ინტერაქტიული ტელევიზია გაამართლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ფართოდ გავრცელდება. ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი ნაწილი მას არ შეიძენს ფასის გამო. მართალია ჯერ ფასი არ დაგიწერიათ, მაგრამ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები იმასაც ვერ შეძლებენ რომ 10 ლარით მეტი გადაიხადონ თვეში, მაშინ როდესაც ამ 10 ლარის ეკონომიის გამო მეზობლებთან იყოფენ ინტერნეტის ხაზს... მათ ურჩევნიათ ეს დამატებითი თანხა უფრო სწრაფ ინტერნეტში დახარჯონ (ანუ ნელი პაკეტი გამოცვალონ სწრაფით), ვიდრე ინტერაქტიული ტელევიზია შეიძინონ, რომელიც ნელ ინტერნეტზე არც ისე კარგად იმუშავებს.
ინტერაქტიული ტელევიზია მცირე ფენებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ აღნიშნული პროდუქტი მაინც მომგებიანი იქნება.
საინტერესოა სილქნეტი რატომ არ ზრუნავს დაბალშემოსავლიანი ფენების ბაზრის ათვისებაზე საქართველოს რეგიონებში... მერე ბოლოს ნერწყვები არ ყლაპოს სილქნეტმა, როდესაც დაინახავს რომ მის პოტენციურ მომხმარებლებს რეგიონებში სხვა კომპანიები იერთებენ კლიენტურის ბაზებში...
ბოჭკოვან ინტერნეტზე კი ვერაფერს გეტყვით. კავკაზუსის ბოჭკოვანი ინტერნეტი ძალიან ძვირია, 30-35 %-ით ნაკლეები მაინც უნდა იყოს ფასი, რომ მომხმარებლები მის ბოჭკოვან ინტერნეტზე გადავიდნენ... თან რამდენ ხანში დაქსელავს თბილისს სილქნეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით? თუ უკვე აქვს ეს ქსელი?
რედაქტორი Abesalom Koroghlishvili, 14 August, 2010 - 17:35.