ნახტომი

ბრენდი და ბრენდინგი საქართველოში

გამოხმაურებათა რაოდენობა: 19

#1 George Barbakadze

მოყვარული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 95 გამოხმაურება

დაწერილია 22 May, 2010 - 14:17

ბრენდი და ბრენდინგი მნიშვნელოვანი მომენტია ბიზნესში, ეს ალბათ ყველას მოეხსენება. მე ამაზე არ შევჩერდები და იმედი მაქვს რომ კონფერენციის წევრებისთვის ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს.

მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ძალებს არ იშურებენ ბრენდის შენებისათვის და ლოიალობის პროგრამების განხორციელებისთვის. მოდით ვიმსჯელოთ როგორი მდგომარეობა ამ კუთხით საქართველოში და შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ ქართული კომპანიებისთვის ბრენდინგი პრიორიტეტია?

რომელ ქართული კომპანია ზრუნავს ყველაზე მეტად ბრენდის შექმნაზე თუ უკვე შექმნილი ბრენდის დაცვაზე?

P.S. ეს კი 2009 წლის მდგომარეობით მსოფლიოს ტოპ50 ბრენდი:

გამოქვეყნებული სურათი
F1 - კომპიუტერული სერვისი

F1.COM.GE

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 719 გამოხმაურება

დაწერილია 22 May, 2010 - 22:50

გიორგი საინტერესო თემა გახსენი. სიმართლე გითხრა, ბოლო ერთი კვირა რაღაც მეც დამაფიქრა ზუსტად ამავე საკითხმა, ბრენდი და ბრენდინგი. გარკვეულწილად ჩემთვის გავაანალიზე, თუ რა ხდება საქართველოში ამ კუთხით, რა მიდგომაა და დასკვნა ასეთი გამოვიტანე: ბრენდი აქ უცხო ხილია და მარკეტინგი ძირითადად ემსახურება პროდუქტის გაყიდვას, ეს კი მოგეხსენება სხვადასხვა მიდგომაა. ბუნებრივია ეს ჩემი მოსაზრებაა და ამაში არ მოვიაზრებ საერთაშორისო ბრენდებს.
ორაზროვნება რომ არ გამოვიწვიო და გაუგებრობა, დავაზუსტებ, საქართველოში ჩემი აზრით ბრენდად მიიჩნევა ის, რასაც აქვს სახელი და ლოგოტიპი, მაქსიმუმ სლოგანიც. ის რომ ბრენდი დაპირებას აძლევს მოხმარებელს, და აღიქმება როგორც უკვე ცოცხალი არსება, მეგობარი ეს ფაქტორები ყურადღების მიღმა რჩება. ბრენდის შემთხვევაში მკვეთრად გაწერილი უნდა იყოს სტრატეგია და ამ სტრატეგიას მიჰყვებოდეს, არა მხოლოდ მარკეტინგი, არამედ ბრენდის შემქმნელი კომპანიის ყველა დეპარტამენტი. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ აშკარაა რაღაც ძვრები არსებობს.

ხო, დავამატებ, ბრენდინგის თემა ბანკებმა მეტნაკლებად მოირგეს. უფრო სწორედ საკმაოდ კარგად ალბათ, გარეგნულად მაინც. ბუნებრივია ყველაზე ამას ვერ ვიტყვი.

#3 Tamaz Sharabidze

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 18 გამოხმაურება

დაწერილია 24 May, 2010 - 16:02

ძალიან საინტერესო თემაა გიო

ვფიქრობ უფრო საინეტერსო იქნებოდა , კონკრეტული , ქართული რეალობის მაგალითები განგვეხილა .

რაც შეეხება არის თუ არა ბრენდინგი საქართველოში : არის თუმცა ძალიან ცოტა კომპანიაში ! და აქედან გამომდინარე ნიშნავს რომ არ არის ;)
Designed to stimulate your Imagination !

#4 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 719 გამოხმაურება

დაწერილია 24 May, 2010 - 21:23

ხოო, აი ეს უკვე საინტერესოა, ვინ იქნება პირველი? აბა სად არის ქართული მაგალითები?
ისე კარგი იქნებოდა თუ კონკრეტულ ბრენდს ამავე ორგანიზაციის თანამშრომელი წარმოადგენდა, ან ისე შეიძლება ჩვენივე აღქმა დავწეროთ კონკრეტულ შერჩეულ ბრენდზე, საინტერესო იქნება რამდენად დაემთხვევა კომპანიის ბრენდის კონცეფციას.
მოკლედ შევარჩიოთ, აბა ......

#5 George Barbakadze

მოყვარული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 95 გამოხმაურება

დაწერილია 25 May, 2010 - 00:32

დიახ ნინო, მე სწორედაც რომ ქართული მაგალითების განხილვისთვის გავხსენი ეს თემა :biggrin:

გამოვყოფდი მაგთისა და ჯეოსელს, რომელთაგან პირველი ქართულ საქმეს აკეთებს, ხოლო მეორე ცდილობს ხელი შეუწყოს ტალანტებს. არ ვიცი შეიძლება მათი ბრენდები სხვა რამესაც უსმევენ ხაზს, მაგრამ მე ძირითადად ეს მახსენდება მათი მარკეტინგული აქტივობებიდან გამომდინარე.
მოდით ვიმსჯელოთ კონკრეტულ მაგალითებზე, რომელიც კომპანიის ბრენდზე მეტყველებს.

თითქოს თიბისი-მაც შექმნა ერთგვარი ბრენდი თავისი სლოგანით "ჩემს გვერდით ჩემი ბანკია" და ცდილობს შეგვიქმნას შთაბეჭდილება რომ უშუალო და მეგობრულია კლიენტებთან ურთიერთობებში, მაგრამ მე პირადად ამას ვერ ვგრძნობ გარდა იმისა, რომ ბანკში შესვლისას შეგიძლია ოპერატორს გვერდით მოუჯდე და უჭვრიტინო მონიტორში რას აკეთებს. პირიქით, რამდენიმე ისეთი მომენტიც ყოფილა ჩემს პრაქტიკაში, რომ ირონიულად გამიფიქრია - "ჩემს გვერდით ჩემი ბანკია?" ;)

საკითხავი სწორედ ესაა: კონკრეტული კომპანიის ბრენდი არსებობს მხოლოდ რეკლამაში და სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში, თუ მას ყოველდღიურად ვხვდებით უშუალო შეხებაში? და შეგვიძლია თუ არა იგი საკუთარ თავზე გამოვცადოთ?

ანუ მაგთი მართლა ქართულ საქმეს აკეთებს და აფინანსებს ქართული კულტურის განვითარებას და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თუ მხოლოდ ლამაზი რეკლამებით შემოიფარგლება?
F1 - კომპიუტერული სერვისი

F1.COM.GE

#6 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება

დაწერილია 25 May, 2010 - 00:55

ანუ ბრენდის განმარტება არის ის, რომ კლიენტი ბრენდის ქვეშ გაყიდულ პროდუქტს უნდა ენდოს იდეალში ბრმად, ხომ? საქართველოში მაგეთი ბრენდებიდან ყველაზე ცნობილიი მგონი თი-ბი-სია. საერთოდ შეიძლება ჩამოიწეროს "კარგი" და "ცუდი" ბრენდები, და შეფასდეს 5 ბალიანი სისტემით. ჩემთვის მაგალითად "კარგი" ბრენდებია:

თი-ბი-სი
საქართველოს ბანკი

"ცუდი":

აიეტი ტვ
კავკაზუსი

იხილე გამოხმაურებაGeorge Barbakadze, May 25/10, 00:32 -ში, განაცხადა:

ანუ მაგთი მართლა ქართულ საქმეს აკეთებს და აფინანსებს ქართული კულტურის განვითარებას და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თუ მხოლოდ ლამაზი რეკლამებით შემოიფარგლება?

ის რომ მაგთი ქველმოქმედებას ეწევა ეგ მგონი ბრენდს არც არაფერს მატებს და არც აკლებს. ბრენდობა ჩემი აზრით უფრო მის პროდუქციას უნდა უკავშირდებოდეს ვიდრე თანმდევ საქმიანობას.
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#7 Irakli Svanidze

მოყვარული

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 54 გამოხმაურება

დაწერილია 25 May, 2010 - 11:35

ოოო ამ კუთხით საკმაოდ მძიმე სურათია ჩვენ ქვეყანაში. ძალზედ ცოტანი არიან ის კომპანიები რომლებიც ხვდებიან და აცნობიერებენ ბრენდის და ბრენდინგის აუცილებლობას ბიზნეს სამყაროში.

99% კომპანიებისა:

1 ) სახელს ირჩევენ მხოლოდ იმ აუცილებლობის გამო რომ მათ იურიდიეულ პირს რაიმე მაინც უნდა ერქვას კანონმდებლობის თანახმად (და ამავე სახელს ძალიან მარტივად ელევიან და ხსნიან ახალ იურიდიულ პირს სხვა დასახელებით, რათა არ გახდნენ დღგ-ს გადამხდელები)
2) მათი ნახევარი ლოგოს აუცილებლობას ხედავს მხოლოდ იმაში რომ სავიზიტო ბარათზე ხომ ინდა იყოს რაიმე გამოსახული (თუ რაღათქმაუნდა სავიზიტო ბარათი საერთოდ გააჩნია)
3 ) საერთოდ ზედმეტია ბრენდის იმ ატრიბუტებზე საუბარია, როგორებიცაა: სლოგანი, კორპორატიული მუსიკა, სტილი, და საერთოდ Brand Book - ი

ჯერ ჯერობით ამ ყველაფრისგან ძალზედ შორს ვართ, მაგრამ ის ტემპი რაც გვაქ აღებული მაიმედებს რომ სულ მალე გამოსწორდება და დავემსგავსებით დასავლურ ბიზნეს სამყაროს. :biggrin:
BIO Group
www.bio.ge

#8 Nina Jinjolava

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 719 გამოხმაურება

დაწერილია 25 May, 2010 - 13:58

ძალიან კარგი, როგორც ჩანს თემა გააქტიურდა. :biggrin:
გიორგი, ბრენდის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბრმად კი არ ენდობი, არამედ ის თავიდანვე გაძლევს დაპირებას და შენც სწორედ ამ მოლოდინით მიდიხარ უკვე პროდუქტთან, რომელიც არა მარტო პროდუქტია, არამედ მასთან ემოციური ფაქტორებიც გაკავშირებს. მაგალითად: თიბისი ბანკის შემთხვევაში, ბრენდი უნდა იყოს შენი მეგობარი, რომელიც მუდმივად შენს გვერდით გეგულება. ეს დანაპირები მის მომსახურებაში უნდა აისახებოდეს და შენი მოლოდინი კონკრეტული მომსახურების მიღებისას მართლდებოდეს.

თემა, რომ ძალიან არ ჩაიხლართოს, და ლოგიკურად მივჰყვეთ, მოდით ჩამოვწერ ბრენდებს, და შეარჩიეთ, მერე ერთგვარი მთლიანი სურათი დავდოთ, განვიხილოთ საჯაროდ ასებული ინფორმაციის მიხედვით, და ვიმსჯელოთ. მე პირადად საქართველოში სრულყოფილი ბრენდები იშვიათად მახსენდება. მოკლედ ჩამოვწერ და ჯერჯერობით ერთერთი მათგანი ავირჩიოთ და ერთგავრი მარკეტინგული სურათი, ბრენდის იმიჯი, თავისი სტრატეგიით გამოვკვეთოთ:
მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი
საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კორსტანდარტ ბანკი (ახლა რებრენდინგს გადის თუ დააფიქსირეთ და ყალიბდება როგორც ბრენდი), ბაზის ბანკი, ქართუ ბანკი, რესპუბლიკა ბანკი ( ამათ რამე სლოგანი აქვთ? არ მახსენდება),

#9 Tariel Zivzivadze

L8: პროფესიონალი

• Members
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 25 May, 2010 - 15:21

საქართველოში ძალიან ბევრი ბრენდია, დაწყებული თიბისიდან დასრულებული ჭვავის პურის ბრენდებით
ასევე ძალიან ბევრია ადამიანი, რომელსაც ბრენდის შექმნა და მისი გავიტარება შეუძლია და გაუკეთებია ...

ანუ მე ბრენდინგის და ბრენდის პრობლემის მაგივრად განვიხილავდი იმას, თუ "ჭირდებათ თუ არა" და "იციან თუ არა" პრობლემებს ...

ანუ საჭიროა თუ არა კონკრეტულ სიტუაციაში ბრენდის შექმნა/განვითარება
და იციან თუ არა ის, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს სწორად

ამ შეკითხვებზე პასუხები კი კონკრეტიკაზეა დამოკიდებული
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#10 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება

დაწერილია 25 May, 2010 - 17:47

იხილე გამოხმაურებაNina Jinjolava, May 25/10, 13:58 -ში, განაცხადა:

გიორგი, ბრენდის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბრმად კი არ ენდობი, არამედ ის თავიდანვე გაძლევს დაპირებას და შენც სწორედ ამ მოლოდინით მიდიხარ უკვე პროდუქტთან, რომელიც არა მარტო პროდუქტია, არამედ მასთან ემოციური ფაქტორებიც გაკავშირებს. მაგალითად: თიბისი ბანკის შემთხვევაში, ბრენდი უნდა იყოს შენი მეგობარი, რომელიც მუდმივად შენს გვერდით გეგულება. ეს დანაპირები მის მომსახურებაში უნდა აისახებოდეს და შენი მოლოდინი კონკრეტული მომსახურების მიღებისას მართლდებოდეს.

ნინა, იგივე ვიგულისხმე, ანუ ზედმეტს არ ქექავ, ენდობი, ენდობი შემოწმების გარეშე - ბრმად. ანუ რეალურად ბრენდი არის არამოპოვებული, ანუ გარეკლამებული რეპუტაცია. პრინციპში ეშმაკობის ფორმაა, როცა ცდილობ რეკლამაში ჩადებული ფულით იყიდო ნდობა. სხვა საქმეა რომ თუ ხარისხიც არ მიაყოლე, ცოტა ხანში "გაიშიფრები" და გამოვა რომ ფული წყალში გადაიყარა.

რაც შეეხება თიბისის სლოგანს "შენი ბანკი შენს გვერდით არის", მემგონი სულელურია, ბანკს აქვს თავისი ინტერესი და ეს ყველამ იცის. ასე რომ ცოტა რთულია მაგაში კლიენტის დარწმუნება. სხვა საქმეა, რომ შეიძლება არ ხვდება ყურს ცუდად და როგორც ბანკის რეკლამირების საბაბი გამოდგება.

რედაქტორი George Chkhikvishvili, 25 May, 2010 - 17:54.

Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#11 Shalva Gordeziani

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 716 გამოხმაურება

დაწერილია 26 May, 2010 - 22:18

გიორგი მოგესალმები,

ნინამ სწორად აღნიშნა, რომ ბრენდი თავისი შინაარსობრივი დატვირთვით არის მოლოდინი, რომელიც ცხადია აერთაინებს ხარისხსაც და ფასსაც, და არა მარტო.
მოდით ასეთ კითხვას დავსვამ - "ბორჯომის" ხსენებაზე რა ემოცია გეუფლებათ, რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს სახელი თქვენში, პირველად რა აზრი მოგდით გონებაში?
გაცემული პასუხი ბრენდის ღირებულებსა და ფასეულობებზე მიგანიშნებთ, მის მისიაზე და შინაარსობრივ დატვირთვაზე.
ბრენდი - არ არის მხოლოდ დასახელბა და ლოგო, ის გაცილებით ფართო განსაზღვრებაა.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#12 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 00:52

გამარჯობა შალვა,

ალბათ დილეტანტურად ვმსჯელობ, მაგრამ მინდა გავერკვე. თუ რამეს არასწორედ ვაანალიზებ, გამისწორეთ :unsure:

ბრენდმა უნდა გაყიდოს ხომ? ძირითადი დანიშნულება ეგ არის. კლიენტს პრინციპში საქონელი აინტერესებს როგორც ასეთი და არამგონია მეტი ბორჯომი დალიოს იმის გამო, რომ საინტერესო ისტორია იყოს ამ სახელთან დაკავშირებული. თუ რამე დამატებით შინაარს ვძენ საქონელს ალბათ იმიტომ რომ საბაბი მქონდეს რომ მასზე მოვყვე. ეს იგულისხმება შინაარსში? რადენად შინაარსიანი უნდა იყოს ეს შინაარსი? ანუ, თუ მე ვყიდი ამ დალოცვილ მინერალურ წყალს და მარკეტოლოგი მეუბნება რომ გედების ტბას დადგამს ბრენდინგში, პირველი რაც მომივა თავში ალბათ იქნება - საჭიროა რო?

მ-2, თუ მე ავირჩიე ბრენდის შექმნა, ვფიქრობ რომ ეს გამომადგება როცა ვცდილობ გავყიდო რამდენიმე ტიპის პროდუქტი. ანუ, იმის მაგივრად რომ ვუხსნა ადამიანს პროდუქტის ნიუანსები, ვეუბნები რომ მე ბრენდი ვარ, აქამდე არ გამიწბილებიხარ და ეხლაც მენდე. მენდე, თუმცა არ ვიღლები რომ დაგიმტკიცო რამდენად კარგად აცივებს ჩემი მაცივარი. არის ეს ჭკუასთან ახლოს?

მე-3. ვფიქრობ ბრენდით გავხადო ჩემი საქონელი უფრო პრესტიჟული და ბანალურად ავწიო ფასი.

ანუ რეზიუმესავით რაც თავში მომდის არის ბრენდინგის 3 დანიშნულება:

1. იყოს რეკლამის საინტერესო საბაბი
2. გაამარტივოს ჩემთვის ახსნა და კლიენტისთვის არჩევანი
3. გამაყიდინოს უფრო ძვირად
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#13 Shalva Gordeziani

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 716 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 02:12

გიორგი მოდით ასე მივუდგეთ,

როცა თქვენ ყიდულობთ ნებისმიერ პროდუქციას (ან მომსახურებას) თქვენ ყიდულობთ მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას და არა რაიმე ნივთს. ამ დროს თქვენი მოთხოვნილება შეუძლია დააკმაყოფილოს სხვადასხვა მწარმოებელმა და პროდუქციამ. თქვენ ირჩევთ მოთხოვნილების მაქსიმალურად დაკმაყოფილების საშუალებას, ხოლო მათში კი უფრო ცნობილს, ვისაც მეტ ნდობას უცხადებთ. ასე იმიტომ იქცევით, რომ გაამართლოს ის მოლოდინი რა ეფექტსაც ელოდებით მისგან ყიდვის შემდეგ.
ბრენდის შენება უცებ არ ხდება, მას წლები ჭირდება რათა მოპოვოს თქვენი ნდობა.

დანარჩენში გარკვეულწილად გეთანხმები :unsure:
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#14 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 09:56

იხილე გამოხმაურებაShalva Gordeziani, May 27/10, 02:12 -ში, განაცხადა:

როცა თქვენ ყიდულობთ ნებისმიერ პროდუქციას (ან მომსახურებას) თქვენ ყიდულობთ მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას და არა რაიმე ნივთს.

და ზოგჯერ ვიკმაყოფილებ სულ სხვა მოთხოვნილებას, განსხვავებულს ნივთის პირდაპირი დანიშნულებისაგან. მაგალითად ვყიდულობ ფანტას და ვღებულობ მხიარულებას (ვხვდები მამბუჩა), ვყიდულობ სუნამოს და ვუგორებ ჩემს ეროტიულ ფანტაზიებს. თუ ეგრეა მგონი ვხვდები რაცხას... :unsure: ანუ ბრენდის ერთ ერთი მიზანია "თარგმნოს" ჩემი ყოველდღიური (ან არა ყოველდღიური) მოთხოვნილებები და დაუკავშიროს გასაყიდ საქონელს. ეგრეა ხომ?
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#15 Lela Ninoshvili

Newbie

• Member
• პიქტოგრამა
• 20 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 15:08

საქართველოში ბრენდინგი ნელ-ნელა ყალიბდება. ბევრმა კომპანიამ საკუთარ ბრენდზე ზრუნვა პროფესიონალებს მინდო, ბევრმა კი თავად იზრუნა საკუთარ იმიჯზე. რამდენად კარგად აქვთ შეფუთული კომპანიებს საკუთარი სახელი და პროდუქცია ეს უკვე მომხმარებლის გადასაწყვეტია.
ბრენდის შექმნისას ყველაზე მნიშვნელოვანია სამიზნე ჯგუფების გათვლა. მაგალითად "სახალხო ბანკი", რომელიც ახლა "ლიბერთი ბანკის" სახელითაა წარმოდგენილი სრულად ამართლებდა მის თავდაპირველ სახელწოდებას. იყო სახალხო, ყველასთვის, თუმცა მისი პრესტიჟულობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თითქმის ნულს გაუტოლდა. ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა ბრენდის მთლიანად შეცვლა. რამდენად გამოასწორებს ბანკი შელახულს პრესტიჟს ბრენდის ცვლილებით არ ვიცი.
გიორგის ვეთანხმები და ვთვლი, რომ 'მაგთი' და 'ჯეოსელი' გამოირჩევიან თავისი ბრენდით. "ჩემი ბანკის" გვერდით დგომას კი ვერც მე ვგრძნობ.
ქართული ბრენდებიდან მინდა გამოვყო "პოპულისა" და "იოლის" ქსელი. მუდმივი კონკურენტი, თუმცა მგონია, რომ პოპულმა ბევრი მომხმარებელი დაკარგა იოლის ბაზარზე შემოსვლის შემდეგ.
ასევე, "პსპ", "ავერსი" და "ჯიპისი". "პსპ" დიდი ხანია "ჩემი ოჯახის აფთიაქი"-ა.

#16 Shalva Gordeziani

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 716 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 17:21

იხილე გამოხმაურებაGeorge Chkhikvishvili, May 27/10, 09:56 -ში, განაცხადა:

და ზოგჯერ ვიკმაყოფილებ სულ სხვა მოთხოვნილებას, განსხვავებულს ნივთის პირდაპირი დანიშნულებისაგან. მაგალითად ვყიდულობ ფანტას და ვღებულობ მხიარულებას (ვხვდები მამბუჩა), ვყიდულობ სუნამოს და ვუგორებ ჩემს ეროტიულ ფანტაზიებს. თუ ეგრეა მგონი ვხვდები რაცხას... :D ანუ ბრენდის ერთ ერთი მიზანია "თარგმნოს" ჩემი ყოველდღიური (ან არა ყოველდღიური) მოთხოვნილებები და დაუკავშიროს გასაყიდ საქონელს. ეგრეა ხომ?

გიორგი მოგესალმები,

თავიდან კარგად განმარტე, მერე ცოტა გადახვევა მოხდა.
ერთ შედარებას მოვიყვან, ადამიანი "მერსედესს" როცა ყიდულობს, ის არა მარტო გადაადგილების დაკმაყოფილების საშუალებას იძენს (ამ მიზნით შეეძლო ეყიდა ნებისმიერი სხვა მანქანა), არამედ ყიდულობს თავის პრესტიჟულობას, იმიჯსა და სტატუსს. ბრენდი განსაზღვრავს მფლობელის სოციალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
ანუ, გარდა პირდაპირი დანიშნულებისა ბრენდს სხვა ფუქციებიც ებმება - მფლობელის სტატუსი.
მეორე მაგალითი უფრო კლასიკურია. ადამიანი ბურღის შეძენისას ყიდულობს არა ბურღს, არამედ ღრმულს, რომელიც ამ ბურღით უნდა მიიღოს. ბურღი შეიძლება იყოს ხელის, ელექტრო, მექანიკური. ხვრელის მისაღებად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელ ბურღს გამოიყენებს, თუმცა თუ "ბოშის" ბრენდით არის მარკირებული, მის სოციალურ სტატუსს გაუსვამს ხაზს.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#17 George Chkhikvishvili

L4: გამოცდილი

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 826 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 18:07

ანუ ხდება კლიენტის სურვილის (იყოს მნიშვნელოვანი) ტრანფორმაცია (თარგმნა) მანქანის ყიდვის სურვილში, რაც იყო მიზანი. ეგა ვთქვი :D
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#18 Shalva Gordeziani

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 716 გამოხმაურება

დაწერილია 27 May, 2010 - 21:29

ბაზარზე ყოველდღიურად იზრდება კონკურენციული ინტენსიობა, ყველანი ცდილობენ კონკრეტული სეგმენტისათვის შექმნან უნიკალური პროდუქტი. ბრენდი კონკრეტულ სეგმენტს პირდება თავისი თავი დაინახონ და აღმოაჩინონ მასში. ამიტომ გასაკვირი არაფერია თუ ისე პოზიციონირებს ბრენდი, როგორიც უნდა რომ დაინახოს თვით მომხმარებელმა. ამას ელოდება კონკრეტული მომხმარებელი სწორედ ბრენდისგან.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#19 Sergo Kilitauri

დამწყები

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამა
• 39 გამოხმაურება

დაწერილია 01 June, 2010 - 00:36

ბრენდის შექმნას დიდი დრო სჭირდება და ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგის ამოცანა. წარმატებულ ორგანიზაციებში უნდა დაინერგოს ინტეგრალური მარკეტინგი (Integrated marketing) რაც ნიშნავს იმას რომ ორგანიზაციის ყველა ქვედანაყო
ფი უნდა მუსშობდეს კოორდინირებულად მომხმარებლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მარკეტინგული საინფორმაციო სისტემა (MIS) უნდა აწვდიდეს მენეჯმენტს ინფორმაციას მომხმარებლის მოთხოვნილენების შესახებ. უნდა ხდებოდეს ეფექტური ბაზრის სეგმენტაცია და იმის გაგება ყოველი სეგმენტისთვის თუ რას წარმოადგენს მნიშვნელოვან სარგებელს და შემდეგ ფირმის ყველა დანაყოფმა უნდა იმუშაოს ამ სარგებლის შექმნისთვის. განსხვავებული სარგებელი და ფირმის კონკურენტული უპირატესობა უნდა სწორედ აღიქმებოდეს მიზნობრივი აუდიტორიის მიერ. ამისათვის ფირმამ უნდა მოახდინოს თავისი ბრენდის სწორი პოზიციონირება. მაგალითად ბლენდამეტმა გამოიმუშავა თავის პროდუქტში 3 ძირითადი სარგებელი- კარიესისაგან დაცვა, თეთღი კბილები და სასიამოვნო სუნთქვა და გააკეთა თავისი ბრენდის პოზიციონირება ამ სამი სარგებლის მიხედვით და ეს რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიკო კბილის პასტა გამოუშვა სამ ფერში. ასეთი და უამრავი სხვა მეთოდებით კომპანიები უნდა ზრუნავდნენ შეთავაზებული სარგებლის სწორ აღქმაზე. რაც უფრო მეტი არის ინდუსტრიაში პროდუქტის განმასხვავებელი ატრიბუტი ანუ მომხმარებლისთვის სარგებელი მით უფრო ფრაგმატული იქნება ეს ინდუსტრია და მით უფრო მეტი ბრენდი შეძლებს თანაარსებობას.
საქართველოს რაც შეეხება იმ სექტორებში რომლებიც მუშაობს და რომლებშიც არის კონკურენცია არის რამოდენიმე ბრენდი.მაგალითად სამშენებლო სექტორი აქსისი, ცენტრ პოინტი... საბანკო სექტორი თბს, საქართველოს ბანკი... ლუდის სექტორი - ყაზბეგის და ნატახტარის ბრენდები, საცალო ვაჭრობა გუდვილი, პოპული... და სხვა სექტორები. ზემოთჩამოთვლილი ფირმები ასე თუ ისე იმყოფებიან ბრენდების ადრეულ ეტაპებზე თუმცა ისეთ ბრენდებამდე როგორიცაა მაგალითად PG -ს ბრენდები მათ კიდე ბევრი უკლიათ.

#20 Shalva Gordeziani

L3: კომპეტენტური

• Member
• პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
• 716 გამოხმაურება

დაწერილია 07 June, 2010 - 10:48

სერგო, გეთანხმები ნამდვილად ეგრეა,
ბრენდი არ იქმნება უცებ და ერთი განყოფილების საზრუნავი არა არის ნამდვილად. თუმცა ამას ბევრი ვერ ვხვდება ჩვენს რეალობაში :)
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate

Share