ნახტომი



- - - - -

ბუღალტრული შეკითხვა


  • თემა დაკეტილია თემა დახურულია!
გამოხმაურებათა რაოდენობა: 3

#1 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 09 August, 2010 - 21:20

ზედნადებებთან, ფაქტურებთან დაკავშირებით რაღაც კანონები გამოვიდა.
ასეთი შეკითხვა: მაქვს თუ არა უფლება გაუშვა მანქანა პროდუქტით ერთი ქალაქიდან მეორეში მხოლოდ საგზაო ზედნადებით. ჩასვლის შემდეგ კი განვსაზვღვრო ვის მივყიდო საქონელი, შემდეგ კი შესაბამისად დაუწერო ფაქტურა. ???

26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

 

 

რა რეპუტაცია გაქვთ Conference.ge-ზე ? გახსოვდეთ, აქ თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ თითოეული დარეგისტრირებული წევრის გამოხმაურება. ამისათვის საჭიროა გამოხმაურების ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

#2 Inga Potskhishvili

    L2: კვალიფიცირებული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 314 გამოხმაურება

დაწერილია 11 August, 2010 - 13:20

ეს წერილი დევს მოფ.გე–ზე
ძვირფასო გადამხდელო,
გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97
2
-ე და 143-ე მუხლში
განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ


• 2010 წლის 1 იანვრიდან გადასახადის გადამხდელები ვალდებული არიან თვალსაჩინო
ადგილას გამოაკრან გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი; (2010 წლის 1 იანვრიდან
ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას)

• ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირი დაჯარიმდება 100 ლარით,
საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად;

143-ე მუხლის ახალი რედაქცია ამოქმედდება 2010 წლის 1 თებერვლიდან. კონკრეტულად კი,
ცვლილებები გულისხმობს შემდეგს:

• საგადასახადო პასუხისმგებლობა დაწესდა არა ზოგადად ეკონომიკური, არამედ მხოლოდ
სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე
ტრანსპორტირებისთვის და ისიც იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე
ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს. (იმ
შემთხვევაზე, როცა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის
საბაზრო ღირებულება აღემატება 10000 ლარს, გავრცელდება სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა)

• საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო
ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე
უარის თქმა, თუ საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს. (იმ
შემთხვევაზე, როცა სასაქონლო ზედნადების გარეშე მიწოდებული/მისაწოდებელი
საქონლის საბაზრო ღირებულება აღემატება 10000 ლარს, გავრცელდება სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობა).

• დაწესდა პასუხისმგებლობა ამ სამართალდარღვევისთვის და იწვევს პირის დაჯარიმებას
საქონლის საბაზრო ღირებულების, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა, ასევე ქმედებათა
განმეორებით ჩადენისათვის. კერძოდ, პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 12 თვის
განმავლობაში მათი ხელმეორედ ჩადენა იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაზრო
ღირებულებით, მაგრამ არა ნაკლებ 5000 ლარით. ხოლო, ამ უკანასკნელის გამოვლენიდან
12 თვის განმავლობაში მათი კვლავ ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

• მხოლოდ ბუღალტრულ ჩანაწერებში აღურიცხველი საქონლის გამოვლენა აღარ
წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას.

• საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის
პირველადი საგადასახადო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში (სასაქონლო ზედნადები,
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით
გათვალისწინებულ დოკუმენტი და სხვა) საქონელი და პირს არ დაეკისრება შესაბამისი
პასუხისმგებლობა.

გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!


GAMMA
Market Measurement&Analysis Group

#3 Gocha Omadze

    მოყვარული

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 93 გამოხმაურება

დაწერილია 11 August, 2010 - 22:08

მადლობა!
26,lomouri,str.GORI GEORGIA 1400

tel: 899.53-88-53

e-mail: pegasi01@posta.ge

 

 

#4 Giorgi Zghuladze

    L1: კარგი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 151 გამოხმაურება

დაწერილია 12 August, 2010 - 08:31

Inga Potskhishvili
აი ეს ადგილი ვერ გავიგე, შეგიძლიათ დაკონკრეტება ?

ციტატა

• საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის
პირველადი საგადასახადო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში (სასაქონლო ზედნადები,
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით
გათვალისწინებულ დოკუმენტი და სხვა) საქონელი და პირს არ დაეკისრება შესაბამისი
პასუხისმგებლობა.




1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე



 Link პარტნიორები
ბიზნესის დაგეგმვა
MARNET Associates LLC

განათლება
ISET
შენი განათლების გზამკვლევი
Targmne.com
International Students' Business Olympiad

დასაქმება / HR
Staff.ge

ინტერნეტი & IT
FreeShop.Ge
Karvasla.com
SEO და ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია BIT
SMS ქისა

Fonts.ge - ქართული ფონტები
კომპანია Singular-ის ბლოგი
Anonsi.ge
Sanishne.com
ბლოგი Business Cafe
ბლოგი Event-Lenta

ინფორმაცია
Enthusiast.ge
Бизнес Грузия
Reality.ge
Worldnews.ge

მარკეტინგი & PR
ბლოგი MSG Partisani
ბლოგი PRHYPERMARKET
DAVID.GE 2.0
მარკეტინგული ბლოგი

ქართული ბრენდი
PR გიდი
PR სააგენტო GePRa
PR სააგენტო პროფილი
Publicity.ge
ფაბლისითი ჯგუფი

მედიცინა & ჯანდაცვა
სამედიცინო პორტალი
სამედიცინო ფორუმი

საქართველო
About Georgia
Kutaisi

ტრანსპორტი & ლოგისტიკა
ავტომობილები ჰოლანდიიდან
1auto.ge

ტურიზმი
Georgian Tourism Association
კომპანია ჰარმონია
გლობალ სერვის ტური

უძრავი ქონება
101.ge
IND პროექტი
Privatservice-Tbilisi Real Estate








Share