ნახტომი



* * - - - 1 ხმა

Made in Georgia


  • თემა დაკეტილია თემა დახურულია!
გამოხმაურებათა რაოდენობა: 15

#1 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება

დაწერილია 28 July, 2010 - 13:25

კონფერენციელებო ჩვენ მეტ-ნაკლებად გავიზარდეთ ნებისმიერ ნაბიჯს და შესყიდვას სიტყვა ”უცხოური”-თ რომ ვამართლებდით..
ანუ თუ ”უცხოური” შოკოლადია თუ ”იმპორტირებული” სასმელია ე.ი კარგია და ხარისხიანია :)

ვფიქრობ , რომ ეს რეალობა ნელ-ნელა ქვეითდება და შემოდის რაღაც ახალი ჩვენს ცხოვრებაში,როცა მზად ვართ რაღაც ჩვენში,ეროვნულში ცოტა მეტიც კი გადავიხადოთ. ეს დაკვირვება მე ჩემ თავზე და ირგვლივ მყოფებზე აღმოვაჩინე.

რას ფიქრობთ კონფერენციელებო შეიცვალა თუ არა ქართველების დამოკიდებულება
იდეა ფიქსებზე,როგორიც იყო

ქართული=ცუდს
”უცხოური”=კარგს

და რას უნდა აკეთებდნენ კომპანიები,რომ ეროვნული პროდუქტი უფრო მეტად დაფასეული და სანდო იყოს ?

პს. ასევე შეგიძლიათ იმსჯელოთ რაში მეთანხმებით და რაში არა

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Tamar Giorgadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 57 გამოხმაურება

დაწერილია 28 July, 2010 - 14:22

გეთანხმები, პირველ რიგში ქართველებში უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ქართული პროდუქციის მიმართ და შემდეგი ეტაპისთვის (საკმაოდ შორეული პერსპექტივაა) იმაზე ზრუნვაა საჭირო, რომ უცხოელებმა made in Georgia-ს დანახვისას, პროდუქცია დაუფიქრებლად შეიძინონ. თორე ეხლა მაგალითად მე ვიცი პროდუქცია, რომელიც საქართველოში მზადდება ქართველების მიერ, მაგრამ მერე გერმანიის ოფისს აწვდიან და იქ ხდება made in Germany იარლიყის დარტყმა, წინააღმდეგ შემთხვევაში არა ქართველი სეგმენტისთვის გათვლილი ეს პროდუქცია არ გასაღდებოდა!
MSc Hospitality Management

#3 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 28 July, 2010 - 23:22

    გამარჯობა!

  აკო შენ  თუ აღმოაჩინე  ეს კარგია. მე პირიქით რასაც ვაკვირდები ძალიან

სკეპტიკური დამოკიდებულებაა ქართულ პროდუქტზე. ერთი რამაა ასაღნიშნი:

1.  პროდუქტი რომელიც ნაკლებია და ვერაა ხარისხიანი. 

2. პროდუქტი რომელიც ჯობია ანალოგიურ უცხოურს და წესით კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.

პირველ შემთხვევაში დანდობა არ არის და ხათრით ერთეულები თუ იყიდიან. (არც ვამტყუნებ)

მეორე შემთხვევაში კი ნამდვილად გულდასაწყვეტია. 

   საკმაოდ ბევრი რამ მაქვს ,,გამოშვებული''  მაგრამ  თუ მაგარი რეკლამები არ გაუკეთდა, თუ არ ეხვეწე 

მაღაზიებს და მერე ისინი მომხმარებელს 10 დან  9 შემთხვევაში ურჩევნიათ არაქართული  იყიდონ.

მე მეწარმე ვარ.  ვცდილობ ქართულად ვაკეთო შეფუთვა,  წარწერაც ყველაფერი ,,ჩვენი'' იყოს... 

მუშაობს  –––––   უცხოური  ჯობია.

 


26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

 

 

#4 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება

დაწერილია 29 July, 2010 - 00:28

აკო, ჩვენ ივნისში საკვები პროდუქტის სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩავატარეთ საკვები პროდუქტების შეძენა და მოხმარება და კვლევიდან გამოჩნდა, რომ 48%-ზე მეტი ქართულ პროდუქტს ყველაზე ხარისხიანად მიიჩნევს. ეს აღქმაა და რეალობაც შესაბამისი აღმოჩნდა, როდესაც ჩვენს კვლევაზე დაყრდნობით კურიერმა რომელიღაცა სუპერ-მარკეტში მომხმარებლები გამოკითხა - აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა იძენდა ქართულ პროდუქტს. ვფიქრობ ეს ძალიან კარგი შედეგია ქართული ან საქართველოში წარმოებული ბრენდებისთვის (ზოგადად მწარმოებლებისთვის)
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#5 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 29 July, 2010 - 11:28

მოგესალმებით,

ყველაფერს დრო ჭირდება.
კონკურენცია ერთერთი ბერკეტია იმისათვის რომ ხარისხზე გაამახვილონ ყურადღება.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ პროდუქციას მიეცემა შესაძლებლობა, რომ იყოს მოთხოვნადი. ამის ნიშნები დღეს უკვე არსებობს და ახლო პერსპექტივაში კიდევ უფრო გაიზრდება.
გიორგის კვლევის შედეგებში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი და ეს ასეც იქნება.
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#6 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება

დაწერილია 29 July, 2010 - 12:40

გმადლობთ შალვა :) მე თავად ვიძენ მხოლოდ ქართულ: არაჟანს, ხაჭოს, რძეს, ყველს, კარაქს, ლიმონათს, პურს, ფქვილს, შაქარს და ა.შ. და ა.შ.
პირადად მე ქართული პროდუქცია საუკეთესო მიმაჩნია. უხარისხო პროდუქტზე არაფერს ვიტყვი - რამდენიმე ნომინანტი მყავს:)
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#7 Shalva Gordeziani

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 716 გამოხმაურება

დაწერილია 29 July, 2010 - 13:05

გეთანხმები გიორგი,

ქართველ მეწარმეებს მხოლოდ ხარისხის კონტროლი თუ უშველის, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარზე ვერ იარსებებენ :)
პატივისცემით,

შალვა გორდეზიანი
"MSG" - Media Services Group
marketing@msg.com.ge
[url="http://www.partisani.ge

#8 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 30 July, 2010 - 01:03

 საინტერესო თემაა და უფრო მეტ გამოხმაურებას ველოდი

      . ბაზარზე  ვისაც რა უნდა იმას ყიდის. უამრავია აქედან  უხარისხო, ძველი, ვადაგასული, შეუფუთავი.

 ხარისხის კონტროლი რომ მუშაობდეს ბევრი პროდუტი ამოვარდებოდა. მომხმარებელიც დაიჯერებდა

და მეტ ყურადღებას დაუთმობდა ქართულს.

        ბატონო გიორგი  ქართული  პროდუქტი თუ წინ დადგება როგორც თქვენ ასევე მეც და ყველას

 უნდა გაგვეხარდეს. მისი მომხმარებელი ვიქნები სიამოვნებით. საქართველო აგრარული ქვეყანაა და ალბათ ამ კუთხით

უფრო გაუმართლებს. სხვა დანარჩენს თუ მონოპოლიები არ მოეხსნა და მეწარმეს დაფინანსება არ ექნა ვერ განვითარდება, 

თავს მოვიტყუებთ.

          თქვენს მიერ ჩამოთვლილიდან რომელია ქართული?      (რძე და ყველის გარდა)

შაქარი  შემოტანილია  – აზერბაიჯანი, ბელარუსია, ბრაზილია. თვით აგარის ქარხანაც შემოტანილ ნახევარფაბრიკატს ამუშავებს.

პური და ფქვილი – 80–90%  შემოდის   ყაზახეთი,რუსეთი, უკრაინა, კანადა  და   ა.   შ.

კარაქი – რუსეთი, უკრაინა 

არაჟანი და ხაჭო – ესეც შემოტანილი კონცენტრატისგან კეთდება. 5–10% რძის აღება თუ მოხერხდა  დიდი საქმეა.  ასე მუშაობს   სანტე,  ეკოფუდი და ყველა.   (თუ არა გამომეხმაურონ, აქ ვარ)

ლიმონათიც შემოსული კონცენტრატია +  წყალი, გაზი, არომატიზატორები....   მარტივად და სწრაფად!   აგრარულ ქვეყანაში სადაც 

უხვადაა ვაშლი  მსხალი  ატამი  – გრიშას მიყავს პარადი... 

        საშუალო  ნაქარი და ცუდი  ხარისხი  სულ ჩვენია,  ევროპას  არ  უნდა.  ამისგან ნატურალური ლიმონათი კი გაკეთდება, მარა გადამუშავება,  წვალება...   ხალხში ფული არაა და ურჩევნიათ     ... მარტივად და სწრაფად

        ამიტომ  ხდება ნაქარის ჩაბარება  3–5 თეთრად და ჩვენი ნატურალური  ხილის კონცენტრატი  მიდის იტალიაში.  ჩვენ კი ვსვავთ  ქართულ  გაზიან წყალს...

         არც იმ  48%  მჯერა   ქართულ ცუდს  უცხოურ კარგს – ის  პრინციპს, რომ არღვევდეს.  უბრალოდ სურვილია დიდი ქართული კარგით ასოცირდებოდეს.  

                                                      

       

        


26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

 

 

#9 Abesalom Koroghlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 201 გამოხმაურება

დაწერილია 01 August, 2010 - 10:31

იხილე გამოხმაურებაGocha Omadze, 30 July, 2010 - 01:03 -ში, განაცხადა:

 არც იმ  48%  მჯერა
უბრალოდ სურვილია დიდი ქართული კარგით ასოცირდებოდეს.  
შეიძლება მართლაც ამის ბრალია 48 % რომ დაჯდა შედეგი... ანუ როცა მე შემეკითხებიან, რა აზრის ხართ ქართული წარმოების შესახებო, შეიძლება დადებითი პასუხი გავცე, მაგრამ როდესაც მარკეტში შევალ, შეიძლება საერთოდ არ გამახსენდეს ბარამბოს შოკოლადი და ნესკაფე ვიყიდო... ასეთები ბევრი იქნებიან და სწორედ მათი პასუხებითაა გაბერილი ეს 48%.

თემის ავტორს მომხმარებლის მენტალობის შესახებ ჰქონდა აქცენტი გაკეთებული და არა ამგვარი გამოკითხვების შესახებ. ზემოთ ბარამბო ვახსენე, ასე თუ ისე მან მაინც დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ბაზარზე და ეს სწორედ იმის მიმანიშნებელია, რომ ნელ-ნელა მენტალობაში იწყება ცვლილებები, მომხმარებელთა ქცევა ნელ-ნელა სხვაგვარი ხდება. მაგრამ თქვენ ამისიც არ გჯერათ, რადგანაც თქვენმა პროდუქტებმა ვერ დაიმკვიდრა ადგილი რეკლამის არქონის გამო. ნება მომეცით შეგეწინააღმდეგოთ. ის რომ თქვენ წარმატებას ვერ აღწევთ, არაფერს ამბობს მომხმარებელთა ქცევის შესახებ. ქართულ რეალობაში ახალი პროდუქტი ისეე ჩნდება და იმკვიდრებს თავის ადგილს, რომ მას წინასწარ არავინ ელის. თქვენ კი გნებავთ ასეთი მომხმარებლის გული რეკლამის გარეშე მოიგოთ, რასაც თავისთავად ცხადია ვერ მოახერხებდით.

ჩემი დასკვნა ასეთია. ეს 48 % გაბერილი რიცხვი მგონია, შეიძლება იყოს 30-35%, მაგრამ ამ მაჩვენებელს ზრდის ტენდენცია გააჩნია. მისაღები ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასის და დასამახსოვრებელი რეკლამის პირობებში, ქართული პროდუქტი დაიმკვიდრებს თავის ადგილს ბაზარზე და შესაბამისად ეს მაჩვენებელიც კიდევ უფრო გაიზრრდება.

 


Mobile: (871)44-37-99, (893)11-99-42
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili 

#10 Ako Akhalaia

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 768 გამოხმაურება

დაწერილია 01 August, 2010 - 17:07

Giorgi Kalatozishvili

საინტერესო რიცხვია 48 % მე პირადად ამ კვლევის მჯერა, რა თქმა უნდა შეიძლება "მე მირჩევნია ქართული" ყოველთვის არ ნიშნავს რომ ქართულს იყიდის, მაგრამ 48% რომ მზადაა ქართული იყიდოს და ქართული ცუდის ასოციაციას არ იწვევს კარგია, თუმცა 60% მაინც რო იყოს ეს რიცხვი კაი იქნებოდა :)

Gocha Omadze

გეთანხმები გოჩა ყველაფერი ,რასაც ქართულს ვეძახით შეიძლება კი არა და ხშირად 100% იანი ქათული არცაა , მაგრამ წინა წლებთან შედარებით აღქმა, რომ თუ ქართულს ყიდულობ შენ ქვეყნის რაღაც ნაწილს ეხმარები ეს ნამდვილად გაზრდილია. ხორბალს რაც შეეხება ეგ საკითხი ერთი პერიოდი ძალიან კარგად ვიცოდი და გეთანხმები, მაგრამ ის რომ ხორბალი რუსეთი ყაზახეთიდან შემოდის ისევ ჩვენი აუთვისებელი მიწების ბრალია, ქართული ხორბლის მარაგი ძალიან ცოტაა , სადღაც 2 თვეს თუ ეყოფა და როგორც მახსოვს არც მაინც და მაინც კარგი ხარისხით გამოირჩევა, თუ განვითარდა სოფლის მეურნეობა, მოხდა ახალი ტექნიკის გელხებისთვის გადაცემა(რაც აადვილებს ხნა თესვას ) დარწმუნებული ვარ ქართულ ხორბალს აქვს პოტენციალი , რომ რაღაც პროცენტი დაიკავოს ბაზრის..

Abesalom Koroghlishvili

აბესალომ გეთანხმები, სწორედ ეს მენტალობა იცვლება და ქცევა მომხმარებელში ჩემი დაკვირვებით, თუ ადრე ვნახავდი ქართულ შოკოლადს ვიფიქრებდი იგი ასოცირდებოდა რაღაც პადვალთან სადაც ვიღაც ხალხი ამას აკეთებდა და ხელით ფუთავდა და ა.შ მაშჲნ როცა სნიკერსი, რაფაელო კორონა და ა.შ ისეთი რეკლამით მაჩვენებდა თავის შოკოლადს, რომ გგონია, იდეალურ ხარისხთან გაქ საქმე :) ერთი სიტყვით ბარაბმომ ნამდვილად შეძლო ის, რომ ჩემზე და ჩემ ირგვლივ მოახდინა ის, რომ რუსულ "პლიტკას" არ ვყიდულობთ და ახლო წრეში სუფრაზე და ა.შ რო ვხედავ ძალიან მსიამოვნებს. ასევე წვენი როა შენი ჩემი წვენი თუ რაღაც დაჟე სახელიც არ მახსოვს, მაგრამ რო ვხვდები ვყიდულობ ...

THINK DIFFERENT!
"People who are crazy enough to think they can change the world, are the ones who do"
"no respect for the status quo"


#11 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 01 August, 2010 - 22:10

ბატონო აბესალომ მე თქვენთვის ჩემს წარუმატებლობაზე არ შემომიჩივლია. მე ვახსენე პროდუქტები, რომელსაც მე ვაწარმოებ და მეტ ყურადღებას უნდა იმსახურებდნენ, რამდენადაც ისინი ქართული წარმოშობისაა. 10 წელია ბაზარზე იმპორტული და ანალოგიური ჩემი ნაწარმიც შემაქვს, ვცდილობ ჩანაცვლებას ქართულით. კი არ ვლაპარაკობ ვაკეთებ კიდეც და რომ უჭირს შესვლა ესაა ჩემი წარუმატებლობა?!!! ეს მგონი ის რეალობაა, რომელსაც აქ განვიხილავთ და გული შეგვტკივა. გამოვეხმაურე კიდეც ამ თემას ზუსტად იმიტომ, რომ პრაკტიკული შეხება მაქვს. ამ საქმის საკმაო სტაჯი და დიდი ენთუზიაზმი.
რეკლამის ფასიც ვიცი, მისი ეფექტიც. ზუსტად ის 48% –ის რეალურობა გადაწყვიტავდა ურეკლამო სამამულო პროდუქტის პრიორიტეტს რეკლამირებულ ,,უცხოურთან'' . ზუსტად ის 48% და კიდევ რაღაც ობიექტურ–სუბიექტური მიზეზები განაპირობებს ქართული პროდუქციის წინ დაყენებას. პრობლემა გლობალურია, სახელმწიფო დონის და ამას მხოლოდ ,,წარუმატებელი მეწარმე'' ვერ შეძლებს. ბარამბოზე იყო ლაპარაკი. კარგია, ვულოცავ! მაგრამ ჩვენს ლენტს ვინ გაჭრის?

26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

 

 

#12 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 02 August, 2010 - 18:21

რიგითი მომხმარებლისათვის ნაკლებადაა ცნობილი, ესა თუ ის ნაწარმი, რომელიც მაღაზიაში დევს და ქართული ეტიკეტი აკრავს, წარმოების რა სტადიაზე ხდება ქართული; მეორეს მხრივ, თუნდაც ის პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ არის ქართული, განა არ უწყობს ხელს თუნდაც ქართველი მუშახელის დასაქმებას?

ჩემს გარშემო სტერეოტიპი "უცხოური ჯობია" ასე თუ ისე დასხვრეულია და აღარაა გადამწყვეტი ფაქტორი; მე პირადად არაფერს ვიყიდი მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულია, მაგრამ თუკი მაქვს კონკურენტუნარიანი ქართული ალტერნატივა - აზრად არ მომივა უცხოურისკენ გავიხედო. ადრეც ვთქვი - არ ვყიდულობ ბარამბოს შოკოლადის ფილას, იმიტომ რომ გავსინჯე და არ მომეწონა; სამაგიეროდ, ვყიდულობ იოლის ნაყინს და ეკოფუდის რძის პროდუქტებს, რომლებიც გემოთი სხვა ქართულ ანალოგებთან შედარებით მომწონს

რაც შეეხება იმას, რომ კონცენტრატებისაგან მზადდება და რას გვასმევენ და გვაჭმევენ არ ვიცით - ეს უკვე სახელმწიფო კონტროლის სფეროა, რიგითი მომხმარებელი ამას ისევ და ისევ ვერ გააკონტროლებს. მახსოვს ორიოდე წლის წინ მოვხვდი ტკბილეულის პატარა საწარმოში, სადაც შემოგვთავაზეს და წარმოების პროცესი გვაჩვენეს. იმის მერე არცერთს იმ კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქტი აღარ გვიყიდია და იმავე დღეს პატივისცემის ნიშნად რაც გამოგვატანეს ის ყუთიც გაუხსნელი დავტოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გემრიელი იყო (სამზარეულოში შეხედვამდეც მოვასწარით გასინჯვა); ამიტომ არასოდეს ვყიდულობ ცუდად შეფუთულს და სრულყოფილი ეტიკეტის გარეშე, რადგან ზუსტად ის მწარე გამოცდილება მახსენდება.

#13 Abesalom Koroghlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 201 გამოხმაურება

დაწერილია 02 August, 2010 - 22:46

Gocha Omadze

ბატონო გოჩა, მესმის თქვენ რასაც ამბობთ, მაგრამ მომხმარებელი ბიზნესის მეფეა. ამიტომაც უნდა გაუკეთოთ რეკლამა პროდუქტს, ასე სურს მეფეს.
ძვირია რეკლამა? ეს მომხმარებელს არ აინტერესებს... 

რედაქტორი Abesalom Koroghlishvili, 02 August, 2010 - 22:47.

Mobile: (871)44-37-99, (893)11-99-42
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili 

#14 George Keretchashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 677 გამოხმაურება

დაწერილია 04 August, 2010 - 12:46

ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება ხოლმე ისეთი პროდუქტები, რომლებზეც რუსულ ან სხვა უცხოურ ენაზეა ძირითადი წარწერები, სადღაც კი წვრილი შრიფტით ნაწერში შეიძლება აღმოჩენა რომ რეალურად ეს პროდუქტი ქართული წარმოებისაა. ასეთი ბინძური მარკეტინგი ძალიან მაღიზიანებს - ეს კომპანიები შეგნებულად ცდილობენ მოატყუონ მომხმარებელი, რომელიც არაქართულ პროდუქციას ეძებს. რამოდენიმეჯერ მეც შევცდი ასე და მხოლოდ მას შემდეგ აღმოვაჩინე რომ "დამაბოლეს", რაც პროდუქტის გემომ და ხარისხმა დამაეჭვა და ეტიკეტი კარგად გამოვიკვლიე. ამის შემდეგ ყოველთვის ვაკვირდები წარწერებს უკანა მხარეს.

"Made in Georgia" ჩემთვის უმეტეს შემთხვევაში უნდობლობას იწვევს. "დამზადებულია საქართველოში" - ოდნავ უკეთეს ასოციაციას მიქმნის და ხანდახან მზად ვარ საცდელად ვიყიდო თუ ვიზუალურად ხარისხიანად გამოიყურება. ზოგჯერ ამართლებს, უმეტეს შემთხვევაში კი არა.

ვენდობი, მომწონს და რეგულარულად ვყიდულობ ნიკორას, სანტეს, კულას და რამდენიმე სხვა ქართული წარმოების რამოდენიმე სახეობის პროდუქციას.
გიორგი ქერეჭაშვილი
დირექტორი
გამოქვეყნებული სურათი
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემები:
დაგეგმარება, კონსულტაცია, ხმოვანი ჩანაწერები

ტელეფონი: (+99532) 471147
ელ ფოსტა: contact {at} telvo.ge
ვები: telvo.ge

#15 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება

დაწერილია 05 August, 2010 - 19:49

იხილე გამოხმაურებაAbesalom Koroghlishvili, 01 August, 2010 - 10:31 -ში, განაცხადა:

თემის ავტორს მომხმარებლის მენტალობის შესახებ ჰქონდა აქცენტი გაკეთებული და არა ამგვარი გამოკითხვების შესახებ.  


აბესალომ ჩვენს ამას ვგულისხმობთ. ეს გამოკითხვა აჩვენებს მომხმარებლის დამოკიდებულებას, აღქმას და არა პროდუქტის ავ-კარგიანობის ობიექტურ სურათს. ამისათვის სხვა სამსახურები არსებობს, რომლებიც ან გაუქმდა, ან არასოდეს არსებობდნენ ქვეყანაში.
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#16 Abesalom Koroghlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 201 გამოხმაურება

დაწერილია 06 August, 2010 - 22:41

იხილე გამოხმაურებაGiorgi Kalatozishvili, 05 August, 2010 - 19:49 -ში, განაცხადა:

აბესალომ ჩვენს ამას ვგულისხმობთ. ეს გამოკითხვა აჩვენებს მომხმარებლის დამოკიდებულებას, აღქმას და არა პროდუქტის ავ-კარგიანობის ობიექტურ სურათს. ამისათვის სხვა სამსახურები არსებობს, რომლებიც ან გაუქმდა, ან არასოდეს არსებობდნენ ქვეყანაში.
ერთია რას ფიქრობს მომხმარებელი და მეორე - მოქმედებს თუ არა თავისი ფიქრების შესაბამისად. ანუ მათი დამოკიდებულება ტვინში ქართული პროდუქტების მიმართ და დამოკიდებულება საქმეში განსხვავებულია.

კვლევის მიზანი უნდა იყოს საქმეში გამოხატული დამოკიდებულების ჩვენება...





ეს არ არის პროდუქტების ავ-კარგობის კვლევა, ეს კიდევ სხვა საკითხია...


რედაქტორი Abesalom Koroghlishvili, 06 August, 2010 - 22:43.

Mobile: (871)44-37-99, (893)11-99-42
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili 



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share