ნახტომი





- - - - -

"ნიკორა"


გამოხმაურებათა რაოდენობა: 85

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 17 June, 2004 - 10:58

საქმე ეხება კომპანია ნიკორას.

მე, როგორც ძეხვის უბრალო მყიდველი ვხედავ რომ:

1. ნიკორას პროდუქტები გაძვირდა. შეიძლება იმიტომ, რომ იმპორტირებული ხორცით მუშაობს.
2. მისი სახე რატომღაც დაიკარგა იმ მრავალი ბრენდს შორის, რომელსაც მის ობიექტებში შეხვდებოდით. ნიკორას ძეხვეულთან ერთად მე მაგალითად ხვდები ბავარიული საყასბოს პროდუქციას და პეპსის.

საინტერესოა რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას? ფაქტია, რომ თვით "ნიკორა" ნაკლებად ჩანს ამ კორიანტელში, რეკლამირება კი ინტენსიურად აღარ ხდება, ეს კი არა მგონია დადებითი იყოს.

რა შეიძლება იყოს შედეგი: გაყიდვების შემცირება!

უნდა ველოდოთ კი ნიკორას მიერ პოზიციების დათმობას?
ეხლა ვფიქრობ კარგი დროა რომელიმე კონკურენტი კომპანიისათვის, რომ სერიოზულად იმუშავოს და ნიკორას შეუტიოს.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Dear Guest, You need to register...George Shalamberidze_*

  • Guest

დაწერილია 17 June, 2004 - 11:25

რამდენად შესაძლებელია ამ თემაზე ლინკი გადაეგზავნოს კომპანია ნიკორას, რომ თვითონაც მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში?

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 22 June, 2004 - 14:39

აგერ ნიკორას საიტი: http://www.nikora.ge/
ლინკი გადავაგზავნე. ვნახოთ თუ გამოგვეხმაურებიან
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 23 June, 2004 - 10:56

მიხარია რომ კომპანიიდან ორი წარმომადგენელი დარეგისტრირდა..
კეთილი იყოს მათი მობრძანება
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#5 Tamuna Gelantia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 32 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 June, 2004 - 11:18

გამარჯობათ ტარიელ!
თქვენს მიერ მოყვანილ არგუმენტებს შორის მე-2 პუნქტის წინადადებები საკმაოდ ბუნდოვანია და მართალი გითხრათ ვერ ჩავწვდი მათ არსს, უფრო თუ დავკონკრეტდები ვერ მივხვდი რას გულისხმობთ
როცა წარსულში ამბობთ რომ "მის ობიექტებში შეხვდებოდით მრავალ ბრენდს შორის" და მეორე ჩვენს ობიექტებში მხოლოდ ნიკორას ლიმონათი იყიდება, აქედან გამომდინარე ჩვენს საფირმო მაღაზიებში ვერანაირად ვერ შეხვდებით ვერც ბავარიული საყასბოს პროდუქციას და ვერც პეპსის. რაც შეეხება მრავალრიცხოვან ბრენდებს , რომელსაც თქვენი სიტყვებით "მის ობიექტებში შეხვდებოდით" არამგონია სწორი იყოს რადგან ნიკორას საფირმოებში მხოლოდ ნიკორას ბრენდით გამოშვებული პროდუქცია რეალიზდებოდა გამონაკლისს წარმოადგენდა რუსული ლუდები.
რეკლამას ინტენსიური ხასიათი არა აქვს ამაში გეთანხმებით, მაგრამ ჩვენმა რეკლამამ სულ რაღაც ერთი თვეა დაკარგა ინტენსივობავგულისხმობ ტელე რეკლამას და ეს არ ეხება სხვა სახის რეკლამებს . თუ თქვენ ადევნებთ თვალყურს ნიკორას სარეკლამო სტრატეგიას მაშინ თქვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ის ფაქტი რომ ჩვენ მივმართეთ რეკლამის სხვა აქამდე ჩვენს მიერ ნაკლებად ათვისებულ ხერხებს.გვაქვს უახლოესი მომავლის გეგმებიც , ვეძებთ მახსიმალურად ეფექტურ მეთოდებს ამ მიმართულებით.
რაც შეეხება იმას უნდა ელოდეთ თუ არა ნიკორას მიერ პოზიციების დათმობას , მინდა გითხრათ რომ დარწმუნებული ვარ პირიქით მოხდება, და ხდება კიდეც რადგან ჩვენი გაყიდვები იზრდება, პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების მუშაობა ბაზრის უფრო დიდი სეგმენტის ათვისების მიზნით. რაც შეეხება კონკურენტებს ისინი აუცილებლად უნდა არსებობდნენ , ჩვენ მივესალმებით ჯანსაღ კონკურენციას, რადგან ის მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასე შევძლებთ გავიზარდოთ და სხვებზე უკეთ დავიცვათ ჩვენი მომხმარებლის
უფლებები.( ბავარიული საყასბო დიდი ხანია არსებობს და ის ეხლა არ გამოჩენილა ბაზარზე)
გმადლობთ რომ ჩვენს თემაზე გამართეთ დისკუსია!

#6 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 23 June, 2004 - 11:27

Tamuna Gelantia
მიხარია რომ ჩაერთეთ.

ცხადიას თქვენ უფრო ინფორმირებული ბრძანდებით ამიტომაც ბევრ საკითხში შესაძლოა ვერ შედეგავოთ. ჩემი ხედვა გამომდინარეობდა ძეხვის უბრალო მყიდველის პოზიციიდან და ამიტომაც იგი ვერ შეედრება იმ ადამიანის მიერ გაკეთებულ ანალიზს, რომელაც უფრო დეტალური ინფორმაცია აქვს საკითხის ირგვლივ. თან მესმის რომ მიილტვით სრულყოფისაკენ, რაც დაფასდა კიდეც შერატონში დაჯილდოვებისას.

ერთი შეკითხვა მაქვს: რაც გავიგე მის შემდეგ მაინტერესებდა თუ რატომ ხდება თქვენთან ხორცის იმპორტი? დარწმუნებული ვარ რომ ამისათვის შესაბამისი არგუმენტები გაქვთ და გთხოვთ გაგვიზიაროთ...

გმადლობთ
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#7 Tamuna Gelantia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 32 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 June, 2004 - 12:12

Tqvens saits raRac

#8 Tamuna Gelantia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 32 გამოხმაურება
0

დაწერილია 23 June, 2004 - 13:46

ჩემი კომპიუტერი გამოირთო უკვე მესამედ ვკრეფ პასუხს
2003 წლის გაზაფხულზე ფირმა ნიკორამ დაიწყო საკუთარი მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა. ჯერჯერობით მისი მასშტაბები მთლიანად ვერ აკმაყოფილებს ნიკორას მოთხოვნას ნედლეულზე, ამიტომაც გვიწევს ნაწილობრივ იმპორტირებულ ხორცზე მუშაობა. ჩვენს მიერ გამოყენებული იმპორტირებული ნედლეული ყოველთვის უმაღლესი და პირველი ხარისხისაა.
მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წარმოებული პროდუქციის სხვადასხვა დასახელებები მოითხოვს სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ნედლეულს, ხოლო იმისთვის რომ ასეთი ნედლეული მივიღოთ აუცილებელია განსაკუთრებული ჯიშის საქონელი მოვლილ იქნე და იკვებოს სპეციფიური მეთოდებით. ეს არის ერთადერთი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს მიერ ქართველი გლეხისგან ნედლეულის შესყიდვა მასიურ ხასიათს არ ატარებს ( 80% არ შეესაბამება ნედლეულზე არსებული სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს)
ჩვენს ლაბორატორიაში ტარდება შემოტანილი ხორცის როგორც ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური ანალიზი.
ნიკორას მიერ ფერმის მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების გამართლებაა ის , რომ მოგვარდება ნედლეულის პრობლემა და მაქსიმალურად შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ჩვენი საქმიანობა მომხმარებელთა მოთხოვნილებებთან - ჰქონდეთ საშუალება შეიძინონ მთლიანად ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებული პროდუქცია.
დღესდღეობით ნიკორას გაყინული ნახევარფაბრიკატები , რომელიც " მზარეულის ბრენდით გამოდის მთლიანად ფერმის ხორცით მზადდება.
გმადლობთ საინტერესო შეკითხვისთვის

#9 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 23 June, 2004 - 13:54

Tamuna Gelantia
ნამდვილად მადლობელი ვარ ამომწურავი პასუხისათვის.

ციტატა

ეს არის ერთადერთი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს მიერ ქართველი გლეხისგან ნედლეულის შესყიდვა მასიურ ხასიათს არ ატარებს ( 80% არ შეესაბამება ნედლეულზე არსებული სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს)

ეს ეჭვი მქონდა სწორედ, და გამართლდა. ფაქტიურად გამოდის, რომ აქ ადგილზე ნედლეულის გლეხებისაგან შესყიდვას და მასტან დაკავშირებული დავიდარაბას ჯობია იმპორტი ან საკუთარი ფერმის აშენება.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#10 Jano Zhvania

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 268 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 September, 2004 - 23:58

ტელე-რეკლამის შემცირება სხვა სახის სარეკამო საშუალებების ბიუჯეტების ხარჯზე არა მგონია მომგებიანი გადაწყვეტილება იყოს. რა თქმა ყოველ მედიუმს აქვს საკუთარი უპირატესობა თუმცა ტელევიზია მოიცავს რადიოსა და გაზეთის (ან ბილბორდის)-აგან განსხვავებით ისეტ ელემენტეს რომლებიც არცერერთს არა აქვს. საინტერესოა რა მიზეზით შეამცირა ნიკორამ სატელევიზიო რეკლამა.
To see or not to see...

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 18 September, 2004 - 00:02

ციტატა

საინტერესოა რა მიზეზით შეამცირა ნიკორამ სატელევიზიო რეკლამა

რაღაც ეტაპზე ალბათ საჭირო ხდება რომ რეკლამირება შეაჩერო და "დივიდენდი" მიიღო, გაყიდვებს დააკვირდე, თუმცა ეს გადაწყვეტილება კომპანიის გადმოსახედიდან შესაძლოა სხვაგვარად ჩანდეს.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#12 Jano Zhvania

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 268 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 September, 2004 - 13:03

დივიდენდების მიღება რეკლამის ხარჯზე ვფიქრობა შეცდომაა. იმიტომ რომ რეკლამა არის არა დანახარჯი, არამედ ინვესტიცია.
To see or not to see...

#13 Akaki Tchelidze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 325 გამოხმაურება
0

დაწერილია 21 November, 2004 - 23:57

Tamuna Gelantia

ციტატა

ჩვენს მიერ ქართველი გლეხისგან ნედლეულის შესყიდვა მასიურ ხასიათს არ ატარებს ( 80% არ შეესაბამება ნედლეულზე არსებული სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს)

მიზეზს ხომ ვერ მეტყოდით?
დიდი მადლობა
Akaki Tchelidze
Financial Manager
Ltd "PhotoWorld"
24, Kostava av.
Tel.: (+995) 32 93 33 66;
Mob.: (+995) 77 48 60 90,
E-mail: <a href='mailto:kaki_ufi@ufi.ge'>kaki_ufi@ufi.ge</a>

Image (alt + g) გამოქვეყნებული სურათი

#14 Dear Guest, You need to register...Ilia Mchedlishvili_*

  • Guest

დაწერილია 05 February, 2005 - 00:39

მე მივმართავ ფირმა ნიკორას წარმომადგენლებს;მაინტერესებ
რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ თქვენს საკმაოთ პოპულარულ ქართულ პროდუქციას დაეცა რეიტინგი მომხმარებლის თვალში და ვის აწყობდა ამ ინფორმაციული ომის წარმოება ქვენს წინააღმდეგ?

#15 Nino Absandze

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,025 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 February, 2005 - 10:31

და კიდე ერთი საკმაოდ ბევრი ჭორი არსებობს იმის თაობაზე რომ ნიკორას პროდუქციამ ესათუ ის ადამიანი მოწამლა.

და პირადად მეც არაერთმა ნაცნობმა მირჩია აღარ იყიდოო!
www.101.ge

Real Estate Portal

www.nino101.wordpress.com

My Blog

Cell: +995 92 101 801
E-Mail: nino@101.ge

#16 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 09 February, 2005 - 12:42

ilia mchedlishvili

ციტატა

მე მივმართავ ფირმა ნიკორას წარმომადგენლებს;მაინტერესებ
რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ თქვენს საკმაოთ პოპულარულ ქართულ პროდუქციას დაეცა რეიტინგი მომხმარებლის თვალში და ვის აწყობდა ამ ინფორმაციული ომის წარმოება ქვენს წინააღმდეგ?

რა მეტყველებს რეიტინგის დაცემაზე?
რამდენი ნიკორას ობიექტში შევალ, იმდენი რიგის დაკავება მიწევს, ხალხი ასკდება ობიექტებს ...

Nino Absandze

ციტატა

და კიდე ერთი საკმაოდ ბევრი ჭორი არსებობს იმის თაობაზე რომ ნიკორას პროდუქციამ ესათუ ის ადამიანი მოწამლა.

მსგავსი არაფერი გამიგია. ის კი არადა, ერთხელ ერთმა მყიდველმა ისიც კი თქვა მირჩევნია მეტი გადავიხადო და დარწმუნებული ვიყო, რომ კარგიაო

ისე კი, კონკურენცია გამძაფრებულია როგორც ჩანს, ამაზე ლოგოს შეცვლაც მეტყველებს, რამდენი იმიტატორი გამოჩნდა ვინ დათვლის ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#17 Tamuna Gelantia

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 32 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 February, 2005 - 15:31

ციტატა

ვის აწყობდა ამ ინფორმაციული ომის წარმოება ქვენს წინააღმდეგ?

მოდით აქედან დავიწყოთ - ჩვენს წინააღმდეგ ამ ინფორმაციული ომის წამოწყება პირველ რიგში აწყობთ იმათ, ვისაც არ მოსწონს ჩვენი წარმატებული პოზიციები ბაზარზე. ამ საიტზე ძირითადად ფიარის და მარკეტინგის სპეციალისტები ხვდებიან, აქედან გამომდინარე არამგონია ბევრს გაუკვირდეს და ეუცხოოს წარმატებული ფირმის წინააღმდეგ აგორებული ფიარ კამპანია, მითუმეტეს საქართველოში, სადაც კონკურენცია სამწუხაროდ ჯერ ვერ არის ისე განვითარებული, რომ მას ჯანსაღი ეთქმოდეს. გავრცელებული ხმები ჩვენდა სამწუხაროდ მხოლოდ არაოფიციალური არხებით ვრცელდება. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ მათზე ოფიციალურად ვერ ვრეაგირებთ (ჭორზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია) საკიმაოდ ჭკვიანურადაა გათვლილი ჩვენი მტრების მიერ, როცა ოფიციალურად არავინ გიტევს, მასინ პასუხი ვის უნდა გასცე? ჩვენი მონაცემებით საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ამ ხმების გავრცელებაზე. ჩვენ კი თანხების ხარჯვას სხვა მიმართულებით ვარჩევთ, მაგალითად ტექნიკური გადაიარაღება, სოციალური პროგრამების დაფინანსება და ა.შ.
რაც შეეხება იმას,

ციტატა

რომ ნიკორას პროდუქციამ ესათუ ის ადამიანი მოწამლა.

გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ნიკორაში ყოველდღე ტონობით პროდუქცია გამოდის, რომელსაც მარტო დედაქალაქში მიირთმევს 80 ათასი ადამიანი. უბრალოდ არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ერთ გამოშვებაზე გამოსული რამდენიმე ტონა პროდუქციისგან მოიწამლოს მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი დანარჩენი 79998 ადამიანი კი კარგად გრძნობდეს თავს. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ჩვენ შეიძლება ითქვას ერტადერთი ეროვნული ხორცის პროდუქტების წარმოება ვართ, ვისაც გააცნია ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ქარხანა, კარგად აწყობილი სადისტრიბუციო ქსელი (ჩვენი პროდუქცია ყველა წესის დაცვით ტრანსპორტირდება საცალო სავაწრო ობიექტამდე), რომ არაფერი ვთქვათ საკუთარ მეურნეობებზე (მეცხოველეობის ფერმა, თევზსაშენი, ჩაის პლანტაციები) და საფირმო მაღაზიათა ქსელზე, სადაც პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო ყველა სანიტარული ნორმაა დაცული (რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ქალაქის ყველა მაღაზიასა და ბაზარზე. ამის კონტროლი უკვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების პრეროგატივაა. ჩვენ მხოლოდ საფირმო ქსელში რეალიზებული პროდუქციის შენახვის პირობებსა და ვადებზე ვაგებთ პასუხს).
- იბადება კითხვა, მაშინ ვინ აწარმოებს საქართველოში ჩვენზე უკეთეს ხორცის პროდუქტებს????????

რაც შეეხება კონკურენციის გამძაფრებას, სწორად შენიშნე ტარიელ, იმიტატორები ბევრი გამოგვიჩნდა. განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის განვსხვავდებოდით სხვებისგან და მომავალშიც ასე იქნება ეს ჩვენი სტრატეგიაა , რასაც პირველ რიგში სიახლეებისკენ სწრაფვა უდევს საფუძვლად. ვთვლით, რომ ჩვენი მომხმარებლები და არა მარტო ისინი, ადვილად შენიშნავენ განსხვავებას და არ წამოეგებიან არაკეთილსინდისიერი კონკურენტების "იაფფასიან ტრიუკებზე" (რომელიც მათ არცთუ იაფი უჯდებათ).

გმადლობთ ყველას შეკითხვებისთვის. იმედი მაქვს ამომწურავი იყო ჩემი პასუხი.
თუ კიდევ რაიმე გაინტერესებთ დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ.

_ აკაკი ბოდიშს გიხდით, რომ პასუხი ვერ გაგეცით. ალბათ გგონიათ რომ უყურადღებო ადამიანი ვარ, მაგრამ მართლა არ იყო ჩემი ბრალი.
ფასვორდი დამავიწყდა და საიტზე ვერ შევდიოდი. ვეცადე თქვენი პირადი მეილი მეშოვა, მაგრამ როგორც ხვდებით ვერც ეს მცდელობა დამთავრდა წარმატებით.
იმედია მაპატიებთ:))

#18 Inga Potskhishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 314 გამოხმაურება
0

დაწერილია 09 February, 2005 - 15:49

ციტატა

მაინტერესებს რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ თქვენს საკმაოთ პოპულარულ ქართულ პროდუქციას დაეცა რეიტინგი მომხმარებლის თვალში და ვის აწყობდა ამ ინფორმაციული ომის წარმოება ქვენს წინააღმდეგ?


საინტერესოა ის, რომ ნიკორას მომხმარებელი 2004 წლის იანვრიდან -დეკემბრამდე მომატებულია 6%-ით. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია!!!
რომელი რეიტინგის ვარდნაზეა ლაპარაკი???
GAMMA
Market Measurement&Analysis Group

#19 Dear Guest, You need to register...Jaba Tarimanashvili_*

  • Guest

დაწერილია 09 February, 2005 - 19:04

თამუნა,

გეთანხმები, მაგალითად ჩემი ოჯახის წევრები აღფრთოვანებულები არიან თითოეული ნიკორას პროდუქციით და შეიძლება ითქვას ინტენსიურად შევექცევით.

--------- რაც შეეხება ბიზნესის მხარეს:
მინდოდა მენახა სწრაფი მიწოდების საშუალება "ნიკორა"-ს დისტრიბუციის ცენტრებიდან თუ წერტებიდან ჩემი კომპანიის გემის ეკიპაჟებისათვის, რომლებიც შემოდიან ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში. მივმართე თქვენს საიტზე აღნიშნულ საფოსტო მისამართს, მაგრამ როგორც იტყვიან "არსაიდან ხმა" და ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე ჩემს კითხვებზე.

მაგრამ, აქვე ერთი ფაქტორია. ძირითადად გემებზე მარაგდება პროდუქცია: L/L (Long Life), ანუ ისეთი პროდუქცია რომელიც დიდი ხნით ინახება. მაგალითად 2 თვე. მაგრამ ესეც ძლიერ მნიშვნელოვანი არ არის. შეიძლება თუ არა გამომიგზავნოთ პროდუქციის ფოტოები, სახელები და ფასები. მიწოდების პიროები დიდ პარტიებზე, გადახდის პირობები და ა.შ. ველი თქვენს პასუხს კომპანისს ელ-ფოსტაზე.

ასევე იხილეთ ქვევით კომპანიის მისამართი, რომელიც ინტენსიურად გვთავაზობს თავისი ხორცის პროდუქციას, შეგიძლიად თქვენაც შეამოწმოთ მათი ფასები.

Arnau Artigas
JACSA
tel. 0034 93 837 40 00
fax. 0034 93 837 40 03
Arnau Artigas [arnauartigas@jac-sa.com]

---------------

კიდევ მაინტერესებს, ხორცი რომელსაც თქვენ ღებულობთ რა პარტიებით მოდის. ამისთვის გემი იფრახტება თუ უბრალოდ 40' -იანი სამაცივრო კონტეინერებით. ეს იმიტომ ეგებ შეიძლება გემი დავფრახტოთ (რეფრიჟერატორი) და გადაზიდვის სერვისი შევთავაზოთ თქვენს კომპანიას.

#20 Dear Guest, You need to register...Ilia Mchedlishvili_*

  • Guest

დაწერილია 10 February, 2005 - 00:58

Inga Potskhishvili
ბოლო ორი თვის განმავლობაში ნიკორას წინააღმდეგ აგორებული პიარის შედეგად მომხმარებლის უმეტესობა ერიდება ნიკორას პროდუქციის ყიდვას, ხოლო მთელი წლის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ ბუნებრივია რაღაც პროცენტულათ მატების რიცხვი შეიძლება დაფიქსირდეს, იმიტომ რომ გასული წლის უმეტეს დროს ნიკორას პოპულარიზაცია მატებას განიცდიდა.
Tamuna Gelantia
მე აბსოლიტურათ ვეთანხმები თქვენი ფირმის სტრატეგიას ბიზნეს განვითარების საკითხში ამ ბრძოლის ფონზე.



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share