ნახტომი



- - - - -

თანამშრომლების უღირსი ქცევა


გამოხმაურებათა რაოდენობა: 19

გამოკითხვა: თანამშრომლების უღირსი ქცევა (20 წევრთა ხმები გაუქმებულია)

გქონიათ შეხება თანამშრომლების ასეთ ქცევასთან?

  1. ჩემთვის გაუკეთებიათ ცუდი (15 ხმა [68.18%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 68.18%

  2. მე გამიკეთებია ცუდი (1 ხმა [4.55%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 4.55%

  3. სხვებსაც გაუკეთებიათ და მეც გამიკეთებია (3 ხმა [13.64%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 13.64%

  4. არ მქონია შეხება (3 ხმა [13.64%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 13.64%

  5. არ მიმუშავია ჯერ კოლექტივში (0 ხმა [0.00%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 0.00%

ხმის მიცემა

#1 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 18 June, 2010 - 14:04

ადრე ვფიქრობდი ჩემი ძველი სამსახურიდან გამომდინარე, რომ კონკურენცია, დაწინაურების პერსპექტივა და სხვის ხარჯზე წინსვლა, დირექტორის ,,წახალისება” (ვინც ენას მიიტანდა, კაი ტიპი იყო) განაპირობებდა თანამშრომლებს შორის ჩასაფრებულ დამოკიდებულებას, როცა ორიენტირებულნი არიან რაც შეიძლება მეტი შეცდომა დაგაშვებინონ ან თუ არ გაგაკეთებინონ, კი მაინც მხოლოდ უარყოფითებზე გაუსვან ხაზი ადმინისტრაციაში.
მაგრამ რაც უფრო გადის დრო და ვაკვირდები სხვდასხვა სიტუაციებს ვამჩნევ, რომ ეს არაა მიანდამიანც დამოკიდებული ასეთ ფაქტორებზე. იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება მტრობდნენ ერთმანეთს მაშინაც, როცა არ არიან ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები და ერთის წინსვლა არ დააზარალებს და არ იმოქმედებს მეორის არც პოსტზე და არც შემოსავალზე, არც მენეჯმეტი ჩანს ხოლმე დიდად ამ ,,პადნოჟკების” მოყვარული, მაგრამ მაინცაა.
ამიტომ დავფიქრდი ამაზე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ შეიძლება ეს ადამიანური თვისებაა, განსაკუთრებით გამოხატული ალბათ იმათთან, ვისაც ბავშვბოდან აქვს წინსვლის და პირველობის მოთხოვნილება. სკოლაში საკმარისი იყო ვინმეს 5 მიეღო, ამას კი 4, ეგრევე ხდებოდა მისი მტერი და უჩნდებოდა შური. ხოდა ჩამოუყალიბდა ესეთი ხასიათი.
შურიანობა ზოგადად მიანც ყველა ადამიანს აქვს მეტ-ნაკლებად, უბრალოდ ზოგი ახერხებს ამის კონტროლს, ზოგიც ვერა და ნათლად ვლინდება ხოლმე.

როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? შური? ბავშვობიდან მოყოლებული არაცნობიერი სწრაფვა პირველობისკენ და საუკეთესოდ გამოჩენისკენ - თითქმის იგივე, რაც მაქსიმალისტობა? თუ საერთოდ არაა ადამიანის პიროვნებასთან კავშირში და მართვის სტილი და სიტუაცია განაპირობებს ხოლმე?

და რა არის მათგან დაცვის საუკეთესო საშუალება?



Если люди плюют тебе в спину, значит ты впереди! (Конфуций)

რედაქტორი Teona Evdeevi, 18 June, 2010 - 14:06.


რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 18 June, 2010 - 14:58

ეს ადამიანური თვისებაა!

მაგის წამალი არის იმ ადამიანის "ადგილზე მოსმა" ...
თუმცა "მოსმის" მრავალი მეთოდი არსებობს
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#3 Giorgi Xurcidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 25 გამოხმაურება

დაწერილია 18 June, 2010 - 19:50

გეთანხმები ბატონო ტარიელ. გააჩნია მომენტისთვის რომელი ხერხი გეადვილება :)

#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 18 June, 2010 - 21:43

და გეხერხება
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#5 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 18 June, 2010 - 23:01

,,ადგილზე მოსმაში" რა იგულისხმება, სამაგიეროს გადახდა, თუ დაშინება? :)

#6 Giorgi Xurcidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 25 გამოხმაურება

დაწერილია 18 June, 2010 - 23:03

დაშინება არა, იმიტომ რომ ვინმე ცუდს იმიტომ გიკეთებს რომ უკვე იმას შენგან რაღაცის ეშინია.

#7 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 19 June, 2010 - 00:25

მეც ვფიქრობ რომ ეს ადამიანის თვისებაა, განსაკუთრებით კი სუსტი ადამიანის, რომელიც ცდილობს საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოს (ვინმეს ან საკუთარი თავის წინაშე) და ამისთვის ერთადერთი ხერხი მართლაც უღირსი მოქცევა და ხშირად ალბათ ცილისწამებაა; სამწუხაროდ, სულ ახლახან აღმოვჩნდი მსგავსი საქციელის მსხვერპლი, და ჩემი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ "არ ვაღიარე" მისი არარსებული სტატუსი :)

დაშინება არა, საკმარისია უბრალოდ აგრძნობინო, რომ მტრობას აზრი არ აქვს მისივე კეთილდღეობისთვის :P

თუმცა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს ყოველთვის არაა შესაძლებელი :(

#8 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 19 June, 2010 - 11:08

"ადგილზე მოსმაში" ვგულისხმობ ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, რაც მოგცემს საშუალებას, რომ მოაკეტინო, ოღონდ ისე, რომ ორგანიზაციის მთავარი ინტერესები არ დაზარალდეს ...

ხერხი ჯობია ღონესაო ხომ იცით :)
თუმცა თუ არჩევნში შეიზღუდები და მოვლენას რეაგირების გარეშე დატოვებ, ეს შენში ილექება და სტრესს იწვევს ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#9 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 19 June, 2010 - 21:04

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, 19 June, 2010 - 11:08 -ში, განაცხადა:


თუმცა თუ არჩევნში შეიზღუდები და მოვლენას რეაგირების გარეშე დატოვებ, ეს შენში ილექება და სტრესს იწვევს ...


ნამდვილად, და სამწუხაროდ სტრესი ბოლო გაჩერება არაა :(

#10 Natalie Saginashvili

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 146 გამოხმაურება

დაწერილია 19 June, 2010 - 23:34

ციტატა

ეს ადამიანური თვისებაა, განსაკუთრებით გამოხატული ალბათ იმათთან, ვისაც ბავშვბოდან აქვს წინსვლის და პირველობის მოთხოვნილება. სკოლაში საკმარისი იყო ვინმეს 5 მიეღო, ამას კი 4, ეგრევე ხდებოდა მისი მტერი და უჩნდებოდა შური. ხოდა ჩამოუყალიბდა ესეთი ხასიათი.


თეონა, წინსვლის სურვილი და მოთხოვნილება ვფიქრობ ყოველ ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას თუკი სხვა შენზე წინ მიდის მას ფეხი უნდა დაუდო. პირიქით, რეალურად სხვისი წარმატება ერთგვარი სტიმული უნდა იყოს შენთვის რომ დაეწიო მას. ვინც ამას არ აკეთებს და პირიქით ცდილობს სხვისთვის ხელის შეშლას, ეს არის სუსტი, არათავდაჯერებული ადამიანი, რომელასც შენი რეალურად ეშინია. ანუ შენში ისეთ რაღაცას ხედავს, რაც შენ არ გაქვს, რაც ერთგვარი კომპლიმენტიც კი შეიძლება იყოს :)

ციტატა

ერხი ჯობია ღონესაო ხომ იცით
თუმცა თუ არჩევნში შეიზღუდები და მოვლენას რეაგირების გარეშე დატოვებ, ეს შენში ილექება და სტრესს იწვევს ...


აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ტარიელს, რომ რეაგირების გარეშე დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჯერ ერთი, რომ ღამე დაძინებას ვერ შეძლებ :) და მეორე, რამდენსაც ურეაქციოდ დატოვებ, მით უფრო მეტს გაბედავს.

ალბათ, ასეთ შემთხვევაში პირისპირი ლაპარაკი აჯობებს ყველაფერს.
ჩემი ბლოგი – http://nataliesun.wordpress.com/

#11 Tea Tseradze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 532 გამოხმაურება

დაწერილია 20 June, 2010 - 12:03

საერთოდაც ესეთი შემთხვევები მხოლოდ სამსახურში არ ხდება, ესეთი ადამიანები ცხოვრებაში ხშირად შემხვედრია და ალბათ არამარტო მე, შური დამღუპველი რამეა ადამიანისთვის, ადრე თუ გვიან ყველას ადგილზე მოსმაა საჭირო, ზოგთან მეტად ზოგთან ნაკლებად. მთავარია ეს გააკეთო ისე, რომ პირველ რიგში შენ არ დაზარალდე თუნდაც მორალურად, ღირსება შეინარჩუნო და არც მთლად გადაიმტერო ადამიანი, უბრალოდ მიახვედრო რომ შენთან ესეთები არ გასვლია არავის და არც გაუვა არასდროს.

პირადად მე, როცა ვხვდები რომ ზომებია მისაღები ამ ყველაფერს ეტაპობრივად ვაკეთებ და ჯერ ჯერობით შედეგებიც არაჩვეულებრივია, თუმცა ეს არც თუ ისე ადვილია. მაგრამ რას ვიზამთ ცხოვრებაა და თუ არ იბრძოლე დამარცხდები.
The Proud Participant of Business Conference

#12 Teona Evdeevi

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 21 June, 2010 - 01:03

ციტატა

ალბათ, ასეთ შემთხვევაში პირისპირი ლაპარაკი აჯობებს ყველაფერს.

კი, ოღონდ უნდა გააშიშვლო შენი სიმართლით და მისთვის მოულოდნელი რამეები უთხრა. იმ მოტივებზე მაქვს საუბარი, რაც მას ამოძრავებს.
რა თქმა უნდა წყნარი ფორმებით.
მე პაციფისტი ვარ შეძლებისდაგვარად.

ციტატა

სტიმული უნდა იყოს შენთვის რომ დაეწიო მას. ვინც ამას არ აკეთებს და პირიქით ცდილობს სხვისთვის ხელის შეშლას, ეს არის სუსტი, არათავდაჯერებული ადამიანი, რომელასც შენი რეალურად ეშინია. ანუ შენში ისეთ რაღაცას ხედავს, რაც შენ არ გაქვს, რაც ერთგვარი კომპლიმენტიც კი შეიძლება იყოს
იქნებ მას ერთი რომელიმე ადამაინის კი არ ეშინია, ზოგადად ადამაინების შიში აქვთ? ესეთი ტიპებიც არსებობენ, მაგრამ არიან რა თქმა უნდა ისეტებიც, შენ რომ აღწერე. ეგენი მართლა თვითშეფასების ასამაღლებლად უნდა გამოიყენო.

იმაზე რას ფიქრობთ რომ იძახიან შენი საქმით გამოიჩინე თავი და მაგნაირ პროვოკაციებს ნუ წამოეგებიო?

თეა

ციტატა

მთავარია ეს გააკეთო ისე, რომ პირველ რიგში შენ არ დაზარალდე თუნდაც მორალურად, ღირსება შეინარჩუნო და არც მთლად გადაიმტერო ადამიანი, უბრალოდ მიახვედრო რომ შენთან ესეთები არ გასვლია არავის და არც გაუვა არასდროს.
აი საინტერესო კუთხით გააშუქე ეს საკითხი. რას გრძნობს და აკეტებს ადამიანი, რომელსაც გაუკეთეს რაღაც ცუდი. როგორც წესი მაგ დროს წინ მოდის ემოციები მთელი თავისი სპექტრით და კონტროლი ძალიან ჭირს. ითმე, ითმენ და როგორიც კი გავა ის ვინც გასასვლელია, მივარდები და ,,კონცერტიც" იწყება :>:/:
ხოდა რაც მთავარია შედეგი მიიღება ძირითადად ასეთი: ემოციებისგან დაიცლები, მაგრამ მეორე დღეს იგივე სიფათს უნდა უყურო და აიტანო, რომელიც მიხვდა, რომ ესე ღიად აღარ უნდა გააკეთოს იგივე და აწი ფარულ ინტრიგებს დაგეგმავს. შენ ხარ ნაწყენი, გაბრაზებული და რაც მთავარია შენი ავტორიტეტი საჭირო თვალებში დაცემულია.
მთავარია აქ მერე თვითგანცდა. ჩხუბის დროს ისეთ რამეს აკეტებს ხოლმე ადამიანი, რომ მორალურად ტყდება და სინდისი აწუხებს.
იმის თქმა მინდა, რომ გეთანხმები იმაში რაც დაწერე, რომ ღირსება და შენი მეობა უნდა შეინარჩუნო

#13 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,806 გამოხმაურება

დაწერილია 21 June, 2010 - 10:30

თეა ...

"გამძლე სინდისი" გამახსენდა ეხლა შენს ნაწერზე :)


გააჩნია როგორ შეხედავთ ამ ყველაფერს ...
თუ დოგმად მიიღებ რომ ყველა ადამიანი გოთვერანია და მასზე წიხლებით შედგომა მისთვის პატივის მერწმუნე, სინდისიც არ შეგაწუხებს
ხოლო თუ დოგმად იმას მიიღებ, რომ ადამიანს მხოლოდ კარგი მხრიდან შეხედო ... მაშინ სხვა მიდგომა დაგჭირდება ...

პირადად მე ადამიანს ისე მივუდგები, როგორც მე მომიდგება ...
თავიდან თავაზიანი ვარ ... გარკვეული ეფექტი ამას აქვს ... და ვუყურებ შედეგს ...
თუმცა ბევრს თავაზიანობა სისუსტედ ეჩვენება ... ამიტომაც ეს გზა შედეგის მისაღებად არასაკმარისია
ამიტომაც "თითის დაქნევის" შემდეგ, რომელიც კარგად გამომდის, უკვე სხვანაირად იქცევიან ...

თუ დიდი ჯოხი გაქვს, უნდა გამოიყენო კიდეც ...

როცა ეს "ჯოხი" მაქვს, გამოყენებას არ ვერიდები, არ მსიამოვნებს, მაგრამ ხანდახან მხოლოდ ეს რჩება რეალურ არტერნატივად რომ შედეგი მიიღო ...
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
პროფესიონალი ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი
დირექტორი @ MARNET Associates LLC
მობ: 995 77 73 79 64
E-mail: admin@marketing.ge

კომპანიის ვებსაიტი
Linkedin Profile

პირადი პროექტები:
საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - ჩადეთ ფული განათლებაში!
ონლაინ ბიზნეს საკონსულტაციო ვებსაიტი - ინფორმაცია, კონსულტაცია & კავშირები

#14 Tea Tseradze

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 532 გამოხმაურება

დაწერილია 21 June, 2010 - 12:53

თეონა,

სწორედ მაგაშია ადამიანის სიძლიერე, როცა ემოციების მართვა შეგიძლია, მე რო ამას ვამბობ თვითონვე მიკვირს რადგან ძაან ემოციური ვარ, მარა ფაქტია მეც კი ვისწავლე როგორ ვმართო საკუთარი ემოციები. ჩხუბი გამოსავალი არაა, რაც შენ აღნიშნე 100%-ით გეთანხმები და ეგ ყველაფერი რო თავიდან აიცილო სწორედ მაგიტომ არ უნდა დაანახო იმ ადამიანს რო ნერვები მოგეშალა, პირიქით ძაან ღირსეულად უნდა მოსვა ადგილზე, არ გამოვრიცხავ ხმამაღალ ტონს და ნებისმიერ სხვა საშუალებას გარდა ჩხუბისა. შენ რომ ჩხუბობ ეგ უკვე მისი გამარჯვებაა, რადგან ნერვები მოგიშალა და მდგომარეობიდან გამოგიკვანა, და დაანახა "ზედა საფეხურს" რომ შენ ესე მოურიდებლად იწკებ ჩხუბს ოფისში. გაქექილი ადამიანი ამასაც შენს წინააღმდეგ გამოიყენებს.

ტარიელ,

"გამძლე სინდისი" მათ სჭირდებათ, ვინც უსინდისობას სჩადის და თან მუდმივად... რა თქმა უნდა ადამიანს ისე უნდა მოექცე როგორც ის შენ გექცევა და თუ თვლი რო ზღვარს გადავიდა ეგრევე ზომებს უნდა მიმართო, თუმცა დოგმები ვფიქრობ არ გამოგვადგება ცხოვრებაში. ზუსტად ესეთი მიდგომა რომ მქონდა ადამიანების მიმართ და ვცდილობდი კარგი მხრიდან შემეხედა ყველასთვის ამანაც დამაზარალა.

საბოლოოდ გამოწერილი ფორმულა ადამიანებთან ურთიერთობაში არ არსებობს, რამდენ ადამიანთანაც გიწევს კონტაქტი იმდენნაირი ურთიერთობა არსებობს. მთავარია თავზე არავინ დაისვა, არც სხვას გადაუარო, შენი ადგილი გქონდეს და ცოტა "ფეხზე მკიდიაც" თუ არ ხარ და ყველა წვრილმანზე რეაქცია გაქვს ძაან გაგიჭირდება ადამიანს.
The Proud Participant of Business Conference

#15 David Mujirishvili

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 10 გამოხმაურება

დაწერილია 22 October, 2010 - 22:39

ინტონაციის და ხმის ტემბრის ცვლილებას უდაოა რომ გარკვეული შედეგები მოაქვს დაპირისპირებულ ადამიანთან ან სამსახურში კონკურენტთან ურთიერთობისას.

თუმცა ყველაზე მთავარი რაც გასათვალისწინებელია არის ის, რომ კონკურენციის დაძლევა ურთიერთობებით და დაპირისპირებით მოკლევადიანი, არაეფექტური და არასაიმედო გზა არის.

მონდომება, პროფესიონალიზმი, ერთგულება საქმის და სამსახურის მიმართ, ზომიერი ამბიცია უკეთესისკენ სწრაფვა და საკუთარ თავზე მუშაობა ბევრად მეტ დახმარებას გაგიწევთ კარიერის გაკეთების პროცესში.. არასდროს არ დაკარგოთ დრო ინტრიგებზე...

კიდევ ერთი რაგაც მინდა აგვნიშნო, თუ გმტრობენ, შურთ თქვენი და თქვენზე ცუდი ხმების დაყრას ცდილობენ ეს ნიშნავს რომ თქვენ ცოცხალი ორგანიზმი ხართ და ვიღაცა ვინც თქვენს ნამუშევარს ან თქვენ გაფასებთ თვლის რომ იმაზე მეტი ხართ და იმაზე მეტს აკეთებთ ვიდრე თვითონ --ამიტომ ცდილობს დისკრედიტაცია გაგიწიოთ იმ მეთოდით რომელიც მისთვის უკვე ერთადერთი გამოსავალიღაა.


ამიტომ, თუ მოხვდით ამ სიტუაციაში როდესაც ვიღაც გჭორავთ ან ხმებს გიყრით ეცადეთ თავი შეიკავოთ „„ვიპადკებისგან““ და ყურადღება არ მიაქციოთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენი თანდასწრებით გაბედავენ რაიმე არასწორის თქმას რაც თქვენს თავმოყვარეობას შელახავს მხოლოდ გულისთქმას ნუ მიენდობით ცოტა „ჭკუასაც მოუხმეთ““ :) და ისე მიეცით საკადრისი პასუხი

სუბიექტური აზრი :)

#16 Avtandil Zivzivadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება

დაწერილია 23 October, 2010 - 09:26

იხილე გამოხმაურებაDavid Mujirishvili, 22 October, 2010 - 22:39 -ში, განაცხადა:

მონდომება, პროფესიონალიზმი, ერთგულება საქმის და სამსახურის მიმართ, ზომიერი ამბიცია უკეთესისკენ სწრაფვა და საკუთარ თავზე მუშაობა ბევრად მეტ დახმარებას გაგიწევთ კარიერის გაკეთების პროცესში.. არასდროს არ დაკარგოთ დრო ინტრიგებზე...

კიდევ ერთი რაგაც მინდა აგვნიშნო, თუ გმტრობენ, შურთ თქვენი და თქვენზე ცუდი ხმების დაყრას ცდილობენ ეს ნიშნავს რომ თქვენ ცოცხალი ორგანიზმი ხართ და ვიღაცა ვინც თქვენს ნამუშევარს ან თქვენ გაფასებთ თვლის რომ იმაზე მეტი ხართ და იმაზე მეტს აკეთებთ ვიდრე თვითონ --ამიტომ ცდილობს დისკრედიტაცია გაგიწიოთ იმ მეთოდით რომელიც მისთვის უკვე ერთადერთი გამოსავალიღაა.


სუბიექტური აზრი :)



ასიანია, ვეთანხმები

#17 Maya Dagargulia

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 85 გამოხმაურება

დაწერილია 20 November, 2010 - 23:06

მოშურნეთა და პოტენციურ მტერთა რიცხვის ზრდა პირდაპირ პროპორციულია წარმატების. მე ძალიან დიდი ხნის მანძილზე მიკვირდა, რატომ უფუჭდებოდათ და თან არა ერთი და ორი დღით, მთელი თვეების მანძილზე განწყობა გარშემომყოფებს იმ იოტისოდენა წარმატებაზე, რასაც მე წარმატებადაც კი ვერ აღვიქვამდი. ამას არაფერი აქვს საერთო პირველობის სურვილთან,თუ გინდა იყო პირველი და ამის პოტენციალი გაქვს,კიდეც გახდები პირველი.შურიან/ღვარძლიანები არასოდეს არაიან არათუ პირველები,პირველ რიგებშიც კი. შური არასრულფასოვნების კომპლექსის ერთ-ერთი გამოვლინებაა,შენ ყველას სჯობიხარ,არა და ვერავინ გამჩნევს ,სათანადოდ ვერ გაფასებს და სხვა იკავებს მუდმივად შენს ადგილს. ქრონიკული ისტერიის შეტევას იქნებ სჯობდა დაფიქრდება,რატომ ანიჭებენ იმ სხვას უპირატესობას,რაც თუნდაც ერთ ადამიანს გაუკეთებია, ეს ნიშნავს , რომ მეორესაც შეუძლია გაიმეოროს, მაგრამ პრობლემა ისაა,გონებაშეზღუდულს მხოლოდ ერთი შანსი აქვს ჩემპიონს დაეწიოს, ფეხი დაუდოს და კისერი მოატეხინოს. ის ადამიანები , კი ვისაც არასოდეს უბრძოლიათ მზის ქვეშ ადგილისთვის, რადგან ეს ადგილი თავიდანვე ჰქონდათ, როგორც წესი საკმაოდ ლოიალურები არიან,რაც როგორც ზემოთ ახსენეთ, აღიქმება როგორც სისუტე და "თავზე დაჯდომის" ადვილი შესაძლებლობა, აი ამის უფლება კი არავის არასოდეს არ უნდა მიეცეს და მკაცრად რეკომედნირებულია, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე,არავითარი "მის დონეზე ხომ არ დავალ" პოზიცია, პირველივე ჯერზე მისთვის გასაგებ ენაზე და დონეზე ისეთი პასუხი, რომ გამეორების სურვილიც კი არ გაუჩნდეს, სჯობს ის დაახრჩოს საკუთარმა შურმა და არა შენ დაუმსახურებელმა წყენამ.

რედაქტორი Maya Dagargulia, 20 November, 2010 - 23:08.


#18 Avtandil Zivzivadze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 100 გამოხმაურება

დაწერილია 21 November, 2010 - 21:03

ვეთანხმები ამ აზრს, ეგრევე სიტყვიერი "პანღური" არაკეთილმოსურნეს. თუმცა ჩემი აზრით, მაინც ჯობია ჯერ ლამაზად უთხრა, 10-დან 1-ს ესმის მაინც.

#19 Teona Alavidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 37 გამოხმაურება

დაწერილია 26 November, 2010 - 13:51

ვეთანხმები იმმ აზრს, რომ პასუხი უნდა გასცე შენ ცუდის მყოფელს, მაგრამ ამით კომპანია არ უნდა დააზარალო, მაგრამ საერთოდაც მგონი ჯობია, რომ შენი საქმე კარგად აკეთო და იმ ვიღაცას რაც უნდა ის უქნია, დაპირისპირების გარეშეც შეიძლება ურთიერთობის მოგვარება, ხომ გაგიგონიათ, ერთ ლოყაში როცა გაგარტყამენ, მეორეც მიუშვირეო, ყველაზე ნაღდი ეგაა რაააა.....ნახეთ უფრო მეტს მოიგებთ.....სამაგიეროს გადახდით არა მგონია დამშვიდდეთ, იმ მომენტში თუარა, რამოდენიმე ხნის შემდეგ მიხვდებით რომ სამაგიერო არ უნდა გადაგეხადა, ჯერ იმიტომ, რომ იმისნაირი გამოდიხარ და მეორეც სული და სინდისი არ გაგიშვებთ. რავი მე ასე ვფიქრობ....

#20 Maia Maruashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 320 გამოხმაურება

დაწერილია 28 November, 2010 - 17:09

იხილე გამოხმაურებაTeona Alavidze, 26 November, 2010 - 13:51 -ში, განაცხადა:

ვეთანხმები იმმ აზრს, რომ პასუხი უნდა გასცე შენ ცუდის მყოფელს, მაგრამ ამით კომპანია არ უნდა დააზარალო, მაგრამ საერთოდაც მგონი ჯობია, რომ შენი საქმე კარგად აკეთო და იმ ვიღაცას რაც უნდა ის უქნია, დაპირისპირების გარეშეც შეიძლება ურთიერთობის მოგვარება, ხომ გაგიგონიათ, ერთ ლოყაში როცა გაგარტყამენ, მეორეც მიუშვირეო, ყველაზე ნაღდი ეგაა რაააა.....ნახეთ უფრო მეტს მოიგებთ.....სამაგიეროს გადახდით არა მგონია დამშვიდდეთ, იმ მომენტში თუარა, რამოდენიმე ხნის შემდეგ მიხვდებით რომ სამაგიერო არ უნდა გადაგეხადა, ჯერ იმიტომ, რომ იმისნაირი გამოდიხარ და მეორეც სული და სინდისი არ გაგიშვებთ. რავი მე ასე ვფიქრობ....

გეთანხმები, ამით უფრო მეტს მოიგებ. მაგრამ უაზრო ამბიცია ბევრს ღუპას, ავიწყდებათ რატომ და როგორ დაიწყეს ამა თუ იმ პოსტზე მუშაობა. თავმდაბლობოთ უფრო მეტს მოიგებ, ვიდრე ამპარტავნობით და სხვისი მტრობით
Maia Maruashvili

Profkurort Ltd
mob 899145168
Tel 311244
www.profkurort.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share