ნახტომი



- - - - -

Blue Card


გამოხმაურებათა რაოდენობა: 18

გამოკითხვა: Blue Card (8 წევრთა ხმები გაუქმებულია)

თქვენი აზრით გაამართლებს თუ არა Blue Card?

  1. გაამართლებს (8 ხმა [100.00%] - ხილვა)

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 100.00%

  2. ვერ გაამართლებს (0 ხმა [0.00%])

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 0.00%

რამდენად მნიშვნელოვანია CASHBACK?

  1. ბარათის შესაძენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორია (5 ხმა [62.50%] - ხილვა)

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 62.50%

  2. არ წარმოადგენს მნიშვნელოვან მოტივატორს (3 ხმა [37.50%] - ხილვა)

    ხმაბის პროცენტული რაოდენობა: 37.50%

ხმის მიცემა

#1 Abesalom Koroghlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 201 გამოხმაურება

დაწერილია 01 August, 2010 - 20:00

გამოქვეყნებული სურათი


მეგობრებო, როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს ბანკის მიერ ემიტირებულ იქნა ახალი American Express-ის საკრედიტო ბარათი Blue Card. ბარათის აღება შეუძლია ყველა სრულწლოვანს, ვისაც აქვს ხელფასი მინიმუმ 400 ლარი.



-წლიური საკომისიო:                                                                                                 25 ლარი.
-”საქართველოს  ბანკის” და საზღვარგარეთ ბანკომატებში განაღდების საკომისიო:   3.9%,     მინ:  5,9 ლარი,   $3,9.   2,9 €.
-“საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრებში განაღდების საკომისიო:                           5.9%,    მინ:  7,9 ლარი,   $4,9    3,9 €.
-საკომისიო სავაჭრო ობიექტებში გადახდისას:                                                           0%
-განაღდების დღიური ლიმიტი:                                                                                  1500 ლარი
-საშეღავათო პერიოდი:                                                                                               55 დღე
- საკრედიტო ლიმიტები:                                                                                            მინიმუმ 500 ლ, მაქსიმუმ 2000 ლ.




საჩუქრები:
1) ფასდაკლებები: რესტორნებში, მაღაზიებში, ფრენებზე - AMEX Selects
2) ბარათის არაავტორიზებული გამოყენებისას თანხის დაბრუნება
3) Cash Back (თანხის გარკვეული ნაწილის უკან დაბრუნება)
5%–მდე ექსკლუზიურ პარტნიორებთან ანგარიშსწორებისას
1% ბარათით თანხის გადახდისას;
0,5% ბანკომატიდან თანხის განაღდებისას.


ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ Blue Card-ისათვის საკრედიტო ლიმიტის ქვედა ზღვარი 500 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც Green Card-ის ანალოგიური მაჩვენებელი 1 500ლარია, ხოლო Gold ბარათისათვის 4 000 ლარი (გოლდ ბარათის აღება შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც გააქტიურებული აქვს სერვისი "სოლო" - პერსონალური ბანკირი. ამ სერვისით სარგებლობისათვის კი ადამიანს მინიმუმ 3000 ლარი უნდა ჰქონდეს თვიური ბრუნვა, ან 20 000 ლარის ექვივალენტის ვადიანი დეპოზიტი ჰქონდეს გახსნილი. მაშასადამე გოლდ ბარათის მომხმარებელი ავტომატურად გამოდის ძალიან მაღალშემოსავლიანი ფენის წარმომადგენელი)

თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო, არის თუ არა ასეთი ტიპის ბარათი საშუალო შემოსავლიან მოსახლეობაზე გათვლილი, ანუ ისეთ მოსახლეობაზე, რომლებიც აქამდე ვერ აძლევდა საკუთარ თავს საკრედიტო ბარათს ფუფუნების უფლებას? 

რედაქტორი Abesalom Koroghlishvili, 01 August, 2010 - 20:01.

Mobile: (871)44-37-99, (893)11-99-42
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili 

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Abesalom Koroghlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 201 გამოხმაურება

დაწერილია 01 August, 2010 - 22:03

 ჩემი აზრით ქართულ საკრედიტო სივრრცეში სრულიად ახალი სიტყვაა. მაგრამ ამ CASHBACK-ის მიმართ არ გამაჩნია სწორხაზოვანი დამოკიდებულება. 

რედაქტორი Abesalom Koroghlishvili, 01 August, 2010 - 22:04.

Mobile: (871)44-37-99, (893)11-99-42
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili 

#3 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 02 August, 2010 - 00:09

მე ვფიქრობ ორინჯ ბარათმა თავისი დრო მოჭამა და "გალურჯდა", თანაც უკეთესი პირობებით :)

მწვანე ამექსი მინიმუმ 1000-ლარიან შემოსავალს ითხოვს და ამიტომაც აქვს შედარებით მაღალი ლიმიტი, ლურჯი ბარათი კი შედარებით დაბალშემოსავლიან ფენაზეა გათვლილი.

რაც შეეხება თანხის დაბრუნებას - რატომაც არა, კვარტალში ერთხელ ტელეფონის ფულს თუ ჩაგირიცხავს ვინმე ვის რა უნდა ქონდეს საწინააღმდეგო? ტელეფონის ფულს-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანს, რომლის შემოსავალიც სულ 400 ლარია, თვეში 2000-ლარიანი ბრუნვა ვერ ექნება; კვარტლური დაანგარიშებაც ალბათ ზუსტად მაგიტომაა, რომ რაღაც ხელჩასაჭიდი თანხა დაგროვდეს დასაბრუნებლად.

საბოლოოო ჯამში, მე ამას უფრო დამატებით ბონუსად განვიხილავ, ვიდრე მამოტივირებელ ფაქტორად, მაგრამ თუ მაინც გვჭირდება საკრედიტო ბართი მოდი შევადაროთ: თიბისი ქარდი, რომელიც წელიწადში 35 ლარი ღირს (VS Blue Card - 25ლარი), სავაჭრო ობიექტში გადახდისას გაჭრით 0.25%, ხოლო ლურჯი ბარათი - გიბრუნებთ მინიმუმ 1%-ს. რაციონალური არჩევანი ალბათ ყველასთვის გასაგებია, უბრალოდ ერთი დისკომფორტია - ბარათი ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებში ტარდება...

და კიდევ - ყველა სრულწლოვანს არ შეუძლია აღება, მხოლოდ 22-დან 65 წლამდე :)

#4 Abesalom Koroghlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 201 გამოხმაურება

დაწერილია 02 August, 2010 - 01:48

იხილე გამოხმაურებაMedea Tskhvariashvili, 02 August, 2010 - 00:09 -ში, განაცხადა:

მე ვფიქრობ ორინჯ ბარათმა თავისი დრო მოჭამა და "გალურჯდა", თანაც უკეთესი პირობებით :)

მწვანე ამექსი მინიმუმ 1000-ლარიან შემოსავალს ითხოვს და ამიტომაც აქვს შედარებით მაღალი ლიმიტი, ლურჯი ბარათი კი შედარებით დაბალშემოსავლიან ფენაზეა გათვლილი.

რაც შეეხება თანხის დაბრუნებას - რატომაც არა, კვარტალში ერთხელ ტელეფონის ფულს თუ ჩაგირიცხავს ვინმე ვის რა უნდა ქონდეს საწინააღმდეგო? ტელეფონის ფულს-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანს, რომლის შემოსავალიც სულ 400 ლარია, თვეში 2000-ლარიანი ბრუნვა ვერ ექნება; კვარტლური დაანგარიშებაც ალბათ ზუსტად მაგიტომაა, რომ რაღაც ხელჩასაჭიდი თანხა დაგროვდეს დასაბრუნებლად.

საბოლოოო ჯამში, მე ამას უფრო დამატებით ბონუსად განვიხილავ, ვიდრე მამოტივირებელ ფაქტორად, მაგრამ თუ მაინც გვჭირდება საკრედიტო ბართი მოდი შევადაროთ: თიბისი ქარდი, რომელიც წელიწადში 35 ლარი ღირს (VS Blue Card - 25ლარი), სავაჭრო ობიექტში გადახდისას გაჭრით 0.25%, ხოლო ლურჯი ბარათი - გიბრუნებთ მინიმუმ 1%-ს. რაციონალური არჩევანი ალბათ ყველასთვის გასაგებია, უბრალოდ ერთი დისკომფორტია - ბარათი ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებში ტარდება...

და კიდევ - ყველა სრულწლოვანს არ შეუძლია აღება, მხოლოდ 22-დან 65 წლამდე :)
მემგონი მარტო საშუალო შემოსავლიანი ადამიანებისთვის არ უნდა იყოს ეს ბლუ ქარდი გათვლილი... მაღალ შემოსავლიანი სეგმენტისთვისაც უნდა იყოს გათვლილი, რადგანაც ასეთ ადამიანებს ქეშბექით საკმაო მოცულობის თანხის გაკეთება შეუძლიათ...
ავიღოთ შემთხვევა ადამიანისა, რომელსაც ხელფასი აქვს 2500 ლარი და ლიმიტი დაუმტკიცეს მაქსიმუმი, ანუ 2000 ლარი. ხელფასის დახარჯვისას მას არაფერი ემატება, ხოლო საკრედიტო ბარათიდან ხარჯვისას პროცენტები ემატება. ამიტომ ამ ადამიანს ურჩევნია 2000 ლარი კრედიტი მთლიანად დახარჯოს და იგი დაფაროს ხელფასიდან.

შედეგად მის ხელთ არსებული სახარჯი ფული ასე იქნება:
1ელი თვე:            4400 ლ
2,3,4,..., 24ე თვე:  2500 ლ
25ე თვე:                600 ლ.
საბოლოო ჯამში გამოდის ის, რომ 25-ე თვის ხელფასიდან 1ელ თვეში გადადის 1900 ლარი, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება. ამ 2 წლის განმავლობაში ქეშბექი გროვდება საშუალოდ 1040 ლარი (მესამედს რომ 5 % დაერიცხოს,მესამედს 1% და მესამედს 0.5%), მაქსიმუმ 2400 ლარი (მთლიანს რომ 5 % დაერიცხოს). სადღაც 1300 ლარის დაგროვება რომ მოხერხდეს, არაა ცუდი, ამ თანხის ნაწილის/მთლიანის შემონახვაც შეიძლება 25ე თვისთვის, რომ 600 თვიური შემოსავლის ასე მკვეთრად კლება არ შეიმჩნეს...




მეორეს მხრივ ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც 400 ლარი აქვთ ხელფასი, ქეშბექი დიდი არაფრის მომცემია....

რედაქტორი Abesalom Koroghlishvili, 02 August, 2010 - 01:50.

Mobile: (871)44-37-99, (893)11-99-42
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili 

#5 Abesalom Koroghlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 201 გამოხმაურება

დაწერილია 02 August, 2010 - 11:08

ნუ, ბანკომატებიდან განაღდების საკომისიო არ გამითვალისწინებია ზემოთ და 1040-ის მაგივრად იქნება 832 ლარი... მაინც არ არის ცოტა 832 ლარი...
Mobile: (871)44-37-99, (893)11-99-42
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili 

#6 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 02 August, 2010 - 17:54

ვისაც 400 ლარი აქვს ხელფასი ნებისმიერი 20 ლარი ფულია :)

დანარჩენებისთვის არის ბონუს-ქულები, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია გადაცვალო უფრო ძვირადღირებულ მომსახურებაზე, ვიდრე 1% ქეშ-ბექი :)

და თუ მაინცადამაინც ქეშბექის ხათრით ურჩევნია ლურჯი ბარათი - თვეში 2-ჯერ შეავსოს და დახარჯოს, ამასაც არავინ უშლის ;)

#7 Abesalom Koroghlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 201 გამოხმაურება

დაწერილია 02 August, 2010 - 22:55

იხილე გამოხმაურებაMedea Tskhvariashvili, 02 August, 2010 - 17:54 -ში, განაცხადა:

ვისაც 400 ლარი აქვს ხელფასი ნებისმიერი 20 ლარი ფულია :)
დანარჩენებისთვის არის ბონუს-ქულები, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია გადაცვალო უფრო ძვირადღირებულ მომსახურებაზე, ვიდრე 1% ქეშ-ბექი :)

რას გულისხმობთ უფრო ძვირადღირებულ მომსახურებაზე გადაცვლაში?
Mobile: (871)44-37-99, (893)11-99-42
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili 

#8 Giorgi Pirtskhalava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 683 გამოხმაურება

დაწერილია 02 August, 2010 - 23:38

მომხარებლისთვის, მშვენიერი შეთავაზებაა, ოღონდ როგორც - მეორადი ბარათი, ანუ დამხმარე ბარათი, დავუშვათ სხვა შანსი თუ არაა. იმიტომ რომ ბანკომატიდან გამოტანა, ნამდვილი გაყვლეფაა, ეს საბოლოო მომხმარებლის გადმოსახედიდან.

რაც შეეხება, ბანკის მხრიდან, წარმოდგენა არ მაქვს რატომ წავიდა ამაზე ან ბანკი ან ამერიკან ექსპრესი, როგორც წესი, პრემიუმ ბრენდის გაძიშოვკება, ცუდად მთავრდება ხოლმე.
Giorgi Pirtskhalava
Business development manager
Motorola™ two-way radios
Authorised Distributor in Georgia
Tel: 20 99 51, 20 99 52
<a href="http://mobilephone.ge" target="_blank">http://mobilephone.ge</a>

#9 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 04 August, 2010 - 01:38

იხილე გამოხმაურებაAbesalom Koroghlishvili, 02 August, 2010 - 22:55 -ში, განაცხადა:

რას გულისხმობთ უფრო ძვირადღირებულ მომსახურებაზე გადაცვლაში?


ახლავე მოგახსენებთ
ამექსის დანარჩენ ბარათებს გააჩნია ბონუს ქულების დაგროვების სისტემა, რომელიც შემდეგ შეგიძლიათ გადაცვალოთ საჩუქრებზე; ტერმინალით გადახდილ თითოეულ ლარზე ერიცხება ერთნახევარი ქულა (Membership Reward Points), განსაკუთრებული აქციის შემთხვევაში კი - 10 ქულამდე განსაზღვრულ ობიექტებში

მაგალითად, 12900 ქულა შეიძლება გადაიცვალოს სასტუმრო "ფიროსმანის" 2-ადგილიან ნომერში 1 დღით; ამისათვის მომხმარებელმა მწვანე ამექსით უნდა დახარჯოს მინიმუმ 8600 ლარი (12900/1,5), ლურჯი ამექსით ქეშბექი იქნებოდა 86 ლარი; ვითომ ეს სასტუმრო უფრო ძვირი არ ღირს?

მეორე ვარიანტი - სასტუმრო "ვიქტორია" ბაკურიანში, სადაც 1 ორადგილიან ნომერზე შეგიძლიათ გადაცვალოთ 23500 ქულა, რაც შეესაბამება 15667 დახარჯულ ლარს, ანუ 156,67 ლარს ქეშბექის სახით. დამიჯერეთ, სეზონზე, როცა ეს შეთავაზება გამოქვეყნდა, ნომერი ამ სასტუმროში გაცილებით ძვირია.

და ბოლოს - 512 000 ქულად, ანუ დაახლოებით 341 000 ლარის დახარჯვის შემდეგ, ბიზნეს-კლასით გაფრენა ლუფტჰანზას ავიარეისით 2 ადამიანისთვის ლას ვეგასში და 7 ღამე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში. მეეჭვება ამის მოხერხება 3400 ლარად (1900$)შეიძლებოდეს.

რათქმაუნდა, არსებობს უფრო "იაფი" საჩუქრებიც; შესაძლებლობების ფარგლებში - საჩუქარი ყველასთვისაა :)

#10 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 04 August, 2010 - 09:59

იხილე გამოხმაურებაMedea Tskhvariashvili, 04 August, 2010 - 01:38 -ში, განაცხადა:

და ბოლოს - 512 000 ქულად, ანუ დაახლოებით 341 000 ლარის დახარჯვის შემდეგ, ბიზნეს-კლასით გაფრენა ლუფტჰანზას ავიარეისით 2 ადამიანისთვის ლას ვეგასში და 7 ღამე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში. მეეჭვება ამის მოხერხება 3400 ლარად (1900$)შეიძლებოდეს.


ლას ვეგასში სასტუმრო კაკ რაზ იაფი ღირს, ხოდი აქვთ ეგეთი მარკეტინგული :) )
Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#11 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 04 August, 2010 - 10:58

იხილე გამოხმაურებაGeorge Chkhikvishvili, 04 August, 2010 - 09:59 -ში, განაცხადა:

ლას ვეგასში სასტუმრო კაკ რაზ იაფი ღირს, ხოდი აქვთ ეგეთი მარკეტინგული :) )


ბილეთი 2 კაცზე?

#12 George Chkhikvishvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 826 გამოხმაურება

დაწერილია 04 August, 2010 - 11:15

იხილე გამოხმაურებაMedea Tskhvariashvili, 04 August, 2010 - 10:58 -ში, განაცხადა:

ბილეთი 2 კაცზე?


საბარგო განყოფილებაში! ;)

რედაქტორი George Chkhikvishvili, 04 August, 2010 - 11:15.

Analyst/Software Designer
<a href="http://biletebi.ge" target="_blank">Biletebi.ge</a>
<a href="http://ads.karvasla.com?languageid=1" target="_blank">ads.Karvasla.com</a>
<a href="http://survey.ge" target="_blank">Survey.ge</a>
...............................
tel: +995 97 556563
E-mail: gio_ch@hotmail.com

#13 Abesalom Koroghlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 201 გამოხმაურება

დაწერილია 06 August, 2010 - 22:45

იხილე გამოხმაურებაMedea Tskhvariashvili, 04 August, 2010 - 01:38 -ში, განაცხადა:

ახლავე მოგახსენებთ
ამექსის დანარჩენ ბარათებს გააჩნია ბონუს ქულების დაგროვების სისტემა, რომელიც შემდეგ შეგიძლიათ გადაცვალოთ საჩუქრებზე; ტერმინალით გადახდილ თითოეულ ლარზე ერიცხება ერთნახევარი ქულა (Membership Reward Points), განსაკუთრებული აქციის შემთხვევაში კი - 10 ქულამდე განსაზღვრულ ობიექტებში

მაგალითად, 12900 ქულა შეიძლება გადაიცვალოს სასტუმრო "ფიროსმანის" 2-ადგილიან ნომერში 1 დღით; ამისათვის მომხმარებელმა მწვანე ამექსით უნდა დახარჯოს მინიმუმ 8600 ლარი (12900/1,5), ლურჯი ამექსით ქეშბექი იქნებოდა 86 ლარი; ვითომ ეს სასტუმრო უფრო ძვირი არ ღირს?

მეორე ვარიანტი - სასტუმრო "ვიქტორია" ბაკურიანში, სადაც 1 ორადგილიან ნომერზე შეგიძლიათ გადაცვალოთ 23500 ქულა, რაც შეესაბამება  15667 დახარჯულ ლარს, ანუ 156,67 ლარს ქეშბექის სახით. დამიჯერეთ, სეზონზე, როცა ეს შეთავაზება გამოქვეყნდა, ნომერი ამ სასტუმროში გაცილებით ძვირია.

და ბოლოს - 512 000 ქულად, ანუ დაახლოებით 341 000 ლარის დახარჯვის შემდეგ, ბიზნეს-კლასით გაფრენა ლუფტჰანზას ავიარეისით 2 ადამიანისთვის ლას ვეგასში და 7 ღამე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში. მეეჭვება ამის მოხერხება 3400 ლარად (1900$)შეიძლებოდეს.

რათქმაუნდა, არსებობს უფრო "იაფი" საჩუქრებიც; შესაძლებლობების ფარგლებში - საჩუქარი ყველასთვისაა :)

ამხელა ბრუნვა ბლუ ქარდის მომხმარებლებს არ ექნებათ, ამიტომ მოუწევთ შედარებით ნაკლებ საჩუქარს დასჯერდნენ...
Mobile: (871)44-37-99, (893)11-99-42
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili 

#14 Medea Tskhvariashvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 241 გამოხმაურება

დაწერილია 07 August, 2010 - 00:05

იხილე გამოხმაურებაAbesalom Koroghlishvili, 06 August, 2010 - 22:45 -ში, განაცხადა:

ამხელა ბრუნვა ბლუ ქარდის მომხმარებლებს არ ექნებათ, ამიტომ მოუწევთ შედარებით ნაკლებ საჩუქარს დასჯერდნენ...


საუბარი იყო მაღალშემოვალიან მომხმარებლებზე, რომელთაც შესაძლოა უნდოდეთ ქეშბექის გამოყენება; მე ზუსტად მაგის თქმა მინდოდა, რომ თუ შემოსავალი გაძლევს საშუალებას ჯობია მწვანე ბარათი აიღო და სხვა ტიპის ბონუსით ისარგებლო :)

#15 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 07 August, 2010 - 00:09

აქ თემაში იყო მცდელობა შედარება გაკეთებულიყო ამ ბარათსა და თიბისი ქარდს შორის. მე პირადად (ეს ადრეც დავწერე) იმდენად დავიღალე ამდენი ბარათით, რომ ძველი ყველა რაც მქონდა და ვადა გაუვიდა, აღარც განმიახლებია და პრინციპში, თუ გარკვეული საჭიროება არ დადგა, არც ვაპირებ კიდევ. ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ძალიან ნათლად უნდა ჩანდეს (რეკლამიდან, საინფორმაციო ბროშურიდან, სხვ.), თუ რატომ უნდა მივიღო ეს ბარათი და რატომ სჯობს ის სხვა არსებულ ბარათებს, რა უპირატესობები გააჩნია მას ასე რომ ვთქვათ. დიდ და არსებით განსხვავებას, მე პირადად ვერ ვხედავ, ფასდაკლებები პრინციპში თიბისი ქარდსაც (კოსმოს მაგალითად) აქვს. ასე რომ კიდევ ერთი ახალი ბარათი აღარ მინდა ამ ეტაპზე. გამართლებით კი, რამდენად გაამართლებს, ამას დრო გვაჩვენებს და კმაყოფილი/უკმაყოფილო კლიენტები :)



#16 Zviad Kamkamidze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 46 გამოხმაურება

დაწერილია 07 August, 2010 - 01:17

იხილე გამოხმაურებაNino Mtvarelishvili, 07 August, 2010 - 00:09 -ში, განაცხადა:

იმდენად დავიღალე ამდენი ბარათით, რომ ძველი ყველა რაც მქონდა და ვადა გაუვიდა, აღარც განმიახლებია და პრინციპში, თუ გარკვეული საჭიროება არ დადგა, არც ვაპირებ კიდევ. ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ძალიან ნათლად უნდა ჩანდეს (რეკლამიდან, საინფორმაციო ბროშურიდან, სხვ.), თუ რატომ უნდა მივიღო ეს ბარათი და რატომ სჯობს ის სხვა არსებულ ბარათებს, რა უპირატესობები გააჩნია მას ასე რომ ვთქვათ. დიდ და არსებით განსხვავებას, მე პირადად ვერ ვხედავ, ფასდაკლებები პრინციპში თიბისი ქარდსაც (კოსმოს მაგალითად) აქვს. ასე რომ კიდევ ერთი ახალი ბარათი აღარ მინდა ამ ეტაპზე. გამართლებით კი, რამდენად გაამართლებს, ამას დრო გვაჩვენებს და კმაყოფილი/უკმაყოფილო კლიენტები :)


აბსოლიტურად გეთანხმებით ნინო,
ძალიან ბევრი ბარათია და ჩემი აზრიც ასეთია რომ განსხვავება რადიკალური, ერთი ტიპის პროდუქტზე საქართველოში ძალიან იშვიათია
ალბათ არ გაამართლებს

#17 Abesalom Koroghlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 201 გამოხმაურება

დაწერილია 08 August, 2010 - 14:24

Nino Mtvarelishvili
Zviad Kamkamidze

ციტატა

მდენად დავიღალე ამდენი ბარათით

ციტატა

ძალიან ბევრი ბარათია

ძალიან მალე იქნება ახალი პასპორტები, რომლებშიც უამრავი ბარათი შეიძლება გაერთიანდეს...

საჭირო აღარ იქნება 50 ბარათის ტარება, ყველაფერი ჩიპიან პასპორტში იქნება...

მერე ამ პასპორტის ტარებაც დისკომფორტს შეუქმნის ადამიანებს და გაჩნდება მძლავრი მოთხოვნილება იმაზე, რომ ადამიანმა (არც კაცმა და არც ქალმა) არ ატაროს არაფერი, იაროს "ჩიტივით თავისუფალმა"... სადაც არის მოთხოვნა, იქ ჩნდება მიწოდებაც - ბიზნესის დაუწერელი კანონი! ამ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს ხელის თითში ჩიპის ჩასმა... სხვათაშორის მობილური ტელეფონის ფუნქციების თითში ინტეგრირებაც უკვე საკმაო ხანია მუშავდება...

ასე, რომ გლობალიზაცია თავის სიტყვას მაინც იტყვის... ქრისტიანობა კი ამ ყველაფერში გლობალური კონტროლისა და შედეგად ზეპოლიციური მსოფლიო ცენტრალიზებული მმართველობის ჩამოყალიბების საფუძველს ხედავს, რასაც ანტიქრისტეს გამეფებას უკავშირებს... მაგრამ, რამდენადაც მე ვიცი, მართლმადიდებლობა განა ამის შესაჩერებლად იბრძვის, არამედ მრევლს ამზადებს ასეთ პირობებში და გარემოში ცხოვრების ქრისტიანული პრინციპებით გაგრძელებისათვის... თუმცა ამაზე თავს ვერ დავდებ, მთლად კომპეტენტური არა ვარ ამ საკითხში, ზუსტად არ ვიცი ეკლესიის პოზიცია გლობალიზაციის მიმართ. პური მეპურემ გამოაცხოს, ასე რომ მე არ ვიტყვი დაზუსტებით იმას, რაშიც კომპეტენტური არა ვარ.
Mobile: (871)44-37-99, (893)11-99-42
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili 

#18 Nino Mtvarelishvili

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 98 გამოხმაურება

დაწერილია 08 August, 2010 - 23:36

აბესალომ, რა საოცრად დააკავშირე ჩემს მიერ ამდენი ბარათის ტარებით შეწუხება აპოკალიფსს :biggrin: თუმცა გამგები გაიგებდა, მე რაც ვიგულისხმე ჩემს ნაწერში (პრინციპში ყველაფერი ძალიან მარტივად და ნათლად მიწერია). ერთი სიტყვით, წარმატებები (თუ ამ კონკრეტულ პროექტთან პირდაპირ ან ირიბად რამე კავშირი გაქვს). ნამდვილად არ ვაპირებ აქ ვინმესთან პოლემიკის გამართვას

:)



#19 Abesalom Koroghlishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 201 გამოხმაურება

დაწერილია 09 August, 2010 - 03:31

იხილე გამოხმაურებაNino Mtvarelishvili, 08 August, 2010 - 23:36 -ში, განაცხადა:

აბესალომ, რა საოცრად დააკავშირე ჩემს მიერ ამდენი ბარათის ტარებით შეწუხება აპოკალიფსს :biggrin: თუმცა გამგები გაიგებდა, მე რაც ვიგულისხმე ჩემს ნაწერში (პრინციპში ყველაფერი ძალიან მარტივად და ნათლად მიწერია).
რა თქმა უნდა, მე არ მიგულისხმია, რომ თითქოს შენ თითში ჩიპის ჩადგმა გსურს. გამგები მართლაც გაიგებდა. მე ვთქვი ის უახლოესი გეგმები, რაც საბანკო სისტემას მთლიანად "გადაატრიალებს" და ეს პროცესები აპოკალიფსთან კავშირში მართლაც იქნება.

ციტატა

ერთი სიტყვით, წარმატებები (თუ ამ კონკრეტულ პროექტთან პირდაპირ ან ირიბად რამე კავშირი გაქვს). ნამდვილად არ ვაპირებ აქ ვინმესთან პოლემიკის გამართვას
მსოფლიო ტექნოლოგიური სიახლეები საქართველოში რამდენიმე წლის დაგვიანებით შემოდის და აქედან გამომდინარე არც ეს ტექნოლოგია მუშავდება საქართველოში. ასე რომ ყველას შეუძლია მშვიდად იყოს, არა ვარ ანტიქრისტეს მოციქული :biggrin:
Mobile: (871)44-37-99, (893)11-99-42
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili 



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share