ნახტომი





- - - - -

კლიენტებთან ურთიერთობა


გამოხმაურებათა რაოდენობა: 432

#1 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 14:40

თქვენთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ეს საკითხი... ვფიქრობ, კლიენტებთან ურთიერთობის და მათი მომსახურების დონე ძალიან დაბალია ჩვენი ქვეყნის ბევრ კომპანიაში, კვების, ვაჭრობის და მომსახურების ობიექტებში... სწორედ ამიტომ ვარჩიე, ჩემი კომპანიის ერთერთი პრიორიტეტი კლიენტების მაღალი დონის მომსახურება და მათთან სასიკეთო ურთიერთობის შენარჩუნება ყოფილიყო. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ფიქრობს, მთავარია კლიენტი "დაითრიო", ხოლო მათზე შემდგომი ზრუნვა ბევრს საერთოდ არ ახსენდება.
აი, მაგალითი ჩემი პირადი გამოცდილებიდან:
ოპტიკა რონიკოს ხშირი სტუმარი ვიყავი (და ვარ კიდეც). რომ შეატყვეს, რომ მაღაზიათა ამ ქსელში ხშირად ვვაჭრობდი, მთხოვეს ტელეფონის ნომერი და საკუთარი ინიციატივით შემომთავაზეს ჩემთან დაკავშირება ყოველთვის, როდესაც ახალ პროდუქციას მიიღებდნენ. რა თქმა უნდა, მე მათი ერთგული დავრჩი. თუმცა ერთხელ არ ჰქონდათ გარკვეული პროდუქცია და მის საყიდლად ვაკეში მდებარე "ოპტიკა ვაკეში"-ს მივაშურე. შევუკვეთე ერთი სათვალე, შევიძინე (არც თუ ისე იაფად) და დამჭირდა ასევე სხვა პროდუქცია (ასევე ძვირადღირებული), რომელიც იმ მომენტისთვის არ ჰქონდათ. რომ ვთხოვე, ტელეფონს დაგიტოვებთ და დამიკავშირდით თუ შეიძლება, უარი განმიცხადეს!!! იმ მოტივით, რომ ჩვენ არსადაც არ დავრეკავთო... სამწუხაროდ, ის სათვალე რამდენიმე დღის ნაყიდი მქონდა, თორემ უკან დავუბრუნებდი მასაც და ფულს გამოვართმევდი...
მსგავსი სიტუაცია ხშირად ხდება არამარტო სავაჭრო წერტილებში არამედ კომპანიებშიც. დარეკავ, ან არ გიპასუხებენ, და თუ გიპასუხეს.... აქ თანაც საუბარია ბევრ "სერიოზულ" ობიექტზე.
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#2 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 14:43

უკაცრავად, თემა შემთხვევით არასწორ დისკუსიაში განვათავსე - "ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში".

რედაქტორი Sophie Amiranashvili, 11 October, 2005 - 15:03.

Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#3 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:04

Sophie Amiranashvili

სამწუხაროდ, ეგ პრობლემა ჯერ კიდევ მწვავეა. შემს ბავშვობაში ძალიან მეშინოდა მაღაზიის ნოქრებისა, რომლებიც შესაშური უზრდელობით პასუხობდნენ ნებისმიერ შეკითხვას. ეხლა უბრალოდ, დროიც ცვლილებასთან ერთად ეს უზრდელობაც დაიხვეწა, რაც კულტურის დაბალ დონეზე მეტყველებს.
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org

#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 11 October, 2005 - 15:11

თემას გადავიტან ზოგად დისკუსიებში, პრობლემა არაა ...

უჰ, რომ დავიწყო როდის დავამთავრებ ეგაა ... რა თქმა უნდა ამ თემაზე საუბარს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#5 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:12

იცით, პრობლემა თან რაშია? კლიენტს მომსახურე პერსონალი ექცევა თავისი გუნება-განწყობის მიხედვით (თუ საწინააღმდეგოს კატეგორიული მოთხოვნა არ არის მენეჯმენტისგან). ვინც როგორ ხასიათზეა, ისე მოგემსახურება და დაგელაპარაკება. საინტერესოა, როდის მივა ხალხი იმ შეგნებამდე, რომ კლიენტი მისთვის ფასეულია, განსაკუთრებით კონკურენციის პირობებში? პირველ რიგში, საჭიროა, ამ გადაწყვეტილებამდე მენეჯმენტი მივიდეს და თუ პერსონალს თავად არ გააჩნია ამის შინაგანი კულტურა, მკაცრად მოსთხოვოს მას ამის გაკეთება.
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#6 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:26

Sophie Amiranashvili, Oct 11 2005, 03:12 PM -ში, განაცხადა:

მენეჯმენტი მივიდეს და თუ პერსონალს თავად არ გააჩნია ამის შინაგანი კულტურა, მკაცრად მოსთხოვოს მას ამის გაკეთება.

<{POST_SNAPBACK}>



ნამდვილად, გამოსავალი მხოლოდ ესაა იმ შემთხვევაში, თუ მომსახურე პერსონალი დაბალი შინაგანი კულტურის მატარებელია.

მაგრამ, ზოგს ეს შინაგანი კულტურა თანდაყოლილი აქვს მე მგონი. ერთი მეწაღე ვიცი, რომელთანაც ლაპარაკს არაფერი ჯობია. უკიდურესად ზრდილობიანი და კულტურული კაცია. მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ სამსახურს რომ დაამშვენებდა. :(
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org

#7 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:30

Natia Nadiradze, Oct 11 2005, 03:26 PM -ში, განაცხადა:

მაგრამ, ზოგს ეს შინაგანი კულტურა თანდაყოლილი აქვს მე მგონი

<{POST_SNAPBACK}>



კი, ასეა ნამდვილად. შეიძლება, შეხვიდე უბრალო სურსათის მაღაზიაში, იქ, ხშირ შემტხვევაში არ არსებობს კლიენტებთან ზრდილობიანად ურთიერთობის მომთხოვნი მენეჯმენტი, თუმცა, ისე მოგემსახურებიან და დაგელაპარაკებიან, საკმაოდ ნასიამოვნები გამოხვალ. მე პირადად, იმდენად ვაქცევ ამას ყურადღებას, რომ ამ შემთხვევეაში იმ პატარა მაღაზიის მუდმივი მომხმარებელი გავხდებოდი:(
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#8 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:32

Sophie Amiranashvili

მეც. შემიძლია არაეთიკური მოპყრობის გამო საერთოდ უარი ვთქვა სავაჭრო დაწესებულებაში შესვლაზე რაც უნდა ხელსაყრელი ფასები იყოს. შეიძლება არარენტაბელურია ამგვარი მიდგომა, მაგრამ მე ხასიათს ვერ გავიფუჭებ რენტაბელურობის გამო!
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org

#9 Nikoloz Avaliani

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 226 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 October, 2005 - 15:33

არ უარყოფთ ალბათ თუ ვიტყვი რომ მართალია მომსახურე პერსონალი საჭიროებს დახვეწას კლიენტურაც არ ბრწყინავს. :(
სადაც ერთი "უდიერი" გამყიდველია იქ 100 "უდიერი" კლიენტია და არ არის გამორიცხული ამ კლიენტებმა აქციეს ეს გამყიდველი თუ რაღაც მსგავსი "უდიერ" ადამიანად. ასე რომ მთლად მომსახურე პერსონალი არ არის დამნაშავე. :(
ამიტომ სადაც მხოლოდ კლიენტურის მცირედი ნაწილია გამორჩეული და სხვები "უდიერები" არიან ძნელია ინდივიდუალური მიდგომა შეინარჩუნო და ავტომატიზებულ რეჟიმში არ იმუშავო :) ერთი 30% რომ იყოს "კარგი" კლიენტი მაშინ პრობლემა არ იქნებოდა.

#10 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:33

თუმცა ხანდახან, გამყიდველები ექვემდებარებიან სწავლებას. მაგალითად, თუ თავაზიანად მოექცევი მისი არათავაზიანურობის მიუხედავად, ზოგს შერცხვება ხოლმე და მერე უფრო ნორმალურად გემსახურება. ასეთი შემთხვევბიც მქონია.
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org

#11 Nikoloz Avaliani

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 226 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 October, 2005 - 15:34

აუ ჩემ ზედა პოსტში სმაილიკები რა სიმეტრიულად განლაგდნენ დიაგონალზე :( :( :)

#12 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:37

Nikoloz Avaliani

პროფესიონალიზმი კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ შენი საქმე ხარისხიანად აკეთო, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის კლიენტურა გყავს. ხალხი ყველა ერთნაირი ვერ იქნება. თუმცა მძიმე სოციალურმა ფონმა ხალხი უფრო აგრესიული გახადა, რაც ძალიან ხშირად გამოიხატება უცხოებთან ურთიერთობაშიც.
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org

#13 Nikoloz Avaliani

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 226 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 October, 2005 - 15:39

Natia Nadiradze, Oct 11 2005, 03:37 PM -ში, განაცხადა:

თუმცა მძიმე სოციალურმა ფონმა ხალხი უფრო აგრესიული გახადა

<{POST_SNAPBACK}>



უნდობლობამ ამასთან ერთად.

#14 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:39

Natia Nadiradze

მართალი ხარ და სავსებითაც გეთანხმები. ბევრი იქცევა ასე, ხოლო "ცივად" მომსახურე დაწესებულებები კლიენტებს კარგავენ... სამწუხაროდ, ბევრი ამ ურთიერთკავშირს ვერ აცნობიერებს:(

პ.ს. ეს შენს წინა პოსტს ეხებოდა:(

ხოლო მიუხედავად იმისა, თუ რა სახის კლენტი გყავს, მე ვფიქრობ, მომსახურე პერსონალმა შეძლებისდაგვარად უნდა შეინარჩუნოს "სახე" :) მე პირადად ჩემს კომპანიაში ყოველთვის ვცდილობ, ასე მოვიქცე, მგონი, კლიენტების მოზიდვის თვალსაზრისით ეს ძალიან მომგებიანია:)

რედაქტორი Sophie Amiranashvili, 11 October, 2005 - 15:42.

Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#15 Nikoloz Avaliani

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 226 გამოხმაურება
1

დაწერილია 11 October, 2005 - 15:43

Natia Nadiradze, Oct 11 2005, 03:37 PM -ში, განაცხადა:

პროფესიონალიზმი კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ შენი საქმე ხარისხიანად აკეთო, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის კლიენტურა გყავს

<{POST_SNAPBACK}>


ეგ სმჯელობა ეხლა ხდება აქტუალური ნელ-ნელა ცდილობენ კლინტურასძთან ინდივიდუალური მიდგომა იქონიონ, მაგალითად მსხვილ ორგანიზაციებში ერთ კლინტს ერთი ადამიანი ემსახურება რომ მიეჩვიოს და მისი ხუშტურები გაუჯდეს ძვალ-რბილში და შედეგიც კარგია ნდობა იმატებს როცა თანამშრომელი კლიენტს უძმაკაცდება. მაგრამ წვრილ კანტორა ტიპის ორგანიზაციებში მაინც ძველებურადაა საქმე და შეცვლას არც აპირებენ, ანუ როგორც ბევრგან მითქვამ აქაც ვიმეორებ ჩვენთან კარტოფილი გვიან ამოდის მაგრამ მთავარია როგორ ძირს გაიკეთებს. :( ასე რომ შეიჩვლება ეგ დამოკიდებულება როცა იქნება მაგრამ მადლობელი ვიქნები თუ უფრო უარესი არ ჩამოყალიბდება :(

#16 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:45

Sophie Amiranashvili

აქ რა შუაშია და ეს ორი დღეა რეკრუტერად ვმუშაობ და აღარ მინდააააა! ვაიმე, ეს რა კოშმარი და რა საცოდაობა იყო???? ეხლა თუ გადავრჩი, აწი პირობას ვდებ, საერთოდ ხელს აღარ მოვკიდებ ამ საქმიანობას. პრინციპში, ეხლაც იძულებითი იყო.

რაც შეეხება თემას, სოფოს აბსოლუტურად ვეთანხმები. წარმომიდგენია, რა მომხიბლავი და ზრდილობიანი ახალგაზრდა ქალბატონია:(
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org

#17 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:45

და დიდი შენაძენი კომპანიისათვის!
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org

#18 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:47

Natia Nadiradze, Oct 11 2005, 03:45 PM -ში, განაცხადა:

წარმომიდგენია, რა მომხიბლავი და ზრდილობიანი ახალგაზრდა ქალბატონია

<{POST_SNAPBACK}>



გმადლობ, ნათია:( ხანდახან ძნელია, თუმცა ვცდილობ მაქსიმალურად:(
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#19 Natia Nadiradze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 896 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:47

ეს თემა ანუ - კლიენტისა და პროვაიდერისა, მარტო სავაჭრო ობიექტებში არ არის მწვავე. სამწუხაროდ, დეონტოლოგიის აზრზე არ არის ხალხი. მე მაგალითად, მსგავს პრობლემას სამედიცინო დაწესებულებაშიც ხშირად ვხვდები. მით, უმეტეს, რომ პაციენტთა დიდ უმრავლესობას აქ სტიგმატიზებული და დაშინებული ტუბერკულოზით დაავადებულები შეადგენენ,:( რომლებსაც ძალიან ფაქიზი მიდგომა სჭირდებათ. თუმცა, ზოგი ისეთია, ჭკუიდან შეგშლიან...
Natia Nadiradze

World Vision International
SCCW Project Deputy Manager
17/18 Imedashvili street 0160 Tbilisi Georgia
Tel: (995) 32 43 35 49/50/51
Cell: (995) 99 77 06 19
Email: natia_nadiradze@wvi.org

#20 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 11 October, 2005 - 15:51

Natia Nadiradze, Oct 11 2005, 03:47 PM -ში, განაცხადა:

მე მაგალითად, მსგავს პრობლემას სამედიცინო დაწესებულებაშიც ხშირად ვხვდები

<{POST_SNAPBACK}>



მე სამწუხაროდ, ასეთ პრობლემებს ბავშვთა (!!!) პოლიკლინიკაში წავაწყდი, სადაც ზრდილობა და კეთილგანწყობა ერთი ორად საჭიროა... ისე აღვშფოთდით მე და ჩემი მეუღლე, პირდაპირ (ზრდილობის ფარგლებში რა თქმა უნდა) გამოვხატეთ საყვედური იმ მედ პერსონალის მიმართ, რომელიც დიდი ჩხუბით და ისტერიკით იღებდა ბავშვების სისხლის ანალიზს.
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share