ავიღებ იპოთეკურ სესხს 2%–ში
#1
დაწერილია 06 August, 2010 - 14:18
უძრავი ქონების კონსალტინგური და საბროკერო კომპანია
ტელ: +995 32 941013
ფაქსი:+995 32 910164
Skype: realtygeorgia
www.privatservice.ge
realtor@privatservice.ge
რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!
|
#2
დაწერილია 10 August, 2010 - 00:27
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili
#3
დაწერილია 10 August, 2010 - 01:51
Abesalom Koroghlishvili, 10 August, 2010 - 00:27 -ში, განაცხადა:
ბანკში იპოთეკურ სესხს სანამ დაგიმტკიცებენ შარდის ანალიზის პასუხებსაც კი მოგთხოვენ. მათ ბინის ინტერესი არა აქვთ. აი კერძო პირს კი აქვს ბინის ინტერესი. წარმოიდგინე 22 000 -ად კაი ბინას რო ჩაიგდებ. თუ ბინა არა, თანხა და პროცენტი უბრუნდება... რას აგებს?
ბანკში 22 000-ი რო მოგცენ, 6 თვის "ქეშფლოუ" უნდა აჩვენო ისეთი 1000$ რო გაქ სუფთა მოგება როგორც მინიმუმ.... ეგეთი "პრავი" საბუთი, კი დეფიციტია.
მომიტევეთ სხვის მაგივრად რო გიპასუხეთ, მაგრამ მე ზუსტად მაქვს ამის გამოცდილება.
#4
დაწერილია 10 August, 2010 - 12:43
Lasha Omanadze, 10 August, 2010 - 01:51 -ში, განაცხადა:
ბანკში 22 000-ი რო მოგცენ, 6 თვის "ქეშფლოუ" უნდა აჩვენო ისეთი 1000$ რო გაქ სუფთა მოგება როგორც მინიმუმ.... ეგეთი "პრავი" საბუთი, კი დეფიციტია.
მომიტევეთ სხვის მაგივრად რო გიპასუხეთ, მაგრამ მე ზუსტად მაქვს ამის გამოცდილება.
ბანკი თქვენი აზრით უმიზეზოდ და უზაროდ ერთობა რისკების დაზღვევით?
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili
#5
დაწერილია 10 August, 2010 - 14:24
ციტატა
არა და არა. ბანკი ითვალისწინებს შემოსავლებს, რისკებს და მხოლოდ მას მერე გასცემს იპოთეკურ სესხს. არც ერთ ბანკს არ აქვს თქვენი ბინის გაყიდვის ინტერესი და გაყიდვამდე უამრავ შანსსაც აძლევს კრედიტორს სესხი დაფაროს. რასაც ვერ ვიტყვი მევახშეზე, რომელიც ორი თვის პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ბინას ყიდის. ბევრი გამწარებული ოჯახი მინახავს მევახშისგან. კი პირველ რიგში ეს თავად კრედიტორის ბრალია, მაგრამ მევახშეებს მაინც ვერ ვიტან, თავიანთი ჩამოდღლეზილი ტანსაცმლით, საცოდავი გამომეტყველებით და ცინიკური საუბრებით "აიიიი მეც მიჭიიიიირს" და ათასი სისულელე.
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com
#6
დაწერილია 10 August, 2010 - 16:06
Alexander Qarumashvili, 10 August, 2010 - 14:24 -ში, განაცხადა:
არა და არა. ბანკი ითვალისწინებს შემოსავლებს, რისკებს და მხოლოდ მას მერე გასცემს იპოთეკურ სესხს. არც ერთ ბანკს არ აქვს თქვენი ბინის გაყიდვის ინტერესი და გაყიდვამდე უამრავ შანსსაც აძლევს კრედიტორს სესხი დაფაროს. რასაც ვერ ვიტყვი მევახშეზე, რომელიც ორი თვის პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ბინას ყიდის. ბევრი გამწარებული ოჯახი მინახავს მევახშისგან. კი პირველ რიგში ეს თავად კრედიტორის ბრალია, მაგრამ მევახშეებს მაინც ვერ ვიტან, თავიანთი ჩამოდღლეზილი ტანსაცმლით, საცოდავი გამომეტყველებით და ცინიკური საუბრებით "აიიიი მეც მიჭიიიიირს" და ათასი სისულელე.
თუმცა ყოველთვის იყო და იქნება არასაბანკო სესხები... საინტერესოა, რატომ ირჩევენ ადამიანები უფრო ძვირ, არასაბანკო სესხებს? თუ ბანკი მათ ცუდი საკრედიტო ისტორიის ან სხვა სახით გამოხატული რისკის გამო არ აძლევს კრედიტს, მაშინ ისინი სხვაგან ეძებენ ფულს, ცხადია უფრო ძვირად. მაგრამ ეს არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტები ხომ ძალიან მაღალ რისკზე მიდიან ამით? კი ბატონო, მაღალი პროცენტი გარკვეულწილად არის ამ რისკის კომპენსაცია, მაგრამ სესხი რომ არ დაუბრუნდებათ, მერე გინდა წლიურ 25 %-ად ყოფილიყო ეს გაფუჭებული სესხი გაცემული, გინდა 75%-ად... მეორეს მხრივ ვხედავ, რომ ისინი რაღაც სასწაულ უზრუნველყოფას ითხოვენ გირაოში ჩასადებად. მიჩნდება ასეთი კითხვა: ბანკსაც ხომ შეუძლია ანალოგიურად მოიქცეს და რატომ არ იქცევა ასე? რატომ არ აძლევს გადაუხდელობის მაღალი რისკის მატარებელ პიროვნებას სესხს უზრუნველყოფით? როგორც ვხვდები პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ბანკის დიდად ინტერესი არ არის უზრუნველყოფაში გირაოს სახით ჩადებული უძრავი ქონების რეალიზაცია, რადგანაც საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი არალიკვიდურია, ქონების გაყიდვას დიდი დრო სჭირდება. მევახშემ შეიძლება დაისაკუთროს გირაოში ჩადებული ბინა და მერე ერთი თვე ეძებოს ამ ბინის მყიდველი და ამ სახით დაიბრუნოს გასესხებული ფული თავისი სარგებლით და/ან ცოტა მეტით, მაგრამ ბანკს ეს არ აწყობს, რადგანაც თუკი მისი აქტივები გაიძეძგება უძრავი ქონებით, მისი ლიკვიდობა ძალიან დაეცემა და ვერც სესხებს გასცემს... ფულის მაგივრად სესხის აღების მსურველს ბინას ხომ არ მისცემს?! აი მევახშემ კი, სესხი რომ არ გასცეს 1 თვის განმავლობაში, არაფერი დაშავდება. ბანკის მიერ კრედიტების გაცემის შეწყვეტა კი დიდი მოვლენაა და ეს ძალიან ცუდია... თუ მაგალითად საქართველოს ბანკზე გვაქვს საუბარი, რომელსაც აქციები აქვს ლონდონის ბირჟაზე, მაშინ მისთვის ორმხრივი დარტყმა იქნება კრედიტების გაცემის შეწყვეტა: ერთის მხრივ შეწყდება საკრედიტო საინვესტიციო დაბანდებები, მეორეს მხრივ დაეცემა აქციების ფასი ბირჟაზე...
ეს დამფინანსებლის ინტერესები ასეთუისე მიმოვიხილე და თუ თქვენ განსხვავებული მოსაზრება გაქვთ და/ან სხვაგვარ პასუხს შემომთავაზებთ, დიდად მოხარული ვიქნები... ახლა მსესხებლის ინტერესი მიმოვიხილოთ. რომელ მსესხებელს უხარია, რომ ბინა გაუყიდონ?! ნუთუ მისთვის არ უნდა იყოს ნათელი, რომ რადგანაც მას ბანკი სესხს არ აძლევს უზრუნველყოფაში უძრავი ქონების გირაოს პირობითაც კი, იგი მაღალი რისკის მატარებელია და არასაბანკო სესხის აღებისას 80% მოუწევს გირაოში ჩადებული ქონების დაკარგვა? არადა მაინც რისკავენ... და როგორც ალექსანდრემ მოგვახსენა ამ გარისკვის შედეგები ხშირ შემთხვევაში ქონების დაკარგვაა. ასე რომ მე ვერ ვპოულობ, რატომ უნდა გავრისკო არასაბანკო სესხის აღება უძრავი ქონების უზრუნველყოფით... იქნებ თქვენ მომეშველოთ პასუხის მოძებნაში.
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili
#7
დაწერილია 10 August, 2010 - 19:34
Abesalom Koroghlishvili, 10 August, 2010 - 16:06 -ში, განაცხადა:
ეს დამფინანსებლის ინტერესები ასეთუისე მიმოვიხილე და თუ თქვენ განსხვავებული მოსაზრება გაქვთ და/ან სხვაგვარ პასუხს შემომთავაზებთ, დიდად მოხარული ვიქნები... ახლა მსესხებლის ინტერესი მიმოვიხილოთ. რომელ მსესხებელს უხარია, რომ ბინა გაუყიდონ?! ნუთუ მისთვის არ უნდა იყოს ნათელი, რომ რადგანაც მას ბანკი სესხს არ აძლევს უზრუნველყოფაში უძრავი ქონების გირაოს პირობითაც კი, იგი მაღალი რისკის მატარებელია და არასაბანკო სესხის აღებისას 80% მოუწევს გირაოში ჩადებული ქონების დაკარგვა? არადა მაინც რისკავენ... და როგორც ალექსანდრემ მოგვახსენა ამ გარისკვის შედეგები ხშირ შემთხვევაში ქონების დაკარგვაა. ასე რომ მე ვერ ვპოულობ, რატომ უნდა გავრისკო არასაბანკო სესხის აღება უძრავი ქონების უზრუნველყოფით... იქნებ თქვენ მომეშველოთ პასუხის მოძებნაში.
წარმოიდგინე, რომ შენ გაქვს გარიგება, რომელიც ითვალისწინებს 10 000$-ის პროდუქტის საკუთარი ხარჯით შესყიდვას და გიხდიან 20 000$-ს. გარიგების შედეგი იურიდიულად და მყარად გარანტირებულია. ამ საქმისთვის დრო გაქვს 5 დღე. არ გაქვს ყოველთვიური ”ქეშფლოუ”, რომ ბანკმა სესხის გარანტი მიიღოს (სხვათა სორის ამ გარიგების ხელშეკრულებას ის გარანტად არ იღებს, ეს დამატებითი დაზღვევაა მისთვის, ჩემთვის კი სასიცოცხლო საჭიროება).
და რა ხდება? ის მიმართავს ეგრეთ წოდებულ მევახშეს და 3 დღეში თანხა ხელშია.
ისე რამდენი გიფიქრია ამ თემაზე
#8
დაწერილია 10 August, 2010 - 22:08
Lasha Omanadze, 10 August, 2010 - 19:34 -ში, განაცხადა:
და რა ხდება? ის მიმართავს ეგრეთ წოდებულ მევახშეს და 3 დღეში თანხა ხელშია.
ისე რამდენი გიფიქრია ამ თემაზე
არც მთლად ასეა საქმე... თუ ბანკს აჩვენებთ კლიენტებს, რომლებიც უეჭველად შეიძენენ თქვენს პროდუქტს, რომლის შესაძენადაც გჭირდებათ ბანკის კრედიტი, ბანკი არათუ არ მოგცემთ სესხს, არამედ რომც არ ჰქონდეს იმ მომენტისათვის ფული, დისკონტით გაყიდის ობლიგაციებს უკან გამოსყიდვის უფლებით და ამ ფულს მოგცემთ თქვენ სესხად, ანუ თქვენთვის განახორციელებს რეპო ოპერაციას სხვა კომერციულ ან ეროვნულ ბანკთან. რეპო ოპერაციით იგი ზარალზე მიდის (რადგანაც დისკონტით, ნაკლები ღირებულებით ყიდის და ძვირად ყიდულობს), მაგრამ ამ ზარალს გადაფარავს თქვენთვის მოცემული კრედიტის საპროცენტო სარგებლით.
კლიენტ(ებ)ი უნდა გყავდეთ, ანუ იმ ინფლოუს წყარო, რომელიც ერთჯერადად ან რამოდენიმეჯერადად გექნებათ და რასაც ბანკი აუცილებლად მიიღებს სესხის გარანტად... და თუ თქვენ არა გყავთ კლიენტები, ბუნებრივია ბანკი არ გარისკავს... ხომ შეიძლება რომ არ გამოჩნდეს კლიენტი... ნუ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არც მოგთხოვონ კლიენტების ჩვენება. მაგალითად, თუ პორტში გემია შემოსული, რისი განბაჟებაც გსურთ და თანხა არა გაქვთ, ბანკი დარწმუნებულია რომ თქვენ ყველა ვარიანტში გაასაღებთ ამ პროდუქციას... შეიძლება კლიენტების ჩვენება მოგთხოვონ იმისათვის, რომ გაარკვიონ რამდენ ხანში მოახდენთ თქვენ პროდუქციის რეალიზაციას...
და ბოლოს... კრედიტი ბანკისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, ამიტომ მისი თვითმიზანი არ არის, რომ მაქსიმალურად ცოტა კრედიტები გასცეს და ამით საპროცენტო შემოსავალი დაბალ ნიშნულზე დაიჭიროს... პირიქით, თუ საკრედიტო ოფიცერმა მნიშვნელოვანი კლიენტი დაკარგა (არ დააკრედიტა) და ეს კლიენტი წავიდა სხვა ბანკში ან თუნდაც მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში, ამ კრედიტ ოფიცერს გაათავისუფლებენ სამსახურიდან...
ამიტომ არაა რა მთლად ეგრე...
რედაქტორი Abesalom Koroghlishvili, 10 August, 2010 - 22:09.
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili
#9
დაწერილია 10 August, 2010 - 22:13
Abesalom Koroghlishvili, 10 August, 2010 - 22:08 -ში, განაცხადა:
კლიენტ(ებ)ი უნდა გყავდეთ, ანუ იმ ინფლოუს წყარო, რომელიც ერთჯერადად ან რამოდენიმეჯერადად გექნებათ და რასაც ბანკი აუცილებლად მიიღებს სესხის გარანტად... და თუ თქვენ არა გყავთ კლიენტები, ბუნებრივია ბანკი არ გარისკავს... ხომ შეიძლება რომ არ გამოჩნდეს კლიენტი... ნუ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება არც მოგთხოვონ კლიენტების ჩვენება. მაგალითად, თუ პორტში გემია შემოსული, რისი განბაჟებაც გსურთ და თანხა არა გაქვთ, ბანკი დარწმუნებულია რომ თქვენ ყველა ვარიანტში გაასაღებთ ამ პროდუქციას... შეიძლება კლიენტების ჩვენება მოგთხოვონ იმისათვის, რომ გაარკვიონ რამდენ ხანში მოახდენთ თქვენ პროდუქციის რეალიზაციას...
და ბოლოს... კრედიტი ბანკისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, ამიტომ მისი თვითმიზანი არ არის, რომ მაქსიმალურად ცოტა კრედიტები გასცეს და ამით საპროცენტო შემოსავალი დაბალ ნიშნულზე დაიჭიროს... პირიქით, თუ საკრედიტო ოფიცერმა მნიშვნელოვანი კლიენტი დაკარგა (არ დააკრედიტა) და ეს კლიენტი წავიდა სხვა ბანკში ან თუნდაც მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში, ამ კრედიტ ოფიცერს გაათავისუფლებენ სამსახურიდან...
ამიტომ არაა რა მთლად ეგრე...
და თქვენ რომელ ბანკში მოღვაწეობთ, ან მოღვაწეობდით?
#10
დაწერილია 10 August, 2010 - 22:16
ციტატა
სამწუხაროა, მაგრამ მასეა.
ციტატა
არც უნდა გარისკოთ.
Lasha Omanadze
ლაშა, 5 დღეში სესხის აღება ბანკიდან შესაძლებელია თუ ის ბანკი მიცნობს. თუ ბანკი არ მიცნობს, ან საკრედიტო ისტორია მაქვს არასახარბიელო მოვიძიებ პარტნიორს (ვისწავლოთ გაყოფა, რისკისაც და შემოსავლისაც) და არა მევახშეს. თუ საერთოდ არავინ მიცნობს ესე იგი არც ბიზნესი მიკეთებია ან თუ მიკეთებია ვაი მასეთ კეთებას; არც ბანკი? არც პარტნიორი? გამოდის, რომ არ მაქვს გამოცდილება, არ მყავს პარტნიორი, არ მენდობა ბანკი, სამაგიეროდ საქმიანი გამომეტყველებით მიღიმის მათხოვარი მევახშე. ჰოდა დამტოვებს "გაღიმებულს".
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com
#11
დაწერილია 10 August, 2010 - 22:27
Lasha Omanadze, 10 August, 2010 - 22:13 -ში, განაცხადა:
ჯერ-ჯერობით არცერთ ბანკში არ მიმუშავია, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს ამ თემასთან მიმართებაში?
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili
#13
დაწერილია 11 August, 2010 - 13:50
Alexander Qarumashvili, 10 August, 2010 - 22:16 -ში, განაცხადა:
არც უნდა გარისკოთ.
მაშინ რითი ახსნით არასაბანკო სესხების არსებობას? მომხმარებელთა რაციონალურობის დეფიციტით?
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili
#14
დაწერილია 12 August, 2010 - 13:18
რა თქმა უნდა პირველ რიგში შესაძლებლობებისა და საშუალების რაციონალური ანალიზის არ არსებობა. დაჯდება სამი ძმაკაცი მოუვათ "იდეა", ყოველგვარი ანალიზის გარეშე დაითვლიან, აუცილებლად მოგებაზე გაიყვანენ (ქვეშეცნეურად სურთ და სხვანაირად ვერც დაითვლიან) იწყებენ ფულის ძიებას. რაც არ უნდა კაი იდეა იყოს სტარტაფ კრედიტს ბანკი არ იძლევა, რჩება მევახშე, რომელსაც მიმართავენ. შემდეგ პროდუქტს ვერ ყიდიან, იწყებენ მიზეზების ძიებას; დე ფაქტო. ერთმანეთს დაადანაშაულებენ, დაერევიან ერთმანეთს, გირაოსაც კარგავენ და ერთმანეთსაც.
მეორე ვარიანტი; წააგო ფული, დავუშვათ 10 000. ვერ იშოვა, აქვს ბინა სადაც ცხოვრობს ოჯახთან ერთად, მივიდა მევახშესთან აიღო 30 000, 10 000-ით ვალი გადაიხადა, 5 000-ით მანქანა იყიდა, დარჩენილი 15 000 სამი თვის მანძილზე ისევ წააგო.
გამოსავალი; ეს იურისტების საქმეა, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით უნდა აიკრძალოს იმ საცხოვრებელი ფართის იპოტექით დატვირთვა(მითუმეტეს არასაბანკო კრედიტებზე), რომლის მეტიც კრედიტორს არაფერი გააჩნია. თუ აქვს სხვა ქონებაც კი ბატონო დატვირთოს ის სხვა ქონება.
თქვენი ოფისის სრული სერვისი
ტ.; 48 49 50/ 30 78 79/ 42 17 57/ 8 (93) 53 29 21
www.ankshop.com
#15
დაწერილია 12 August, 2010 - 18:05
ციტატა
ბანკებისათვის ალბათ იქნება რაიმე ამდაგვარი კანონი. რომც არ ქონდეს ეს კანონი, არამგონია რომ მაინც ასეთ ნაბიჯზე წავიდნენ ბანკები... მაგრამ არასაბანკო საფინანსო დაწესებულებებს უკვე ქვეყნის კონსტიტუცია უნდა...
ციტატა
ე.ი. არასაბანკო საფინანსო დაწესებულებების არსებობის მიზეზი (ერთ-ერთი) რაციონალიზმის ნაკლებობა კი არა ბანკის მიერ ბიზნესის სტარტაპის დაუფინანსებლობა ყოფილა.
რაციონალიზმის უქონლობა ადამიანის წარუმატებლობის მიზეზია...
რედაქტორი Abesalom Koroghlishvili, 12 August, 2010 - 18:06.
Mail: abesalom.koroghlishvili@gmail.com
Skype: abesalom.koroghlishvili
#16
დაწერილია 31 August, 2010 - 18:20
ბატონო აბესალომ,სპეციალურად თქვენთვის ვწერ რათა გიპასუხოთ რატომ "არა ბანკი"
მევახშეობა რაც არის და რა მხარეებიც აქვს ყველამ კარგად ვიცით,მაგრამ არც ბანკია ანგელოზი.
სიმამრს აღებული ქონდა იპოთეკური სესხი ახლადშეძენილი ბინის კაპიტალური რემონტისთვის. თუმცა როგორც ხდება ჩვენთან ხელოსნებმა რაღაცეები ვერ თუ არ გათვალეს, დროშიც გაიწელა სამუშაოები, იქ მეზობელმა იჩივლა და უაზროდ დაგვაკარგვინა რაღაც პერიოდი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო რემონტი ფინიშზე გავიდა, მაგრამ დასამთავრებლად საჭირო იყო კიდე დაახლოებით 10000 დოლარი.
ჩემმა სიმამრმა მიმართა იგივე ბანკს თანხის დასამატებლად, ამ პერიოდისთვის უკვე ძირი აღებულ სესხზე შემცირებული იყო 70 პროცენტით, ვერ ვიტყვი რომ არ იყო ვადაგადაცილებები, მაგრამ 2-3 დღით მხოლოდ, გარდა ერთი შემთხვევისა როცა ერთი კვირით დააგვიანა თანხის შეტანა. ამ დაგვიანებების მიზეზით ბანკმა უარი უთხრა თანხის დამატებაზე.
ყველაზე საინტერესო იწყება ამ მოენტიდან (ამ ეტაპზე დავიცავ ბიზნესის ეთიკას და არ დავასახელებ ამ ბანკს, მაგრამ არ გამოვრიცხავ მასთან პრინციპის გამო სასამართლო დავა წამოვიწყო).
დავიწყეთ დაფინანსების ძიება და მალევე ვიპოვეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ უზრუნველყოფა 7-8 ჯერ აღემატებოდა სესხს კრედიტორის მოთხოვნით უნდა გადაფარულიყო პირველი სესხი. ბანკს საკრედიტო ხელშეკრულებაში ვადამდე დაფარვაზე ეწერა პირგასამტეხლო 3%, ხოლო თუ გადაფარვას აკეთებ სხვა "ბანკიდან" 7%. ერთი ის, რომ უკვე ამორალური ის არის, რომ ადამიანი ჯერ ისევ შენ გთხოვს დაფინანსების დამატებას, უარს ეუბნები და როცა იძულებულს ხდი, რომ სხვაგან წავიდეს, კიდე ამხელა პირგასამტეხლოს ართმევ ვადამდე დაფარვაში, მეორე კი მაგათ იურისტებს ტერმინი "ბანკი" გაიგივებული აქვთ ყველანაირ გადაფარვასთან, იქნება ეს სხვა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ კერძო იპოთეკარი. რაც უკვე იურიდიული უმეცრობა და კაზუსია, მით უმეტეს, რომ ხელშეკრულებაში არ არის მოხსენიებულ ტერმინთა განმარტება, ხოლო იურიდიულად კი "ბანკს"-ა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის, საიდანაც მოხდა გადაფარვა ძალიან დიდი სხვაობაა. მოკლედ ამის მიუხედავად მოითხოვეს 7% ვადამდე დაფარვაზე. აი ესეც ბანკი, აღარ ვიძახი არაფერს დაგვიანებულ ჩამოჭრებზე, როცა საკრედიტო ექსპერტს "რატომღაც ავიწყდება" დროულად თანხის ჩამოჭრა და ეს ხდება თანხის შეტანიდან მეორე ან მესამე დღეს,რა თქმა შესაბამისი ჯარიმების დარიცხვით და სხვა წვრილმანებზე. ამავე დროს აქ არ ბურღავენ ტვინს ათასი ფორმალობით, არ ითხოვენ ქონების და სიცოცხლის დაზღვევას, არ არის გატანის საკომისო და არ არის პირგასამტეხლო ვადამდე დაფარვაზე.
უძრავი ქონების კონსალტინგური და საბროკერო კომპანია
ტელ: +995 32 941013
ფაქსი:+995 32 910164
Skype: realtygeorgia
www.privatservice.ge
realtor@privatservice.ge
1 წევრი კითხულობს თემას
0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე
Link პარტნიორები
| |||
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLCგანათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiadდასაქმება / HR
Staff.geინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა |
Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lentaინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.geმარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი |
ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფიმედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმისაქართველო
About Georgia
Kutaisiტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge |
ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტურიუძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate |

დამფუძნებლის მიმართვა



თემა დახურულია!
პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

