ნახტომი



- - - - -

წიგნი "პლასტიკური ბარათები"


  • თემა დაკეტილია თემა დახურულია!
გამოხმაურებათა რაოდენობა: 6

#1 Kote Iuldashevi

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება

დაწერილია 20 July, 2010 - 13:15

მოგესალმებით, კონფერენციის მომხმარებლებო!
ეს ჩემი პირველი თემაა ამ ფორუმზე.

მინდოდა ცოტა მოკლედ გადმომეცა ჩემი სათქმელი, მაგრამ მეტად ვეღარ შევამცირე. :) ახლა რაშია საქმე...

დაახლოებით 1 თვის წინ მე და ჩემმა მეგობარმა გამოვუშვით წიგნი "პლასტიკური ბარათები". ეს გახლავთ პირველი ნაწილი სერიისა "პლასტიკური ბარათიდან ელექტრონულ ფულამდე".
წიგნზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდით, II კურსზე. მას შემდეგ ბევრი იდეა გვქონდა, თუმცა ბოლოს შევჩერდით სწორედ პლასტიკური ბარათებისა და ელექტრონული ფულის თემაზე. ახლა ვისაუბრებ I ნაწილზე "პლასტიკური ბარათები".

ნებისმიერმა ჩვენგანმა ვიცით, რომ პლასტიკური ბარათების საკითხი ამჟამად ძალზედ აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ბარათების ბაზარი საკმაოდ დიდი ხანია, რაც დამკვიდრდა, იგი ახლაც განვითარების სტადიაზეა. ამასთან, უმეტესობას პლასტიკურ ბარათებზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს და მე პირადად ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პლასტიკური ბარათი მხოლოდ ბანკომატში გამოსაყენებლად და ხელფასის ასაღებად გამოიყენება.

ჩვენი წიგნის პირველი ნაწილი "პლასტიკური ბარათები" - ეს არის პირველი ქართული წიგნი, რომელიც მთლიანად ეხება პლასტიკური ბარათების თემას. აღწერილია პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული მრავალი აქტუალური საკითხი, რომლებიც მსოფლიო გამოცდილებას ეფუძნება, ამასთან, ცალკე თავში დახასიათებულია საქართველოს საბანკო პლასტიკური ბარათების ბაზარი.

წიგნის ძირითადი ნაწილი ეთმობა საბანკო პლასტიკურ ბარათებს. განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
* რა არის საბანკო ბარათი;
* რა სახეობის საბანკო ბარათები არსებობს;
* როგორ უნდა გავხდეთ საბანკო ბარათის მფლობელი;
* როგორ უნდა ვისარგებლოთ საბანკო ბარათით;
* რა არის იმპრინტერი;
* რა არის პოს-ტერმინალი;
* რა უსაფრთხოების ზომები უნდა დავიცვათ საბანკო ბარათით სარგებლობისას;
* როგორ გამოვიყენოთ ბანკომატი;
* ამჟამად ყველაზე მეტად გავრცელებული საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (Visa, MasterCard, American Express და სხვ.) მიმოხილვა;
* საქართველოს საბანკო პლასტიკური ბარათების ბაზარი;
* და სხვა მრავალი საინტერესო საკითხი.

ამას გარდა, ცალკე თავი ეთმობა არასაბანკო პლასტიკურ ბარათებს (დისკონტური ბარათები, კლუბური ბარათები, სასაჩუქრე ბარათები და ა. შ.), რათა ნებისმიერმა მკითხველმა შეძლოს, განასხვავოს საბანკო და არასაბანკო პლასტიკური ბარათების ესა თუ ის სახეობა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ წიგნი საინტერესო იქნება როგორც პლასტიკური ბარათების არსებული მფლობელებისათვის, ასევე იმათთვისაც, ვინც მხოლოდ ახლა აპირებს, პლასტიკური ბარათის მფლობელი გახდეს. წიგნის წაკითხვის შემდეგ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ იმის კითხვა, თუ როგორ აიღოთ ბანკში ამა თუ იმ სახეობის საბანკო ბარათი, როგორ გამოიყენოთ იგი სავაჭრო ობიექტებში, ინტერნეტში ან ბანკომატში. ამ და სხვა აუცილებელ ნიუანსებს მოცემული წიგნი გასწავლით.

როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში აქამდე მსგავსი წიგნი ჯერ არ გამოსულა და მიგვაჩნია, რომ ბევრისთვის გამოსადეგი წიგნი იქნება.

უახლოეს მომავალში გამოვა წიგნის მეორე ნაწილი "ელექტრონული ფული". თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულდება და მომავალში იგეგმება არანაკლებ საინტერესო და აქტუალურ თემებთან დაკავშირებული წიგნების გამოშვება. :)

რასაკვირველია, წიგნს ჰყავს თავისი რეცენზენტები, რედაქტორები და სტილისტი. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა "ფორმაში".

წიგნის მოცულობა 334 გვერდს მოიცავს.

იმისათვის, რომ მკითხველს გაუადვილდეს შინაარსის სწორად აღქმა, წიგნში განმარტებულია უცხო ტერმინები (ძირითადად, ფინანსურ-ეკონომიკური). მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი განმარტებული და მოთავსებულია სპეციალურ ჩარჩოებში, რომლებიც შესაბამისი ტერმინის გვერდითაა. დანარჩენი ტერმინების განმარტებანი კი შესაბამისი თავის ბოლოსაა მოცემული.

თუ ვინმე დაინტერესდებით და დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდებათ, მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ მათგანს, რადგან ერთ პოსტში ყველაფერზე საუბარი რთულია.

თუ წიგნის შეძენის სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ პირდაპირ აქ დაწეროთ, მომწეროთ PM-ის საშუალებით, დამიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე - kote.iuldashevi@gmail.com ან დამირეკოთ შემდეგ ნომრებზე: (822) 30 43 56; 857 273 441

წიგნის ღირებულებაა 20 ლარი.


შეიძლება ზოგიერთმა იფიქროთ, რომ შედარებით მაღალი ფასია, მაგრამ იმდენი შრომაა ჩადებული ამ წიგნში, რომ ამაზე ნაკლებს ვერ ვიტყოდით. დაფინანსებასთან გარკვეული პრობლემები გვქონდა, რის გამოც 7-ჯერ მაინც მოგვიწია მონაცემების შეცვლა და სანამ დაიბეჭდებოდა წიგნი, უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივაღწიეთ ჩვენს მიზანს და ახლა გვინდა, ჩვენი შრომა სხვასაც ვუჩვენოთ. :)

ესეც წიგნის წინა ყდა:

გამოქვეყნებული სურათი

თუ ვინმეს სურვილი ექნება, შემიძლია წიგნის სარჩევი დავდო. :)

რედაქტორი Kote Iuldashevi, 20 July, 2010 - 13:16.


რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Kote Iuldashevi

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება

დაწერილია 20 July, 2010 - 15:20

იქნებ ისიც დააფიქსიროთ, თუ რას ფიქრობთ წიგნის ფასზე? ძვირია თუ არა თქვენთვის?

#3 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება

დაწერილია 20 July, 2010 - 16:05

ფაქტია დიდი შრომაა ჩადებული ამ წიგნში, ნამდვილად საინტერესო ინფორმაციაა დარწმუნებული ვარ შიგნით, უბრალოდ პირაად ჩემი აზრით მე მირჩევნია ჩემი პლასტიკური მარტო ხელფასი გამომქონდეს ვიდრე 334 გვერდი წავიკითხო და ვიცოდე უფრო მეტი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია და შეიძლება მოვიდეს დრო მომინდეს მათ შორის განსხვავებები ვნახო, ფასს რაც შეეხება მისაღები ფასია, უბრალოდ უფრო ზუსტად რა სეგმენტზეა ეს წიგნი მგონი დასადგენია.

ბანკებს წესით უნდა გამოადგეთ, ვინაიდან უამრავ ადამიანს ატრენინგებენ და მომავალშიც დაატრენინგებენ და ამ წიგნს მიცემენ ან თქვენ დაგიქირავებენ როგორც ტრენერებს და უფრო ზუსტად ასწავლით სხვებს ყველაბარათის შესახებ და ა.შ

სხვაწარმატებებს გისურვებთ და საქართველოში , რომ არიან ადამიანების, რომლებიც რაღაც ახალს ქმნიან და აქვთ სურვილი, რომ სხვას გაუადვილონ ცხოვრება ამას მხოლოდ მივესალმები :)

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#4 Kote Iuldashevi

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 6 გამოხმაურება

დაწერილია 21 July, 2010 - 10:54

Ako Akhalaia
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის! :)
მეც ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ბანკები უნდა დაინტერესდნენ ამ წიგნით. იმედი მაქვს, ასეც იქნება.
თუმცა, ბანკების გარდა, ძალიან მინდა, სხვებსაც გაუჩნდეთ სურვილი, შეიძინონ და წაიკითხონ წიგნი. ცხადია, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეხება აქვთ პლასტიკურ ბარათებთან ან მომავალში უნდა ჰქონდეთ.

ციტატა

სხვაწარმატებებს გისურვებთ და საქართველოში , რომ არიან ადამიანების, რომლებიც რაღაც ახალს ქმნიან და აქვთ სურვილი, რომ სხვას გაუადვილონ ცხოვრება ამას მხოლოდ მივესალმები

გაიხარე! :)

#5 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 21 July, 2010 - 15:45

http://bestpay.ge - ამ საიტზე თავმოყრილია ორგანიზაციები, ვინც ჩართულია ქართუს სისტემაში და თანხას პლასტიკური ბარათებით იღებენ. ამ ეტაპზე თქვენ ხართ ბუნებრივი მოკავშირეები. დაუკავშირდი და შესთავაზე შენი წიგნის რეკლამის დადება როგორც დამატებითი საკითხავი, ან თუნდაც მიეცი უფლება წიგნის რამე ნაწილი დაადონ უფასოდ.

მე-2 იდეაა, გააკეთე ფლაიერი, სადაც იქნება მოკლედ აღწერილი თუ რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი პლასტიკური ბარათის შესახებ და შესთავაზე ბანკებს კლიენტებში გასავრცელებლად (ბანკომატებთან დასადებად).

სარჩევიც საინტერესოა :)

რედაქტორი George Chkhikvishvili, 21 July, 2010 - 15:48.

Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#6 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 25 July, 2010 - 14:15

საინტერესო წიგნი ჩანს და ვფიქრობ ამ სფეროს სპეციალისტები უფრო მეტ ინტერესს გამოიჩენენ, თუმცა უფრო მეტი რეკლამირება უნდა გაუკეთოთ ამ წიგნს და შესთავაზოთ შესაბამის აუდიტორიას.

წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში :)



#7 Giorgi Zghuladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება

დაწერილია 28 July, 2010 - 09:10

რომელი თამარ რობაქიძეა, თავის დროზე ინტელექტბანკში რომ მუშაობდა ?



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share