სტრატეგია ”ბანი” - მაგთის ახალი ბრენდი
#1
დაწერილია 17 June, 2010 - 12:47
მაგთი ვიცით რაც არის ... და რა პოზიციაც აქვს და რომელ ბაზარზე ...
ბალიც გასაგებია ... რა ბაზარზეცაა და რა პოზიციით ...
მაგთიფიქსიც გასაგებია ...
აი "ბანი" -ს დანიშნულება კი ვერ გავიგე სიმართლე რომ გითხრათ ... დაახლოებით ისეთი შეგრძნება მაქვს სულ თავიდან ბალი რომ შემოვიდა და 2 წლის შემდეგაც რომ არ იყო ხალხი გარკვეული თუ რა იყო ეს ბალი ...
იქნებ ახსნათ ვინც ამ ნიუანსებში ხართ ჩახედული ...
ეს ტექნიკური შეკითხვაა ოღონდ ... არა მარკეტინგული ...
რა აქვს ბანს ისეთი, რაც არ აქვს სხვა დანარჩენ სამს?
და მერე ვიმსჯელოთ მარკეტინგული კუთხით ...
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#2
დაწერილია 17 June, 2010 - 13:49
პირობები კი შემდეგნაირია:
- "ბანიდან" "ბანზე" საუბარი - წუთში 4 თეთრი;
- "ბანიდან" "მაგთიზე", "ბალზე", "მაგთიფიქსზე" – წუთში 12 თეთრი;
- "ბანიდან" საქართველოს სხვა ნებისმიერ ქსელთან საუბარი - წუთში 16 თეთრი;
- მოკლე ტექსტური შეტყობინება - 5 თეთრი;
- არავითარი სააბონენტო გადასახადი;
- ადგილობრივი ზარების აღრიცხვა და დაანგარიშება 1 წამიანი სიზუსტით;
- "ბანის" აბონენტებს შემომავალი ზარი შეუნარჩუნდებათ ბოლო გადახდიდან ან ბოლო ზარის განხორციელებიდან/SMS-ის გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ნომერი ორმხრივად გაითიშება დარჩენილი თანხა კი შეინახება ანგარიშის შემდეგ გააქტიურებამდე;
- ორმხრივი გათიშვიდან 90 დღის შემდეგ (თუ ამ ხნის განმავლობაში არ შეივსო ანგარიში) ანგარიშზე დარჩენილი თანხა ანულირდება და ნომერი გაუქმდება;
რაც შეეხება მინუსებს:
- "ბანის" აბონენტები ვერ განახორციელებინ საერთაშორისო ზარებს;
- "ბანს" არ გააჩნია ინტერნეტსერვისი;
- "ბანს" არ გააჩნია ასევე MMS სერვისი;
- "ბანის" ნომრიდან თანხას ვერ გადარიცხავთ სხვა ნომერზე (პირიქით, ანუ სხვა ნომრიდან "ბანზე" თანხის გადმორიცხვა, შესაძლებელია);
- "ბანის" აბონენტები ვერ აიღებენ კრედიტს;
საბოლოო ინფორმაციის სახით - "ბანის" ინდექსია 851.
#3
დაწერილია 17 June, 2010 - 14:23
თუ გინდა ადამიანმა ოპტიმალურად გაანაწილო სასაუბრო ხარჯები, ჯეოსელის აბნენტიც უნდა იყო და ბანიც უნდა გქონდეს.
#4
დაწერილია 17 June, 2010 - 14:29
ტელეფონი მინდა, სადაც 4 ბარათი მაინც იქნება ჩადებული ...
ასე რთულია ცხოვრება ... მარტო 877-ით ცხოვრებას ვგულისხმობ ...
მე უფრო ის მაინტერესებს რატომ სჭირდებოდა მაგთის ის, რომ ბანი - ახალი ბრენდი შეექმნა ...
რა, შიგა საუბრებისათვის ტარიფის დაწევა ისედაც ხომ შეეძლო?
ხომ აქვს 3 ბრენდი? ჰოდა დაეწია ისედაც ტარიფები ერთმანეთში საუბარზე?
რითია ბანი ამ ვარიანტზე უკეთესი?
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
#5
დაწერილია 17 June, 2010 - 16:07
ისე, ბანი ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონზე მუშაობს თუ მაგთიფიქსივით სპეციალურ აპარატს საჭიროებს?
#6
დაწერილია 17 June, 2010 - 18:45
ციტატა
ხომ აქვს 3 ბრენდი? ჰოდა დაეწია ისედაც ტარიფები ერთმანეთში საუბარზე?
რითია ბანი ამ ვარიანტზე უკეთესი?
გაცილებით უფრო კმაყოფილი და მადლიერი იქნება ყველა აბონენტი, რომელსაც დაუკლებენ ტარიფს ისე, რომ შეუნარჩუნონ თავის ნომერი
#7
დაწერილია 17 June, 2010 - 23:21
Tariel Zivzivadze, 17 June, 2010 - 14:29 -ში, განაცხადა:
ტელეფონი მინდა, სადაც 4 ბარათი მაინც იქნება ჩადებული ...
ასე რთულია ცხოვრება ... მარტო 877-ით ცხოვრებას ვგულისხმობ ...
მე უფრო ის მაინტერესებს რატომ სჭირდებოდა მაგთის ის, რომ ბანი - ახალი ბრენდი შეექმნა ...
რა, შიგა საუბრებისათვის ტარიფის დაწევა ისედაც ხომ შეეძლო?
ხომ აქვს 3 ბრენდი? ჰოდა დაეწია ისედაც ტარიფები ერთმანეთში საუბარზე?
რითია ბანი ამ ვარიანტზე უკეთესი?
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეხლა 877 ყვეეელაზე ხარჯიანი ნომერია, მინიმუმ ერთი კარტა მაინცაა საჭირო დამატებით...
ნომრის შეცვლაც ძალიან რთულია, მე პირადად რაც მქონდა ზუსტად იგივე ნომერი ავიგე ბანიც რომ ხალხმა კარგად დაიმახსოვროს, თან ისე დაემთხვა რომ 9 ნიშნა ნომრიდან ხოლოდ ერთია განსხვავებული დანარჩენი იგივეა
#8
დაწერილია 18 June, 2010 - 12:13

პოპულარული
ჩემი აზრით ახალი ბრენდის შექმნა თავიდან ბოლომდე მარკეტინგული სვლა იყო და არა რაიმე ტექნიკური მიზეზით გამოწვეული აუცილებლობა.
როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რომ მარეგულირებელმა კომისიამ დაწია მობილური ოპერატორების ურთიერთჩართვის ტარიფები საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდნი რო ყველა ოპერატორი საგრძნობლად დასწევდა ტარიფებს.
( რამდენადაც ვიცი რამდენსაც იღებდა მაგთი ჯეოსელისგან განხორციელებული ზარების სანაცვლოდ დაახლოებით იგივეს უხდიდა უკან აქედან გამომდინარე მობილური ოპერატორები არანაირ მოგებას არ იღებდნენ ამ ტარიფით და სულ რო 2 თეთრამდე დაწიონ არ ნიშნავს რო ყველა მიმართულებით ტარიფები 3 თეთრამდე დავა
1) მაგთის უნდა გამართლებინა ეს მოლოდინი რათა არ დაეკარგა მომხმარებელთა არც თუ ისე მცირე რაოდენობა, შესაბამისად გააკეთა იაფი ბრენდი და ეხლა უკვე თავისუფლად შეუძლია თქვას რომ ტარიფები დაწია და ვისაც იაფად უნდა ლაპარაკი აიღოს "ბანი".
2) სახელი, შეფუთვა, იმიჯი, სტიმულირება და ინდექსი არნაირად არაა ისეთი ნორმერი რომელიც შეიძლება სერიოზული ადამიანისთვის მისაღები იყოს (საქართველოში ნომერი მიანც მოქმედებს ადამიანის რეპუტაციაზე) შესაბამისად ალბათობა იმისა რო 899 ინდექსიდან ხალხი ბანზე გადავა ძალიან მცირეა და თუ აიღებენ ბანს მხოლოდ მეორე ნომრად და კვლავ აქტიურად განაგრძობენ 899 ინდექსის მოხმარებას .
ასევე ჩემი აზრით არის კიდევ ერთი მიზეზი
3) ესაა ბალის გაწმენდა არასათანაო ხალხისგან, უფრო კონკრეტულად კი ალბათ შეამჩნევდით რომ სიიაფის გამო ძალიან ბევრი მოხუცი (მაგალითად ბებიაჩემი) და უფროსი თაობის ადამიანი არის ბალის აბონენტი მაშინ როცა ამ ბრენდს სულ სხვანაირი პოზიცირება აქვს შესაბამისად ეს ხახლი არ რეაგირებს იმ სტიმულებზე რომელსაც ბალი თავის მიზნობრივ სეგმენტს სთავაზობს და გარკვეულ ბალასტს წარმოადგენს რომელიც ხელს უშლის სასურველი მიმართულებით განვითარებაში. და ამ დროს ასპარეზზე გამოდის ბანი რომელიც უფრო იაფიაყველა იმ მიმართულებით რასაც შეიძლება უფროსი თაობის ადამიანი მოიხმარდეს და არ აქვს არცერთი ის ფუნქცია რასაც თინეიჯერები მოიხმარენ (MMS და ინტერნეტი) შესაბამისად ჩემი აზრით მხოლოდ სიიაფის გამო ბალის მფლობელთა 90% გადავა ბანზე და ბალი გახდება მხოლოდ თინეიჯერების ბრენდი და შედარებით ადვილი იქნება ამ მომხმარებლის გარკვეული მიმართულების სტიმულირება )
რედაქტორი Giorgi Kobiashvili, 18 June, 2010 - 12:18.
#9
დაწერილია 18 June, 2010 - 12:35
გიორგი, მაგთიში ხომ არ მუშაობ შემთხვევით?
+rep კარგი გამოხმაურებისათვის
ცხადია სვლა მარკეტინგულია ... და არა ტექნიკური ... ბანის პოზიცირებაც უკვე ნათელია ჩემთვის ...
ანუ ფაქტიურად ორი ვარიანტიდან გაკეთდა არჩევანი:
1. დაეწია ტარიფები სამივე ბრენდზე თან მხოლოდ შიგა საუბრებზე, რაც ამ ბრენდების მომხმარებლებისგან შემოსავლის დაკარგვას უდრის ალბათ თუ არ ჩავთვლით არეულეობებს მათ ტვინებში
2. შეექმნა დაბალტარიფებიანი ბრენდი, გათვლილი ასე ვთქვათ მასაზე, ასაკოვნებზე ... პარალელურად კი არსებულ ბრენდებზე კლიენტურის შენარჩუნებით, რომელთა დიდი ნაწილი ალბათ სიზარმაცის თუ რეპუტაციის გამო არ გადავა ახალზე ... ამას ალბათ ის უპირატესობაც აქვს, რომ ერთგვარი პლატფორმაა ბილაინთან საბრძოლველად მომავალში ... როგორც ბალი მოამზადა თავის დროზე ...
ანუ ეს ვარიანტი კანიბალიზაციის კონკრეტული მაგალითია, მაგრამ ჯობია თვითონ წაართვა საკუთარ პროდუქტებს ბაზარი, ვიდრე ამას კონკურენტი გააკეთებს ... გამართლებულია + ინოვატორის იმიჯს ამყარებს და ა.შ. მრავალი სხვა სარგებელი ...
ეჰ, ციფრები გვქონოდა მაშინ მაგარი მსჯელობა გამოვიდოდა
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
#10
დაწერილია 20 June, 2010 - 01:39
სტრატეგიულად ერთში ნამდვილად გეთანხმები - ბილაინი!!!!!
სხვა დანარჩენი ნაკლებად საყურადღებოა ამ ეტაპზე.
შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge
#11
დაწერილია 20 June, 2010 - 13:21

პოპულარული
Shalva Gordeziani, 20 June, 2010 - 01:39 -ში, განაცხადა:
სტრატეგიულად ერთში ნამდვილად გეთანხმები - ბილაინი!!!!!
სხვა დანარჩენი ნაკლებად საყურადღებოა ამ ეტაპზე.
"ბილაინი"-ს თემა საინტერესოა, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ სხვა დანარჩენი მოსაზრებები საყურადღებო არაა. ახლავე მოგახსენებთ რატომ:
- როგორც უკვე აღინიშნა, კომუნიკაციების მარეგურილებელი კომისიის მიერ მობილური ოპერატორებისთვის ურთიერთჩართვის ტარიფის 8 თეთრით შემცირებამ (14,8 თეთრიდან 6,8 თეთრამდე) მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში შექმნა მოლოდინი, რომ ტარიფები მობილურ კავშრზე უნდა დაწეულიყო - "მაგთმაც" რეაქცია არ დააგვიანა და "ბანი" წარადგინა ბაზარზე;
- 2009 წელს "მაგთის", პირველად მისი არსებობის განმავლობაში, მომხმარებელთა რაოდენობა 78 817-ით შეუმცირდა - შედეგად, "მაგთიმ" დაკარგა ბაზრის ლიდერის სტატუსი (აბონენტთა რაოდენობის მიხედვით) და საკმაოდ შეიმცირა პოზიცია შემოსავლების მიხედვით (განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დარგის შემოსავლები 2009 წელს 2008 წელთან შედარებით დაახლოებით 74,4 მილიონი ლარით შემცირდა - 885,518,377-დან 811,153,139-მდე) - პირველ არგუმენტთან ერთად ეს არგუმენტი ქმნის საკმაო მიზეზს "მაგთისთვის", რათა შეეტანა გარკვეული სიახლე მომსახურებაში. (საბაზრო წილების შესახებ ინფორმაციისათვის იხ. სურათი #1);
- იმ შემთხვევაში, თუ მაგთის მიერ ახალი ბრენდის, "ბანის", საზოგადოებისთვის წარდგენა მხოლოდ "ბილაინისთვის" კონკურენციას გულისხმობს, მაშინ ეს სვლა ბევრად უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო. იმდენად, რამდენადაც "ბანის" შემთხვევაში არ არსებობს არანაირი ტექნოლოგიური სიახლე/know-how (პირიქით, ამ მხრივ "ბანის" შესაძლებლობები მკვეთრად შეზღუდულია სხვა, თუნდაც "მაგთისავე" ბრენდებთან შედარებით) ან რაიმე განსაკუთრებული მარკეტინგული სახის აქტივობა (აქტიური სარეკლამო კამპანია ან სტიმულირების სხვა საშუალებების კომპლექსური გამოყენება), რაც გვაფიქრებინებდა, რომ "მაგთიმ" ეს დრო "ბანის" მომზადებაში დახარჯა, შეგვიძლია ვივარადოთ, რომ ეს ნაბიჯი ძირითადად იყო მყისიერი პასუხი მარეგულირებელი კომისიის მიერ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებაზე და შესაბამისად, საზოგადოებაში შექმნილ მოლოდინზე - ფაქტია, რომ "მაგთიმ" ყველა კონკურენტს დაასწრო და, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მეტი ლოიალური მომხმარებელი შეიძინა ბოლო პერიოდის მანძილზე, ვიდრე სხვა მობილური კავშირის კომპანიებმა.
თუმცა, მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო წილების შესახებ წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის შედეგად ნათელი ხდება, რომ "მაგთი" საკუთარი პოზიციების შესუსტებას (როგორც აბონენტთა რაოდენობის, ასევე შემოსავლების მიხედვით) ძირითადად სწორედ "ბილაინს" უნდა უმადლოდეს - ბოლო წლის მანძილზე "ბილაინმა" 140 271 ახალი მომხმარებელი მოიზიდა "მაგთის" მიერ აბონენტების დაკარვის პარალელურად. შესაბამისად, "ბანის" გამოჩენა, გარკვეულწილად, "ბილაინისთვის" უფრო ეფექტური კონკურენციის გაწევის იდეასაც შეიძლება მოიცავდეს.
რედაქტორი Saba Javashvili, 20 June, 2010 - 13:33.
#12
დაწერილია 21 June, 2010 - 00:44
მაგას ვგულისხმობდი სწორედ
შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge
#13
დაწერილია 21 June, 2010 - 10:40
+ rep საინტერესო გამოხმაურებისათვის
ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge
კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile
პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები
#14
დაწერილია 13 July, 2010 - 15:41
THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"
#15
დაწერილია 13 July, 2010 - 23:26
რაც შეეხება თამამ ნაბიჯს, ასე მაგთისთვის ახალი არ არის, გახსოვთ სულ თავიდან ბილაინი რომ შემოვიდა, მაშინ იყო, ბალის ბიჭუნამ ბზიკი რომ დაიჭირა, და რა გააჭირეთ ბზუილით თავი, 2 თეთრიანი ტარიფითო, მაშინ მაგთიმაც ანალოგიური სერვისი შესთავაზა ბალიდან ბალზე.
სხვადაშორის ჯეოსელმაც აითვისა ეს სტრატეგია და უფრო ფილისებური სარეკლამო რგოლი იყო გადაღებული, სადაც მესიჯი ქართული მეფუტკრეობით იქნა გადმოცემული
მეც მივესალმები მსგავს თამამ ნაბიჯებს, თუმცა აქაც საზღვრებია დასაცავი, ცალკე თემაა მაგრამ მაინც ავღნიშნავ, შარშან თუ შარშანწინ ლიკანმა გადააჭარბა, ნაბეღლავის ბოთლი რომ დნებოდა და ლიკანთან შეხებისას გამოცოცხლდება, თუ გახსოვთ ეს რგოლი? მერე ნაბეღლავმა შეიმუშავა სლოგანი ”ნაბეღლავი ჯობია”.
მოკლედ დავუბრუნდეთ მაგთის თემას. როგორ ფიქრობთ, რაღაც ავცდით სეგმენტირებას ბოლო სარეკლამო რგოლით?
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

