს არ მეუბნება.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#28 Eka Megrelishvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 39 გამოხმაურება
0

დაწერილია 27 April, 2010 - 18:38

პირველი რაც ვიფიქრე როცა გავიგე ლადოს სახალხო ჩააბარესო იყო ის რომ სახალხოს იმიჯზე დაიწყებოდა ზრუნვა. ანუ ის იმიჯი რაც ყოფილ სახალხოს აქვს ჯერ კიდევ უკავშირდება პენსიონერების გაუთავებელ ჩხუბს, როჟა მოკერილ ოპერატორებს და მოუწესრიგებელ ბალანსებს.
ლიბერთი ბანკის რომ დაარქვეს კარგია იმიტომ რომ უკვე აღარ ქვია სახალხო;
თუმცა ჩემთვისაც გაუგებარია რატომ ლიბერთი, იქნებ აგვიხსნან. თავისუფლებასთან რა კავშირშია.
კადრების მოზიდვა ლადოს არ გაუჭირდებოდა, მთავარია შიდა აურზაური მოწესრიგდეს რაც მაგ ბანკში ხდებოდა. და შემდგომ ველოდები ინოვაციებს. ვნახოთ, წარმატებებს ვუსურვებ. თუმცა პენსიონერების რიგებს და ჩხუბს რას მოუხერხებნ არ ვიცი...

#29 Vako Kuvshinov

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 8 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 June, 2010 - 16:45

როგორც იცით საქართველოს ბანკებში ახალი ბრენდი შემოვიდა ლიბერთი ბანკი (ზველი სახალხო ბანკ) .

ჩემი აზრით 2 წლის შემდეგ ეს ბანკი პივრელ ადგილზე იქნება. რატო? იმიტომ რომ ლადო გურგენიძე ადრე საქართველოს ბანკში იყო და საქართველოს ბანკი დღეს მგონი პირველ ადგილას არის. ეხლა ლიბერთის უფროსია . მე ვფიქრობ რომ მართლა კარგი სერვისები ექნებათ. თქვენ როგორ ფიქრობთ ხალხნო?
Best Regards
Vako Kuvshinov
Management of informational technology
Tel: +99599259525
skype: vkuvsh

#30 Giorgi Kobiashvili

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 46 გამოხმაურება
1

დაწერილია 20 June, 2010 - 19:14

მოგესალმებით

დავიწყოთ იმით რომ მოიხედავად იმისა რო გურგენიძე კარგი მენეჯერია ჯადოქარი ნამდვილად არ არის.

როდესაც ის საქართველოს ბანკში მოვიდა აბსოლიტურად სხვა სიტუაცია იყო ქვეყანაში:
1) საბანკო სექტორი მაშინ იწყებდა განვითარებას განვადება არ არსებობოდა ქართულ ბაზარზე და მხოლოდ ერთეულები თუ იყენებდნენ.
2) იწყებოდა სამშენებლო ბუმი და უძრავ ქონებაზე ფასების სწრაფი ზრდა რის გამოც მოსახლეობა ფულის დაბანდების ყველაზე საიმედო გზად ბინის შეძენას მიიჩნევდა შესაბამისად ყიდულობდნენ ბინებს იპოტეკური თუ სამომხმარებლო სესხებით
3) როდესაც განვადება პირველად შემოიტანა საქართველოს ბანკმა ხალხმა ის აღიქვა როგორც რაღაც საჩუქარი და რამის სპორტულ ფეხსაცმელსაც კი განვადებით ყიდულობდნენ შესაბამისად ბანკები უზარმაზარ მოგებას ნახულობდნენ ამ განვადებებით.

ეხლა ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია ისწავლა მომხმარებელმა საბანკო პროდუქტების გარჩევა უკვე დებეტურ და საკრედიტო ბარათებსაც არჩევენ და პროცენტებშიც კარგად ერკვევიან. ასევე ეკონომიკური კრიზისის გავლენა ჯერ კიდევ იგრძნობა ქვეყანაზე და ბანკების ნდობაც შედარებით შერყეულია შესაბამისად იგივე ზრდის ტემპის მიღწევა ჩემი ღრმა რწმენით შეუძლებელია.

გურგენიძის დროს დაიწყო საქართველოს ბანკმა აგრესილი მაკეტინგი და გამწვავა კონკურენცია რითაც ასევე დიდი წილი მოიპოვა, ასევე იმ დროს დაემთხვა თიბისის რებრენდინგი და მომხმარებელთა გაკრვეული ჯგუფის თვალში თიბისიმ მომხიბვლელობა დაკარგა რამაც ასევე საქართველოს ბანკის წისქვილზე დაასხა წყალი, მაშინ საქართველოში არ იყო შემოსული სოსიეტე ჟენერალი, HSBC და თიბისიც ვერ იყო ასე ძლიერი ასევე არ არსებობდა ისეთი მონსტრი როგორიც საქართველოს ბანკია.

თუ გურგენიძის მოღვაწეობისას საქართველოს ბანკის პოლიტიკას გადავხედავთ ის ატარებდა საინვესტიციო ბანკის პოლიტიკას მისი მართველობის დროს მოხდა ალდაგი-ბისიაი და მისი გაძლიერება ასევე ნოვა ტექნოლოჯის შექმნა , უძრავი ქონების სააგენტო პრესტოს ჩამოყალიბება და სხვა მრავალი წვრილი თუ საშუალო ორგანიზაციის შესყიდვა.

ამიტომ ჩემი ღრმა რწმენით ლიბერთი ბანკი ქართულ ბაზარზე დაიკავებს საინვესტიციო ბანკის ნიშას და მისი მთავარი მოღვაწეობის სფერო იქნება ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა მომგებიან პროექტებში.
რაც შეეხება ლიბერთი ბანკს როგორც საბანკო დარგის ლიდერს ჩემი აზრით მაგის ამბიცია არც გურგენიძეს აქვს და ალბათ არც არასდროს გახდება.
********************************************
ტარიელ ეხლა შევნიშნე რომ იგივე თემა უკვე გახსნილი ყოფილა იმედია ამდენ ნაწერს არ წამიშლი და მეორე თემას შეუერთებ :)

რედაქტორი Giorgi Kobiashvili, 20 June, 2010 - 19:14.


#31 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 21 June, 2010 - 10:44

ლადო გურგენიძე სერიოზული ფიგურაა ... უდაოა

2 დღის წინ რეპორტაჟში მოვუსმინე, რომ ნიშნურ სტრატეგიას არ გაყვება და იქნება ბანკი ყველაგან და ყველასათვის ...

თუ ეს იყო მხოლოდ პიარი გასაგებია ...
მაგრამ არ მგონია რომ მხოლოდ პიარი იყოს ...

პირადად მე მგონია, რომ საქართველოს საბანკო ბაზარი არ არის ის, რისთვისაც ამ კაცმა ლიბერტი ბანკს ხელი მოკიდა ...
საქართველოს ბაზარი მისთვის ბრდღვნადაც არ ღირს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#32 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 29 May, 2011 - 20:38

მაინტერესებს, ერთი წლის თავზე როგორი იქნება კომენტარები :)

#33 Badri Molashkhia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 41 გამოხმაურება
3

დაწერილია 23 June, 2011 - 13:39

მეც სუმოუთქმელად ველი მომავალ კომენტარებს :>:D<:
აქციონერი ვარ :[-O<:



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share