გიორგი გამარჯობა
რამდენიმე სახის მოთამაშეა ბირჟაზე, ესეთი ხანგძლივი თამაშის მოყვარულთ ეძახიან "ხარებს", ანუ რას აკეთებთ; დავუშვათ კურსი არის 1,57 და თქვენ იცით რომ ის დაიკლებს, იღებთ თქვენს 50 000 ლარს მიდიხართ ბირჟის ბროკერთან, შეგაქვთ თქვენს ანგარიშზე და ეუბნებით რომ მან გაყიდოს 400 000 დოლარის ფიუჩერსი და დააზღვიოს ის ყიდის, დავუშვათ არის იანვარი და იმ მომენტში ივლისის ფიუჩერსები ღირს 1,6 (ეს ასე მარტივად არ არის, როგორც წესი 1 ფიუჩერსი შეადგენს 10000 ერთეულის ვალდებულებას) ანუ თქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ ივლისში მყიდველს მიაწვდით 400 000 $–ს კურსით 1,6, ამასთანავე თქვენი ბროკერი ყიდულობს 400 000$ ივლისის თვის ოფციონს, ანუ რა ხდება იმისათვის რომ გაყიდოთ 50 000 ლარად გაყიდოთ 400 000$–და უფრო მეტისაც ფიუჩერსი, ჯერ ყიდით 200 000$–ის ივლისის ფიუჩერსს, მისი სადეპოზიტო თანხა მერყეობს გამომდინა ბირჟიდან და თქვენი რეპუტაციიდან, მაგრამ არ აღემატება 10%–ს ანუ 20 000$ გაიყინა თქვენს დეპოზიტზე, როდესაც თქვენ გაყიდეთ 200 000$–ის ფიუჩერსი, შემდეგ თქვენი ბროკერი ყიდულობს 200 000$–ის ივლისის თვის ოფციონს კურსით (ოფციონების კურსზე და მის გადასახადზე თავად მყიდველი და გამყიდველითანხმდებიან) 1,6 აქაც თითო ოფციონი შეადგენს 10 000 ერთეულს ანუ ყიდულობს 20 ოფციონს, მაგრამ აქ დეპოზიტზე არაფერი იყინება ოფციონები რეალური ფული ღირს და ამ შემთხვევაში გადასახადი იქნება დაახლოებით, ივლისის თვის ფიუჩერსის კურსისა და ოგციონის კურსის სხვაობის 10% ანუ 0,03–ის 10% 200 000–ის შემთხვევაში ეს შეადგენს დაახლოებით 600$ რასაც იხდით. ეხლა რას ნიშნავს ოფციონი თუ მარტო ფიუჩერსი გამოკიდებულია მიმდინარე კურსზე და დღეში შეიძლება, ბირჟაზე შეიცვალოს 150–ჯერ, და ეს ცვალებადობა აისახება თქვენს დეპოზიტზე ან დადებითად ან უარყოფითად, ოფციონს კურსში წინასწარ გაქვთ თანხა გადახდილი და ის არ იცვლება, ამასთანავე ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ თქვენი ოფციონი აქციოთ ფიუჩერსად თუ იმ დღესვე აქცევთ ფიუჩერსად (ამისთანარამ არ კეთდება სისულელეა, მაგრამ რომ აგიხსნათ დავწერ) რას მიიღებთ გაქვთ 200 000$–ის გაყიდული ფიუჩერსი და 200 000$–ის ნაყიდი ოფციონი, რომელზეც გაეცით განკარგულება, რომ აქციონ ფიუჩერსად. თქვენ ამ შემთხვევაში კარგავთ 600$ რაც დადაიხადეთ ოფციონებში ფიუჩერცები კი ერთმანეთს აბალანსებენ ანუ თქვენ აღარ გექნებათ არც ნაყიდი და არც გაყიდული ფიუჩერსი. იგივე მოხდება თუ დავუშვად კურსმა, მაშინ როცა თქვენ ფიუჩერსები გაქვთ გაყიდული შეადგინა 2,0 თქვენი ზარალი შეადგენს მხოლოდ 600$–ს. მოკლედ ამ შემთხვევაში თქვენ დააზღვიეთ თქვენი ივლისის ვალდებულება, ეს ყველაფერი აისახება თქვენს ანგარიშზე და თქვენი გაყინული თანხების 50%–ი იხსნება ანგარიშზე გაქვთ; (მოდით საანგარიშებლად, რომ უფრო ადვილი იყოს საწყისი თანხაც $–ში ავიღოთ 30 000) 30000–600$(რომელსაც ვერ დაიბრუნებთ, გადახდილია ოფციონში) 29 400$ საიდანაც 10 000 თქვენი ფიუშერსებისა და ოფციონების უზრუნველყოფისთვის დარჩა გაყინულად, მეორე დღეს თავისუფალი თანხით აკეთებთ იგივე ოპერაციას და გაქვთ 400 000$–ის ივლისის ფიუჩერსი გაყიდული და 400 000$–ის იმავე თვის ნაყიდი ოფციონი. ამ მომენტისთვის თქვენი დანახარჯები შეადგენს 1200$ გადახდილი ოფციონებში და ბირჟისა და ბროკერის საკომისიო, მეზარება ეხლა დათვლა, მაგრამ ეს იქნება დაახლოებით 200–300$ ანუ სულ 1500$ და ანგარიშზე გაყინული 28500$(რომლის გამოყენებაც კიდევ შეიძლება, მაგრამ ეხლა მაგის ახსნა რომ დავიწყო ტარიელი ბაზების გადატვირთვისთვის დამბლოკავს

). დავუშვათ ეს ყველაფერი ხდებოდა 20–21 იანვარს, ვთქვათ 25 იანვრისთვის კურსი გახდა 1,6 თქვენი ანგარიშიდან იჭრება 1,6–1,57=0,03*400 000=12 000$ თქვენ შეიძლება შეგეშინდეთ აქციოთ თქვენი ოფციონები ფიუჩერსებად ისინი ერთმანეთს დააბალანსებენ და მიიღებთ ზარალს მხოლოდ 600$–ს პლიუს საკომისიოები. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ზარალი ამ თანხას არ გადააჭარბებს. დავუშვათ არ აკეთებთ არანაირ ძვრებს და კურსი მიდის ქვევით და თებერვლის ბოლოს დავუშვათ შეადგენს 1,45–ს ამ შემთხვევაში თქვენს ანგარიშზე იქნება 1,57–1,45*400 000=48 000$ თავისუფალი თანხა (საერთოდ ბირჟაზე "თავისუფალი თანხა" ესეთი მცნება არ არსებობს გინდაც 5 წუთით, მაგრამ მაინც აკეთებს (თუ თქვენგან ექნება ნება) რაიმე ოპერაციას და ან იგებს ან აგებს, მაგრამ იქ დაზღვევები უპრო მაღალ დონეზე კეთდება, ამის ახსნაც შორს წაგვიყვანს და ეს სულ სხვა თამაში და სტრატეგიაა) და თანხა, რომელიც გაყინულია დეპოზიტზე 28500$ თუ ამ მომენტში დახურავთ წამწყებულ ოპერაციას მიიღებთ 28500+48000=76 000$. სხვათაშორის თუ ისევ დარწმუნებული ხართ რო კურსი ისევ დაიკლებს თავისუფალი თანხა გაქვთ 48 000$ და ზემოთ ჩამორაკრაკებული ოპერაცია შეგიძლიათ გაიმეოროთ, და თქვენ აქტივს დაამატოთ კიდევ 1 მილიონის ოფციონები და ფიუჩერსები (ითამაშოთ ხანმოკლე ოპერაციებზე, მხოლოდ დაზღვევებზე, დაზღვევის დაზღვევებზე და კიდევ უამრა რამეზე არც ამას არ მოვყვები) მოკლედ არაფერს არ აკეთებთ(რაც სიმართლე გითხრათ დაუშვებელია ბირჟაზე, რადგან თავისუპალი თანხა არ უნდა იყოს) და იცდით. მოვიდა 25.07.2008. კურსია 1,4 და 28.07.2008–ში თქვენ გადაწვითეთ დაიწოთ სხვა თამაში იმის საპირისპირო რასაც თამაშობით, რას აკეთებთ ეხლა უკვე ყიდულობთ ივლისის თვის ფიუჩერსებს ჯერ 400 000$–ის ღირებულების, დავუშვათ ივლისის თვის ფიუჩერსები (მიმდინარე კურსი ყოველთვის პროპორციულად მოქმედებს მოსალოდნელ კურსზე) ღირს 1,43 თქვენს მიერ გაყიდული დანაყიდი ფიუჩერსები ერთმანეთს ფარავს, ყველანაირი ვალდებულება გეხსნებათ და გაქვთ 1,6(რა ფასადაც გქონდათ გაყიდული)–1,43(რა ფასადაც ყიდულობთ)*400 000=68 000$+ 28500$ (რომელიც თქვენი ვალდებულებების უზრუნველყოფისთვის იყო დეპოზიტზე გაყინული) = 96 500$ ამა გამოკლებული ახალი საკომისიოები დაახლოებით 500$ და სუფთა ფული 96 000$, გაქვთ კიდევ 400 000$–ის ოფციონები, რომლებიც გაუფასურდა, მაგრამ მასაც ყიდით (ყიდულობს ვინმე დაზღვევის მიზნით, მოკლევადიანი თამაშისას) დაახლოებით აიღებთ 50$ (სხვათაშირის იაფი ოფციონებით ვაჭრობა ერთ ერთი ყველაზე დაცული და მომგებიანია მერყევი ბაზრის პირობებში) გავანებოთ თავი მაგ 50$ თორემ ამიდუღდა უკვე თავი (იაფი შუშხუნა ღვინო ვიყიდე ბატონო და ავღნიშნე ჩემი მოგება).
დავუშვათ ეხლა უკვე ვიცი, რომ კურსი მოიმატებს და ვაკეთებ იგივე ოპერაციებს, ოღონდ ვაბრუნებ ყველაფერს ვყიდულობ დეკემრის ფიუჩერსებს კურსით (ზემოთ ავღნიშნე, რომ მოსალოდნელი კურსი ყოველთვის პროპორციულია არსებულის) 1,45 ად და ვყიდი ოფციონებს კურსით 1,48 (ამ შემთხვევაში მე მიხდიან გაყიდულ ოფციონებში ფულს. P.ს. მე განგებ ვარიდებ თავს მიღებულ ტერმინოლოგიას თორემ ალბათ დაგაბნევთ) მაგრამ ეხლა მაქვს 96 000$ და ამით ვყიდულობ ეტაპობრივ სულ მცირე 1 200 000$-ის ფიუჩერსებს, შესაბამისად ვყიდი იგივე თანხის ოფციონებს (სხვათაშორის გაყიდულ ოფციონებში თანხას კი ვიღებ, მაგრამ აუცილებელია მისი დაზღვევა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში პრიმითიული და ამასთანავე უტყუარი დაძღვევა უკვე არის გაკეთებული გაყიდული ფიუჩერსების სახით) ველოდები ერთ,ორი,სამი თვე და დეკამბერში როდესაც კურსი არის 1,65 ვყიდი ჩემს ფიუჩერსებს;
შედეგი 1,65-1,48(კურსის სხვაობა)*1 200 000$(ფიუჩერსების ვალდებულება)+96 000 (დეპოზიტზე გაყინული თანხები)- 2000$ (დაახლოებით საკომისიო = 298 000$ უკვე ყველანაირი ვალდებულებისგან განთავისუფლებული. ჰოო მრჩება კიდევ 1 200 000$-ის ოფციონები, რომლებიც დეკემბრის ბოლოს თავისით დაიხურება. მე მათ აღარ ვიყენებ რადგან არ მჭირდება, ვინც ჩემგან იყიდა ის მიხედავს.
გიორგი ორი სიტყვით შეუძლებელია ამის გადმოცემა, უკაცრავად ამხელა პასკვილისთვის. ეს არის ყველაზე მარტივი ოპერაცია რაც კეთდება ფიუჩერსებისა და ოფციონებთან დაკავშირებით. უამრავი სხვა და სხვა სტრატეგიაა და თითოეულ სტრატეგიას აქვს უამრავი კომბინაცია, ასევე ხდება სხვა და სხვა სტრატეგიების შერწყმა, ძირითადად დაზღვევისთვის. ჩვენთან ძალიან ადვილია პროგნოზირების კეთება, ასევე პატარა ბაზარია და საკმარისია "არაორდინალური" მეთოდებით მიიღო ინფორმაცია ამა თუ იმ ბანკის მოსალოდნელი ოპერაციის შესახებ (არ აქვს მნიშვნელობა ვალუტის გაყიდვას აპირებს თუ ყიდვას) და პატარა თანხით დიდი ფული გააკეთებ. არიან მოთამაშეები, რომლთა კომბინაციები გრძელდება მაქსიმუმ 15 წუთი. მოკლედ უკვე ავდუღდი, მანდ წარმატებით მუშაობას ჭირდება, ძალიან ნათელი გონება და ადრენალინის ფაქტიურად არარსებობა ორგანიზმში, მაგიტომაც არის რომ მაგ ბიზნესში მომუშავე ბროკერების ასაკი არასოდეს აღემატება 25 წელს.
გადაკითხვა მეზარება და გრამატიკული შეცდომებისათვის უკაცრავად
და ისევ ვკითხულობ, რას აკეთებს ჩვენი სავალუტო ბირჟა?
რედაქტორი Alexander Qarumashvili, 08 May, 2010 - 18:20.