ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2010 წლის 29 აპრილს საქმეში საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და 2010 წლის 4 მაისს ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.
დავა საქართველოს წინააღმდეგ მოიგეს ფიზიკურმა პირებმა. ორივე საქმეში სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სახელმწიფოს მათთვის ჩამორთმეული საკუთრება უნდა დაებრუნებინა და მიეცა, როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანისთვის შესაბამისი კომპენსაცია.
საქმე I
CASE OF SAGHINADZE AND OTHERS v. GEORGIA
(Application no. 18768/05)
გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტების მიხედვით:
საქმეში საღინაძე და სხვები მოსარჩელეები (განმცხადებლები) იყვნენ აფახაზეთიდან დევნილი ოჯახი. რომლებსაც სასამართლოში წარმოადგენდნენ პრაქტიკოსი ადვოკატები თბილისიდან.
1994 წლის იანვარიდან ოჯახის ერთ-ერთ წევრმა ბ.საღინაძემ მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო. მინისტრის ბრძანების საფუძველზე მანვე, როგორც დევნილმა მიიღო თავშესაფარიც სამინისტროს კუთვნილი საკუთრებიდან, რადგან მას არ ქონდა საცხოვრებელი ადგილი. კოტეჯი მდებარეობდა თბილისში, ავჭალაში.
2004 წლის ივნისს, როდესაც გენერალური პროკურორი ბატონი ი.ო. გახდა შს მინისტრი, მან მოსარჩელე 2004 წლის 26 ივნისვე ჩამოაცილა კალაძის საქმეს და სამსახურიდან „ღირსების შემლახავი“ მეთოდით დაითხოვა.
საქმე სამსახურიდან განთავისუფლებით არ დამთავრებულა. მინისტრმა გამოსცა „ზეპირი ბრძანება“, რომ მოსარჩელე თავისი ოჯახიანად გაესახლებინათ დაკავებული კოტეჯიდან.
მოცემულ საქმეში საბოლოოდ ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელეს მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციით განსაზღვრული უფლებები:
1. თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება (მე-5 მუხლი)
2. პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მე-8 მუხლი)
3. საკუთრების დაცვა (კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი)
ამგვარად მოსარჩელეს ბ.საღინაძეს საქართველომ უნდა:
1. დაუბრუნოს კოტეჯი. თუ ამჟამად მისი დაბრუნება შეუძლებელი გახდება გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია (თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ სასამართლო რამოდენიმე თვეში თავად განსაზღვრავს თანხას)
2. მორალური ზიანისთვის გადაუხადოს 15 000 (თხუთმეტიათასი) ევრო
3. საქმის ხარჯებისთვის გადაუხადოს 752 (შვიდასორმოცდათორმეტი) ევრო
საქმე II
CASE OF TCHITCHINADZE v. GEORGIA
(Application no. 18156/05)
გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტების მიხედვით:
საქმეში ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ მოსარჩელე (განმცხადებელი) მხარე იყო სულხან ჭიჭინაძე, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. აჭარაში, ქალაქ ბათუმში მას ქონდა საკუთრებაში უძრავი ქონება, სახლი მაზნიაშვილის ქუჩაზე.
1994 წლის 8 აპრილს მოსარჩელესა და ბატონ გ.-ს (შემდგომ აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე) შორის დაიდო ხელშეკრულება აღნიშნული სახლის ნასყიდობის შესახებ, რომელიც მოსარჩელეს განცხადებით დაიდო ძალადობით და იგი იძულებული გახდა აღნიშნული ჩინოვნიკისათვის ძალიან „სასაცილო“ ფასად მიეყიდა ქონება.
2004 წლის ივნისს მოსარჩელე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სთხოვდა სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. მოსარჩელე ს.ჭიჭინაძემ თავისი პირადი საკუთრება ვერ დაიბრუნა, ამიტომ საქართველოში შიდა რესურსების უშედეგო ამოწურვის შემდეგ 2005 წლის 15 აპრილს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელეს მიმართ დაირღვა კონვენციით განსაზღვრული უფლებები:
1. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (მე-6 მუხლი)
2. საკუთრების დაცვა (კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი)
ამგვარად მოსარჩელეს ს.ჭიჭინაძეს საქართველომ უნდა:
1. დაუბრუნოს საკუთრება. თუ ამჟამად მისი დაბრუნება შეუძლებელი გახდება გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია (თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ სასამართლო რამოდენიმე თვეში თავად განსაზღვრავს თანხას)
2. გადაუხადოს მორალური ზიანისთვის 5000 (ხუთიათასი) ევრო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის მიღებული ორივე გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვის გარანტიის მხრივ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვის გარანტიების თვალსაზრისით. ასევე, საქმეში საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ სასამართლომ გაითვალისწინა სახელმწიფოს ისტორიული წარსული აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, როდესაც აშკარად მიუთითა, რომ: ‘სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველაზე შესაბამისი რესტიტუცია განმცხადებლისათვის იქნება საცხოვრებელი კოტეჯის დაბრუნება, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მის უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას საქართველოს აფხაზეთში’.
მეორეს მხრივ ორივე გადაწყვეტილების ერთმანეთთან დაკავშირება და პარალელების გავლება ადვილად შეიძლება. ორივე გადაწყვეტილებას ახასიათებს ძალიან ბევრი საერთო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის არ არის უცხო.
მაგალითად: ორივე გადაწყვეტილებაში ნათლად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების უკანონო და არასამართლიანი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, უზენაესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების პატივისცემის არაფრად მიჩნევა, მენტალური პრობლემები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სამართლის თეორიაში არსებულ მოსაზრებას, რომ ხელისუფლება რყვნის.
მოცემული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ მძლავრად შეგვახსენებს საზოგადოებას, რომ საჭიროა მეტი ცვლილება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევა გაცილებით ძვირი „სიამოვნება“ უჯდება ყოველ ჩვენთაგანს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეს იმ სახელმწიფოსი, რომელიც 1999 წლიდან ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა.
გადაწყვეტილების შესახებ უფრო კონკრეტულად შეგიძლია იხილოთ: ufleba.blogspot.com
საკუთრების უფლების დარღვევა
წამომწყები Levan Jorbenadze, Jul 24 2010 17:02
გამოხმაურებათა რაოდენობა: 1
#1
დაწერილია 24 July, 2010 - 17:02
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2
დაწერილია 26 July, 2010 - 09:23
+1
Analyst/Software Designer
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com
Biletebi.ge
ads.Karvasla.com
Survey.ge

tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები

ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა

თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!