ნახტომი



- - - - -

ბიზნესი -> საგადასახადო


  • თემა დაკეტილია თემა დახურულია!
გამოხმაურებათა რაოდენობა: 10

#1 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 06 June, 2010 - 11:23

მეგობრებო მოგესალმებით,

აქ მინდა დავწერო ორი იმ შეცდომის შესახებ, რაც მოუვიდათ ჩემს მეგობრებს საგადასახადოსთან ურთიერთობაში და მაინტერესებს თქვენი გამოცდილება თუ გსმენიათ სხვა რამე მაგდაგვარის შესახებ. ანუ რას სცოდავენ ყველაზე ხშირად დამწყები (და არა მარტო) ბიზნესმენები საგადასახადოსთან მიმართებაში?

მოკლედ დავიწყოთ:

პირველი. ჩემს მეგობარს დასჭირდა მომსახურების შეძენა და გააფორმა კონტრაქტი ფიზიკურ პირთან, რომელიც წლების განმავლობაში ეწევოდა ამ მომსახურებას. კონტრაქტში ჩადებული იყო რომ მყიდველი იხდიდა სრულ ფასს, ანუ გადასახადების ჩათვლით. მაგრამ შედეგად აღმოჩნდა რომ ფიზიკური პირი საგადასახადოში რეგისტრირებული არ არის. შედეგად ეს ჩემი მეგობარი ეხლა იძულებულია შეავსოს საშემოსავლოს დეკლარაციები თებელვალში გაკეთებული გადარიცხვებისთვის და ჯარიმდება ორჯერ: დეკლარაციის გვიან შევსებისთვის და თანხის დაგვიანებით გადახდისთვის.

მეორე. ერთმა ფირმამ მეორისგან მიიღო შეკვეთა სამშენებლო მასალებზე. როგორც კი შეკვეთა შესრულდა, ფირმის დირექტორს მეგობრულ გარემოში თხოვეს ფაქტურის გამოწერა... ოღონს სხვა ფირმაზე. ცოტა ხანში ამ კაცს იჭერენ, იმის გამო, რომ მეორე ფირმა აღმოჩნდა ფიქტიური. შედეგად ბიზნესი დაზარალდა 10 000 ლარით.
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 06 June, 2010 - 15:03

მდა... თქვენი მეგობარი მხოლოდ ერთ-ერთია მრავალთაგან, მაგრამ ეს, რათქმაუნდა, დამამშვიდებელი სულაც არაა...

ორივე შემთხვევისაგან თავის დაცვის იდეალური საშუალებაა მოითხოვოთ მეორე მხარისგან სტატუსის დამადასტურებელი საბუთი, კერძოდ: პირველ შემთხვევაში მოითხოვოთ გადასახადის გადამხდელის მოწმობა და ასლი ჩააკრათ საბუთებში, ხოლო მეორე შემთხვევაში - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ან რეგისტრაციის მოწმობის ასლი. ამ დოკუმენტების მოთხოვნას კანონი არ გვავალდებულებს, მაგრამ არც კრძალავს.

მეორეს მხრივ, მყიდველისთვის არც ისე მოსახერხებელია მინდობილობებით და ამონაწერებით სირბილი ყველა შესყიდვაზე, მაგრამ მეტ-ნაკლებად მსხვილ ოპერაციაზე ალბათ ურიგო არ იქნებოდა თავდაცვითი მექანიზმის გამოყენება

კიდევ ერთი გამოსავალია საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით სამეწარმეო რეესტრის მონაცემების შედარება https://public.reest.../enreg/main.php


ფიზიკური პირი, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა ამ მომსახურებას ისედაც ვალდებულია რეგისტრირებული იყოს როგორც გადასახადის გადამხდელი, და ალბათ სწორედ ამიტომ არ გასჩენია თქვენს მეგობარს გადამოწმების სურვილი; მე მქონდა შემთხვევა, სადაც ასეთი პირი დააჯარიმეს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის და შესაბამისი გადასახადებიც გადაახდევინეს, მაგრამ მომსახურების მიმღებს ეს არ ათავისუფლებს თავისი მოვალეობისაგან :(

აქვე მოვიყვან კიდევ ერთ გავრცელებულ პრობლემას, როდესაც დღგ-ს ჩათვლა წარმოებს ძველი რიცხვით გამოწერილი ფაქტურის მიხედვით, ანუ: დავუშვათ, ა/ფაქტურა გამოწერილია 31 მაისის რიცხვით, მაგრამ საგადასახადო ორგანოდან გაცემულია 2 ივნისს. თუ თქვენ ფაქტურა მოგაწოდეს 5 ივნისს, ვერ გააკონტროლებთ როდის მოხდა ფაქტობრივად მისი აღება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ისჯება მხოლოდ ფაქტურის მიმღები (დღგ-ს არასწორი ჩათვლისთვის), ხოლო რეალურ დამრღვევს არავინ აწუხებს :( იმედია ახალ კოდექსში ამასაც გამოასწორებენ

#3 Giorgi Xurcidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 25 გამოხმაურება

დაწერილია 18 June, 2010 - 20:09

Medea Tskhvariashvili

ახალ კოდექსში აუცილებლად გაითვალისწინებენ მაგ ჩავარდნას.


George Chkhikvishvili

რაც შეეხება ბატონო გიორგი თქვენი პირველი მეგობრის ვარიანტს შემდეგში მდებარეობს. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ შეეძლო ეჩივლა თქვენს მეგობარს სასამართლოში, ჩატარდებოდა მარტივი პროცედურა, გამყალბებლები დაისჯებოდნენ კანონის მთელი სიმკაცრით, თქვენს მეგობარზე კი გამოიცემოდა ბრძანება რაც ჩაუთვლიდა საპატიოდ ყველა იმ კონტრაქტში მითითებულ თანხებს(რომელიც შემდგომში დეკლარაციაში იქნებოდა შესატანი) რაც კონკრეტულ დამნაშავეებთან ქონდა გაფორმებული.


მეორე შემთხვევაში კი თქვენმა მეგობარმა თავის თავს და თავის მეგობრულ ურთიერთობას დააბრალოს ყველაფერი, მეგობრულად გაყალბებული ა/ფაქტურები არანაირად არ განიხილება არსად, თუ განიხილება შენი მეგობრის მეგობარს აუცილებლად ციხეში ამოაყოფინებდნენ თავს, რასაც არ იზამდა იმისდა გამომდინარე რომ ა/ფაქტურა გამოუწერა და მაგდენ პატივს არ ცემდა რომ აღარ დააბეზღებდა :)

#4 Avtandil Zivzivadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება

დაწერილია 02 September, 2010 - 21:24

მედეას აბსოლიტურად ვეთანხმები...

და როგორც შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი ერთ რჩევას მოგცემთ - არც იფიქროთ ანგარიშ-ფაქტურებით რაიმე ფორმით მანიპულირება. ყველა ანგარიშ-ფაქტურა ვიმეორებ ყველა შედის ელექტრონულ ბაზაში და ნომრების მიხედვით კონტროლდებიან. ასე რომ ნებისმიერი დარღვევა ძაან ადვილად აშკარავდება.

#5 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 03 September, 2010 - 00:31

ავთანდილ,

ანგარიშ-ფაქტურების გაყალბებას ალბათ მეტ-ნაკლებად შეაფერხებს ახალი პროექტი - ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ ამ პროგრამის დახვეწას ალბათ კიდევ ბევრი დრო დაჭირდება...

თუ ნებას მომცემთ, თქვენი, როგორც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის აზრი მაინტერესებს ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ბევრი სხვადასხვა აზრი მოვისმინე, კერძოდ:

დავუშვათ, საწარმო თანამშრომლისთვის საცხოვრებლად ქირაობს ბინას და ქირის გადახდას აწარმოებს იურიდიული პირის ანგარიშიდან; რათქმაუნდა, ფართის პატრონს უკავებს საშემოსავლო გადასახადს, მაგრამ რამდენად შეიძლება ეს განაცემი განხილულ იქნას როგორც თანამშრომელზე გაცემული დამატებითი არაფულადი სარგებელი (ხელფასთან გათანაბრებული) და დაექვემდებაროს საშემოსავლო გადასახადით ხელმეორედ დაბეგვრას?

#6 Avtandil Zivzivadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება

დაწერილია 03 September, 2010 - 09:14

შესაძლებელია კი არა უფრო მეტიც - რა თქმა უნდა ეს განიხილება თანამშრომლის სარგებელი + ეს ჩაითვლება თანამშრომლისადმი მომსახურების გაწევად. ანუ ორივე მხრიდან "დაიბომბებით".



ასე რომ ერთ რჩევას მოგცემთ - არავითარი ბინის ქირები და მისთანანი. თუ გსურთ თანამშრომელს გადაუხადოთ ბინის თანხა და სხვა მამე-რუმეები უბრალოდ ეს თანხა მას დაუმატეთ ხელფასს და მორჩა. სხვა დანარჩენი თანამშრომელი თავის სახელით მოაგვარებს და არა საწარმოს სახელით. :rolleyes:

რედაქტორი Avtandil Zivzivadze, 03 September, 2010 - 09:15.


#7 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 05 September, 2010 - 00:13

ავთანდილ,

დიდი მადლობა! მეც იმავეს ვღაღადებ უკვე რამდენი ხანია, მაგრამ ისეთი ადამიანი შემედავა ცოტა დავეჭვდი და უკან დავიხიე :wacko: ამიტომაც მაინტერესებდა მაკონტროლებლის პოზიცია...

#8 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება

დაწერილია 09 September, 2010 - 20:25

მედეა მარტივი გამოსავალი შეიძლება გამონახო ასეთ შემთხვევაში უბრალოდ არსად არ აჩვენო, რომ ეს ფართი თანამშრომლისთვის საცხოვრებლად გაქვს ნაქირავები და თუ ვინმე გკითხავთ ვთქვათ უთხარით, რომ საოფისედ გაქვთ აღებული ან რაიმე სხვა ამდაგვარი დანიშნულებით და უკვე პრობლემა მოხსნილია.... წამიყვანეთ და მანახეთო ნაკლები შანსია რომ თქვას ვინმემ და თუ მაინც, წაიყვანთ და ანახებთ :))))

#9 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 10 September, 2010 - 01:46

ზვიად,

კონტრაქტში დამხვდა ჩაწერილი მუხლი, რომლის თანახმადაც დამქირავებელს მხოლოდ საცხოვრებლად შეეძლო ფართის გამოყენება :)

გამოსავალი ნამდვილად მარტივია (ხელფასზე დანამატის გაკეთება), მაგრამ აქ სხვა მომენტია: მე, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი საკუთარ პოზიციაში, გადავამოწმე იგი კიდევ ერთ კომპეტენტურ ადამიანთან; სამწუხაროდ, ჩემს ოპონენტს რაიმე მსგავსი სურვილი არ გასჩენია :(

#10 Avtandil Zivzivadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება

დაწერილია 10 September, 2010 - 11:42

და რაო იმ კომპეტენტურმა ადამიანმა? :rolleyes:

#11 Zviad Tsagareishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 3,156 გამოხმაურება

დაწერილია 10 September, 2010 - 19:32

მედეა,
კონტრაქტი ხომ შეიძლება შეიცვალოს?! :)



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share