ნახტომი



- - - - -

ვეძებ ტურიზმის ექსპერტს


გამოხმაურებათა რაოდენობა: 25

#1 Nika Malazonia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 60 გამოხმაურება

დაწერილია 06 May, 2010 - 13:29

ვეძებ ექსპერტს, რომელსაც შეუძლია დაწეროს ტურიზმის განვითარების გეგმა ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:

• ჯავახეთში გეგმარებითი ეროვნული პარკის, აღკვეთილებისა და დამხმარე ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ადგილების იდენტიფიცირება
o ამ ადგილების რუკაზე მონიშვნა GIS - ით.
• ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის ტურიზმის განვითარების გეგმის მომზადება
• ინფორმაციის მომზადება არსებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ რეკომენდაციებით, თუ რა სარგებელი შეიძლება ქონდეს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს აღნიშნული პროექტებიდან
• ტურისტული მარშრუტების შემუშავება და დარუკება უშუალოდ ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის და ასევე კომპლექსური მიდგომით მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა დაცული ტერიტორიების (მაგ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, სომხეთის არპი-ლიჩის ეროვნული პარკი) გათვალისწინებით.
• იდეების შემუშავება პოტენციური ”უნიკალური პროდუქციის გაყიდვების შესაძლებლობაზე” (USP - Unique Selling Proposition) ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის
• რეკომენდაციების შემუშავება ტურიზმის განვითარების კუთხით

მოკლედ ვეძებ ადამიანს, რომელსაც უმუშავია ამ მიმართულებით და აქვს მსგავსი სამუშაოს პროფესიონალუ დონეზე შესრულების დიდი გამოცდილება.
ანაზღაურება საკმაოდ კარგია.
შეგიძლიათ აქ მომწეროთ ან დამირეკოთ 877509888
The Proud Participant of Business Conference

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 06 May, 2010 - 23:32

ნიკა,
http://www.tourism-association.ge/
ამათ თუ დაუკავშირდები შესაძლოა ნახო ვინც გინდა ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#3 Nika Malazonia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 60 გამოხმაურება

დაწერილია 07 May, 2010 - 09:39

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, May 6/10, 23:32 -ში, განაცხადა:

ნიკა,
http://www.tourism-association.ge/
ამათ თუ დაუკავშირდები შესაძლოა ნახო ვინც გინდა ...



დიდი მადლობა ტარიელ, დავრეკავ დღესვე.
The Proud Participant of Business Conference

#4 Nika Malazonia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 60 გამოხმაურება

დაწერილია 10 May, 2010 - 10:56

ტურიზმის ასოციაციამ მიპასუხა, რომ მსგავსი ექსპერტი საქართველოში არ არსებობს. ანუ ერთადერთი გამოსავალია უცხოელი ექსპერტის აყვანა. რა საშინელებააა ... :)
ისე სტუდენტებს ვურჩევ ამ პერსპექტიულ მიმართულებაში დახელოვნებას და მეტის სწავლას, რომ მსგავსი შეკვეთები არ გადავცეთ უცხოელებს და საქართველოშიც გვყავდეს ადამიანები, რომლებიც ამგვარი სამუშაოს შესრულებას შეძლებენ
The Proud Participant of Business Conference

#5 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება

დაწერილია 01 June, 2010 - 00:28

რა საწყენი და დასანანია იმის დაჯერება, რომ ეგეთი ადამიანი საქართველოში არ არსებობს :D
MSc Hospitality Management

#6 Ivane Sujashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 418 გამოხმაურება

დაწერილია 12 June, 2010 - 13:52

ექსპერტად ადრე ვმუშაობდი საქართველოს მასტაბებში . ეხლა ახალ სამუშაოზე ვარ და ალბათ მაგით ნერვები არ მყოფნით :( . მყავს მეგობრები ყოფილი ექსპერტზე ნამუშევარი და თუ ისინი დათანხმდებიან ... ხელფას რამდენ დაუნიშნავდი

#7 Nino Gorgadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 253 გამოხმაურება

დაწერილია 13 July, 2010 - 22:19

მე თითქმის მსგავსი რამ გავაკეთე სამაგისტრო თემა როცა დავწერე (ანუ ნაკლები დეტალიზაციით და რუქების გარეშე), ოღონდ სიღნაღის და მისი შემოგარენის შესახებ. სამწუხაროდ ჩემს მეტს ის თემა არავის წაუკითხავს, ათიანი კი მივიღე, მაგრამ მაინც....

დაგეთანხმებით რომ ექსპერტის პოვნა გაგიჭირდებათ და ამ მიმართულებით ფაქტიურად არაფერია საქართველოშ არც შესწავლილი, არც გაკეთებული....
Nino Gorgadze
-----------------------------
New Economic School Georgia
Project Manager
-----------------------------
Mob: 893 973612
office: 20 43 21
E-mail: ninogorgadze@gmail.com
Web: www.nesgeorgia.org

#8 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 14 July, 2010 - 14:03

ეხლა საინტერესო ინიციატივა გამოაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს პროექტისთვის - "საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარება".

პრიორიტეტული თემები:

** ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები;
** დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლის პერსპექტივები;
** საქართველოს კონკურენციული უპირატესობები სამკურნალო ტურიზმის განვითარების მიმართულებით;
** კურორტების - ბახმაროსა და ურეკის - მთელი წლის სეზონურ კურორტად გადაქცევის პერსპექტივა;
** საქართველოში ტურიზმის ინსტიტუციური მოწყობის სქემა;
** პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს პოზიციონირების კონკრეტული მეთოდები;
** ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების პერსპექტივა (კულტურული, სათავგადასავლო, ეკო, სოფლის ტურიზმი, გურმან-ტურიზმი, ეთნო-ტურიზმი);
** ტურიზმის განათლების სფეროში არსებული პრობლემები და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ეფექტიანი გზები;
** ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
** საქართველოში არსებული განთავსების საშუალებების კლასიფიკაციის მოდელი.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის გამოცხადების მიზანია - საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია; ტურისტთა შემოყვანისა და შიდა ტურიზმის განვითარების პროცესისთვის ხელის შეწყობა; ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეებისათვის ხელის შეწყობა; მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე გასვლა, დამკვიდრება.

ამასთანავე, პროექტი ხელს შეუწყობს - ტურიზმის მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, ინოვაციური და სტრატეგიული კუთხით კვალიფიცირებული და კრეატიული კადრების გამოვლენას.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ტურიზმის მენეჯმენტსა და ეკონომიკაში, ან ჩამოთვლილ პოზიციებზე არა ნაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** კონსულტაციის გაწევა პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** დახმარების გაწევა პროექტის შესაბამისი საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შემუშავებასა და შექმნაში;
** დახმარების გაწევა პროექტის მდგომარეობის, ბიუჯეტისა და შესაბამისი ადმინისტრაციული საქმიანობის ანგარიშის მომზადებაში;
** პროექტის შემდგომი განვითარების პოტენციური გზების ძებნა და გეგმების მართვა;
** პროექტის განვითარების ეტაპების კონტროლი და ანალიზი.

პროექტი არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში "ტურიზმისა და კურორტების შესახებ" საქართველოს კანონსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსდ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულებასთან.

გამარჯვებული პროექტი შერჩეული იქნება ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და საკითხის აქტუალობის შესაბამისად.

წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ახლდეს ავტორის ბიოგრაფიული მონაცემები (CV), საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართი.

საუკეთესო პროექტის ავტორსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის შემდგომი ეტაპების განვითარების ხელშესაწყობად.

პროექტის განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 31 ივლისი, 2010 წელი.

მისამართი: თბილისი, ჭანტურიას ქ. 12
ტელ.: 99 10 60, 99 11 19
ვებ-გვერდი: http://www.economy.ge

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#9 Nino Gorgadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 253 გამოხმაურება

დაწერილია 15 July, 2010 - 22:41

ჩემი აზრით დიდი აფერაა, თან ამდენი რამე უნდა დაწერო უფასოდ და არანაირი გარანტიები რომ რეალურად რამეს მიიღებ და შენს იდეებს არ მოიპარავენ...
Nino Gorgadze
-----------------------------
New Economic School Georgia
Project Manager
-----------------------------
Mob: 893 973612
office: 20 43 21
E-mail: ninogorgadze@gmail.com
Web: www.nesgeorgia.org

#10 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება

დაწერილია 16 July, 2010 - 03:33

იხილე გამოხმაურებაNino Gorgadze, 15 July, 2010 - 22:41 -ში, განაცხადა:

ჩემი აზრით დიდი არაფერია, თან ამდენი რამე უნდა დაწერო უფასოდ და არანაირი გარანტიები რომ რეალურად რამეს მიიღებ და შენს იდეებს არ მოიპარავენ...


უფასოდ რატომ?
ქალბატონი მინისტრის განცხადებით, გამარჯვებული პროექტის ავტორი ავტომატურად ინიშნება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ :)

აი ლინკიც ;)

http://www.economy.g...ng=geo&item=418
MSc Hospitality Management

#11 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 16 July, 2010 - 10:51

Tamar Giorgadze
პრინციპში რა გასაკვირია ... [ნუ ამ ნათქვამს თავისი ქვეტექსტები აქვს, რომელსაც ვერ დავწერ]

მთავარი ისაა, რომ მარტო ნაშრომის საფუძველზე რომ ვინმე დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნოს ... რთული თემაა ...
ნუ კარგი დავუშვათ დაინიშნა, დიდხანს ვერ გაატანს ...
ერთია წერა, მეორე კი მისი პრაქტიკაში კეთება ... ორივე რომ შეეძლოს რთული საპოვნია
imho
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#12 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება

დაწერილია 16 July, 2010 - 14:29

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, 16 July, 2010 - 10:51 -ში, განაცხადა:

Tamar Giorgadze

მთავარი ისაა, რომ მარტო ნაშრომის საფუძველზე რომ ვინმე დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნოს ... რთული თემაა ...
ნუ კარგი დავუშვათ დაინიშნა, დიდხანს ვერ გაატანს ...
ერთია წერა, მეორე კი მისი პრაქტიკაში კეთება ... ორივე რომ შეეძლოს რთული საპოვნია
imho


ჰმმ, საიდან ამდენი პესიმიზმი? :D

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ შეიძლება რთული საპოვნია ეგეთი კადრი, თუმცა არა შეუძლებელი!

მეორე რიგში, როგორც ვიცი, პროექტთან ერთად პიროვნების სხვა მონაცამებესაც ითხოვენ (რეზიუმე და ა.შ.), შესაბამისად არა მგონია სტუდენტმა ამ სფეროში ყოველგვარი გამოცდილების გარეშე, რაც არ უნდა კარგი პროექტი წარადგინოს, ის დაინიშნოს დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

და მესამე რიგში, აუცილებელი ხომ არაა თავმჯდომარემ თავისი წარდგენილი პროექტი თავად განახორციელოს, ის მის შესრულებას უხელმძღვანელებს, დანარჩენს კი დეპარტამენტის სხვა კომპეტენტური კადრები შეასრულებენ ;)
MSc Hospitality Management

#13 Nino Gorgadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 253 გამოხმაურება

დაწერილია 16 July, 2010 - 22:58

იხილე გამოხმაურებაTamar Giorgadze, 16 July, 2010 - 03:33 -ში, განაცხადა:

უფასოდ რატომ?
ქალბატონი მინისტრის განცხადებით, გამარჯვებული პროექტის ავტორი ავტომატურად ინიშნება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ :)

აი ლინკიც ;)

http://www.economy.g...ng=geo&item=418



ამხელა ნაშრომის დაწერა გიწევს, უფასოდ იმიტომ რომ აიყვანენ (ჯერ კიდევ გასარკვევია რა კრიტერიუმებით) ერთს, ხოლო სხვები ისე რჩებიან (თუნდაც ძაან მაგარი ნაშრომი წარმოადგინოთ, ყველა ხომ არ გახდება გამარჯვებული...).

ასე რომ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით თავს ვიკავებ მსგავს აფერებში მონაწილეობისაგან. მე პირადად ერთ კინკილა განცხადებას გარანტიებად არ მივიჩნევ.
Nino Gorgadze
-----------------------------
New Economic School Georgia
Project Manager
-----------------------------
Mob: 893 973612
office: 20 43 21
E-mail: ninogorgadze@gmail.com
Web: www.nesgeorgia.org

#14 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება

დაწერილია 17 July, 2010 - 00:32

იხილე გამოხმაურებაNino Gorgadze, 16 July, 2010 - 22:58 -ში, განაცხადა:


ასე რომ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით თავს ვიკავებ მსგავს აფერებში მონაწილეობისაგან. მე პირადად ერთ კინკილა განცხადებას გარანტიებად არ მივიჩნევ.


ყველამ ზუსტად ეგრე რომ იფიქროს, ხომ დავრჩით ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესა და კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მიზნის (საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია) განხორციელების გარეშე :D
MSc Hospitality Management

#15 Nino Gorgadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 253 გამოხმაურება

დაწერილია 17 July, 2010 - 10:58

ჩემი აზრით, დროა ჭკვიანმა ადამიანებმა საკუთარი შრომა უფრო დააფასონ...
Nino Gorgadze
-----------------------------
New Economic School Georgia
Project Manager
-----------------------------
Mob: 893 973612
office: 20 43 21
E-mail: ninogorgadze@gmail.com
Web: www.nesgeorgia.org

#16 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 17 July, 2010 - 21:43

თემა მართალაც აქტუალურია და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი, თუმცა.....

ეგეც ერთგვარი "ანკესია". არ მჯერა მე მაგდაგვარი განცხადებების.
თამარ ისე იუმორის ნიჭი გქონიათ :)
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#17 Saba Javashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 289 გამოხმაურება

დაწერილია 18 July, 2010 - 16:33

იხილე გამოხმაურებაNino Gorgadze, 16 July, 2010 - 22:58 -ში, განაცხადა:

ამხელა ნაშრომის დაწერა გიწევს, უფასოდ იმიტომ რომ აიყვანენ (ჯერ კიდევ გასარკვევია რა კრიტერიუმებით) ერთს, ხოლო სხვები ისე რჩებიან (თუნდაც ძაან მაგარი ნაშრომი წარმოადგინოთ, ყველა ხომ არ გახდება გამარჯვებული...).


ამ ლოგიკით, კონკურსები საერთოდ არ უნდა არსებობდეს :)
The Winner Of The Second Business Olimpiad (Company E)

#18 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 18 July, 2010 - 21:07

მთლად მასე არა საბა, მაგრამ გარკვეულწილად გეთანხმები
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#19 Saba Javashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 289 გამოხმაურება

დაწერილია 19 July, 2010 - 11:53

იხილე გამოხმაურებაShalva Gordeziani, 18 July, 2010 - 21:07 -ში, განაცხადა:

მთლად მასე არა საბა, მაგრამ გარკვეულწილად გეთანხმები

"(ჯერ კიდევ გასარკვევია რა კრიტერიუმებით)" - ჩემი აზრით, ქალბატონი ნინოს მიერ აქ დასახელებული არგუმენტებიდან, მხოლოდ ამ არგუმენტის გამო თუ შეიძლება თავი შეიკავო განაცხადის შეტანისგან. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ გამარჯვებული ყველა ვერ გახდება, ეს ასეც უნდა იყოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნე, კონკურსების არსებობას აზრი ეკარგება. თქვენს მიერ გაწეული შრომის "ანაზღაურება" კი, ჩემი აზრით, ის შანსი/შესაძლებლობაა, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავჯდომარე გახდებით.

რედაქტორი Saba Javashvili, 19 July, 2010 - 12:01.

The Winner Of The Second Business Olimpiad (Company E)

#20 Nino Gorgadze

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 253 გამოხმაურება

დაწერილია 19 July, 2010 - 15:41

ჩემს მიერ ჩამოთვლილ არგუმენტებს მე ცალ-ცალკე არ განვიხილავ - არამედ ერთობლიობაში, ამიტომ ვერ დაგეთანხმებით მათ ვინც ნაწილ-ნაწილ განიხილა ჩემი არგუმენტი. მე მაგალითად დროდადრო ვაკეთებ ნაშრომებს, რაშიც მიჩვეული ვარ რომ მიხდიან. და ხშირად ყოფილა როდესაც ჩემი იდეები/ნაშრომი მოუპარავთ და ვერაფერიც ვერ გავხდი მათთან ბრძოლაში.

ყველაზე საკამათო კი ისევ და ისევ შეფასების კრიტერიუმებია, ვის უნდა მოეწონოს რომ ჩაგთვალონ გამარჯვებულად და რა კრიტერიუმებით ფასდება საუკეთესო გეგმა?

ასევე მეეჭვება ერთმა ადამიანმა გენიალური გეგმა შეიმუშაოს, ამიტომ ზოგადად ეს მიდგომა არასწორად მიმაჩნია. მე ხშირად მიმიღია მონაწილეობა მსგავს პროექტებში და მინდა გითხრათ რომ სწორად დაკომპლექტებულ ჯგუფს გაცილებით მეტი შეუძლია...

რაც შეეხება ანაზღაურებას - თუ გაიმარჯვებ კი, თუ არა და არაფერს მიიღებ, რისი რისკებიც იზრდება პირადად ჩემთვის რადგან ისევ და ისევ - შეფასების კრიტერიუმები აბსოლიტურად უცნობია და პირადად ჩემი შეფასებით საეჭვოც კი.
Nino Gorgadze
-----------------------------
New Economic School Georgia
Project Manager
-----------------------------
Mob: 893 973612
office: 20 43 21
E-mail: ninogorgadze@gmail.com
Web: www.nesgeorgia.org



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share