სარეკლამო სფერომ რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე, დგვიპყრო და ფართოდ გაძშალა ფრთები, უცხო და ახალი ამბავი არავისთვის არ უნდა იყოს. ხოდა, ახლა რომ პეპსი ამ სემთხვევაას ასე ვტქვათ და გამაზავდა, ამის ილუზია სულაც არ მქონია.
მაგრამ თუ ასე ორიგინალურად წარსდგებოდნენ მომხმარებლის წინაშე, ამას როგორ ვიფიქრებდი
პეპსი აქციას აცხადებს, გინდათ მოიგოთ 500 მლ პეპსი, ბურთი ან თუ ძალიან იღბლიანი ხართ, იქნებ სონის პლეისთეიშენიც კი გერგოთ. მაგრამ ჯერ ბოთლის თავსახურის ქვეშ, რომ ჯადოსნური კოდია ის უნდა გაუგზავნოთ SMS-ით პეპსის ადმინისტრაციაში ალბათ და გეტყვიან, რამდენად იღბლიანი ხართ, ოღონდ თუი ასეთი მესიჯი მიიღეთ ”სამწუხაროდ თქვენ ვერ მოიგეთ ვერანაირი პრიზი და წარმატებებს გისურვებთ!”- გული არ დაგწყდეთ, კიდევ სცადეთ და ხო, 6 თეთრი კიდევ გადაიხადეთ ესმესში ან იქნებ ნაკლები, გააჩნია ოპერატორს.... გაუთვალისწინეთ, რომ პეპსი სულაც არ არის კავშირში ფასიან SMS, ასე უწერიათ საიტზე, მოგებას არ იღებენ
ნუ ეს რომ რომელიმე სოფლის, ოჯახური ჩამოსხმის ლიმონათი ყოფილიყო, კიდევ ხო, მაგრამ პეპსი? თქვენი არ ვიცი, და მე პირადად ძალიან ირონიულად და ცინიკურად განმაწყო ამ ყველაფერმა. რა არ შეიძლებოდა ის კოდი მხოლოდ მომგებიან ბოთლს ჰქონოდა? თან სპეციალურად ”ჩავუჯექი” რეკლამას და არსად არაფერი არაა ნახსენები, ან უ ის რომ ის კოდი საერთოა, ანუ ყველას ეხება, როგორც მომგებიანი ასევე არა მომგებიანი ბოთლისთვის.
მინდა ვთქვა, რომ პეპსის იმედები გამიცრუა, ჩემთვის ის ბრენდი იყო, და კიდევ ჩემმა ბრენდმა ტკივილი ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს მიაყენა, ჩემს პატარებს. უბრალოდ ქართველ მარკეტოლოგებს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, დაფიქრდით, სანამ რეკლამას შექმნით, მასობრივოი პროდუქტისთვის, თქვენი მაყურებლები პატარებიც არიან. ხოდა ჩემი პატარები იმდენად გაისარჯნენ, რეკლამის ხილვის სემდგემ, რომ პეპსი ბაბუას შეაძენინეს, და თავსახური კოდით, რომ ნახეს იფიქრეს, მოვიგეთო, მთელი საღამო მელოდნენ, მერე მე ”შემკერეს”, გამაგზავნინეს ესმესი და პასუხად მიიღეს, ”თქვენ ვერაფერი მოიგეთ”. გული დასწყდათ. სწორედ ამის მერე ჩავუჯექი და გამოვიკვლიე.
და ზემოთ ხსენებულ საინტერესო აღმოჩენამდეც მივედი. აწი თავად განსაჯეთ....... ფასიანი ესემესი არაფრისთვის, და თან პეპსისთვის.

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!


