ნახტომი



- - - - -

3.1: რეგისტრაციის სისტემა [განახლებული]


გამოხმაურებათა რაოდენობა: 4

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 13 June, 2010 - 13:12

მოგესალმებით მეგობრებო,

[ათვლის წერტილი - 2010 წ. 12 ივნისი]

ამ თემაში მარტივად და მოკლედ არის აღწერილი ბიზნეს კონფერენციაზე წევრობის სისტემა. განმარტებების და მსჯელობის გასაადვილებლად წარმოგიდგენთ ვიზუალს:


გამოქვეყნებული სურათი


ბიზნეს კონფერენციაზე გვყავს 4 ტიპის ძირითადი წევრი:

- Start-Up Participant
- Authorized Participant
- VIP Participant
- Moderator

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს დაურეგისტრირებლად შეეძლება ბიზნეს კონფერენციაზე არსებული ყველა ღია თემის დათვალიერება [შინაარსის 99%]. ეს წესი აქ ყოველთვის იყო, არის და იქნება. თუმცა სტუმრების უფლებები მხოლოდ ამით შემოიფარგლება.

საიტის სტუმარი, რომელიც გადაწყვეტს საიტზე რეგისტრაციას, გაივლის სტანდარტულ პროცედურას. იგი 1) ავსებს რეგისტრაციის ფორმას, რის შემდეგაც 2) რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ ძირითად მეილზე ავტომატურად მისდის შეტყობინება. შეტყობინებაში არის ვალიდაციის ბმული. თუ ამ ბმულზე დაწკაპუნება არ მოხდა 24 საათის განმავლობაში, რეგისტრაცია ავტომატურად წაიშლება. 3) ბმულზე დაწკაპუნებისას იხსნება გვერდი და ამ მომენტიდან დარეგისტრირებული სტუმარი არის Start-Up Participant.

შენიშვნა: გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, რომ Start-Up Participant შეიძლება გახდეს ნებისმიერი სტუმარი, რომელიც წარმატებით გაივლის რეგისტრაციის პროცესს. საიტის არსებობის 7 წლის განმავლობაში ყოველი რეგისტრაციის ავტორიზაციას პირადად ახდენდა ადმინისტრატორი. ეხლა კი Start-Up Participant-ად რეგისტრაციის პროცესი ავტომატიზირებულია და არ მოითხოვს ადმინისტრატორის ჩარევას.


- Start-Up Participant
ალბათ სურათზეც ხედავთ, რომ Start-Up Participant-ის უფლებები ფრიად შეზღუდულია. Start-Up Participant კითხულობს ყველა თემას, მაგრამ ახალი თემის გახსნა და რომელიმე სხვა თემის გამოხმაურება მას შეუძლია ერთადერთ კონფერენციაში - Start-Up Participant-თვის სპეციალურად შექმნილ სექციაში. გამოხმაურების მაქსიმალური წონა 56 კბ-ია, შეუძლია საიტზე არსებული დანართების ჩამოტვირთვა და საკუთარი პროფილის რედაქტირება, აქვს განმასხვავებელი ფერი წევრთა სიაში.

შენიშვნა: ბიზნეს კონფერენციის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს Start-Up Participant-ებისათვის სპეციალურად შექმნილ სადისკუსიო განყოფილებას.

Start-Up Participant-ს შეუძლია ნიკი არ ჰქონდეს სახელი და გვარი, არ მოეთხოვება რაიმე კონკრეტული მონაცემი შეიტანოს თავის პროფილში. თუმცა თუ სხვა სტატუსის წევრობას დააპირებს, მაშინ მას მოუწევს თავისი რეალური სახელი და გვარის ნიკის სახით გამოყენება ისევე როგორც ყველა მოთხოვნილი ველის შევსება და სხვა პირობების დაკმაყოფილება. ამ დროს კი ადმინისტრატორი პირადად გადაამოწმებს რეგისტრაციას. Start-Up Participant-ებისათვის ყოველი გვერდის ზემოთ მუდმივად ჩანს ინსტრუქცია წევრობის სხვა დონეზე გადასვლასთან დაკავშირებით.


- Authorized Participant
ძირითადი სტატუსი, რომელიც აქვს ბიზნეს კონფერენციის წევრთა ძირითად ნაწილს. გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც სურათზეა მოცემული თვალსაჩინოდ, აღსანიშნავია, რომ ყოველ Authorized Participant -ს, ისევე როგორც ყველა სხვა წევრს Start-Up Participant-ის გარდა, უნდა სრულად შევსებული ჰქონდეს თავისი პროფილი ყველა მოთხოვნილი ინფორმაციით, მათ შორის საკონტაქტო ინფორმაციით [საკონტაქტო ინფორმაციას ხედავს მხოლოდ კონფერენციის ადმინისტრაცია].


- VIP Participant
განსაკუთრებული წევრობა განსაკუთრებული უფლებებით. ენიჭება 1 წლის ვადით.

2010 წლის ბოლომდე VIP Participant შეიძლება გახდეს კონფერენციის მხოლოდ ის წევრი, რომლებიც ამ სტატუსს იმსახურებს ბიზნეს კონფერენციაზე თავისი დამსახურებების შედეგად. 2011 წლის იანვრიდან განისაზღვრება კონკრეტული ფასი, რომელიც ეღირება ბიზნეს კონფერენციის VIP წევრობა. თუმცა საიტზე რეგისტრაციის ხანგრძლივობის, დამსახურებების, მოპოვებული რეპუტაციის, გამოხმაურებათა რაოდენობის, ხარისხის და ა.შ. გათვალისწინებით ყოველთვის იქნება ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელთაც VIP წევრობა გაუგრძელდება უფასოდ.

შენიშვნა: ბიზნეს კონფერენციაზე ყოველთვის ფასობდა მოსაზრება და ასე იქნება მომავალშიც. მიუხედავად იმისა, რომ VIP წევრი შეიძლება გახდეს ადამიანი გარკვეული ფასის გადახდის შემთხვევაში მაინც, გადამწყვეტი არის მონაწილეობის ხარისხი და არა გადახდილი თანხა. ამიტომაც შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ მარტო ფულის გადახდით ადამიანი ბიზნეს კონფერენციაზე VIP წევრი ვერ გახდება.


- Moderator
წევრი, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება თვალყური ადევნოს კონფერენციის წარმატებულ განვითარებას.


გაფრთხილება:
მიუხედავად წევრის სტატუსისა მე დაუფიქრებლად გავაუქმებთ წევრობას ბიზნეს კონფერენციაზე თუ წევრი:
- განცხადებებს და რეკლამებს გამოაქვეყნებს და დისკუსიებში არ ჩაერთვება;
- რომელიმე წესს დაარღვევს და გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს;
- რამეს ისეთს გააკეთებთ ამ საიტზე, რაც ამ საიტის მიზნებს და კონცეფციას არ შეეფერება;
გადაწყვეტილებას ვღებულობ მე ერთპიროვნულად!




პუნქტობრივი განმარტებები:

1-2
ოთხივე სტატუსის წევრისათვის ღიაა/წაკითხვადია კონფერენციის ყველა თემა. მხოლოდ Start-Up Participant-ს აქვს გამოყოფილი ერთადერთი განყოფილება გამოხმაურებებისათვის, მხოლოდ იქ შეუძლია მას გახსნას თემა და გახსნილ თემაზე გამოხმაურება. სხვა სტატუსის წევრები კი თემის გახსნას და გამოხმაურებას ახდენენ ყველა ღია კონფერენციაში

3
Start-Up Participant-ებისათვის საიტზე მოძიების სისტემა გამორთულია, მაშინ როცა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია ამ ფუნქციით სარგებლობა

4
Start-Up Participant თავის გამოხმაურებას დანართს ვერ დაურთავს, მაშინ როცა ყველა სხვა სტატუსის წევრს ამის უფლება აქვს

5
Start-Up Participant-ის გამოხმაურების სიდიდე დანართის ჩათვლით შეიძლება იყოს მაქსიმუმ 56 კბ, Authorized Participant-ისათვის 112 კბ, VIP Participant-ისათვის და Moderator-ისათვის 1024 კბ

6
Start-Up Participant არ შეუძლია თავისი გამოხმაურების რედაქტირება, მაშინ როცა Authorized Participant და VIP Participant ეს უფლება გამოხმაურების გაკეთებიდან 15 წუთის განმავლობაში აქვთ. Moderator კი ამ უფლებით შეუზღუდავად სარგებლობს

7-8
ოთხივე სტატუსის წევრს შეუძლია საკუთარი პროფილის რედაქტირება და ბიზნეს კონფერენციაზე არსებული დანართების ჩამოტვირთვა

9
ბიზნეს კონფერენციის ვერცერთი სტუმარი ვერ ხედავს ვერცერთი დარეგისტრირებული წევრის პროფილში არსებულ ინფორმაციას. ეს უფლება არც Start-Up Participant-ს აქვს. Authorized Participant და VIP Participant ხედავენ პროფილს საკონტაქტო ინფორმაციის გარეშე. Moderator კი პროფილს სრულად ხედავს, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით

10
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს უფლება აქვს ისარგებლოს საიტზე არსებული მეგობრების სისტემით. ეს ერთგვარი სოციალური ქსელის ვარიანტია.

11
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს უფლება აქვს ისარგებლოს საიტზე არსებული live შეტყობინების სისტემით.

12
ოთხივე სტატუსის წევრს თავისი განმასხვავებელი ფერი აქვს წევრთა სიაში.

13-16
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია PM - პირადი გზავნილების სისტემით სარგებლობა. შესაძლებელია PM-ზე დანართის დართვა. როგორც ხედავთ განსხვავდება შენახული PM-ების მაქსიმალური ზღვარი. დაწესებული ზღვარის override შეუძლია მხოლოდ VIP Participant და Moderator

17-18
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია დააყენოს ავატარი, რომლის ზომებიც სტანდარტიზირებულია. ავატარი ჩანს წევრის მიერ გაკეთებულ ყოველ გამოხმაურებასთან. ავატარი უნდა იყოს ან ინდივიდის სურათი ან იმ ორგანიზაციის ლოგო, სადაც ის მუშაობს. ნებისმიერ შემთხვევაში ავატარი უნდა შეესაბამებოდეს ბიზნეს კონფერენციას თავისი შინაარსით. ამ კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციამ შეიძლება შეტყობინების გარეშე წაშალოს ავატარი

19-20
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია დააყენოს პროფილის სურათი, რომლის ზომებიც სტანდარტიზირებულია. პროფილის სურათი უნდა იყოს ან ინდივიდის სურათი ან იმ ორგანიზაციის ლოგო, სადაც ის მუშაობს. ნებისმიერ შემთხვევაში სურათი უნდა შეესაბამებოდეს ბიზნეს კონფერენციას. ამ კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციამ შეიძლება შეტყობინების გარეშე წაშალოს ავატარი

21-25
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია დააყენოს ხელმოწერა. ხელმოწერა ჩანს წევრის მიერ გაკეთებულ ყოველ გამოხმაურებასთან. ხელმოწერაში განსაზღვრულია თუ რამდენი გრაფიკული პიქტოგრამის ჩადება შეიძლება, მათი ზომები და წონა, ბმულების დასაშვები რაოდენობა და სტრიქონების რაოდენობა. ხელმოწერა არ უნდა იყოს გამომწვევი თავისი სტილიდან გამომდინარე და მასში არ უნდა იყოს სარეკლამო მოწოდებები. ხელმოწერა, რომელიც დაწესებულ წესს არ შეესაბამება, წაიშლება.

26-30
Start-Up Participant-ის გარდა ყველა სხვა სტატუსის წევრს შეუძლია თემების შეფასება. თუმცა მხოლოდ VIP Participant და Moderator შეუძლიათ შეაფასონ კონკრეტული გამოხმაურებები. ანუ ფაქტიურად თუ გამოხმაურება არის ინფორმატიული, საქმიანი და ა.შ. პასუხობს ბიზნეს კონფერენციის სტანდარტებს, მაშინ VIP Participant და Moderator -ებს შეუძლიათ შეაფასონ გამოხმაურება. ეს ქულები იკრიბება და აისახება შეფასებული გამოხმაურების დამწერი წევრის რეპუტაციაში. დადგენილია ლიმიტები, თუ რამდენი პოზიტიური და ნეგატიური შეფასების დაწერა შეუძლია წევრს 24 საათის განმავლობაში. VIP Participant და Moderator-ს შეუძლიათ ნახონ თუ ვინ რა შეფასება დაუწერა კონკრეტულ გამოხმაურებას. წევრთა რეპუტაციის ეს სისტემა მნიშვნელოვანია წევრის სტატუსის შეფასების თვალსაზრისით.



განსაკუთრებული უფლებები VIP წევრებისათვის

1
თუ VIP Participant აქვს თავისი საქმიანი საიტი ან ბლოგი და ჩართული აქვს ამ გამოხმაურებათა ექსპორტირების ფუნქცია [ე.წ. RSS] ბიზნეს კონფერენციის სპეციალურ განყოფილებაში შესაძლებელია მოხდეს მათი იმპორტირება. ლიმიტი: დღეში მაქსიმუმ 1 გამოხმაურების იმპორტირება. ეს ძალიან სასარგებლო ფუნქციაა იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს კონკრეტული ადმიანის საიტის/ბლოგის პოპულარიზება ბიზნეს კონფერენციაზე.

2
თუ VIP Participant აქვს თავისი საქმიანი საიტი ან ბლოგი შესაძლებელია ბიზნეს კონფერენციაზე არსებულ ბმულების ლისტინგში ჩაისვას ცალმხრივი ბმული იმ ვადის განმავლობაში, რა დროის განმავლობაშიც ადამიანი არის ბიზნეს კონფერენციის VIP Participant

3.
VIP Participant-ის სახელის წინ წევრთა სიაში მუდმივად ჩანს VIP პიქტოგრამა, რომელიც ხაზს უსვამს ბიზნეს კონფერენციის წევრის მაღალ სტატუსს.




თუ შეკითხვები გექნებათ სიამოვნებით გიპასუხებთ ქვემოთ

პატივისცემით,

ტარიელ ზივზივაძე
ბიზნეს კონფერენციის ადმინისტრატორი

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 30 June, 2010 - 11:53.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 13 June, 2010 - 21:16

ადგილი რეზერვირებულია!
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#3 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 17 June, 2010 - 10:50

ახალ წევრებს დღეიდან უკვე შეუძლიათ ბიზნეს კონფერენციაზე რეგისტრირება
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#4 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 17 June, 2010 - 18:35

რამდენიმე კითხვა გამიჩნდა:
გამოხმაურების მაქსიმალური წონა რას ნიშნავს?
პოზიტიური და ნეგატიური შეფასება ვიპ წევრებს და მოდერატორებს ყველა იუზერის მიმართ შეეძლებათ გამოიყენონ თუ ერთმანეთის მიმართ?
და რა კრიტერიუმები იარსებებს ამ შეფასებებისთვის, ანუ რის მიხედვით შეფასებენ?
ყველაზე მაღალი და დაბალი ქულის მფლობელებს რამე ეცვლებათ?

#5 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 17 June, 2010 - 18:46

კარგი შეკითხვებია :)

გამოხმაურების მაქსიმალური წონა რას ნიშნავს?
ეს ნიშნავს კილობაიტებში თუ რამდენი შეიძლება იყოს გამოხმაურება დანართის ჩათვლით

პოზიტიური და ნეგატიური შეფასება ვიპ წევრებს და მოდერატორებს ყველა იუზერის მიმართ შეეძლებათ გამოიყენონ თუ ერთმანეთის მიმართ?
ერთმანეთის მიმართაც.

და რა კრიტერიუმები იარსებებს ამ შეფასებებისთვის, ანუ რის მიხედვით შეფასებენ?
დადგენილი მკაცრი წესი ამ მომენტში არ არის. და ამაზე ვმუშაობ ... რომ დავაკონკრეტო ... და ნათელი იყოს ...
მთავარი არის რომ გამოხმაურება იყოს შინაარსიანი, არგუმენტირებული, კონკრეტული ... ანუ კონფერენციას თავისი არსებობით ღირებულებას უნდა მატებდეს ... ასეთი გამოხმაურება ბევრი კეთდება და მინდა რომ დაფასდეს ... სწორედ ამის გამო ვერ გავავრცელებ ამ ფუნქციას ყველა ავტორიზებულ წევრზე ... ადამიანებს ერთი და იგივე რამეები სხვადასხვანაირად ესმით როგორც წესი ...
ამ კუთხით ველი წინადადებებსაც :)

ყველაზე მაღალი და დაბალი ქულის მფლობელებს რამე ეცვლებათ?
არაფერი გარდა იმისა, რომ მაღალი ქულა იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი ღირებულ კონტრიბუციას აკეთებს საიტზე
და როცა საქმე საქმეზე მიდგება VIP წევრად სწორედ ასეთი ადამიანი არის სასურველი
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share