George Chkhikvishvili, 05 June, 2011 - 11:02 -ში, განაცხადა:
საჭიროა ასევე სხვადასხვა სირთულის ოპერაციების ოპერატორების მიხედვით მეტი გამიჯვნა. სწრაფი ოპერაციები უნდა გაემიჯნოს შედარებით შრომატევადს. მაგალითად თუ 2 "ნელი" ოპერაცია 2 ტერმინალზე ჭედავს 5 "სწრაფს" ჯობია ცელცალკე იყოს მათი მომსახურება და იგივე დროში რიგი მინიმუმ 5 კაცით შემცირდება...
მეც იგივე აზრი მაქვს, თორემ, მაგალითად, ვესტერნის გადარიცხვას თუ ასრულებს ოპერატორი (და მქონდა შემთხვევა, როცა თიბისი ბანკში ორი ოპერატორიდან ორივე მაგას აკეთებდა) ჯობია სხვა ფილიალში ან საერთოდ სხვა ბანკში გადაინაცვლო;
ისე, საქართველოს ბანკს ნაკლებად აქვს რიგების პრობლემა, მაგრამ თიბისიში მისვლა თუ მიწევს მინიმუმ 1 საათს ვითვალისწინებ მარტო რიგში დგომისთვის (ხანდახან ეგეც არ მყოფნის); ყოფილა შემთხვევა, რომ ბილეთი ამიღია და ჩემს წინ 46 ადამიანი დამხვედრია რიგში... ასეთ დროს ცარიელი სკამების დანახვა განსაკუთრებით მტკივნეულია