ნახტომი





- - - - -

სადაა ზღვარი "ბლოგერსა" და "ჟურნალისტს" შორის?


გამოხმაურებათა რაოდენობა: 5

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 17 May, 2010 - 20:27

media.ge მეილ ლისტში ეს ინფორმაცია გავრცელდა

ციტატა

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების პროცესში ჟურნალისტებთან ერთად ბლოგერები, იგივე სამოქალაქო ჟურნალისტები, ჩართო. შეიქმნება ბლოგი, რომელიც სრული დატვირთით 30 მაისს ამუშავდება.

თბილისელი ბლოგერები და ჟურნალისტები რეგიონებიდან ამ ბლოგზე გამოაქვეყნებენ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. ბლოგერებს გადაეცემათ აკრედიტაციები და ისინი, თვითთმმმართველობის არჩევნების დღეს, ჟურნალისტების მსგავსად, თავისუფლად შეძლებენ მუშაობას საარჩევნო უბნებში. საქართელოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 30 მაისს ჩატარდება.

სოციალური მედიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, პროექტის დაწყებამდე, ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და შესაძლებლობებს. ამით ისინი შეეცდებიან უფრო ხარისხიანი ინფორმაციების მომზადებას. ბლოგზე განთავსდება როგორც ჟურნალისტების მიერ წყაროებით დადასტურებული ინფრომაცია, ისე ბლოგერების თვალით დანახული საარჩევნო პროცესის შესახებ დაწერილი პოსტები. პროექტზე მუშაობისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა რეგიონებზე, რადგან თბილისთაბ განსხვავებით, იქ ინფორმაციის მიღება გაცილებით რთულია.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონული დირექტორის, შორენა რატიანის თქმით, ბლოგზე ერთმანეთისგან გამიჯნული იქნება ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიერ მოწოდებული ინფორმაცია. პროექტი ნებისმიერი მსურველისთვის ღია იქნება დისკუსიისა და ხაკუთარი ინფორმაციის გამოქვეყნებისათვის. პროექტით დაინტერესებული ბლოგერები და ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ არჩევნების დღეს ისინი შეძლებენ საკუთარი მიზნობრივი აუდიტორიის გაერთიანებას.


გამოდის, რომ თუ ვინმეს აქვს საიტი და იქ პერიოდულად რამეს წერს, უკვე ჟურნალისტს უთანაბრდება?
არ მინდა ვინმეზე ცუდი ვთქვა, მაგრამ თუ ვინმე თავის საიტზე თუნდაც სისულელეებს ბჟუტურებს უკვე ”ბლოგერად” იწოდება უკვე?
და შეუძლია ჟურნალისტთან გათანაბრებული უფლებები ჰქონდეს?

რაღაც მარაზმამდე ხომ არ აყვანილი ეს ”ბლოგერობა”?
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება
0

დაწერილია 17 May, 2010 - 21:00

მოგესალმებით,

შევეცადე ამ ყველაფრისთვის პოზიტიური კუთხით შემეხედა :))

დღეს საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილი (განსაკუთრების ახალგაზრდები) უფრო მეტად ენდობა "მეზობლის მამიდაშვილის სიძის ძმაკაცის" მიერ მოწოდებულ და, შესაბამისად, მისივე თვალით სუბიექტურად დანახულ ინფორმაციას, ვიდრე კომპეტენტური პირების მიერ გამოცხადებულს; ეს, ალბათ, გარკვეულწილად გამოწვეულია ჟურნალისტების მიმართ უნდობლობით; რამდენად უნდა ვენდოთ პირადი, და ისიც ირიბი კონტაქტებით მოპოვებულ სუბიექტურ ინფორმაციას ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

მე ვფიქრობ ჟურნალისტებთან დაკავშირებით და ერთობლივი მუშაობით ზემოთ აღნიშნული ინსტიტუტი, არაპირდაპირი გზით, ერთგვარ ტრეინინგს გაატარებს ბლოგერებს, ხოლო მიზნობრივ აუდიტორიას მათთვის გასაგებ ენაზე და მათთვის სანდო წყაროს საშუალებით მიაწვდის ინფორმაციას, ანუ "ბლოგერების თვალით დანახულ საარჩევნო პროცესს" (როგორც ტექსტშია მითითებული). ამასთან, იმავე მიზნობრივ აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვებით მიმართოს ბლოგერებს და მიიღონ ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი პასუხები, მსგავსი ფუფუნება კი ჟურნალისტებთან მიმართებაში მათ არ გააჩნიათ.

როცა მიზნობრივ აუდიტორიას ვახსენებ მხედველობაში მაქვს უპირატესად თინეიჯერი თაობა (თუმცა შედარებით უფროსებიც შეიძლება ვიგულისხმოთ), რომელიც მიმდინარე თუ არა, მომავალ არჩევნებზე მაინც ამომრჩევლის სტატუსით მოგვევლინება; ვფიქრობ ასეთი ფორმით შესაძლებელია მათი სტიმულირება, რომ მომდევნო არჩევნებისთვის შინაგანად მომზადებული იყოს თავისი მოქალაქეობრივი ვალის შესასრულებლად. რათქმაუნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბლოგერები დადებით შეფასებას მისცემენ საარჩევნო პროცესს...

#3 George Xatiashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 137 გამოხმაურება
0

დაწერილია 18 May, 2010 - 09:45

ბატონო ტარიელ,
ვინმეს ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს უნდა რაიმე ინფორმაციის გავრცელება ეს მისი პრიორიტეტი და მისი თავისუფლებაა. ჟურნალისტობა რა თქმა უნდა დოგმა არაა.
მაგალითად მე ვარ ფინანსისტი და მაქვს ბლოგი, სადაც "გაუმართავი" ქართულითად და ამერიკული ჟარგონებით ვწერ სტატიებს. შეიძლება არც არავინ კითხულობს, მაგრამ ჩემს გულის ჭიას ხომ ვახარებ?!
ჟურნალისტი როდისაა ჟურნალისტი ამის ზღვარი ჯერ არავის დაუწესებია და იმედია არც დააწესებს.
რაც შეეხება თქვენს მიერ მოყვანილ ციტატას, მე ძალიან დადებითად ვუყურებ ამ ფაქტს. პირადად ჩემთვის ეს აღიქმება სამოქალაქო აქტივობის გარკვეულ ნაირსახეობად და იმედია ცენზურის დაწესების სურვილი არავის გაუჩნდება.

#4 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება
2

დაწერილია 20 May, 2010 - 14:36

მოგესალმებით,

ცხადია ვერ გავათანაბრებთ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს ერთმანეთთან.
მე ვფიქრობ აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებებია და მიზნებიც განსხვავებული აქვთ.
თუმცა სხვადასხვა პროექტებში ჩართვა ბლოგერების თავისუფლად შეიძლება მითუმეტეს სოციალურ საკითხებში თუ ობიექტურობის დამცველები იქნებიან.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#5 Giorgi Janelidze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 17 გამოხმაურება
0

დაწერილია 22 February, 2011 - 14:09

ყველა ვისაც ბლოგი აქ არ არის ბლოგერი! ბლოგსა(ბლოგერს) და ინტერნეტ პრესას(ჟურნალისტს) შორის მთავარი განსხვავება ხო აზრის გადაცემის ფორმა და საერთოდ ფორმალურობაა...ჟურნალისტისთვის არსებობს რაღაც კონკრეტული სტანდარტები... და შესაბამისად ბლოგერი ვერ იქნება ჟურნალისტი...

ზოგად საარჩევნო პროცესში ბლოგერების ჩართულობა არ არის ცუდი პრეცენდეტი... ბლოგერები და ის ხალხი ვინც ბლოგებს კითხულობს(თინეიჯერები უფრო მეტად) ნაკლებად არიან ჩართულნი საზოგადოებრიც ცხოვრებაში... დროის დიდ ნაწილს ატარებენ კომპიუტერთან. ინფორმაციის მიწოდების ,,ბლოგერული" ხერხი, როცა ბლოგერი წერს იმას რასაც ის ისედაც წერდა და + ამას იმ ინფორმაციას რომელიც არჩევნებს შეეხება(კონკრეტულ შემთხვევაში) უფრო წაკითხვადი ხდება და სათქმელის მიტანის უფრო მარტივი გზაა...
If You Work All Day, You Have No Time To Make Any Money!

#6 David Birman

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,102 გამოხმაურება
2

დაწერილია 30 May, 2011 - 12:31

გიორგი, ვისაც ბლოგი აქვს, როგორ არ არის ბლოგერი? აბა ვინ არის? :)

ტარიელ, ბლოგინგი განიხილება როგორც სამოქალაქო ჟურნალისტიკა - ისიც იმ შემთხვევაში, როცა ბლოგერი საკუთარ სიზმარს კი არ ყვება, არამედ რაღაც მოვლენის შესახებ საკუთარ აზრს აფიქსირებს.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share